დილთიაზემი 60მგ #50ტ (ბულგ)
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიანგინალური საშუალებები, კალციბლოკატორები, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ანტიარითმიული საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
დილთიაზემი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 7573
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
დილტიაზემი 60 მგ
Diltiazem
Diltiazem
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას: დილტიაზემის ჰიდროქლორიდს 60მგ.
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, ჰიპრომელოზას, პოვიდონს, კრემნიუმის დიოქსიდს კოლოიდურს, მაგნიუმის სტეარატს.
მოქმედება
დილტიაზემი შედის ეგრეთ წოდებული კალციუმის ანტაგონისტების სამკურნალო ჯგუფში. ის ამცირებს კალციუმის იონების მიწოდებას გულის უჯრედებში და სისხლძარღვებში და ამგვარად იწვევს სისხლძარღვების გაფართოვებას, გულთან სისხლის მიდინების ზრდას და ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესებას, ამცირებს გულის მოქმედების სიხშირეს და ამცირებს არტერიალურ წნევას.
ჩვენება
დილტიაზემს გამოიყენებენ შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
• გულის იშემიური დაავადებები;
• ვაზოსპასტიური სტენოკარდია (სტენოკარდიის სახეობა, გამოწვეული გულის სისხლძარღვთა სპაზმით);
• სტაბილური სტენოკარდია დაძაბულობის დროს – სტანდარტული ანტიანგინალური თერაპიის დამატება;
• არტერიული ჰიპერტონია – დამოუკიდებლად ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად;
• გულის რითმის ზოგიერთი დარღვევა – პარკუჭოვანი სიხშირის კონტროლი წინაგულთა ციმციმის და წინაგულთა თრთოლვის დროს.
სამკურნალო საშუალების მიღებამდე გასაცნობად აუცილებელი ინფორმაცია
უკუჩვენება
დილტიაზემს არ გამოიყენებენ შემდეგ შემთხვევებში:
• მომატებული მგრძნობელობა დილტიაზემის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
• III – IV ხარისხის გულის უკმარისობა;
• სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (გულის რითმის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადება), თუ არ არის დაყენებული რითმის ხელოვნური მატარებელი;
• გულის იმპულსების გატარების დარღვევა (SA-ბლოკადა, II და III ხარისხის AV- ბლოკადა), თუ არ არის დაყენებული რითმის ხელოვნური მატარებელი;
• გამოხატული ჰიპოტონია ან შოკი (არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება – სისტოლური წნევა ვერცხლის წყლის სვეტში 90-ზე ნაკლებია);
• მიოკარდის მწვავე ინფარქტი (რომელიც გართულებულია გულის მოქმედების შენელებით, არტერიული წნევის დაქვეითებით, გულის მწვავე სისუსტით).
სპეციალური გაფრთხილება
დილტიაზემს ნიშნავენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის საგულდაგულო შეფასების და ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევის შემდეგ და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ!
დილტიაზემის მკურნალობის დროს აუცილებელია ქვემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინება:
• დილტიაზემმა შეიძლება გამოიწვიოს გულის მოქმედების სიხშირის ანორმალური შენელება (განსაკუთრებით პაციენტებში სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომით) ან გულის იმპულსების გატარების II ან III ხარისხის ბლოკადა;
• პაციენტებს, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ გულის ფუნქციის დარღვევები, შესაძლებელია გაურთულდეთ შეგუბებითი გულის უკმარისობა;
• შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება;
• შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი მაჩვენებლების გარდამავალი ზრდა (ტრანსამინაზის, ტუტე ფოსფატაზის და ბილირუბინის);
• გულის მოქმედების სიხშირეზე, გამტარობაზე, არტერიულ წნევაზე და მარცხენა პარკუჭის ფუნქციაზე ჯამური მოქმედების გამო, დილტიაზემის და ბეტა-ბლოკატორების ერთდროულად გამოყენება მოითხოვს ექიმის მკაცრ კონტროლს, განსაკუთრებით პაციენტებში მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით და/ან გამტარობის დარღვევით;
• დილტიაზემით მკურნალობის მკვეთრად მოხსნამ შეიძლება მოახდინოს სტენოკარდიის სიმპტომატიკის პროვოცირება.
