პრესტილოლი 5/10მგ #30ტ
გააზიარე:
სამკურნალო საშუალების მოკლე დახასიათება
1. სამედიცინო პრეპარატის დასახელება
პრესტილოლი 5მგ/10მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 5მგ ბისოპროლოლის ფუმარატს (შეესაბამება 4,24მგ ბისოპროლოლს) და 10მგ პერინდოპრილ არგინინს (შეესაბამება 6,790მგ პერინდოპრილს).
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1
3. სამკურნალწამლო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ღია ვარდისფერი, ოვალური, ორფენიანი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, სიგრძე 9,8მმ, სიგანე 5,4მმ, ამოტვიფრული «» ერთ მხარეს და «5/10» მეორე მხარეს.
5მგ/10მგ პრესტილოლის ტაბლეტი გამყოფი ხაზით შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ დოზად.
4. კლინიკური თვისებები
4.1 თერაპიული ჩვენება
პრესტილოლი ნაჩვენებია შემცვლელი პრეპარატის სახით არტერიული ჰიპერტენზიის და/ან გულის სტაბილური იშემიური დაავადების სამკურნალოდ (ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტის და/ან რევასკულარიზაციის მქონე პაციენტებში) მოზრდილებში, რომლებშიც დაავადების საიმედო კონტროლი მიიღწევა ბისოპროლოლის და პერინდოპრილის იგივე დოზების გამოყენებით.
4.2 დოზირების რეჟიმი და გამოყენების მეთოდი
დოზირების რეჟიმი
დოზირების ჩვეული რეჟიმი-ერთი ტაბლეტი დღე-ღამეში ერთხელ.
ფიქსირებულ კომბინაციაზე გადასვლა შეიძლება მოხდეს პაციენტის სტაბილური მდგომარეობის მიღწევის შემდეგ მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში, ბისოპროლოლის და პერინდოპრილის იგივე დოზების გამოყენების ფონზე. ფიქსირებული კომბინაცია არ გამოდგება თერაპიის დაწყებისთვის.
პაციენტებმა, რომლებშიც 2,5მგ ბისოპროლოლის და 5მგ პერინდოპრილის მიღების ფონზე მიღწეულია სტაბილური მდგომარეობა, უნდა მიიღონ 5მგ/10მგ ტაბლეტის ნახევარი, დღეში ერთხელ.
დოზის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში, დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ცალკე კომპონენტების გამოყენებით.
პაციენტების განსაკუთრებული კატეგორიები
თირკმლის ფუნქციის დარღვევა (იხ. პარაგრაფი 4.4 და 5.2)
პრესტილოლის 5მგ/10მგ რეკომენდებული დოზა, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის უნდა შეირჩეს კრეატინინის კლირენსის მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად.
ცხრილი 1. დოზის კორექცის თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს
|
კრეატინინის კლირენსი ( კკლირ ), მლ / წთ |
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა |
|
კკლირ ≥ 60 |
ერთი ტაბლეტი პრესტილოლი 5 მგ/10მგ |
|
30 < კკლირ < 60 |
არ გამოდგება. რეკომენდებულია დოზის ინდივიდუალური შერჩევა ცალკეული კომპონენტების გამოყენებით, მონოპრეპარატების სახით. |
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (იხ. პარაგრაფი 4.4.და 5.2)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორეაქცია საჭირო არ არის.
ხანდაზმული პაციენტები
პრესტილოლის დოზა უნდა შეირჩეს თირკმლის ფუნქციის შესაბამისად.
ბავშვები და მოზარდები
პრესტილოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის. ამ ჯგუფი გამოყენების მონაცემები არ არსებობს. ამიტომ პრეპარატის დანიშვნა ბავშვებსა და მოზარდებში რეკომენდებული არ არის.
გამოყენების მეთოდი
პრესტილოლი უნდა მიიღონ ერთჯერადი დოზის სახით, დღე-ღამეში ერთხელ, დილით, საუზმემდე.
4.3 უკუჩვენება
- • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე
დამხმარე ნივთიერების ან ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორის ნებისმიერი სხვა ინჰიბიტორის მიმართ
- • გულის მწვავე უკმარისობა ან გულის მწვავე უკამრისობის დეკომპენსაციის პერიოდი, რაც მოითხოვს
- • ინტრავენურ ინოტროპულ თერაპიას
- • კარდიოგენური შოკი
- • მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა *ელექტროკარდიოსტიმულატორის გარეშე)
- • სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი
- • სინოატრიალური ბლოკადა
- • ბრადიკარდია კლინიკური გამოვლინებით
- • არტერიული ჰიპოტენზია კლინიკური გამოვლინებით
- • მძიმე ბრონქული ასთმა ან ფილტვის მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
- • პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაზიანების მძიმე ფორმები ან რეინოს დაავადების მძიმე
ფორმები
- • ფეოქრომოციტომა, რომლის გამოც მკურნალობა არ ჩატარდა (იხ. აპრაგრაფი 4.4)
- • მეტაბოლური აციდოზი
- • ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება, დაკავშირებული აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობასთან (იხ.
პარაგრაფი 4.4)
- • მემკვიდრული ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება
- • ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი (იხ. პარაგრაფი 4.4 და 4.6)
- • პრესტილოლის ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან ერთად გამოყენება შაქრიანი დიაბეტით ან
თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (გორგლოვანი ფილტრაციის სისწრაფე
<60მლ/წთ/1,73მ ²) (იხ. პარაგრაფი 4.4, 4.5 და 5.1).
- • საკუბიტრილის და ვალსარტანის თერაპიასთან ერთდროული მიღება. საკუბიტრილისა და
ვალსარტანის ბოლო დოზის მიღებასა და პრესტილოლით მკურნალობის დაწყებას შორის საჭიროა
მინიმუმ 36 საათიანი ინტერვალის დაცვა. (იხ. პარაგრაფი 4.4 და 4.5)
- • ექსტრაკორპორალური პროცედურები, რომელთა დროსაც სისხლი კონტაქტში მოდის უარყოფითად
დამუხტულ ზედაპირებთან (იხ. პარაგრაფი 4.5)
- • თირკმლის არტერიის გამოხატული ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი მოფუნქციონირე თირკმლის
არტერიის სტენოზი (იხ. პარაგრაფი 4.4)
4.4 განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
პრესტილოლს ეხება ყველა მითითება, რაც დაკავშირებულია ცალკეული კომპონენტების გამოყენებასთან
ჰიპოტენზია
აგფ ინჰიბიტორები შეიძლება იწვევდეს არტერიული წნევის დაქვეითებას. ჰიპოტენზია კლინიკური გამოვლინებით იშვიათად ვითარდება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გაურთულებელი არტერიული ჰიპერტენზია, ხშირად ის აღინიშნება დეჰიდრატაციის მქონე პაციენტებში (მაგალითად, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს, იცავენ შეზღუდული მარილის დიეტას, იმყოფებიან დიალიზზე, პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ან ღებინება) ან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ რენინ-დამოკიდებული მძიმე არტერიული ჰიპერტენზია (იხ. პარაგრაფი 4.5 და 4.8). ჰიპოტენზია კლინიკური გამოვლინებებით აღინიშნა გულის უკმარისობით დაავადებულ, კლინიკური გამოვლინებების მქონე პაციენტებში, თანხმლები თირკმლის უკმარისობის ან მისი არ არსებობისას. მეტი ალბათობით შეიძლება აღინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის უფრო მძიმე უკმარისობა, რაზეც მიუთითებს მარყუჟოვანი დიურეტიკების მაღალი დოზების მიღება, ჰიპონატრიემია ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ჰიპოტენზიის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში თერაპიის დასაწყისში კლინიკური გამოვლინებით და დოზის კორექციის დროს უნდა ჩატარდეს ინტენსიური მონიტორინგი. მსგავსი მიდგომა უნდა შენარჩუნდეს იმ პაციენტების მკურნალობის დროსაც რომლებსაც აღენიშნებათ გულის იშემიური დაავადება ან ცერებროვასკულური დაავადებები, რომლებშიც მკვეთრმა ჰიპოტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა.
ჰიპოტენზიის შემთხვევაში პაციენტი უნდა დააწვინონ ზურგზე და აუცილებლობისას უნდა ჩატარდეს ნატრიუმის ქლორიდის 9მგ/მგ (0.,9%) ინტრავენური ინფუზია. გარდამავალი ჰიპოტენზია არ წარმოადგენს პრეპარტის შემდგომი გამოყენების უკუჩვენებას, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს გართულებების გარეშე, მას შემდეგ რაც არტერიული წნევა კვლავ მოიმატებს მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდის შედეგად. გულის შეგუბებითი უკმარისობით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტში, რომელაც აქვს ნორმალური ან დაქვეითებული წნევა, პერინდოპრილის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური არტერიული წნევის დამატებით დაქვეითება. ეს მსოალოდნელი ეფექტი ჩვეულებრივ არ უნდა იწვევდეს მკურნალობის შეწყვეტას. ჰიპოტენზიის კლინიკური გამოვლინებებისას შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან მკურნალობის თანდათნ მოხსნა ცალკეული კომპონენტების გამოყენებით.
მომატებული მგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება
იშვიათად აღწერილია სახის, კიდურების, ტუჩების, ლორწოვანი გარსების, ენის, სახმო ნაპრალის და/ან ყელის შეშუპება, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ აგფ ინჰიბიტორებით, პერინდოპრილის ჩათვლით (იხ. პარაგრაფი 4.8) ეს რეაქციები შეიძლება განვითარდეს თერაპიის დროს ნებისმეირ მომენტში. ამ შემთხვევაში პრესტილოლით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ბეტა-ბლოკერებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს. უნდა ჩატარდეს შესაბამისი მონიტორინგი სიმპტომების სრულ გაქრობამდე. შემთხვევებში როდესაც შეშუპება ეხებოდა მხოლოდ სახეს და ტუჩებს, ის ქრებოდა მკურნალობის გარეშე, თუმცა ანტიჰისტამინური პრეპარატები სასარგებლო იყო სიმპტომების შემსუბუქებისთვის. ანგიონევროზული შეშუპება, რომელსაც ახლავს ხორხის შეშუპება შეიძლება იყოს სასიკვდილო. ენის, სახმო ნაპრალს ან ხორხის შეშუპებისას, რამაც დიდი ალბათობით შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია, დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ადრენალინის დანიშვნას და/ან სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფას. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვების ქვეშ, სიმპტომების სრულ გაქრობამდე. აგფ ინგივიტორების გამოყენებისას ანგიონევროზული შეშუპების მომატებული რისკი არსებობს პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც დაკავშირებული არ იყო აგფ ინჰიბიტორების გამოყენებასთან (იხ. პარაგრაფი 4.3).
იშვიათად აღწერილია ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც ეხება კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, პაციენტებში, რომლებიც აგფ ინჰიბიტორებს იღებენ. ამ პაციენტებს აღენიშნებოდათ მუცლის ტკივილი (გულისრევით და ღებინებით ან მის გარეშე), ზოგ შემთხვევაში ამას წინ არ უძღოდა სახის ანგიონევროზული შეშუპება და C-1 ესთერაზას დონე ნორმაში იყო. ანგიონევროზული შეშუპების დიაგნოსტირება ხდებოდა პროცედურების საშუალებით, რაც მოიცავდა მუცლის კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ულტრაბგერით გამოკველვას ან ქირურგიული ოპერაციის დროს; სიმპტომები ქრებოდა აგფ ინჰიბიტორის მიღების შეწყვეტის შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც აგფ ინჰიბიტორებს იღებენ და აღენიშნებათ მუცლის ტკივილი, უნდა მოხდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანგიონევროზული შეშუპების დიფერენციული დიაგნოსტირება.
