პრესტილოლი 5/5მგ #30ტ

პრესტილოლი 5/5მგ #30ტ

32.30 ლარი 27.46 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ირლანდია
მწარმოებელი: სერვიე
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პერინდოპრილი+ბისოპროლოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 75405
გააზიარე:

პრესტილოლი 5 მგ/5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ბისოპროლოლის ფუმარატი / პერინდოპრილ არგინინი

პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი ბოლომდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

• შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი, ის შეიძლება თქვენ კიდევ დაგჭირდეთ.
• თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
• ეს პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის. არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პირებისთვის. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმის მიუხედავად, რომ მათი სიმპტომები ჰგავდეს თქვენსას.
• თუ თქვენ გაგაჩნიათ რაიმე გვერდითი ეფექტები, აცნობეთ მათ შესახებ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში (იხილეთ განყოფილება 4).

ამ ჩანართში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:

  1. რა არის პრესტილოლი და რა შემთხვევებში გამოიყენება
  2. რა უნდა იცოდეთ პრესტილოლის მიღების დაწყებამდე
  3. როგორ მიიღება პრესტილოლი
  4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
  5. პრესტილოლის შენახვის შესახებ
  6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
  7. რა არის პრესტილოლი და რა შემთხვევებში გამოიყენება

პრესტილოლის ყოველი ტაბლეტი შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას – ბისოპროლოლის ფუმარატს და პერინდოპრილ არგინინს.

• ბისოპროლოლის ფუმარატი მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ბეტა ბლოკერები. ბეტა ბლოკერები ამცირებენ გულის შეკუმშვათა სიხშირეს და გულის მიერ სისხლის გადატუმბვას სისხლძარღვებში ხდიან უფრო ეფექტურს.

• პერინდოპრილ არგინინი წარმოადგენს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორს. ის სისხლძარღვებზე ახდენს გამაფართოებელ მოქმედებას, რის შედეგადაც გულს უადვილდება მათში სისხლის გადატუმბვა.

პრესტილოლი გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის (არტერიული ჰიპერტენზია) სამკურნალოდ ან/და გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობისას (გულის დაავადება, რომლის დროსაც გული აღარ ამარაგებს ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის სისხლით და რის შედეგადაც ვითარდება ქოშინი და შეშუპება) ან/და გულის მხრივ გართულებების რისკის შესამცირებლად (როგორიც არის მიოკარდიუმის ინფარქტი) პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით (დაავადება, რომლის დროსაც გულის სისხლით მომარაგება დაქვეითებულია ან ბლოკირებულია), იმ პირებში, რომელთაც უკვე გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი ან/და ჩატარებული აქვთ ოპერაცია გულის სისხლმომარაგების გაუმჯობესებისთვის მისი მომმარაგებელი სისხლძარღვების გაფართოების ხარჯზე.

ბისოპროლოლის ფუმარატის და პერინდოპრილ არგინინის ცალ-ცალკე მიღების ნაცვლად დაგჭირდებათ პრესტილოლის მხოლოდ ერთი ტაბლეტის მიღება, რომელიც შეიცავს ორივე მოქმედ ნივთიერებას იგივე დოზებით.

  1. რა უნდა იცოდეთ პრესტილოლის მიღების დაწყებამდე

შემთხვევები, როდესაც არ შეიძლება პრესტილოლის მიღება:

• თუ თქვენ გაქვთ ალერგია ბისოპროლოლზე ან ნებისმიერ სხვა ბეტა ბლოკერზე, პერინდოპრილზე ან ნებისმიერ აგფ ინჰიბიტორზე ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე (ჩამოთვლილია განყოფილებაში 6);
• თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა, რომელიც უეცრად დამძიმდა ან/და შეიძლება საჭიროებდეს სტაციონარში მკურნალობას;
• თუ თქვენ გაგივითარდათ კარდიოგენური შოკი (გულის მუშაობის სერიოზული დარღვევა, გამოწვეული ძალიან დაბალი არტერიული წნევით);
• თუ თქვენ გაქვთ გულის დაავადება, რომელიც ხასიათდება ძალიან ნელი ან არარეგულარული გულისცემით (მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიული ბლოკადა);
• თუ თქვენ შენელებული გაქვთ გულისცემა;
• თუ თქვენ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა;
• თუ თქვენ გაქვთ მძიმე ასთმა ან მძიმე ხარისხის ფილტვის ქრონიკული დაავადება;
• თუ თქვენ გაქვთ კიდურების სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევა (როგორიც არის რეინოს სინდრომი), რომელიც შეიძლება იწვევდეს ჩხვლეტის შეგრძნებას, ხელების ან ფეხების თითების გაფერმკრთალებას ან გალურჯებას;
• თუ თქვენ გაქვთ ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის იშვიათი სიმსივნე), რომლის მკურნალობასაც არ იტარებთ;
• თუ გაქვთ მეტაბოლური აციდოზი (მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლი შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით მჟავებს);
• ადრე სხვა აგფ ინჰიბიტორების მიღებისას ან სხვა ვითარებაში თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნებოდა ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მსტვენავი სუნთქვა, სახის, ენის ან ყელის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან კანის მასშტაბური გამონაყარი (დაავადება, რომელსაც ეწოდება ანგიონევროზული შეშუპება);
• თქვენ ორსულად ხართ და ორსულობის ვადა აჭარბებს 3 თვეს (ორსულობის ადრეულ სტადიაზე პრესტილოლის მიღებას ასევე უნდა მოერიდოთ – იხ. განყოფილება „ორსულობა“);
• თქვენ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა და იღებთ არტერიული წნევის დამაქვეითებელ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ალისკირენს;
• თუ თქვენ გადიხართ დიალიზს ან ჰემოფილტრაციის სხვა პროცედურებს; გამოყენებული აპარატიდან გამომდინარე პრესტილოლი შეიძლება თქვენთვის მიუღებელი აღმოჩნდეს;
• თქვენ გაწუხებთ თირკმლის დაავადება, რომლის დროსაც შემცირებულია სისხლის მოდინება თირკმლებთან (თირკმლის არტერიის სტენოზი);
• თუ თქვენ იღებდით ან ახლა იღებთ საკუბიტრილს და ვალსარტანს – გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატებს, რადგან იზრდება კვინკეს შეშუპების რისკი (კანქვეშა ქსოვილის სწრაფი შეშუპება, მაგალითად ყელის არეში).

განსაკუთრებით ფრთხილად იყავით შემდეგ შემთხვევებში

პრესტილოლის მიღების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ:

• თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი;
• თქვენ გაქვთ თირკმლის დაავადება (თირკმლის ტრანსპლანტაციის ჩათვლით) ან თუ იტარებთ ჰემოდიალიზს;
• თქვენ გაქვთ ღვიძლის დაავადება;
• თქვენ გაქვთ აორტის სტენოზი, მიტრალური სტენოზი, ჰიპერტროფული კარდიომიოპათია ან თირკმლის არტერიის სტენოზი;
• თქვენ სისხლში ანომალურად მომატებულია ჰორმონი ალდოსტერონის დონე (პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი);
• თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა ან გულის სხვა დაავადება;
• თქვენ გაქვთ კოლაგენურ-სისხლძარღვოვანი დაავადება, მაგალითად სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია;
• თქვენ იცავთ დიეტას მარილის შეზღუდული რაოდენობით ან იღებთ მარილის შემცვლელებს, რომლებიც შეიცავენ კალიუმს;
• ახლო წარსულში გქონდათ დიარეა, ღებინება ან ორგანიზმის გაუწყლოება;
• თქვენ გადიხართ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზს;
• ამჟამად იტარებთ ანტიალერგიულ მკურნალობას ან უნდა გაიაროთ თერაპია მწერების ნაკბენის მიმართ მგრძნობელობის შესამცირებლად;
• იცავთ მკაცრ მარხვას ან დიეტას;
• უნდა გაკეთდეს ანესთეზია ან სერიოზული ქირურგიული ოპერაცია;
• თქვენ გაქვთ კიდურებში სისხლის მიმოქცევის პრობლემები;
• თქვენ გაქვთ ასთმა ან ფილტვის ქრონიკული დაავადება;
• თქვენ გაქვთ ფსორიაზი;
• თქვენ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე – ფეოქრომოციტომა;
• თქვენ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
• თქვენ გაქვთ ანგიონევროზული შეშუპება.

ბავშვები და მოზარდები

პრესტილოლის დანიშვნა 18 წლამდე ბავშვებში და მოზარდებში რეკომენდებული არ არის.