კანის რეაქციები
კანის რეაქციები, რომლებიც აღინიშნება დილტიაზემით მკურნალობის დროს, ჩვეულებრივ გარდამავალია და ქრება, მიუხედავად მკურნალობის გაგრძელებისა. თუმცა, კანის რეაქციების პერსისტირების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს, რადგანაც ცნობილია კანის გართულებების იშვიათი შემთხვევები (ერუპცია, რომელიც პროგრესირებს მრავალფორმულ ერითემამდე და/ან ექსფოლიატურ დერმატიტამდე).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუელებებთან და კვების პროდუქტებთან: თუ თქვენ ღებულობთ სხვა სამკურნალო პრეპარატებს, ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან მათი კომბინირების შესახებ.
დილტიაზემი ძირითადად ღვიძლში იშლება და ამიტომ მისმა გამოყენებამ სხვა მედიკამენტებთან, რომლებიც ასევე ღვიძლში იშლება, შეიძლება გამოიწვიოს მათი მოქმედების გაძლიერება ან შესუსტება.
გასათვალისწინებელია ურთიერთქმედება შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:
Cyclosporin. დილტიაზემთან ერთდროულად გამოყენება იწვევს პლაზმაში ციკლოსპორინის დონის მომატებას, და შესაბამისად, ციკლოსპორინით ინდუცირებულ ღვიძლის ტოქსიურობას.
ბეტა-ბლოკატორები. დილტიაზემთან ერთდროულად გამოყენება ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, მაგრამ გულის მოქმედების სიხშირეზე, გამტარობაზე, არტერიულ წნევაზე და მარცხენა პარკუჭის ფუნქციაზე ჯამური მოქმედების გამო აუცილებელია ექიმის მკაცრი კონტროლი, განსაკუთრებით პაციენტებში მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით და/ან გამტარობის დარღვევით. თავი უნდა ავარიდოთ ერთდროულად ინტრავენურ შეყვანას.
დიგოქსინი. დილტიაზემმა შეიძლება გამოიწვიოს დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერება გამტარობაზე.
ციმეტიდინი. ციმეტიდინი ზრდის პლაზმაში დილტიაზემის და მისი ძირითადი მეტაბოლიტის დონეს.
დიაზეპამი. დიაზეპამი იწვევს პლაზმაში დილტიაზემის დონის ზრდას საშუალოდ 20-დან 30%-მდე.
ამიოდარონი. დილტიაზემთან ერთდროული გამოყენება იწვევს სინუსური კვანძის ფუნქციაზე და გულის კუნთის მუშაობაზე დამთრგუნველი ეფექტის გაძლიერებას და შეიძლება გამოიწვიოს სინუსური კვანძის აქტივობის შეწყვეტა (გულის მოქმედების შეჩერება) ან სიცოცხლისათვის სახიფათო გულის სისუსტე, განსაკუთრებით პაციენტებში გამოხატული რითმის და გამტარობის დარღვევით (ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი ან გამტარობის ნაწილობრივი ბლოკადა).
ნიტრატები მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოქმედებით. დილტიაზემი ახდენს ნიტრატების მოქმედების პოტენცირებას მათი გვერდითი ეფექტების ზრდის გარეშე.
კარბამაზეპინი. დილტიაზემი იწვევს შრატში კარბამაზეპინის კონცენტრაციის მომატებას 40-დან 72%-მდე, რაც ზოგიერთ პაციენტში იწვევს ინტოქსიკაციას. პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას აუცილებელია ექიმის მკაცრი კონტროლი.
რიფამპინი. პრეპარატების ერთდროული გამოყენება იწვევს პლაზმაში დილტიაზემის კონცენტრაციის და მისი თერაპიული ეფექტის მკვეთრ დაქვეითებას.