პერინდოპრილის საკუბიტრილთან და ვალსარტანთან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია ანგიონევროზული შეშუპების მომატებული რისკის გამო (იხ. პარაგრაფი 4.3). პერინდოპრილის ბოლო დოზის მიღებას და საკუბიტრილით ან ვალსარტანით მკურნალობის დაწყებას შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 36 საათს. საკუბიტრილით და ვალსარტანით მკურნალობის შეწყვეტისას საკუბიტრილის და ვალსარტანის ბოლო დოზის მიღებას და პერინდოპრილის მირების დაწყებას შორის ინტერვალი უნდა იყოს არა ნაკლებ 36 საათი (იხ. პარაგრაფი 4.3 და 4.5). აგფ ინჰიბიტორების და ნეიტრალური ენდოპეპტიდაზას NEP სხვა ინჰიბიტორების (მაგალითად, რაცეკადოტრილი), mTOR ინჰიბიტორების (მაგალითად სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი) და გლიპტინების (მაგ., ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი), ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ანგიონევროზული შეშუპების რისკი (სასუნთქი გზების ან ენის შეშუპება, რესპირატორული დარღვევებით ან მათ გარეშე (იხ. პარაგრაფი 4.5). ამ კავშირში აუცილებელია სარგებლის და რისკის შეფასება რაცეკადოტრილის, mTOR ინჰიბიტორების (მაგალითად სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი) და გლიპტინების (მაგ., ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი), დანიშნვისას პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ აგფ ინჰიბიტორებს.
ღვიძლის უკმარისობა
იშვიათ შემთხვეებში აგფ ინჰიბიტორების გამოყენებას ახლდა სინდრომი, რომელიც იწყება ქოლესტაზური სიყვითლით და პროგრესირებს ღვიძლის ფულმინანტურ ნეკროზამდე და (ზოგჯერ) ლეტალურად მთავრდება. ამ სინდრომის მექანიზმი ჯერ უცნობია. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს და რომლებსაც უვითარდებათ სიყვითლე ან მნიშვნეოლოვნად იმატებს ღვიძლის ფერმენტების დონე, აგფ ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყვიტონ და უნდა გიარონ დეტალური სამედიცინო გამოკვლევა (იხ. პარაგრაფი 4.8)
რასა
აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობისას ანგიონევროზული შეშუპება უფრო ხშირია ნეგროიდული რასის პაციენტებში, ვიდრე სხვა რასის პირებში.
როგორც სხვა აგფ ინჰიბიტორების, პერინდოპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტურობა ნეგროიდული რასის პაციენტებში შეიძლება უფრო დაბალი იყოს ვიდრე სხვა რასის პირებში. შესაძლებელია ამის მიზეზი ის არის, რომ ნეგროიდული რასის პაციენტებში ჰიპერტენზია უფრო ხშირია რენინის დაბალი შემცველობის ფონზე.
ხველა
აგფ ინჰიბიტორებით თერაპიისას აღინიშნა ხველის შემთხვევები. დამახასიათებელია არაპროდუქტიული, მყარი ყველა, რომელიც ქრება თერაპიის შეწყვეტისას. აგფ ინჰიბიტორის მიღებით გამოწვეული ხველა უნდა ჩაერთოს დიფერენციული დიაგნოსტიკისას.
ჰიპერკალიემია
ზოგიერთ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის პერინდოპრილს, აღინიშნა შრატში კალიუმის შემცველობის მომატება. აგფ ინჰიბიტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალემია, რადგან ისინი აინჰიბირებენ ალდოსტერონის სეკრეციას. ეს ეფექტი ჩვეულებრივ უმნიშვნელოა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. ჰიპერკალიემიის რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ფუნქციის გაუარესება, ასაკი (>70 წელი), შაქრიანი დიაბეტი, ინტერკურენტული მოვლენები როგორიცაა დეჰიდრატაცია, გულის მწვავე უკმარისობა, მეტაბოლური აციდოზი, კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების გამოყენება (მაგ., სპირონოლაქტონი, ეპლერენონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები, აგრეთვე შრატში კალიუმის დონის მომატების გამომწვევი სხვა პრეპარატების მიღება (მაგალითად, ჰეპარინები, კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილი როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოქსაზოლი) და განსაკუთრებით ალდოსტერონის ანტაგონისტები ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები. კალიუმის დანამატების, კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების მიღება, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება იწვევდეს შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვან მომატებას, ჰიპერკალიემიამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული არითმია, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით. კალიუმის შემნახველი დიურეზულები და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს; ამავე დროს აუცილებელია შრატში კალიუმის დონის და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი. ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით. თუ ეუვასკორის ან ზემოაღნიშნული პრეპარატების ერთდროული დანიშვნა აუცილებელია, მათი მიღება აუნდა მოხდეს სიფრთხილით და შრატში კალიუმის დონის ხშირი კონტროლით (იხ. პარაგრაფი 4.5).
ლითიუმის პრეპარატებთან კომბინაცია
საერთო ჯამში პერინდოპრილის და ლითიუმის კომბინირებული მიღება რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი 4.5).
კალიუმის დამზოგველ პრეპარატებთან, კალიუმის დანამატებთან და კალიუმის შემცველ მარილების შემცვლელებთან კომბინაცია
საერთო ჯამში, პერინდოპრილის კალიუმის დამზოგველ პრეპარატებთან, კალიუმის დანამატებთან და კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებთან ერთად რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი 4.5).
რენინ-ანგიოტენზინ ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა:
დამტკიცებულია, რომ აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის ერთად გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის, თირკმლის ფუნქციის დაქვეითების რისკს (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით). ამიტომ რაას ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის ერთად გამოყენებით რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი 4.5 და 5.1).
თუ ორმაგი ბლოკადა აბსოლუტურად აუცილებელია, ის უნდა ჩატარდეს მხოლოდ სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ და თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების დონის და არტერიული წნევის ხშირი მონიტორინგით.
დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები ერთად არ უნდა დაინიშნოს.
კალციუმის ანტაგონისტებთან,I კლასის ანტიარითმულ პრეპარატებთან, ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაცია
საერთო ჯამში ბისოპროლოლის გამოყენება, ვერაპამილის და დილთიაზემის კალციუმის ანტაგონისტების ჯგუფთან, I კლასის ანტიარითმულ საშუალებებთან და ცენტრალური მოქმედების პრეპარატებთან ერთად, რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი 4.5).
მკურნალობის შეწყვეტა
უნდა მოერიდონ ბეტა-ბლკერების მკვეთრ მოხსნას, განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადების მქონე პაციეტნებში, რადგან ამან შეიძება გამოიწივოს გულის ფუნქციის ტრანზოტორული გაურესება. დოზა თანდათნ უნდა შემცირდეს ცალკეული კომპონენტების გამოყენებით, იდეალურ შემთხვევაში ორი კვირის განმავლობაში, ერთდროულად აუცილებლობისას სხვა თერაპიაზე გადაყვანით.
ბრადიკარდია
თუ მკურნალობის დროს გულის შეკუმშვათა სიხშირე მოსვენების მდგომარეობაშ ქვეითდება 50-55 დარტყმაზე/წუთში დაბლა და პაციენტს აღენიშნება ბრადიკარდიასთან დაკავშირებული სიმპტომები, პრესტილოლის დოზის კორექცია უნდა მოხდეს ცალკეული კომპონენტების გამოყენებით, ბისოპროლოლის შესაბამისი დოზის შერჩევით.
პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა
ბეტა-ბლოკერების უარყოფითი დრომოტროპული მოქმედების გათვალისწინებით, პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის მქონე პაციენტებში, ბეტა-ბლოკერები უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.
აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზი/ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია
როგორც სხვა აგფ ინჰიბიტორები, პერინდოპრილი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მიტრალური სარქვლის და მარცხენა პარკუჭს გამომავალი ტრაქტის სტენოზი,რომელიც დაკავშირებულია მაგალითად, აორტულ სტენოზთან და ჰიპერტროფიულ კარდიომიოპათიასთან.
პრინცმეტალის სტენოკარდია
დაფიქსირდა კორონარული ვაზოსპაზმის შემთხვევები. მიუხედავად ბისოპროლოლის მაღალი ბეტა-1 სელექციურობისა, შეუძლებელია სტენოკარდიის შეტევების სრულად გამორიცხვა პრინზმმეტალის სტენოკარდიით დაავადებულ პაციენტებში დანიშვნისას.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრესტილოლის სადღეღამისო დოზის კორექცია უნდა მოხდეს კრეატინინის კლირენსის შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 4.2). ამ პაციენტებზე დაკვირვების ნაწილია კალიუმის და კრეატინინის დონის რეგულარული კონტროლი (იხ. პარაგრაფი 4.8).
გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ჰიპოტენზიის კლინიკური გამოვლინებით აგფ ინჰიბიტორების თერაპიის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს თირკმლის ფუნქციის დამატებით გაუარესება. ამ სიტუაციაში აღწერილია თირკმლის უკმარისობა, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა.
ზოგ პაციენტში, რომელსაც აღენიშნება თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის სტენოზი და რომელიც იღებს აგფ ინჰიბიტორს, აღინიშნა სისხლში შარდოვანას დონის და შრატში კრეატინინის მომატება, რაც შექცევადი იყო თერაპიის შეწყვეტისას. ეს უფრო სავარაუდოა თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციეტნებში. თუ პაციენტს ასევე აღენიშნება რენოვასკულური ჰიპერტენზია, არსებობს მძიმე ჰიპოტენზიის და თირკმლის უკმარისობის მომატებული რისკი. ასეთი პაციეტნების მკურნალობა უნდა დაიწყოს სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ, დაბალი დოზიების დანიშვნით და დოზის ინტენსიური ტიტრაციით. რადგან დიურეტიკების გამოყენება შეიძლება იყოს ზემოაღნიშნული მდგომარეობის ფაქტორი, მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში დიურეტიკები უნდა მოიხსნას და მუდმივად უნდა გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქცია.
ჰიპერტენზიით დაავადებულ ზოგ პაციენტს, რომელსაც არ ქონდა სისხლძარღვების მხრივ აშკარა დარღვევები, აღენიშნებოდა სისხლში შარდოვანას და შრატში კრეატინიის მომატება, ჩვეულებრივ ის უმნიშვნელო და გარდამავალი ხასიათის იყო, განსაკუთრებით პერინდოპრილსი და დიურეტიკის კომბინირებული გამოყენებისას. ასეთი დარღვევების ალბათობა უფრო მაღალია პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევები. ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება და/ან დიურეტიკის და/ან პერინდოპრილის მიღების შეწყვეტა.
რენოვასკულური ჰიპერტენზია
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი მოფუნქციონირე თირკმლის არტერიის სტენოზი, აგფ ინჰიბიტორის გამოყენებისას მომატებულია ჰიპოტენზიის და თირკმლის უკმარისობის რისკი (იხ. პარაგრაფი 4.3). დიურეტიკები შეიძება აღრმავებდეს ამ მდგომარეობას. თირკმლის ფუნქციის დაქვეითება შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ შრატში კრეატინინის კონცენტრაციის უმნიშვნელო ცვლილებებით, თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზის მქონე პაციენტებშიც.
თირკმლის ტრანსპლანტაცია
პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ჩაიტარეს თირკმლის ტრანსპლანტაცია, პერინდოპრილ არგინინის დანიშვნის გამოცდილება არ არსებობს.
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები:
ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც ჰემოდიალიზზე იმყოფებიან და იყენებენ მაღალნაკადიან მემბრანებს და პარალელურად იღებენ რომელიმე აგფ ინჰიბიტორს, აღინიშნა ანაფილაქსიური რეაქციები. ასეთ პაციენტებში უნდა განიხილონ სხვა ტიპის მემბრანის ან სხვა კლასის ჰიპოტენზიური პერპარატის გამოყენების საკითხი.
ანაფილაქსიური რეაქციები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) აფერეზის ჩატარების დროს
იშვიათ შემთხვევებში პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ დსლპ აფერეზის პროცედურები დექსტრანსულფატის გამოყენებით, აგფ ინჰიბიტორების დანიშვნისას აღინიშნებოდა სიცოცხლისთვის სახიფათო ანაფილაქსიური რეაქციები. ამ რეაქციების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო აგფ ინჰიბიტორების დროებით მოხსნით აფერეზის ყოველ პროცედურამდე.
