ალორა 100მგ #20ტ

ალორა 100მგ #20ტ

12.71 ლარი 9.15 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედატიური პრეპარატები
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ნობელი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პასიფლორას თხიერი ექსტრსქტი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 75420
გააზიარე:

ალორა 100მგ 20 ტაბლეტი

100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა
ალორას 100მგ-იანი თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 100მგ პასიფლორას ექსტრაქტს (შეიცავს 3.5% ფლავონოიდს ვიტექსინის სახით) და რკინის წითელ ოქსიდს (E172) საღებავის სახით.

 

ფარმაკოლოგიურითავისებურებები
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: სედაციური საშუალებები.

თვისებები

პასიფლორას ექსტრაქტი მიიღება მცენარისგან - პასიფლორა ინკარნატი, რომელიც შეიცავს 0.04% ინდოლის ჯგუფის ალკალოიდებს (ჰარმანი, ჰარმინი, ჰარმოლი), ფლავონოიდებს (ვიტექსინი, ქუერტეცინი), კუმარინებს, კინჩონებს და სხვა.
ექსტრაქტის კომპონენტები აინჰიბირებს ნერვული იმპულსების გატარებას ზურგის და თავის ტვინში, ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას და უზრუნველყოფს სედაციურ ეფექტს.
მოცემული პრეპარატი აუმჯობესებს ხასიათს დეპრესიული მდგომარეობების დროს, ამცირებს შფოთვას და ფიზიკურ დაძაბულობას. გააჩნია მსუბუქი საძილე ეფექტი დილის დეპრესიული სიმპტომების გარეშე. ასევე გააჩნია ანტიკონვულსიური თვისებები.

 

ჩვენებები

ალორას 100მგ შემოგარსული ტაბლეტი ინიშნება ფსიქო-ემოციური სტრესის მსუბუქი სიმპტომების სამკურნალოდ და ძილის მოსაწესრიგებლად.

 

უკუჩვენებები
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

 

ორსულობადალაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამიტომ, აუცილებელია დედისთვის მოსალოდნელი სარგებელის და ბავშვისთვის შესაძლო რისკის შედარება.

ზემოქმედებაავტომობილისდამექანიზმებისმართვისუნარზე
მოერიდეთ ავტომობილის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვას პრეპარტით მკურნალობის დროს.

 

გვერდითიმოვლენები
თითოეული სიხშირის ჯგუფის აღწერისთვის გამოყენებულია სტანდარტული დასახელებები შემდეგი კონვენციის შესაბამისად: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100 -<1/10); არახშირი (>1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10000 - <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების მიხედვით).
იმუნურისისტემისმხრივ:
უცნობია: ჰიპერმგრძნობელობა (ვასკულიტი) (ადგილი ჰქონდა ერთ შემთხვევას)
გულისმხრივ:
უცნობია: ტაქიკარდია (ადგილი ჰქონდა ერთ შემთხვევას)
კუჭ-ნაწლავისმხრივ:
უცნობია: გულისრევა (ადგილი ჰქონდა ერთ შემთხვევას).
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რაც არ არის ზემოთ მითითებული, მიმართეთ ჯანდაცვის სპეციალისტს ან ექიმს.

 

ურთიერთქმედებასხვაპრეპარატებთან
სინთეზურ სედაციურ საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს, ამიტომ ექიმის დანიშნულების გარეშე არაა რეკომენდებული მისი სინთეზურ სედაციურ საშუალებებთან ერთად გამოყენება (მაგ: ბენზოდიაზეპინები).

 

დოზირებადამიღებისწესი
დღისმანძილზესედაციურიეფექტისგამოსაწვევად:
მოზრდილებისთვის რეკომენდებული პერორალური დოზაა 100მგ სამჯერ დღეში ჭამამდე.
ძილისდარღვევისას:
მოზრდილებისთვის რეკომენდებული პერორალური დოზაა 200-300მგ დღეში ერთხელ, ძილის წინ ერთი საათით ადრე.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

 

ჭარბიდოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ არის მონაცემები. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმტპომური თერაპიის დანიშვნა.

 

შენახვისპირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე საკუთარ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შეფუთვისფორმა
ალორა 100მგ გარსით დაფარული ტაბლეტი; წარმოდგენილია თეთრი ფერის გაუმჭვირვალე PVC/TE/PVDC/AL ბლისტერზე 20 გარსით დაფარული ტაბლეტით.

 

ფარმაცევტულიდოზირებისსხვაფორმები
ალორას სიროფი;

წარმოდგენილია 100მლ ქარვისფერი შუშის ბოთლში პლასტმასის თავსახურით და ორიგინალი 5მლ მოცულობის კოვზით.


აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი; III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

ვარგისობისვადა 

3 წელი.