ქინიდინი. დილტიაზემი დანამდვილებით ზრდის პლაზმაში ქინიდინის კონცენტრაციას, რაც საჭიროებს გვერდითი რეაქციების გამოვლინების დაკვირვებას, და, აუცილებლობის შემთხვევაში, დოზის კორექთირებას.
ანესტეტიკები. საინგალაციო ანესტეტიკებთან დილტიაზემის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გულის ფუნქციის დამთრგუნველი ეფექტების გამოვლინება, არტერიული წნევის დაქვეითება და გულის იმპულსების გამტარობის დარღვევა.
სტატინები. (სისხლში ქოლესტერინის დონის დამწევი სამკურნალო საშუალებები). სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული დილტიაზემთამ კომბინაციაში, განსაკუთრებით ორივე პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენების შემთხვევაში, რადგანაც დანამდვილებით დადგენილია პლაზმაში სტატინების კონცენტრაციის ზრდა.
განსაკუთრებული გაფრთხილება პაციენტების ზოგიერთი ჯგუფებისათვის.
ხანში შესულ (65 წლის ზევით) და ღვიძლის ან თირკმელების დაზიანების მქონე ავადმყოფებში დოზების გაზრდა ხდება შედარებით ნელა და საჭიროა უფრო დაბალი შემანარჩუნებელი დოზაბის გამოყენება.
ამ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდირებული. მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა საბავშვო ასაკში არ არის დადგენილი.
გომოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
დილტიაზემს არ ნიშნავენ ორსულობის დროს, განსაკუთრებული შემთხვევების გამონაკლისის გარდა, ნაყოფის მკაცრი კონტროლით და სარგებლობა/რისკის შეფარდების საგულდაგულო შეფასების შემდეგ.
დილტიაზემი გამოიყოფა დედის რძით. ჩვილი ბავშვისათვის ზიანის მიყენების შესაძლო რისკის გამო საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ძუძუთი კვებით შეწყვეტის ან დილტიაზემით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.
ზემოქმედება ავტომობილის და ტექნიკის მართვის უნარზე
დილტიაზემით მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია დროებითი სისუსტე და თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება მოახდინოს ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და ტექნიკის მართვის უნარზე.
მონაცემები დამხმარე ნივთიერებების შესახებ
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, რის გამოც ის ხდება გამოუსადეგარი პაციენტებისათვის ლაქტოზის აუტანლობით.
ინფორმაცია სწორად გამოყენების შესახებ
გამოყენების წესი და დოზირება
ჩივილების შესაბამისად ექიმი ადგენს თქვენი დაავადების სამკურნალოდ საჭირო დოზას. პრეპარატს იღებენ პერორალურად, უშუალოდ ჭამის წინ.
მოზრდილებისათვის რეკომენდირებული დოზები
ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა შეადეგნს 30 მგ, დღეში ოთხჯერ ჭამის წინ. სამ ან ოთხ მიღებაზე დაყოფილ დღიურ დოზას ზრდიან თანდათან 2-3 დღის ინტერვალით ოპტიმალური ეფექტის მიღწევამდე. ეფექტური დოზა ინდივიდუალურია თითოეული ავადმყოფისათვის, მაგრამ საშუალოდ ეფექტური დოზა შეადგენს 180 – 240 მგ/დღეში, გაყოფილი სამ ან ოთხ მიღებაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 360 მგ/დღეში.
ბავშვები – ამ პრეპარატის გამოყენება საბავშვო ასაკში არ არის რეკომენდირებული. მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დამტკიცებული.
თუ თქვენ გამოტოვეთ პრეპარატის ერთი მიღება, მიიღეთ ის შემდეგი რეგულარული მიღების დროს, დოზის გაზრდის გარეშე.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლებელია ზოგიერთი შემდეგი სიმპტომის გამოვლინება: გულის მოქმედების შენელება, არტერიული წნევის დაქვეითება, გამტარობის დარღვევა და გულის უკმარისობა.
