პერმეტრინი 50მგ/გ(5%) 40გ გელი

პერმეტრინი 50მგ/გ(5%) 40გ გელი

22.88 ლარი 19.45 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუნის სამკურნალო პრეპარატები
ქვეყანა: ლატვია
მწარმოებელი: ლმპ შპს რიგა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პერმეთრინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 75710
გააზიარე:

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია 

 

 

1. სამკურნალო საშუალების სახელწოდება 

პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით  

 

2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა 

1 გრამი გელი შეიცავს 50 მგ პერმეტრინს (permethrinum). 

დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტებით 

გელის ყოველი გრამი შეიცავს 100 მგ ეთილის სპირტს. 

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პ. 6.1. 

 

3. გამოშვების ფორმა 

გელი. ყვითელი ფერის გაუმჭვირვალე გელის მსგავსიმასა. 

 

4. კლინიკური ინფორმაცია 

4.1. გამოყენების ჩვენებები 

გელი გამოიყენება მუნის და მისი თანმხლები კანისინფექციური დაავადებების სამკურნალოდმოზრდილებში და ბავშვებში ორი თვის ასაკიდან.  ბავშვებში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. 

 

4.2. გამოყენების წესი და დოზები 

გელის მცირე რაოდენობა დაიტანება თხელ ფენად  მუნით დაზიანებულ კანის უბნებზე და ნაზად შეიზილება. გელის უნდა დაყოვნდეს 24 საათის განმავლობაში, შემდეგ საჭიროა ჩამობანვა საპნით და  თეთრეულის გამოცვლა. განმეორებითი გამოყენება შესაძლებელია ხუთჯერ, თუ  ქავილი და ანთებითი პროცესები კანზე არ გაქრა ან განახლდა, ასევე, თუ გაჩნდა მუნის ახალი უბნები. 

3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ექსპოზიციის დრო 12 საათია. განმეორებითი გამოყენება დასაშვებია 2 დღის შემდეგ, მხოლოდ ერთხელ. 

3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ექსპოზიციის დრო 24 საათია, განმეორებით ექსპოზიციებს შორის შუალედური დრო 1-2 დღეა. განმეორებითი გამოყენება - 5 ჯერამდე. 

 

4.3. უკუჩვენებები 

-  მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ანგელის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, რომელიცმითითებულია პ.6.1. 

- 2 თვემდე ასაკის ბავშვებში, რადგან არ არის საკმარისიგამოცდილება ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის პრეპარატისგამოყენების შესახებ. 

 

4.4. გამოყენების განსაკუთრებული მითითებები დასიფრთხილის ზომები 

  • გელი გამაღიზიანებლად მოქმედებს თვალისკონიუნქტივაზე; საჭიროა თავის არიდება ლორწოვანგარსებზე (ცხვირი, პირი, სასქესო ორგანოები) გელისმოხვედრისგან. თუ ეს მაინც მოხდა, საჭიროა ჭარბი რაოდენობის თბილი წყლით გამორეცხვა; 

  • 2 თვიდან 2 წლამდე ბავშვებში გამოყენება უნდამოხდეს სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობისქვეშ. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთიინგრედიენტის შესახებ 

პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით შეიცავს ეთილის სპირტს 

მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს 4000 მგალკოჰოლს (ეთილის სპირტს) თითოეულ 40გ ტუბში, რაც შეესაბამება 100 მგ/გ-ს. ამან შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე. 

 

4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან 

არ არის გამოვლენილი. 

 

4.6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია 

გელის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ რისკი-სარგებელის  საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ. 

ძუძუთი კვების პერიოდში საჭიროა უარი ითქვას პრეპარატის გამოყენებაზე ან შეწყდეს ძუძუთი კვება. 

 

4.7. სატრანსპორტო საშუალებების მართვა დამექანიზმების მომსახურება 

გელი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების  მომსახურების უნარზე. 

 

4.8. გვერდითი მოქმედება 

ყველა გვერდითი მოქმედებები განთავსებულია ჯგუფებში მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით. გვერდითი მოვლენები თითოეულ ჯგუფშიგანთავსებულია მათი სიმძიმის მიხედვით (დაწყებულიყველაზე სერიოზულით). 

ძალიან ხშირად (≥1/10) 

ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე) 

ნაკლებად ხშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე) 

იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე) 

ძალიან იშვიათად (<1/10 000) 

უცნობია (არ შეიძლება განისაზღვროს არსებულიმონაცემებით) 

იშვიათად: ქავილი, სიწითლე, წვის შეგრძნება, შეშუპება, პარესთეზია აპლიკაციის ადგილებზე. ამ შემთხვევაშიუნდა შეწყდეს გელის გამოყენება.  

 

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ  

რეგისტრაციის პროცესის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანიაშესაძლო არასასურველი გვერდითი მოვლენების შესახებშეტყობინება. ამგვარად სრულდება პრეპარატისსარგებლი/რისკი თანაფარდობის მუდმივიმონიტორინგი. 

 

4.9. დოზის გადაჭარბება 

შეტყობინებები დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ არ არსებობს. 

 

5. ფარმაკოლოგიური თვისებები 

5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მუნის საწინააღმდეგოსაშუალებები. 

ათქ კოდი [P03AC04]. 

 

 

მოქმედების მექანიზმი 

პერმეტრინი წარმოადგენს ცის- და ტრანს- ფორმებისსინთეზური პირეტროიდის იზომერების ნარევს. ეს არისგარეგანად გამოყენებადი ინსექტიციდური დააკარიციდური საშუალება, რომელიც გავლენას ახდენსბევრ მწერზე, მათ შორის მუნის ტკიპებზე. პერმეტრინიმოქმედებს მწერების ნერვული უჯრედების მემბრანებზე, არღვევს კალიუმის და ნატრიუმის იონების ნაკადსარხებში, რომლებიც არეგულირებენ მემბრანისპოლარიზაციას. რეპოლარიზაციის დარღვევის შედეგადხდება მწერის დამბლა. 

ქინიფურილს აქვს მაღალი ანტიბაქტერიული მოქმედებაგრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ, განსაკუთრებით სტაფილოკოკისა და სტრეპტოკოკისპათოგენური შტამების მიმართ. 

 

5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები 

ორგანიზმში პერმეტრინი, ესტერაზას გავლენით, სწრაფადიშლება არააქტიურ მეტაბოლიტებად, რომლებიცგამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელებით. 

 

5.3. პრეკლინიკური მონაცემები უსაფრთხოებისშესახებ 

ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, ქრონიკულიტოქსიკურობის, გენოტოქსიურობის, კანცეროგენურობისდა რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებიდანმიღებული პრეკლინიკური მონაცემები არ მიუთითებსადამიანისთვის სახიფათო რისკებზე. 

 

6. ფარმაცევტული ინფორმაცია 

6.1. დამხმარე ნივთიერებები 

ეთილის სპირტი (96%), ქინიფურილი, კარბომერი, ტროლამინი, გასუფთავებული წყალი. 

 

6.2. შეუთავსებლობა 

მონაცემები არ არსებობს. 

 

6.3. შენახვის ვადა 

3 წელი. 

 

6.4. შენახვის განსაკუთრებული პირობები 

ინახება  არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. 

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისგან დასინათლისგან დასაცავად. 

 

6.5. შეფუთვა 

40გ ალუმინის ტუბებში, ტუბებს გამოყენებისინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფებში. 

 

6.6. ნარჩენების განადგურების სპეციალურიმითითებები 

განსაკუთრებული მითითებები არ არსებობს. 

 

გაცემის რეჟიმი: 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე 

 

7. სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი 

შპს „ლმპ“, ვიეტალვასის ქუჩა 1, რიგა, LV-1009, ლატვია. 

ტელ.: +371 67040788; ელფოსტა: [email protected] 

 

8. სარეგისტრაციო ნომერი 

9. პირველი/ხელახალი რეგისტრაციის თარიღი 

 

10. ტექსტის ბოლო შესწორების თარიღი 

09.2023