ანაფილაქსიური რეაქციები დესენსიბილიზაციის დროს
პაციენტებში, რომლებიც აგფ ინჰიბიტორებს იღებენ დესენსიბილიზაციური თერაპიის დროს (მაგ. სიფრიფანაფრთიანი მწერების შხამებით) აღწერილია ანაფილაქსიური რეაქციები. ზოგიერთ პაციენტში ამ რეაქციის აცილება შესაძლებელი იყო აგფ ინჰიბიტორის დროებითი მოხსნით, მაგრამ ისინი კვლავ ვითარდებოდა პრეპარატის გაუფრთხილებელი მიღებისას. როგორც სხვა ბეტა-ბლოკერები, ბისოპროლოლი შეიძლება ზრდიდეს ალეგენებისადმი მგრძნობელობას და აძლიერებდეს ანაფილაქსიური რეაქციების სიმძიმის ხარისხს. ადრენალინით მკურნალობა ყოველთვის არ უზუნველყოფს საჭირო თერაპიულ ეფეტს.
ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი/თრომბოციტოპენია/ანემია;
პაციენტებში, რომლებიც აგფ ინჰიბიტორებს იღებდნენ აღინიშნა ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია და ანემია. ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნებათ სხვა გამართულებელი ფაქტორები, ნეიტროპენია იშვიათია. პერინდოპრილის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კოლაგენოზურ-სისხლძარღვოვანი დაავადებები, რომლებასც უტარდებათ იმუნოდეპრესიული თერაპია, ალოპურინოლით ან პროკაინამიდით მკურნალობა, ან რომლებსაც აღენიშნებათ ყველა ეს გამართულებელი ფაქტორები, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის უკვე არსებული დარღვევისას. ზოგ ამ პაციენტს განუვითარდა სერიოზული ინფექცია. ცალკეულ შემთხვევებში ანტიბიოტიკებით ინტენსიური მკურნალობა უსარგებლო იყო. პერინდოპრილის ასეთ პაციენტებში დანიშვნისას რეკომენდებულია ლეიკოციტების რაოდენობის პერიოდული მონიტორინგი და პაციენტებს უნდა აუხსნან ინფექციის ნებისმეირი ნიშნების შეტყობინების საჭიროების შესახებ (მაგ., ყელის ტკივილი, მომატებული ტემპერატურა).
ბრონქოსპაზმი (ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები)
ბრონქული ასთმის და ფილტვის სხვა ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებისას, რომელთა დროსაც შეიძლება აღინიშნოს ბრონქოსპაზმის სიმპტომები, პრეპარატი უნდა დაინიშნოს ბრონქების გამაფართოებელ თერაპიასთნ ერთად. ბეტა-ბლოკერის ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გაიზარდოს სასუნთქი გზების წინააღმდეგობა, რის გამოც შეიძება საჭირო გახდეს ბეტა2-აგონისტის დოზის მომატება
შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში სისხლში გლუკოზის მნიშვნელობის გამოხატული მერყეობით, პრესტილოლი უნდა გამოიყენონ სიფრთხილით. ბეტა-ბლოკერებმა შეიძლება შენიღბოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.
მკაცრი მარხვა
პაციენტებში, რომლებიც იცავენ მკაცრ მარხვას, პრეპარატი უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.
პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაზიანება
ბეტა-ბლოკერების გამოყენებისას განსაკუთრებით თერაპიის დასაწყიში შესაძლებელია სიმპტომების გაძლიერება.
ანესთეზია
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ზოგადი ანესთეზია, ბეტა-ბლოკერები აქვეითებს არითმიის და მიოაკრდიუმის იშემიის სიხშირეს, ინდუქციის და ინტუბაციის დროს, ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ამ დროისთვის რეკომენდებულია ბეტა-ბლოკერებით მკურნალობის გაგრძელება პერიოპერაციულ პერიოდში. ანესთეზიოლოგს უნდა შეატყობინონ ბეტა-ბლოკერების გამოყენების შესახებ, რადგან შესაძლებელია ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან, რაც იწვევს ბრადიარითმიას, რეფლექტორული ტაქიკარდიის შესუსტებას და რეფლექტორული შესაძლებლობის დაქვეითებას სისხლის დანაკარგის კომპენსაციისას. თუ ოპერაციის წინ აუცილებელია ბეტა-ბლოკერის მოხსნა, ეს უნდა მოხდეს თანდათან და მოხსნა უნდა დასრულდეს ანესთეზიამდე 48 საათით ადრე. დიდი ქირურგიული ჩარევისას ან ჰიპოტენზიის გამომწვევი პრეპარატებით ანესთზიისას, პერინდოპრილი შეიძლება ბლოკავდეს ანგიოტენზინ II გამომუშავებას რენინის კომპენსატორული გამოთავისუფლების ხარჯზე. ჰიპოტენზიის განვითარებისას, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია მოქმედების ამ მექანიზმთან, საჭიროა მოცირკულირე სისხლის მოცულობის მომატება.
ფსორიაზი
ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებში ან ანამნეზში ფსორაიზის მქონე პაციენტებში ბეტა-ბლოკერები უნდა დაინიშნოს მხოლოდ რისკის და სარგებლის შეფარდების შეფასების შემდეგ.
ფეოქრომოციტომა
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფეოქრომოციტომა ან ამ დაავადებაზე ეჭვი ბისოპროლოლი ყველთვის უდნა დაინიშნოს ალფა-რეცეპტორების ბლოკერებთან კომბინაციაში.
თირეოტოქსიკოზი
ბისოპროლოლით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს თირეოტოქსიკოზის სიმპტომები.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები, რომლებიც თრგუნავს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემას, როგორც წესი არაეფექტურია პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მქონე პაციენტებში. ამასთან დაკავშირებით მოცემული პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ორსულობა:
თუ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა აბსოლუტურად აუცილებელი არ არის, პაციენტები რომლებიც გეგმავენ ორსულობას უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ჰიპოტენზიურ მკურნალობაზე, რომლის სუაფრთხოების პროფილიც დადგენილია. თუ ორსულობის ფაქტი დადასტურდება, აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობისას უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ მკურნალობაზე (იხ. პარაგრაფი 4.3 და 4.6).
გულის უკმარისობა
ბისოპროლოლით მკურნალობის გამოცდილება გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში არ არსებობს შემდეგი დარღვევების დროს:
- • ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (ტიპი I);
- • თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
- • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
- • რესტრიქციული კარდიომიოპათია
- • გულის თანდაყოლილი მანკები
- • ჰემოდინამიურად მნიშვნელოვნაი ორგანული სარქვლოვნაი მანკები;
- • მიოკარდიუმის ინფარქტი, მომხდარი წინა 3 თვის განმავლობაში.
დამხმარე ნივთიერებები
ნატრიუმის დონე
პრესტილოლის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 1მმოლ-ზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს.
4.5 ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ურთიერთქმედების კვლევებში, რომლებიც ჩატარდა ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით, ბისოპროლოლს და პერინდოპრილს შორის ურთირთქმედება არ გამოვლინდა. ქვემოთ წარმოდგენილია მონაცემები მოქმედი ნივთიერებების სხვა პრეპარატებთან ცნობილი ურთიერთქმედების შესახებ.
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ზრდის ანგიონევროზული შეშუპების რისკს
აგფ ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება საკუბიტრილთან/ვალსარტანთან უკუნაჩვენებია, რადგან ეს ზრდის ანგიონევროზული შეშუპების რისკს (იხ. პარაგრაფი 4.3 და 4.4). პერინდოპრილის ბოლო დოზის მიღებას და საკუბიტრილით/ვალსარტანით მკურნალობის დაწყებას შორის ინტერვალი უნდა იყოს არა ნაკლებ 36 საათი. საკუბიტრილის/ვალსარტანის ბოლო დოზას და პერინდოპრილით მკურნალობის დაწყებას შორის საჭიროა მინიმუმ 36 საათიანი ინტერვალის დაცვა (იხ. პარაგრაფი 4.3 და 4.4).
აგფ ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ რასაკადოტრილთან, mTOR ინჰიბიტორებთან (მაგ. სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი) და გლიპტინებთან (მაგ., ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი) შეიძლება გაზარდოს ანგიონევროზული შეშუპების რისკი (იხ. 4.4).
ჰიპერკალიემიის გამომწვევი პრეპარატები
მიუხედავად იმისა, რომ შრატში კალიუმის შემცველობა ჩვეულებრივ რჩება ნორმის ფარგლებში, ჰიპერკალემია შეიძლება განვითარდეს ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებენ წუვასკორს. ზოგიერთი პრეპარატი ან სამკურნალო პრეპარატების თერაპიული ჯგუფები შეიძლება ზრდიდეს ჰიპერკალიემიის განვითარების შესაძლებლობის სიხშირეს: ალისკირენი, კალიუმის მარილები, კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები, (მაგ., სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II-რეცეპტორების ანტაგონისტები, ასაპ, ჰეპარინი, იმუნოდეპრესანტები, მაგალითად ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, ტრიმეტოპრიმი კოტრიმოქსაზოლი (ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოქსაზოლი), რადგანაც ტრიმეტოპრიმი მოქმედებს როგორც კალიუმის შემნახველი შარდმდენი, როგორიცაა ამილორიდი. ამ პრეპარტების კომბინირებული გამოყენება ზრდის ჰიპერკალიემიის განვითარების რისკს. ამასთან დაკავშირებით პრეპრატის ნოლიპრელ არგინინის კომბინაცია ზემოთ ხსნებულ პრეპრატებთან რეკომენდებული არ არის. თუ ნაჩვენებია ერთობლივი გამოყენება, მატი დანიშნვა უნდა მოხდეს სიფრთხილით და შტარში კალიუმის დონის ინტენსიური მონიტორინგით.
კომბინირებული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი 4.3)
ალისკირენი
პრესტილოლის და ალისკირენის კომბინირებული გამოყენება უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით ან თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, რადგან იზრდება ჰიპერკალიემიის, თირკმლის ფუნქციის გაუარესების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკი.
ექსტრაკორპორალური პროცედურები
ექსტრაკორპორალური პროცედურები, რომელთა დროსაც სისხლი კონტაქტშია უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებთან: დიალიზი ან ჰემოფილტრაცია მაღალი ულტრაფილტრაციული აქტივობის მემრანების გამოყენებით (მაგალითად, პოლიაკრილონიტრინული მემბრანა) და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი დექსტრანსულფატის გამოყენებით - ზრდის მძიმე ანაფილაქტოიდური რეაქციების რისკს (იხ. პარაგრაფი 4.3). ასეთი თერაპიის აუცილებლობისას უნდა გამოიყენონ დიალიზის სხვა ტიპის მემბრანა ან ანტიჰიპერტენზიული საშუალებების სხვა კლასი.
კომბინირებული გამოყენება რეკომენდებული არ არის
ბისოპროლოლისთვის
ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, მაგალითად კლონიდინი და სხვ. (მეთილდოფა, მოკსონიდინი, რილმენიდინი).
ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან ერთად გამოყენება შეიძლება აუარესებდეს გულის უკმარისობას ცენტრალური სიმპათკური ტონუსის შემცირების გამო (გშს და გულის განდევნის დაქვეითება, ვაზოდილატაცია). მკვეთრი მოხსნა, განსაკუთრებით ბეტა-ბლოკერის დოზის შემცირებამდე შეიძლება ზრდიდეს „რიკოშეტური“ არეტრიული ჰიპერტენზიის რისკს..
I კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი)
შესაძლებელია მოქმედება ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობაზე და უარყოფითი ინოტროპული მოქმედების გაძლიერება
ვერაპამილის და ნაკლები ხარისხით დილთიაზემის კალციუმის ანტაგონისტების ჯგუფი.
უარყოფითი გავლენა შეკუმშვადობაზე და ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობაზე. ვერაპამილის ინტრავენური შეყვანა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბეტა ბლოკერებით, შეიძლება იწვევდეს გამოხატულ ჰიპოტენზიას და ატრიოვენტრიკულურ ბლოკადას.
პერინდოპრილისთვის
ალისკირენი
პაციენტებში, დიაბეტით დაავადებულების და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირების გარდა, იზრდება თირკმლის ფუნქციის გაუარესების, ჰიპერკალიემიის, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და სიკვდილიანობის რისკი.
აგფ ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერებით კომბინირებული მკურნალობა
კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორის, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენებით დაკავშირებულია ისეთი არასასურველი მოვლენების სიხშირის მომატებასთან როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (თრკმლის მწვავე უკმარისბის ჩათვლით) რაას-ზე მოქმედი ერთი ნივთიერების გამოყენებასთან შედარებით (იხ. პარაგრაფი 4.3, 4,4 და 5.1).
პუბლიკაციებში აღწერილია, რომ პაციენტებში, რომლებსაც დადგენილი აქვთ ათეროსკლეროზული დაავადება, გულის უკმარისობა ან დიაბეტი, სამიზნე ორგანოს დაზიანებით, აგფ ინჰიბიტორებით და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერით მკურნალობა დაკავშირებულია ჰიპერტენზიის, გულის წასვლის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის გაუარესების სიხშირის ზრდასთან (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) რაას-ზე მოქმედი ერთი პრეპარატის გამოყენებასთან შედარებით. ორმაგი ბლოკადა (მაგალითად აგფ ინჰიბიტორის და ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტის გამოყენება) უნდა შემოიფარგლოს ინდივიდუალური ცალკეული შემთხვევებით თირკმლის ფუნქციის მონიტორინგთან, კალიუმის დონის და არტერიული წნევის კონტროლთან ერთად.
ექსტრამუსტინი
არასასურველი რეაქციების მომატებული რისკი, როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება (ანგიოშეშუპება).
კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, მონო ან კომბინირებული თერაპია), კალიუმის (მარილები):
ჰიპერკალიემია (პოტენციურად ლეტალური) განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევასთან ერთად (ადიტიური ჰიპერკალიემიური ეფექტები).
პერინდოპრილის ამ პრეპარატებთან კომბინაცია რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი 4.4). თუ მიუხედავად ამისა ნაჩვენებია ამ პრეპარატების ერთად გამოყენება, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე და უნდა მოხდეს შრატში კალიუმის შემცველობის ხშირი მონიტორინგი. ინფორმაცია სპირონოლაქტონის გამოყენების შესახებ გულის უკმარისობის დროს მოცემულია ქვემოთ.
ლითიუმი
ლითუმის და აგფ ინჰიბიტორების კომბინირებული გამოყენებისას აღინიშნა შრატში ლითიუმის კონცენტრაციის და ტოქსიკურობის შექცევადი შემთხვევები. პერინდოპრილის და ლითიუმის კომბინაცია რეკომენდებული არ არის, მაგრამ თუ კომბინირბეული გამოყენება აუცილებელია, საჭიროა შრატში ლითიუმის დონის ინტენსიური მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.4).
კომბინირებული გამოყენება, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს
ბისოპროლოლის და პერინდოპრილისთვის
დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები (ინსულინი, პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები):
ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ აგფ ინჰიბიტორების და დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების კომბინირებული გამოყენებისას (ინსულინი, პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები) შესაძლებელია სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითების ეფექტის გაძლიერება, ჰიპოგლიკემიის რისკით. ფიქრობენ, რომ ეს მოვლენები უფრო სავარაუდოა კომბინირებული მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ბისოპროლოლის ინსულინთან და პოერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად გამოყენება შეიძლება აძლიერებდეს სისხლში გლუკოზის დაქვეითების ეფექტს. ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადა შეიძლება ნიღბავდეს ჰიპოგლიკემიის სიმპტომებს.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით ≥ 3 გ/დღე-ღამეში):
პრესტილოლის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან კომბინაციაში (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად ანთების საწინააღმდეგო დოზით, ცოგ-2 ინჰიბიტორებთან და არასელექციურ აასს-სთან ერთად) გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს ბისოპროლოლის და პერინდოპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ამას გარდა აგფ ინჰიბიტორების და აასს კომბინირბეულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესების რისკის ზრდა, თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით, შრატში კალიუმის შემცველობის მომატება, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ამ პრეპარატების კომბონირებული გამოყენება უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. საჭიროა პაციენტების ორგანიზმის ადექვატური ჰიდრატაცია. კომბინირებული თერაპიის დასაწყისში, ასევე პერიოდულად, თერაპიის დროს უნდა ჩატარდეს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
ანტიჰიპერტენზიული და სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები.
ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, ვაზოდილატატორებთან (მაგ., ნიტროგლიცერინი, სხვა ნიტრატები ან სისხლძარღვთა გამაფართოებელ სხვა პრეპარატები) ან სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება, რომლებიც შეიძლება ამცირებდეს არტერიულ წნევას (მაგალითად ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები, ფენოთიაზინები) შეიძლება ზრდიდეს პერინდოპრილის და ბისოპროლოლის ჰიპოტენზიურ ეფექტებს. ერთად გამოყენება შეიძლება უფრო ამცირებდეს არტერიულ წნევას.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები/ანტიფსიქოზური პრეპარატები/საანესთეზიო საშუალებები
აგფ ინჰიბიტორების ზოგიერთ საანესთეზიო საშუალებასთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანთებთან და ანტიფსიქოზურ პრეპარატებთან ერთად გამოყენება, შეიძლება იწვევდეს არტერიული წნევის დამატბეით დაქვეითებას.
ბისოპროლოლის საანესთეზიო საშუალებებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რეფლექტორული ტაქიკარდიის დაქვეითება და გაზარდოს ჰიპოტენზიის რისკი.
სიმპათომიმეტიკები
ბეტა-სიმპათომიმეტიკები (მაგ., იზოპრენალინი, დობუტამინი): ბისოპროლოლთან ერთად გამოყენება შეიძლება ამცირებდეს ორივე პრეპარატის მოქმედებას.
სიმპათმიმეტიკები, რომლებიც ააქტივებს როგორც ბეტა- ისე ალფა-ადრენორეცეპტორებს (მაგ., ნორადრენალინი, ადრენალინი): ბისოპროლოლთან კომბინირებული გამოყენება შეიძლება უფრო შესამჩნევს ხდიდეს მოცემული პრეპარატების ვაზოკონსტრიქციულ ეფექტებს, რაც განპირობებულია ალფა-ადრენორეცეპტორებით, რაც იწვევს არტერიული წნევის მომატებას და გარდამვალი კოჭლობის გაძლიერებას. ითვლება, რომ ასეთი ურთიერრრთქმედება უფრო სავარაუდოა არასელექიური ბეტა-ბლოკერების გამოყენებსიას.
სიმპათომიმეტიკები შეიძლება აქვეითებდეს აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს.
ბისოპროლოლისთვის
დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ფელოდიპინი და ამლოდიპინი
კომბინირებული გამოყენება შეიძლება ზრდიდეს ჰიპოტენზიის განვითარების რისკს, შესაძლებელია პარკუჭების შეკუმშვის დამატების გაუარესება გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.
III კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგალითად, ამიოდარონი)
შესაძლებელია მოქმედება ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობაზე.
პარასიმპათომიმეტური პრეპარატები
კომბინირებულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს ატრიოვენტრიკულური გამტარებლობა და ბრადიკარდიის რისკი.
ადგილობრივი მოქმედების ბეტა-ბლოკერები (მაგალითად, გლაუკომის სამკურნალო თვალის წვეთები)
კომბინირებული მიღება შეიძლება ზრდიდეს ბისოპროლოლის სისტემურ ეფექტებს.
სათითურას გლიკოზიდები
გშს შემცირება, ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დროის მომატება
პერინდოპრილისთვის
ბაკლოფენი
ანტიჰიპერტენზიული ეფექტის მომატება. საჭიროა არტერიული წნევის მონიტორინგი, აუცილებლობისას ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის დოზის კორექცია.
კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები
პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება და/ან მარილების დეფიციტი, შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი შემცირება აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დასაწყისში. ჰიპოტენზიური ეფეტის ალბათობა შეიძლება დაქვეითდეს დიურეტიკების გამოყენების შეწყვეტით, მოცირკულირე სისხლის მოცულობის მომატებით ან მარილების მიღებით, პერინდოპრილის დაბალი დოზით მკურნალობის დაწყებამდე მისი შემდგომი მომატებით.
არტერიული ჰიპერტენზიისას თუ დიურეტიკებით წინა მკურნალობას შეეძლო გამოწვია მარილების დეფიციტი/მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება, აუცილებელია აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტამდე დიურეტიკის მიღების შეწყვეტა, შემდგომში კალიუმის დამზოგველი დიურეტიკის შესაძლო გამოყენებით ან აგფ ინჰიბიტორის მიღება უნდა დაიწყოს დაბალი დოზით შემდგომი მომატებით.
გულის შეგუბებითი უკმარისობისას, რასთან დაკავშირებითაც ტარდებოდა დიურეტიკებით მკურნალობა, აგფ ინჰიბიტორის გამოყენება უნდა დაიწყოს ძალიან დაბალი დოზით, შესაძლებლბის შემთხვევაში კალიუმის დამზოგველი დიურეტიკის დოზის წინასწრი დაქვეითებით. ყველა შემთხვევაში აგფ ინჰიბიტორით თერაპიის დაწყებიდან პირველი კვირების განმავლობაში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი (კრეატინინის დონე).
კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები (ეპლერენონი, სპირონოლაქტონი)
კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები (ეპლერენონი, სპირონოლაქტონი): ეპლერენონის ან სპირონოლაქტონის 12,5მგ-50მგ დღე-ღამეში დოზის და აგფ ინჰიბიტორის დაბალი დოზის მიღებისას:
II–IV კლასის გულის უკმარისობის მკურნალობისას (NYHA კლასიფიკაცია) , განდევნის ფრაქციით-<40%, ადრე აგფ ინჰიბიტორებით და მარყუჟის დიურეტიკებით მკურნალობისას, არსებობს პოტენციურად ლეტალური ჰიპერკალიემის რისკი, განსაკუთრებით ამ კომბინაციის რეკომენდაციების დაუცველობის შემთხვევაში. კომბინაციის გამოყენებამდე დარწმუნდით რომ პაციენტს არ აღენიშნება ჰიპერკალიემია და თირკმლის უკმარისობა. რეკომენდებულია კალიემიის და კრეატინემიის ინტენსიური მონიტორინგი მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ დასაწყისში და ამის შემდეგ თვეში ერთხელ.
კომბინაციები, რომელთა დროსაც საჭიროა ყურადღება
ბისოპროლოლისთვის
მეფლოქინი
ბრადიკარდიის მომატებული რისკი.
მონოამინოოტქსიდაზას ინჰიბიტორები (მონოამინოოქსიდაზა-B ინჰიბიტორების გარდა)
ბეტა-ბლოკერების ჰიპოტენზიური ეფექტის გაზრდა, მაგრამ ასვე ჰიპერტენზიული რისკიც.
პერინდოპრილისთვის
ოქროს პრეპარატები
იშვიათად აღწერილია ნიტრიტოიული რეაქციები (სიმპტომები რომლებიც მოიცავს სახის სიწითლეს, გულისრევას, ღებინებას და ჰიპოტენზიას) პაციენტებში რომლებიც იტარებენ ოქროსშემცველი პრეპარატებით ინექციურ თერაპიას (აურიტომალატ ნატრიუმი) და იღებენ აგფ ინჰიბიტორებს პერინდოპრილის ჩათვლით.
4.6 ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
ცალკეული კომპონენტების მონაცემების გათვალისწინებით პრესტილოლის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში რეკომენდებული არ არის და უკუნაჩვენებია მესამე ტრიმესტრის დროს.
ბისოპროლოლი
ბისოპროლოლს ახასიათებს ფარმაკოლოგიური ეფექტები, რომლებსაც შეუძლიათ უარყოფითი მოქმედება ორსულობის მიმდინაროებაზე და/ან ნაყოფის/ახალშობილის მდგომარეობაზე (პლაცენტური სისხლის მიმოქცევის შემცირება, რომელიც შეიძლება იწვევდეს ზრდის შეფერხებას, საშვილოსნოსშიდა სიკვდილს, აბორტს ან ნაადრევ მშობიარობას; ნაყოფს/ახალშობილს შეიძლება განუვითარდეს არასასურველი ეფექტი, მაგალიტად ჰიპოგლიკემია და ბრადიკარდია). თუ ბეტა-ადრენობლოკერით მკურნალობა აუცილებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბეტა 1-ადრენობლოკერს.