ჭარბი დოზირების ზოგიერთი სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის და სიმპტომატური საშუალებების დანიშვნა. გულის მოქმედების მკვეთრად გამოხატულ შენელებისას შეყავთ ატროპინი (0,6-1 მგ). მაღალი ხარისხის ხანგრძლივი ბლოკადის შემთხვევაში ხდება დროებით რითმის მატარებლის დაყენება. დაბალი არტერიული წნევის კორექტირებისათვის იყენებენ სისხლძრღვთა შემავიწროებელ სამკურნალო პრეპარატებს. გულის სისუსტის დროს იყენებენ ინოტროპულ პრეპარატებს (იზოპრენალინს, დოფამინს ან დობუტამინს) და დიურეტიკებს (შარდის გამოყოფის გამაძლიერებელ პრეპარატებს).
ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!
გვერდითი რეაქციები
გვერდითი რეაქციები უმეტესწილად დაკავშირებულია დოზასთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან. დილტიაზემი კარგად გადაიტანება უმეტესი პაციენტების მიერ და სხვა კალციუმის ანტაგონისტებთან შედარებით იწვევს სუსტად გამოვლენილ გვერდით ეფექტებს.
არსებობს ცნობები შემდეგი რეაქციების შესახებ :
უფრო ხშირი (სიხშირით 1%):
შეშუპება (2,4%), თავის ტკივილი (2,1%), გულის რევა (1.9%), წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა 91,6%), თავბრუსხვევა (1,5%), გამონაყარი (1,3%), სისუსტე (1,2%), ქავილი (1%).
იშვიათი (სიხშირით <1%):
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: I ხარისხის წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა, II და III ხარისხის წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა, პულსის შენელება, შეგუბებითი გულის უკმარისობა, ელექტროკარდიოგრამის ცვლილება, შეწითლება, არტერიული წნევის დაქვეითება, გულისცემა, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია (პულსის არითმია).
ნერვული სისტემის მხრიდან: გულმავიწყობა, დეპრესია, გაძნელებული სიარული, ჰალუცინაციები, უძილობა, ნერვული მდგომარეობა, პარესთეზია, ძილიანობა, ყურებში შუილი, ტრემორი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: გულის რევა, შეკრულობა, კუჭის აშლა, პირში სიმშრალე, გემოს შეცვლა, წყურვილი, ღებინება, სხეულის მასის მომატება.
კანის რეაქციები: პეტეხია (კანქვეშა სისხლჩაქცევები), ფოტომგრძნობელობა, ქავილი, გამონაყარი.
ლაბორატორიული ანალიზები: ზოგიერთი მაჩვენებლების ზრდა (ასპარტატანინოტრანსფერაზა, ალანინამინოტრანსფერაზა, ლაქტადეჰიდროგენოზა, ცევიკალური ბრტყელუჯრედიანი კარცინომი და ტუტე ფოსფატაზა, შაქარი სისხლში, შარდის მჟავა).
სხვა: სულის ხუთვა, სისხლდენა ცხვირიდან, თვალების ქავილი, ლიბიდოს დარღვევა, კუნთების კრამპი, ღამის შარდვა, შარდის გამოყოფის გაძლიერება, ძვლების და სახსრების ტკივილი.
არის ერთეული შეტყობინებები შემდეგ გვერდითი რეაქციების შესახებ: გამელოტება, მრავალფორმული ერითემა, ექსფოლიატური დერმატიტი, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, ღრძილების ლორწოვანის ზრდა, სისხლის უჯრედული შემადგენლობის ცვლილება (ჰემოლიტური ანემია, ლეიკოპენია, ტრომბოპენია).
ამ ან სხვა არასასურველი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმრთვა.
სამკურნალო ფორმა და შეფუთვა
ტაბლეტები, 10 ცალი ბლისტერში; 5 ბლისტერი შეფუთვაში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 (ორი) წელი გამოშვების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი
ბალკანფარმა-დუპნიცა ად, სამოკოვსკის შოსე 3, 2600 დუპნიცა, ბულგარეთი, ტელ. (+359 701) 58 196, ფაქსი (+359 701) 58 555.
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით