იმუჰენზა #30კაფს

იმუჰენზა #30კაფს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ეხინაცეა+ნივრის ფხვ+როიალ ჟელე+უნკარია+ვიტ.ცე
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 75534
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

იმუჰენზა

მცენარეული წარმოშობის იმუნომასტიმულირებელი საშუალება

შემადგენლობა:  ვიტამინი C - 100მგ, ექინაცეას ექსტრაქტი -100მგ, ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი -100მგ, ნივრის ექსტრაქტი - 40მგ, ჟენშენი - 20მგ, როიალ - ჟელე -70 მგ,  კატისბრჭყალა -20 მგ.

ჩვენება: იმუნიტეტის დაქვეითება,  გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების   პროფილაქტიკა და მკურნალობა, სასუნთქი სისტემის ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების სიმპტომების შემსუბუქება, ორგანიზმის საერთო გადაღლა, დაცვა სეზონური ინფექციებისგან.

ფარმაკოლოგიური თვისებები: იმუჰენზა მცენარეული წარმოშობის იმუნოსტიმულატორია ანტიოქსიდანტური და ზოგადმატონიზირებელი მოქმედებით, ეფექტურად აძლიერებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს, ამცირებს დაავადების განვითარების რისკს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი. იმუჰენზას აქვს გამოხატული ანტივირუსული, ანტიბაქტერიული,  ანთების საწინააღმდეგო  მოქმედება. მისი მოქმედება დამყარებულია  შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე: ვიტამინი C   ძლიერი ანტიოქსიდანტია, აქტიურად მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, აძლიერებს იმუნიტეტს,  ზრდის ორგანიზმის  მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი, აუმჯობესებს ქსოვილების რეგენარაციას, ააქტიურებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს.  ექინაცეას ექსტრაქტს ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი, ანთებისაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედება, მის შემდაგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერებები აძლიერებენ ორგანიზმის ბუნებრივ დამცავ ძალებს, ლეიკოციტების რიცხვის გაზრდით და მაკროფაგების ფაგოციტოზის აქტივაციით  მოქმედებენ იმუნიტეტის არასპეციფიკური სტიმულატორების სახით,  ისინი უზრუნველყოფენ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების განადგურებას, იცავენ ორგანიზმს სასუნთქი სისტემის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისაგან.  ნიორი მდიდარია  ფიტონციდებით (განსაკუთრებით ალიცინი), რომელიც ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას, ხასიათდება ძლიერი ანტიბაქტერიული , ანტივირუსული, ანტიპარაზიტული მოქმედებით.  ალიცინის გარდა ნიორი შეიცავს სხვა ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს, ფლავანოიდებს , B ჯგუფის ,  A, D, E და C  ვიტამინებს, აგრეთვე მინერალებსა და მიკროელემენტებს. ნივრის ექსტრაქტი ხასიათდება ნაღვლმდენი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური თვისებებით. ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას და თრომბის წარმოქმნას, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.  კატისბრჭყალა (უნკარია) - მისი მოქმედება ძირითადად განპირობებულია მასში ალკალოიდების, გლიკოზიდების, ფლავანოიდების არსებობით. ხასიათდება ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. T ლიმფოციტების, მაკროფაგების აქტივაციის და ლეიკოციტების ფაგოციტოზის უნარის გაზრდის ხარჯზე იწვევს იმუნური სისტემის სტიმულაციას. მოქმედებს უჯრედული იმუნიტეტის დონეზე.  ჟენშენი  სწრაფად აღადგენს ძალებს, ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას ორგანიზმზე, აძლიერებს იმუნიტეტს, აქვს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და ანტიკანცეროგენული მოქმედება. ნორმაში მოყავს დაბალი არტერიული წნევა, აუმჯობესებს მეხსიერებისა  და კონცენტრაციის უნარს. ჟენშენი არის ძლიერი ადაპტოგენი (ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას სტრესების მიმართ, უაროფითი გარე ფაქტორებისადმი). როიალ - ჟელე  წარმოადგენს ერთადერთ პროდუქტს, რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის ყველა საჭირო ამინომჟავეებს, ვიტამინებს და მიკროელემენტებს. მას აქვს ძლიერ გამოხატული იმუნომოდულატორული, ანტიოქსიდანტური, ანტიკანცეროგენული, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. იგი გამოიყენება ენერგიის მოსამატებლად, ორგანიზმის დამცველობითი ძალების სწრაფად აღსადგენად, ებრძვის ნაადრევ დაბერებას, აუმჯობესებს მხედველობას და მეხსიერებას, ააქტიურებს შინაგანი ჯირკვლების მოქმედებას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას. ფიჭვის ქერქის ექსტრაქტს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, მუკოლიზური, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული მოქმედება, შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტს (ოლიგომერული პროანთოციანიდის კომპლექსი), რომელიც ხელს უშლის თავისუფალი რადიკალებისგან უჯრედების დაზიანებას

მიღება და დოზირება: 1 კაფსულა დღეში ჭამის შემდეგ ,  4-8 კვირა

შენახვის პირობები:  ინახება მშრალ,  გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე  ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.

გამოშვების ფორმა:  N30 კაფსულა

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ.

სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს  FDA - ს მიერ.