ბისოპროლოლი ორსულობის დროს უნდა გამოიყენონ მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია. იმ შემთხვევებში როდესაც ბისოპროლოლის გამოყენება აუცილებელია, საჭიროა დედის-პლაცენტის სისხლის მიმოქცევის და ნაყოფის ზრდის რეგულარული კონტროლი. ორსულობის მიმდინარეობაზე ან ნაყოფზე არასასურველი მოქმედების აღმოჩენისას აუცილებლად უნდა განიხილონ ალტერნატიული პრეპარატებით მკურნალობის საკითხი. აუცილებელია ახალშობილებზე ინტენსიური დაკვირვება.
პირველი 3 დღის განმავლობაში მოსალოდნელია ისეთი სიმპტომების განვითარება როგორიცაა ჰიპოგლიკემია და ბრადიკარდია.
პერინდოპრილი
ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას ტერატოგენობის რისკის ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებები საიმედო არ იყო, მიუხედავად ამისა არ შეიძლება რისკის მომატების გამორიცხვა. თუ აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის გაგრძელება აბსოლუტურად აუცილებელი არ არის ,პაციენტები, რომლებიც ორსულობა გეგმავენ უნდა გადავიდნენ ალტერნატიუ; ჰიპოტენზიურ მკურნალობაზე, რომლის უსაფრთხოების პროფილიც ორსულობის დროს დადგენილია. თუ ორსულობის ფაქტი დასტურდება, აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობისას უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ მკურნალობაზე.
ცნობილია, რომ ადამიანში ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრის დროს აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ნაყოფზე და ახალშობილზე ტოქსიკურად მოქმედებს (თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, მცირეწყლიანობა, ქალას ოსიფიკაციის შეფერხება) (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია) (იხ. პარაგრაფი 5.3). თუ აგფ ინჰიბიტორების მიღება მოხდა ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის და ქალას ულტრაბგერითი კვლევა. თუ დედა ორსულობის დროს იღებდა აგფ ინჰიბიტორებს, ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ ჰიპოტენზიის გამოსავლენად (იხ. პარაგრაფი 4.3 და 4.4).
ძუძუთი კვება
პრესტილოლის გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის. ბისოპროლოლის რძეში შეღწევის უნარი დადგენილი არ არის. ამიტომ ბისოპროლოლით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის. ძუძუთი კვების დროს პერინდოპრილის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ამიტომ პერინდოპრილის დანიშვნა რეკომენდებული არ არის. ძუძუთი კვებისას განსაკუთრებით ახალშობილებშ და დღენაკლ ბავშვეში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს უსაფრთხოების დადგენილი სასურველი პროფილით.
ფერტილობა
რეპროდუქციულ ფუნქციაზე პრესტიოლოლის გავლენის კლინიკური მონაცემები არ არის.
4.7 ზემოქმედება ავტომოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრესტილოლი პირდაპირ გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის მართვის და მექნაიზმებთან მუშაობის უნარზე, მაგრამ ზოგ პაციენტს განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან თერპაიის შეცვლის შემდეგ ან ალკოჰოლის მიღებისას, შეიძლება განუვითარდეს ინდივიდუალური რეაქციები, დაკავშრებული დაბალ არტერიულ წნევასთან. შედეგად შეიძლება დაირღვეს ავტოტრანსპორტის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარი.
4.8 არასასურველი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ბისოპროლოლის გამოყენებისას ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციებია თავის ტკივილი, თვბრუსხვევა, გულის უკმარისობის დამძიმება, არეტრიული ჰიპოტენზია, ცივი კიდურები, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ასთენია და დაღლილობა.
კლინიკურ კვლევებში პერინდოპრილის გამოყენებისას აღნიშნული ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციებია თავის ტკივილი, თავბრუსხევვა, ვერტიგო, პარესთეზია, მხედველობის დარღვევა, ყურებში შუილი, არტერიული ჰიპოტენზია, ხველა, ქოშინი, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, გემოს აღქმის დარღვევა, დისპეფსია, გამონაყარი, ქავილი, კუნთების სპაზმები და ასთენია.
ცხრილში მოყვანილი არასასურელი რეაქციების ჩამონათვალი
ქვემოთ წარმოდგენილი არასასურველი ეფექტები გამოვლენილია კლინიკური კვლევბეის და/ან ბისოპროლოლის ან პერინდოპრილის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ მიღებისას, წარმოდგენილია ცალკე ბისოპროლოლის ან პერინდოპრილისთვის
MedDRA კლასიფიკაციით, ორგანოთა სისტემის კლასის მიხედვით, სიხშირის მითითებით:
ძალიან გავრცელებული მოვლენები (≥ 1/10); გავრცელებული (≥ 1/100, < 1/10); ნაკლებად გავრცელებული (≥ 1/1000, < 1/100); იშვიათი(≥ 1/10 000, < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10 000);სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).
|
MedDRA ორგანოთა სისტემური კლასი |
არასასურველი ეფექტები |
სიხშირე |
|
|
ბისოპროლოლი |
პერინდოპრილი |
||
|
ინფექციური და პარაზიტული დარღვევები |
რინიტი |
იშვიათი |
ძალიან იშვიათი |
|
დარღვევები სისხლის წარმომქმნელი და ლიმფური სისტემის მხრივ |
ეოზინოფილია |
- |
ნაკლებად გავრცელებული* |
|
აგრანულოციტოზი (იხ. პარაგრაფი 4.4) |
- |
ძალიან იშვიათი |
|
|
პანციტოპენია |
- |
ძალიან იშვიათი |
|
|
ლეიკოპენია |
- |
ძალიან იშვიათი |
|
|
ნეითროპენია (იხ. პარაგრაფი 4.4) |
- |
ძალიან იშვიათი |
|
|
თრომბოციტოპენია (იხ. პარაგრაფი 4.4) |
- |
ძალიან იშვიათი |
|
|
ჰემოლიზური ანემია პაციენტებშ, რომლებსაც აღენიშნებათ გლუკოზო-6 ფოსფატდეჰიდროგენაზას თანდაყოლილი უკმარისობა |
- |
ძალიან იშვიათი |
|
|
ენდოკრინული დარღვევები |
ანტიდიურეზული ჰორმონის (ადჰასს) არასათანადო სეკრეციის სინდრომი |
გავრცელებული |
|
|
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ |
ჰიპოგლიკემია (იხ. აპრაგარფი 4.4 და 4.5) |
- |
ნაკლებად გავრცელებული* |
|
ჰიპერკალიემია, შექცევადი მიღების შეწყვეტის შემდეგ |
- |
ნაკლებად გავრცელებული* |
|
|
ჰიპონატრიემია |
- |
ნაკლებად გავრცელებული* |
|
|
დარღვევები ფსიქიკის მხრივ |
განწყობის ცვლილება |
- |
ნაკლებად გავრცელებული |
|
ძილის დარღვევა |
ნაკლებად გავრცელებული |
ნაკლებად გავრცელებული |
|
|
დეპრესია |
ნაკლებად გავრცელებული |
- |
|
|
კოშმარულის სიზმრები, ჰალუცინაციები |
იშვიათი |
- |
|
|
ცნობიერების დაბინდვა |
- |
ძალიან იშვიათი |
|
|
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ |
თავის ტკივილი** |
გავრცელებული |
გავრცელებული |
|
თავბრუსხვევა** |
გავრცელებული |
გავრცელებული |
|
|
ვერტიგო |
- |
გავრცელებული |
|
|
გემოს აღქმის დარღვევა |
- |
გავრცელებული |
|
|
პარესთეზია |
- |
გავრცელებული |
|
|
ძილიანობა |
- |
ნაკლებად გავრცელებული* |
|
|
სინკოპე |
იშვიათი |
ნაკლებად გავრცელებული* |
|
|
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ |
მხედველობისდ არღვევა |
- |
გავრცელებული |
|
ცრემლის გამოყოფის შემცირება (უნდა გაითვალისწინონ თუ პაციენტი ლინზებს ატარებს) |
იშვიათი |
- |
|
|
კონიუნქტივიტი |
ძალიან იშვიათი |
- |
|
|
დარღვევები სმენის და ლაბირინთის მხრივ |
ყურებში შუილი |
- |
ნაკლებად გავრცელებული |
|
სმენის დარღვევა |
იშვიათი |
- |
|
|
დარღვევები გულის მხრივ |
გაძლიერებული გულისცემა |
- |
ნაკლებად გავრცელებული* |
|
ტაქიკარდია |
- |
ნაკლებად გავრცელებული* |
|
|
ბარადიკარდია |
ძალიან გავრცელებული |
- |
|
|
გულის უკმარისობის გაუარესება |
გავრცელებული |
- |
|
|
ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა |
ნაკლებად გავრცელებული |
- |
|
|
არითმია |
- |
ძალიან იშვიათი |
|
|
სტენოკარდია |
- |
ძალიან იშვიათი |
|
|
მიოკარდიუმის ინფარქტი, შესაძლოა მეორადად განვითარებული გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის ფონზე მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებშ (იხ. პარაგრაფი 4.4) |
- |
ძალიან იშვიათი |
|
|
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ |
ჰიპოტენზია (და ჰიპოტენზიასთან დაკავშრებული ეფექტები) |
||
|
კიდურების დაბუჟება ან გაციება |
გავრცელებული |
- |
|
|
ორთოსტატული ჰიპოტენზია |
ნაკლებად გავრცელებული |
- |
|
|
ვასკულიტი |
- |
ნაკლებად გავრცელებული* |
|
|
ალები |
- - |
იშვიათი |
|
|
ინსულტი, შესაძლოა მეორადად განვითარებული გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის ფონზე მაღალი რისკის ჯგუფის სპეციალისტებში (იხ. პარაგრაფი 4.4) |
- |
ძალიან იშვიათი |
|
|
რეინოს სინდრომი |
უცნობია |
უცნობია |
|
|
დარღვევები სუნთქვის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ |
ხველა |
- |
გავრცელებული |
|
ქოშინი |
- |
გავრცელებული |
|
|
ბრონქოსპაზმი |
ნაკლებად გავრცელებული |
ნაკლებად გავრცელებული |
|
|
ეოზინოფილური პნევმონია |
- |
ძალიან იშვიათ |
|
|
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ |
მუცლის ტკივილი |
გავრცელებული |
გავრცელებული |
|
ყაბზობა |
გავრცელებული |
გავრცელებული |
|
|
დიარეა |
გავრცელებული |
გავრცელებული |
|
|
გულისრევა |
გავრცელებული |
გავრცელებული |
|
|
ღებინება |
გავრცელებული |
გავრცელებული |
|
|
დისპეფსია |
- |
გავრცელებული |
|
|
პირის სიმშრალე |
- |
ნაკლებად გავრცელებული |
|
|
პანკრეატიტი |
- |
ძალიან იშვიათი |
|
|
დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ |
ციტოლოგიური ან ქოლესტაზური ჰეპატიტი (იხ. პარაგრაფი 4.4) |
იშვიათი |
ძალიან იშვიათი |
|
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ |
გამონაყარი |
- |
გავრცელებული |
|
ქავილი |
- |
გავრცელებული |
|
|
სახის, კიდურების, ტუჩების, ლროწოვანი გარსების, ენის, ხმოვანი ნაპრალის და/ან ხორხის შეშუპება (იხ. პარაგრაფი 4.4) |
- |
ნაკლებად გავრცელებული |
|
|
ჭინჭრის ციება |
- |
ნაკლებად გავრცელებული |
|
|
სინათლეზე მგრძნობელობის რეაქცია |
- |
ნაკლებად გავრცელებული* |
|
|
პემფიგოიდი |
- |
ნაკლებად გავრცელებული* |
|
|
ჰიპერჰიდროზი |
- |
ნაკლებად გავრცელებული* |
|
|
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (პრურიტი, სიწითლე, კანზე გამონაყარი და ანგიონევროზული შეშუპება) |
იშვიათი |
- |
|
|
ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება |
- |
იშვიათი* |
|
|
მრავალფორმული ერითემა |
- |
ძალიან იშვიათი |
|
|
ალოპეცია |
ძალიან იშვიათი |
- |
|
|
ბეტა-ბლოკერები შეიძლება პროვოცირებას უკეთებდეს ან აუარესებდეს ფსორიაზს ან შეიძლება გამოიწვოს ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი |
ძალიან იშვიათი |
- |
|
|
დარღვევები საყრდენ მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი მხრივ |
კუნთების სპაზმები |
ნაკლებად გავრცელებული |
გავრცელებული |
|
კუნთების სისუსტე |
ნაკლებად გავრცელებული |
- |
|
|
ართრალგია |
- |
ნაკლებად გავრცელებული* |
|
|
მიალგია |
- |
ნაკლებად გავრცელებული* |
|
|
დარღვევები თირკმლის და შარდის გამომყოფი გზების მხრივ |
თირკმლის უკმარისობა |
- |
ნაკლებად გავრცელებული |
|
თირკმლის მწვავე უკმარისობა |
- |
ძალიან იშვიათი |
|
|
ანურია/ოლიგურია |
- - |
იშვიათი |
|
|
დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის მხრივ |
ერექცილური დისფუნქცია |
- |
ნაკლებად გავრცელებული |
|
ზოგადი ხასიათის დარღვევები და რეაქია პრეპარატის შეყვანის ადგილას |
ასთენია |
გავრცელებული |
გავრცელებული |
|
სისუსტე |
გავრცელებული |
- |
|
|
ტკივილი გულმკერდში |
- |
ნაკლებად გავრცელებული* |
|
|
დაღლილობა |
- |
ნაკლებად გავრცელებული* |
|
|
პერიფერიული შეშუპბა |
- |
ნაკლებად გავრცელებული* |
|
|
ჰიპერთერმია |
- |
ნაკლებად გავრცელებული* |
|
|
ლაბორატორიული გამოკვლევები |
სისხლში შარდოვანას შემცველობის მომატება |
- |
ნაკლებად გავრცელებული* |
|
სისხლში კრეატინინის შემცველობის მომატება |
- |
ნაკლებად გავრცელებული* |
|
|
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება |
იშვიათი |
იშვიათი |
|
|
სისხლში ბილირუბინის შემცველობის მომატება |
- |
იშვიათი |
|
|
ტრიგლიცერიდების შემცველობის მომატება |
იშვიათი |
- |
|
|
ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დაქვეითება (იხ. პარაგრაფი 4.4) |
- |
ძალიან იშვიათი |
|
|
ტრავმა, მოწამვლა და პროცედურული გართულებები |
დაცემა |
- |
ნაკლებად გავრცელებული* |
* *სპონტანური შეტყობინებებით გამოვლენილი არასასურველი მოვლენებისთვის, სიხშირე გამოთვლილია კლინიკური კლევების შედეგებით.
** მოცემული სიმპტომები ვითარდება ძრითადადა თერაპიის დასაწყისში.. მსუბუქადგ ამოხატულია და ხშირად ქრება 1-2 კვირის განმავლობაში.
არასასურველ რეაქციებზე ეჭვის შეტყობინება
სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს არასასურველ რეაქციებზე ეჭვის შეტყობინებების შეგროვებას. ეს იძლევა სამკურნალო საშუალების რისკის/სარგებლის შეფარდების მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას.
4.9 დოზის გადაჭარბება
ადამიანებში პრესტილოლის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ბისოპროლოლი
სიმპტომები
საერთო ჯამში, ნიშნებს რომლებიც მეტი ალბათობით სავარაუდოა ბეტა-ბლოკერების დოზის გადაჭარბებისას არის ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი, გულის მწვავე უკმარისობა და ჰიპოგლიკემია. ამ დროისთვის აღწერილია ბისოპროლოლის დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევა (მაქსიმალური დოზა: 200მგ) არტერიული ჰიპერტენზიის და/ან გულის იშემიური დაავადების დროს; პაციენტებს აღენიშნებოდათ ბრადიკარდია და/ან ჰიპოტენზია, ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. არსებობს ფართო ინდივიდუალებს ორის ვარიაბელობა ბისოპროლოლის ერთჯერადი დოზისადმი მგრძნობელობის მხრივ, გულის უკმარისობიტ დაავადებულ პაციენტებში მგრძნობელობა სავარაუდოდ ძალიან მაღალია.
მკურნალობა
დოზის გადაჭარბებისას ბისოპრპლოლით მკურნალობა უდნა შეწყდეს და უნდა ჩატარდეს შემანარჩუნებელი და სიმპტომური მკურნალობა. შეზღუდული მონაცემები მიუთიტებს იმაზე, რომ ბისოპროლოლი ძნელად ექვემდებარება დიალიზს. მოსალოდნელი ფარმაკოლოგიური ეფექტის საფუძველზე და სხვა ბეტა-ბლოკერების რეკომენდაციების მიხედვით აუცილებელია შემდეგი საერთო ზომების განხილვა (კლინიკური მაჩვენებლების არსებობისას).
ბრადიკარდია. საჭიროა ატროპინის ინტრავენური შეყვანა. არასაკმარისი ეფექტურობისას შეიძლება სიფრთხილით იზოპრენალინის ან დადებითი ქრონოტროპული მოქმედების სხვა საშუალების შეყვანა. ზოგ სიტუაციაში შეიძლება საჭიროგ ახდეს კარდიოსტიმულატორის ტრანსვენური იმპლანტაცია.
ჰიპოტენზია. საჭიროა სითხის და ვაზოპრესპრების ინტრავენური შეყვანა. შეიზლება სასარგებლო იყოს გლუკაგონის ინტარვენური შეყვანა.
ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (მეორე ან მესამე ხარისხის). საჭიროა პაციენტის მდგომარეობის ინტენსიური მონიტორინგი, ასევე იზოპრენალინით ინფუზიური მკურნალობა ან კარდიოსტიმულატორის ტრანსვენოზური იმპლატნაცია.
გულის უკმარისობის გამწვავება. საჭიროა დიურეტიკების ინტრავენური შეყვანა, ინოტროპული საშუალებების, ვაზოდილატატორების შეყვანა.
ბრონქოსპაზმი. საჭიროა ბრონქების გამაფართოებელი თერაპია, მაგალითად იზოპრენალინის, бета2-სიმპათომიმეტიკების და/ან ამინოფილინის გამოყენება.
ჰიპოგლიკემია. საჭროა გლუკოზის ინტრავენური შეყვანა.
პერინდოპრილი
სიმპტომები
ადამიანში დოზის გადაჭარბების შესახებ ცნობები მწირია. აგფ დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომები: ჰიპოტენზია, ცირკულატორული შოკი, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერვენტილაცია, ტაქიკარდია, გულისეცმის გაძლიერება, ბრადიკარდია, თავბრუსხვვა, შფოთვა და ხველა.
მკუნალობა
დოზის გადაჭარბებისას რეკომენდებულია ნატრიუმის ქლორიდის 9მგ/მლ ხსნარის (0,9%) ინტრავენური შეყვანა. ჰიპოტენზიის განვითარებისას პაციენტი უნდა გადაიყვანონ შოკის საწინააღმდეგო მდგომარეობაში. შესაძლებლობისას უნდა განიხილონ ანგიოტენზინ II-თ მკურნალობის ვარიანტი ინფუზიის სახით და/ან ინტრავენურად კატექოლამინების შეყვანა. პერინდოპრილი ორგანიზმიდან ჰემოდიალიზით გამოიყოფა (იხ. პარაგრაფი 4.4). თერაპიისადმი რეზისტენტული ბრადიკარდიის შემთხვევაში ნაჩვენებია ელექტროკარდიოსტიმულაცია. საჭიროა სასიცოცხლო მაჩვენებლების მუდმივი კონტროლი, შრატში ელექტროლიტების და კრეატინინის კონტროლი.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1 ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბისოპროლოლის კომბინირებული პრეპარატი.
ათქ კოდი: C09BX02,აგფ ინჰიბიტორები, სხვა კომბინირებული პრეპარატები.
მოქმედების მექანიზმი
ბისოპროლოლი
ბისოპროლოლი-ბეტა1-ადრენორეცეპტორების მაღალსელექციური პლოკერი, არ ახასიათებს მასტიმულირებელი და მნიშვნელოვან მემბრანომასტაბილიზებელი მოქმედება. დაბალ აფინობას ამჟღავნებს ბრონქების და სისხლძარღვების გლუვი კუნთების ბეტა2-რეცეპტორებისადმი, ასევე მეტბოლიზმის რეგულაციასთან დაკავშირებული ბეტა2-რეცეპტორებისადმი. ამგვარად, საერთო ჯამში ბისოპროლოლის მხრიდან მოსალოდნელი არ არის სასუნთქი გზების წინააღმდეგობაზე და მეტაბოლურ ეფექტებზე მნიშვნელოვანი გავლენა, რაც დაკავშირებულია ბეტა2-რეცეპტორებთან. მისი ბეტა1-რეცეპტორებისადმი აღინიშნება თერაპიული დოზების ფარგლებს გარეთაც.
პერინდოპრილი
პერინდოპრილი— ფერმენტის ინჰიბიტორი, რომელიც ანგიოტენზინ I -ს ანგიოტენზინ II-დ გარდაქმნის (აგფ). გარდამქმნელი ფერმენტი ან კინაზა-ეგზოპეპტიდაზა, რომელიც ხელს უწყობს ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნას სისხლძარღვთა შემავიწროებელ ანგიოტენზინ II-დ, ასევე იწვევს სისხლძარღვთაგამაფართოებელი ბრადიკინინის დაშლას არააქტიურ ჰეპტაპეპტიდად. აგფ ინჰიბირება იწვევს პლაზმაში ანგიოტენზინ II-ს დაქვეითებას, რაც იწვევს პლაზმაში რენინის აქტივობის მომატებას (რენინის გამოთავისუფლების უარყოფითიი უკუკავშირის ინჰიბირების ხარჯზე) და ალდოსტერონის გამოყოფის შემცირებას. რადგან აგფ ახდენს ბრადიკინინის ინაქტივაციას, აგფ ინჰიბირება ასევე იწვევს მოცირკულირე და ადგილობრივი კალიკრეინ-კინინური სისტემის აქტივობის მომატებას (ასევე ოროსტაგლანდინის სისტემის აქტივაციას). შესაძლებელია მოცემული მექანიზმი ხელს უწყობს აგფ ინჰიბიტორის ჰიპოტენზიურ მოქმედებას და ნაწილობრივ იწვევს ზოგიერთ გვერდით ეფექტს (მაგალითად ხველა). პერინდოპრილი მოქმედებს აქტიური მეტაბოლიტის პერინდოპრილატის საშუალებით. სხვა მეტაბოლიტებმა არ გამოავლინა in vitro აგფ მოქმედების ინჰიბირების უნარი.
ფარმაკოდინამიური თვისებები
ბისოპროლოლი
ბისოპროლოლი არ იწვევს მნიშვნელოვან უარყოფით ინოტროპულ მოქმედებას.
ბისოპროლოლის ეფექტის მაქსიმალური გამოხატულება მიიღწევა შეყვანიდან 3-4 საათის შემდეგ. რადგანაც ბისოპროლოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10-12 საათს, მოქმედებს 24 საათის განმავლობაში.
ბისოპროლოლის მაქსიმალური მოქმდება არტერიული წნევის დაქვეითების მხრივ ჩვეულებრივ მიიღწევა 2 კვირის შემდეგ.
გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში რომლებსაც არ აღენიშნებათ გულის ქრონიკული უკმარისობა, ერთჯერადი შეყვანისას ბისოპროლოლი აქვეითებს გშს-ს და დარტყმით მოცულობას და შესაბამისად უგლის გამოდენვას და ჟანგბადზე მოთხოვნას. ხანგრძლივი გამოყენებისას ქვეითდება დასაწყისში მომატებული პერიფერიული წინააღმდეგობა. ბეტა-ბლოკერბეის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების საფუძველია პლაზმაში რენინის აქტივობის დაქვეითება.
ბისოპროლოლი აქვეითებს სიმპათიკურ-ადრენერგულ პასუხს, გულის ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკირებით. ეს იწვევს გშს და შეკუმშვადობის დაქვეითებას, მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილების შემცირებას, რაც სასურველი ეფექტია სტენოკარდიის დროს, რომელიც დაკავშირებულია გულის ძირითდ იშემიურ დაავადებასთან.
პერინდოპრილი
ჰიპერტენზია
პერინდოპრილი მოქმედებს ნებისმიერი ხარისხის არტერიული ჰიპერტენზიისას: მსუბუქიდან და ზომიერიდან მძიმემდე. დიასტოლური და სისტოლური არტერიული წნევის დაქვეითება ხდება როგორც მწოლიარე, ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში.
მაქსიმალური ჰიპოტენზიური აქტივობა აღინიშნება ერთჯერადი დოზის მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ და ნარჩუნდება არანაკლებ 24 საათი.
პერინდოპრილი ამცირებს პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობას, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებს. შედეგად ძლიერდება პერიფერიული სისხლის მიმოქცევა, გულსი შეკუმშვათა სიხშირეზე გავლენის გარეშე. როგოც წესი იზრდება თრკმლის სისხლის მიმოქცევა, ხოლო გორგლოვანი ფილტრაციის სისწრაფე (გფს) ჩვეულებრივ უცვლელი რჩება.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ბისოპროლოლი
CIBIS II კვლევაში, რომელიც მოიცავდა საერთო სირთულის 2647 პაციენტს, 83% (n = 2202) აღენიშნებოდა NYHA (ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაცია) კლასიფიკაციით III კლასის და 17%-ს (n = 445) —IV კლასის იშემიური დაავადება. პაციენტებს აღენიშნებოდათ სტაბილური სისტოლური გულის უკმარისობა კლინიკური გამოვლინებებით (განდევნის ფრაქცია < 35% ექოკარდიოგრაფიის მონაცემებით). საერთო სიკვდილიანობა დაქვეითდა 17,3%-დან 11,8%-მდე (შედარებითი დაქვეითება 34%). შემცირდა უეცარი სიკვდილის შემთხვევების რაოდენობა (3,6% 6,3%თან შედარებით, შედარებითი დაქვეითება 44%), შემცირდა გულის უკმარისობის ეპიზოდების რაოდენობა, რაც ჰოსპიტალიზაცია საჭიროებდა (12% 17,6%,-თან შედარებით, შედარებითი დაქვეითება 36%). ბოლოს, გამოვლინდა ფუნქციონალური სტატუსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება NYHA კლასიფიკაციით. მკურნალობის დასაწყისში და ბისოპროლოლის დოზის შერჩევისას აღინიშნა ჰისპოტალიზაცია ბრადიკარდიის გამო (0,53%), არტერიული ჰიპოტენზიის გამო 0,23%) და მწვავე დეკომპენსაციის გამო (4,97%), მაგრამ ისინი არ იყო უფრო ხშირი ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (0%, 0,3% და 6,74%). სასიკვდილო და ინვალიდიზაციის გამომწვევი ინსულტების რაოდენობა კვლევის მთელ პერიოდში შეადგედა 20-ს ბისოპროლოლის და 15-ს პლაცებოს ჯგუფში.
CIBIS III კვლევაში შეისწავლეს ≥ 65 წლის 1010 პაიენტი, რომლებსაც აღენიშნებოდათ გულის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ქრონიკული უკმარისობა ( II ან III კლასი NYHA-ს მიხედვით) და მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤35%, რომლებიც კვლევაბმდე არ იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, ბეტა-ბლოკერებს და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერებზე. პაციენტები მკურნალობდნენ ბისოპროლოლის და ენელაპრილის კომბინაციით 6-24 თვის განმავლობაში ბისოპროლოლით ან ენალაპრილით 6 თვიანი საწყისი მკურნალობის შემდეგ.
აღინიშნა ტენდენცია გულის ქრონიკული უკმარისობის სიხშირის გაუარესებისკენ, პაციენტების ჯგუფში, რომლებიც საწყისი 6 თვიანი მკურნალობის სახით იღებდნენ ბისოპროლოლს. პაციენტების ანალიზისას, რომლებიც პროტოკოლით მკურნალობდნენ
(შერჩევა PP), დამტკიცებული არ იყო იმ სქემის ნაკლები ეფექტურობა, რომელშიც გამოიყენებოდა ბისოპროლოლი იმ სქემასთან შედარებით, რომელშიც დასაწყისში გამოიყენებოდა ენალაპრილი, თუმცა გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის ორმა საწყისმა სტრატეგიამ გამოავლინა პირველადი კომბინირებული საბოლოო წერტილის მიღწევის მსგავსი სიხშირე, სიკვდილის და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ჩათვლით გამოკვლევის ბოლოს (32,4% ჯგუფში რომელშიც დასაწიყსში გამოიყენებოდა ბისოპროლოლი და 33.1% ჯგუფში, რომელშიც დასაწყისში გამოიყენებოდა ენალაპრილი, შერჩევა PP). გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბისოპროლოლის გამოყენება ასევე შესაძლებელია გულის ქრონიკული ან საშუალო სიმძიმის უკმარისობით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში.
პერინდოპრილი
ჰიპერტენზია
პერინდოპრილი მოქმედებს ნებისმიერი ხარისხის არტერიული ჰიპერტენზიისას: მსუბუქიდან და ზომიერიდან მძიმემდე. დიასტოლური და სისტოლური არტერიული წნევის დაქვეითება ხდება როგორც მწოლიარე, ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში. პერინდოპრილი ამცირებს პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობას, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებს. შედეგად ძლიერდება პერიფერიული სისხლის მიმოქცევა, გულის შეკუმშვათა სიხშირეზე გავლენის გარეშე. როგოც წესი იზრდება თირკმლის სისხლის მიმოქცევა, ხოლო გორგლოვანი ფილტრაციის სისწრაფე ჩვეულებრივ უცვლელი რჩება. მაქსიმალური ჰიპოტენზიური აქტივობა აღინიშნება ერთჯერადი დოზის მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ და ნარჩუნდება არანაკლებ 24 საათი: პრეპარატის მინიმალური კონცენტრაციისას ეფექტი შეადგენს მაქსიმალური კონცენტრაციის ეფექტის დაახლოებით 87-100%-ს.
არტერიული წნევა სწრაფად ქვეითდება. პაციენტებში რომლებიც მკურნალობაზე რეაგირებე არტერიული წნევის ნორმალიზაცია ხდება ერთი თვის განმავლობაშ და ნარჩნდება ტაქიფილაქსიის გარეშე.
მკურნალობის შეწყვეტას არ ახლავს რიკოშეტური ეფექტი.
პერინდოპრილი ამცირებს მარცხენა პარკუჭს ჰიპერტროფიას.
დადასტურებულია, რომ ადამიანში პერინდოპრილს ახასიათებს სისხლძარღვთა გამაფართოებელი მქომედება. აუმჯობესებს მსხვილი არტერიების ელასტიურობას და ამცირებს მედიის სისქის და სისხლძარღვის სანათურის შეფარდებას.
აგფ ინჰიბიტორების თიაზიდებთან კომბინირება იწვევს ადიტიურ სინერგიზმს.
აგფ ინჰიბიტორების თიაზიდურ პრეარატთან კომბინირება ასევე ამცირებს ჰიპოკალიემიის რისკს, რომელიც ვითარდება დიურეტიკების გამოყენებისას.
გულის სტაბილური იშემიური დაავადების მქონე პაციენტები
EUROPA კვლევა გრძელდებოდა 4 წელი, ეს იყო მრავალცენტრული, საერთაშორისო, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირბეული კვლევა.
თორმეტიათას ორას თვრამეტი 18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტი რანდომიზებული იყო პერინდოპრილ ტრეტ-ბუტილამინის 8მგ-ს (რაც არის 10მგ პერინდოპრილ არგინინის ექვივალენტი) (n = 6110) ან პლაცებოს მიღებისთვის (n = 6108).
გამოკვლეულ პოპულაციას დადგენილი ქონდა გულის იშემიური დაავადება გულის უკმარისობის კლინიური ნიშნების გარეშე. საერთო ჯამში წარსულში პაციეტნების 90%-ს გადატანილი ქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი და/ან კორონარული რევასკულარიზაცია. პაციენტების უმრავლესობა გამოკვლეულ პრეპარატს იღებდა ტრადიციულ თერაპიაზე დამატების სახით, თრომბოციტების ინჰიბიტორების, ჰიპოლიპიდემიური პრეპარატბის და ბეტა ბლოკერების ჩათვლით.
ეფექტურობის მთავარი კრიეტრიუმი იყო შემადგენლობა, რომელიც მოიცავდა გულ-სისხლძარღვთა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილს, მიოკარდიუმსი არაფატალურ ინფარქტს და/ან გულის გაჩერებას წარმატებული რეანიმაციით. პერინდოპრილ ტრეტ-ბუტილამინის 8მგ-თი მკურნალობა (რაც არის 10მგ პერინდოპრილ არგინინის ექვივალენტი) დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას იწვევდა პირველად საბოლოო წერტილის აბსოლუტური მნიშვნელობის 1.9%-ით დაქვეითებას (შედარებითი რისკის შემცირება 20%-ით,
სი 95% [9,4; 28,6]) – р < 0,001).
პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ მიოკარდიუმის ინფარქტი და/ან რევასკულარიზაცია, მიღწეული იყო აბსოლუტური დაქვეითება 2,2%-ით, რაც შეესაამება შედარებითი რისკის დაქვეითებას 22,4%-ით (სი 95% [12,0; 31,6] – p < 0,001) პირველადი საბოლოო წერტილის მხრივ პლაცებოსთან შედარებით.
პაციენტების ქვეჯგუფის ანალიზისას, რომლებიც ბეტა-ბლოკერებს იღებდნენ EUROPA კვლევებში, მოცემულ აპოსტერიორულ ანალიზში ნაჩვენებია, რომ ბეტა-ბლოკერებისთვის პერინდოპრილის დამატება (n = 3789) იწვევდა მნიშვენლოვან აბსოლუტურ დაქვეითებას 2,2%-ით (შედარებითი რისკის დაქვეითება 24%-ით, 95% სი [9,5; 36,4]) კრიტერიუმის მნიშვნელობისა, რომელიც მოიცავდა გულ-სისხლძარღვთა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილს, არაფატალურ მიოკარდიუმის ინფარქტს და/ან გულსიგ აჩერებას წარმატებული რეანიმაციით, ბეტა-ბლოკერებით მკურნალობასთან შედარებით პერინდოპრილის გარეშე (n = 3745).
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადის კლინიკური კვლევის მონაცემები:
მონაცემები:
ორი მსხვილი რანდომიზებული კონტროლირებული კვლევა (ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trial, საერთაშორისო კვლევა ტელმისარტანის ეფექტურობის შედარებისთვის მონოთერაპიის და რამიპრილთან კომბინირების დროს) და VA NEPHRON-D (Veterans Affairs Nephropathy in Diabetes, დიაბეტური ნეფროპათიის კვლევა, ჩატარებული ვეტერანთა საქმის სამინისტროს მიერ), მიეძღვნა აგფ ინჰიბიტორების კომბინირებული გამოყენების შესწავლას და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერებს.
ONTARGET კვლევა ჩატარდა პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულური დაავადებები ან 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი სამიზნე ორგანოების დაზიანების ნიშნებით. VA NEPHRON-D კვლევა ჩატარდა 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით და დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში.
ამ კვლევების მონაცემებმა აჩვენა მნიშვნელოვანი სასარგებლო ეფექტის არ არსებობა თირკმლის და/ან გულ-სისხლძარღვთა გამოსავალზე და სიკვდილიანობაზე, ამავე დროს აღინიშნა ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე უკმარისობის და/ან ჰიპოტენზიის რისკის მომატება მონოთერაპიასთან შედარებით. მსგავსი ფარმაკოდინამიური თვისებების გათვალისწინებით, მიღებული შედეგები ასევე ვრცელდება სხვა აგფ ინჰიბიტორებზე და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერებზე. შესაბამისად აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები ერთად არ უნდა გამოიყენონ დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში.
ALTITUDE კვლევა (ალისკირენის კვლევა 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის საბოლოო წერტილების გამოყენებით) წარმოადგენს კვლევას, რომლის მიზანიც იყო აგფ ინჰიბიტორებით და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერებით სტანდარტულ თერაპიაზე ალისკირენის დამატების სარგებლის შეფასება 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და თირკმლის და/ან გულ-სისძარღვთა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში. კვლევა ნაადრევად შეწყდა არასასურველი გამოსავლის მომატებული რისკის გამო. გულ-სისხლძარღვთა მიზეზით გამოწვეული სიკვდილი და ინსულტი რაოდენობრივად უფრო ხშირად აღინიშნებოდა ალისკირენის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით, არასასურველი მოვლენები და განსაკუთრებით საინტერესო არასასურველი მოვლენები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია და თირკმლის დისფუნქცია) უფრო ხშირად დარეგისტრირებული იყო ალისკირენის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში და მოზარდებში პრესტილოლის გამოყენების მონაცემები არ არსებობს.
ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა პრესტილოლის გამოყენების ვალდებულებაზე ყველა პედიატრულ ქვეჯგუფში არტერიული ჰიპერტენზიის, გულის სტაბილური იშემიური დაავადების და გულის ქრონიკული უმკარისობის მკურნალობისთვის (ინფორმაცია ბავშვებში და მოზარდებში გამოყენების შესახებ იხ. პარაგრაფში 4.2)
5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ბისოპროლოლის და პერინდოპრილის აბსობრციის სისწრაფე და ხარისხი პრეპარატ პრესტილოლის გამოყენების შემდეგ მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ბისოპროლოლის და პერინდოპრილის აბსორბციის ხარისხისგან მონოთერაპიის სახით მათ გამოყენებასთან შედარებით.
ბისოპროლოლი
აბსორბცია
ბისოპროლოლი თითქმის სრულად (> 90%) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღვიძლში პირველადი გავლისას დაბალი მეტაბოლიზმის გამო (დაახლოებით 10%) მისი ბიომისაწვდომლობა პერორალური შეყვანის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 90%-ს.
განაწილება
განაწილების მოცულობა შეადგენს 3,5ლ/კგ-ს.ბისოპროლოლის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს დაახლოებით 30%-ს.
ბიოტრანსოფრმაცია და გამოყოფა
ორგანიზმიადნ ბისოპროლოლის გამოყენება ხდება ორი გზით. 50% მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიურ მეტაბოლიტებად, რომებიც შემდეგ თირკმლსთ გამოიყოფა. დანარჩენი 50% გამოიყოფა თირკმლით უცვლელი სახით. საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 15 ლ/სთ-ს. იმის შედეგად, რომ პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10-12 საათს, პრეპარატის მოქმედება დღე-ღამეში ერთხელ შეუვანის შემდეგ გრძელდება 24 საათი.
პაციენტების განსაკუთრებული კატეგორიები
ბისოპროლოლს გააჩნია ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა, ასაკთან ერთად ის არ იცვლება
რადგან პრეპარატის გამოყოფაში თანაბრად მონაწილეობს თირკმელები და ღვიძლი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან მქონე ან თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. გულის ქრონიკული უკმარისობით და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ფარმაკოკნეტიკა შესწავლილი არ არის. გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (III სტადია NYHA-ს მიხედვით) პლაზმაში ბისოპროლოლის დონე უფრო მაღალია ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. 10მგ სადღეღამისო დოზისას პლაზმაში მაქსიამლური კონცენტრაცია წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს 64 ± 21 ნგ/მლ-ს, ნახევარგამოყოფის პერიოდი-— 17 ± 5 საათს.
პერინდოპრილი
აბსორბცია
პერორალური მიღებისას პერინდოპრილი სწრაფად შეიწოვება, მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1 საათის განმავლობაში. პერინდოპრილის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 საათს.
განაწილება
შეუკავშირებელი პერინდოპრილატის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,2ლ/კგ-ს. პლაზმის ცილებთან პერინდოპრილის კავშირი შეადგენს 20%-ს, ძირითადად დაკავშრება ხდება ანგიიტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტთნ, მაგრამ დამოკიდებულია პრეპარატის კონცენტრაციაზე.
ბიოტრანსფორმაცია
პერინდოპრილი წარმოადგენს პროწამალს. პერინდოპრილის მიღებული დოზის 27% სისხლის მიმოქცევაში ხვდება აქტიური მეტაბოლიტის-პერინდოპრილატის სახით. აქტიური პერინდოპრილატის გარდა ორგანიზმში წარმოიწმნება კიდევ ხუთი არააქტიური მეტაბოლიტი. პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ.
საკვების მიღება ამცირებს პერინდოპრილის პერინდოპრილატად გარდაქმნას და შესაბამისად მის ბიომისაწვდომლობას, ამიტომ პერინდოპრილ არგინინის გამოყენება რეკომენდებულია დღე-ღამეში ერთხელ, პერორალურად, საუზმემდე.
გამოყოფა
პერინდოპრილატი გამოიყოფა შარდით, მისი თავისუფალი ფრაქციის გამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 17 საათს, რაც იძლევა წონასწორული მდგომარეობის 4 დღეში მიღწევის საშუალებას.
ხაზოვნება
ნაჩვენები იყო, რომ პერინდოპრილის დოზას და პლაზმაში მის ექსპოზიციას შორის კავშირი ხაზოვანია.
პაციენტების განსაკუთრებული კატეგორიები
პერინდოპრილატის გამოყოფა ნელდება ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე გულის ან თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირებში.
თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზის შერჩევა რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით (კრეატინინის კლირენსი).
დიალიზისას პერინდოპრილის კრეატინინის კლირენსი შეადგენს 70მლ/წთ-ს.
პერინდოპრილის კინეტიკა იცვლება ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებში: საწყისი ნივთიერების კლირენსი 2-ჯერ ქვეითდება. თუმცა აღმოჩენილი პერინდოპრილატის რაოდენობა არ მცირდება, ამიტომ დოზის შერჩევა საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი 4.2 და 4.4).
5.3 უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები
ბისოპროლოლი
უსაფრთხოების კლინიკამდელი სტანდარტული ფარმაკოლოგიური კვლევების მონაცემები, მრავალჯერადი ტოზების ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის და კაცნეროგენობის კვლევის მონაცემები მიუთითებს ადამიანისთვის ბისოპროლოლის განსაკუთრებული საფრთხის არ არსებობაზე.
რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებში ბისოპროლოლი გავლენას არ ახდენდა ფერტილობაზე ან ცხოველების გამრავლების სხვა ზოგად მაჩვენებლებზე.
რპგორც სხვა ბეტა-ბლოკერები, ბისოპროლოლი მაღალი დოზით ტოქსიკურად მოქმედებდა დედის ორგანიზმზე (საკვების მიღების დაქვეითება და მასის შემცირება) და ემბრიონზე/ნაყოფზე (რეზორფციის უფრო მაღალი სიხშირე, სხეულის მასის შემცირება შთამომავლობაში დაბადებისას, ფიზიკური განვითარების შენელება), მაგრამ არ ახდენდა ტერატოგენურ მოქმედებას.
პერინდოპრილი
ქრონიკული ტოქსიკურობის კვლევებში პერორალური გამოყენებისას (ვირთაგვებში და მაიმუნებში), ორგანო-სამიზნეს წარმოადგენს თირკმელები, დარღვევები შექეცვადი ხასიათისაა.
in vitro და in vivo კვლევებში მუტაგენობა არ აღინიშნა.
რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა (ვირთაგვებზე, თაგვებზე, ბოზცრებზე და მაიმუნებზე არ გამოავლინა ემბრიოტოქსიკურობა ან ტერატოგენობა. თუმცა ნაჩვენები იყო, რომ აგფ ინჰიბიტორები როგორც კლასი არასასურველად მომქედებს ნაყოფის გვიან განვითარებაზე რაც იწვევს ნაყოფის დაღუპვას და თანდაყოლილ დარღვევებს მღრღნელებში და ბოცვრებში: აღინიშნა თირკმლის დაზიანება და პერინატალური და პოსტნატალური სიკვდილიანობის ზრდა. ფერტილობა დარღვეული არ იყო მამრ და მდედრ ვირთაგვებში.
ვირთაგვებში და თაგვებში ხანგრძლივი გამოყენებისას კანცეროგენობა არ აღინიშნა.
რისკის შეფასება გარემოსთვის
პრესტილოლი შეიცავს ცნობილ მოქმედ ნივთიერებას: ბისოპროლოლს და პერინდოპრილს. პრესტილოლი ინიშნება პირველი ჩანაცვლებითი თერაპიის სახით, რომელიც ტარდება ბისოპრპლოლით და პერინდოპრილით ცალკე პრეპარატბის სახით, ამიტომ გარემოზე გავლენა არ იზრდება.
6. ფარმაცევტული მონაცემები
6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ბირთვი:
მიკროკრისტალური ცელულოზა PH 102 (E460)
კალციუმის კარბონატი (E170)
სიმინდის პრეჟელატინიზებული სახამებელი
ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი А (E468)
სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი (E551)
მაგნიუმის სტეარატი (E572)
ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468)
აპკიანი გარსი:
გლიცერინი (E422)
ჰიპრომელოზა(Е464)
მაკროგოლი 6000
მაგნიუმის სტეარატი (E572)
ტიტანის დიოქსიდი (E171)
რკინის ყვითელი დიოქსიდი (Е172)
რკინის წითელი დიოქსიდი (E172)
6.2 შეუთავსებლობა
უცნობია
6.3 შენახვის ვადა
პოლიპროპილენის კონტეინერი ტაბლეტებისთვის, შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 10 ტაბლეტს: 24 თვე.
პოლიპროპილენის კონტეინერი ტაბლეტებისთვის, შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 28 ან 30 ტაბლეტს: 30 თვე.
მაღალი სიმკვრივის პილიეთილენის კონტეინერი ტაბლეტებისთვის, შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 100 ტაბლეტს: 30 თვე.
კონტეინერი ტაბლეტებისთვის, შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 10 ტაბლეტს: კონტეინერის გახსნის შემდეგ პრესტილოლი უნდა გამოიყენონ 20 დღის განმავლობაში.
კონტეინერი ტაბლეტებისთვის, შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 28 ან 30 ტაბლეტს: კონტეინერის გახსნის შემდეგ პრესტილოლი უნდა გამოიყენონ 60 დღის განმავლობაში. კონტეინერი ტაბლეტებისთვის, შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 100 ტაბლეტს: კონტეინერის გახსნის შემდეგ პრესტილოლი უნდა გამოიყენონ 100 დღის განმავლობაში.
6.4 შენახვის განსაკუთრებული პირობები
შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს
6.5 შეფუთვის ტიპი და მოცულობა
კონტეინერი ტაბლეტებისთვის, შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 10, 28 ან 30 ტაბლეტს: თეთრი პოლიპროპილენის კონტეინერი, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ნადებით და დოზირების ხვრელით, გაუმჭვირვალე თეთრი საცობით, რომელიც შეიცავს სიკატიურ გელს.
კონტეინერი ტაბლეტებისთვის, შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 100 ტაბლეტს: მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის კონტეინერი პოლიპროპილენის საცობით, შეიცავს სიკატივს.
კოლოფი, შეიცავს 1 კონტეინერს, თითოში 10,28, 30 ან 100 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
კოლოფი, შეიცავს 3 კონტეინერს, თითოში 28 ან 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
კოლოფი, შეიცავს 4 კონტეინერს, თითოში 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
გაყიდვაში შეიძლება არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
6.6 განსაკუთრებული მითითებები გამოყენების შესახებ
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
7. სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
Les Laboratoires Servier (ლე ლაბორატუარ სერვიე)
50, rue Carnot
92284 Suresnes cedex
საფრანგეთი
ტექსტის ბოლო გადახედვა აპრილი 2023
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით










