რენგალინი #20ტ საწ.
გააზიარე:
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
რენგალინი
სავაჭრო დასახელება : რენგალინი
სამკურნალო ფორმა :
ჰომეოპათიური საწუწნი ტაბლეტები
შემადგენლობა (1 ტაბლეტზე ):
აქტიური ნივთიერებები:
ბრადიკინინის აფინური ანტისხეულები გასუფთავებული – 0.006გ*
ჰისტამინის აფინური ანტისხეულები გასუფთავებული – 0.006გ*
მორფინის აფინური ანტისხეულები გასუფთავებული – 0.006გ*
დამხმარე ნივთიერებები; იზომალტი 0,48125 გ, ცელულოზა მიკროკრისტალური 0.055 გ, მაგნიუმის სტეარატი 0.0055გ, ლიმონის მჟავა უწყლო 0.005225გ, ნატრიუმის ციკლამატი 0.00275გ, ნატრიუმის სახარინი 0.000275გ.
* daitaneba izomaltze sami aqtiuri wyal-spirtiani xsnaris substanciis narevis saxiT, ganzavebuli Sesabamisad 10012, 10030, 10050–jer
აღწერილობა : ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები, ნაჭდევით, ნაზოლით ერთ ბრტყელ მხარეზე, მთლიანი კიდეებით; თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე შეფერილობის. ნაზოლიან ბრტყელ მხარეზე დატანილია წარწერა MATERIA MEDICA, მეორე ბრტყელ მხარეზე დატანილია წარწერა RENGALIN.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ექსპერიმენტულად ნაჩვენებია, რომ პრეპარატის კომპონენტები ახდენენ ენდოგენური რეგულატორების ლიგანდ-რეცეპტორული ურთიერთქმედების მოდიფიცირების აქტიურობას შესაბამის რეცეპტორებთან: მორფინის ანტისხეულები – ოპიატურ რეცეპტორებთან; ჰისტამინის ანტისხეულები – Н1 ჰისტამინის რეცეპტორებთან; ბრადიკინინის ანტისხეულები- B1 ბრადიკინინის რეცეპტორებთან; ამასთან კომპონენტების ერთობლივი გამოყენება იწვევს ხველების საწინააღმდეგო ეფექტის გაძლიერებას.
ხველების საწინააღმდეგო ქმედებების გარდა, კომპლექსური პრეპარატი მასში შემავალი კომპონენტების ხარჯზე ახდენს ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ, სპაზმოლიზურ (ანტისხეულები ჰისტამინზე, ბრადიკინინზე) და ანალგეზიკურ ზემოქმედებას (ანტისხეულები მორფინზე).
კომპლექსური პრეპარატი რენგალინი ჰისტამინ-დამოკიდებული Н1 რეცეპტორების და ბრადიკინინ-დამოკიდებული B2 რეცეპტორებს აქტივაციის მოდიფიკაციის ხარჯზე შერჩევითად ამცირებს მოგრძო ტვინში ხველების ცენტრის აღგზნებას, ანელებს ხველების რეფლექსის ცენტრალურ რგოლებს. თალამუსში ტკივილის მგრძნობელობის ცენტრის ჩახშობით, ბლოკავს ტკივილის იმპულსების გადაცემას თავის ტვინის ქერქში. პერიფერიიდან ახდენს ტკივილის იმპულსაციის ნაკადის ინჰიბირებას ქსოვილოვანი და პლაზმური ალგოგენების (ჰისტამინი, ბრადიკინინი, პროსტაგლანდინი და სხვა) განთავისუფლების შემცირების შედეგად. ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებისგან განსხვავებით არ იწვევს სუნთქვის გაუარესებას, წამალზე დამოკიდებულებას, არ გააჩნია ნარკოტიკული და საძილე ზემოქმედება.
ამსუბუქებს მწვავე ფარინგიტის, ლარინგიტის და ბრონქიტის გამოვლინებას, ამცირებს რა ბრონქოსპაზმს. ახდენს ალერგიული რეაქციების სისტემური და ადგილობრივი სიმპტომების კუპირებას პოხიერი უჯრედებიდან ბრადიკინინისა და ჰისტამინის გამოთავისუფლების და სინთეზზე ზემოქმედების ხარჯზე.
ფარმაკოკინეტიკა
ანალიზის თანამედროვე ფიზიკურ-ქიმიური მეთოდების (აირად-თხევადი ქრომატოგრაფია, მაღალეფექტური თხევადი ქრომატოგრაფია, ქრომატო-მას-სპექტრომეტრია) მგრძნობელობა არ იძლევა საშუალებას შეფასდეს პრეპარატი რენგალინის აქტიური კომპონენტების შემადგენლობა ბიოლოგიურ სითხეებში, ორგანოებსა და ქსოვილებში, რაც შეუძლებელს ხდის ფარმაკოკინეტიკის შესწავლას ტექნიკური თვალსაზრისით.
გამოყენების ჩვენება
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რასაც თან ახლავს ხველა და ბრონქოსპაზმი. პროდუქტიული და არაპროდუქტიული ხველა გრიპისა და მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციის დროს, მწვავე ფარინგიტის, ლარინგოტრაქეიტის, მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტის, ქრონიკული ბრონქიტის და ზედა და ქვედა სასუნთქ გზების სხვა ინფექციურ-ანთებითი და ალერგიული დაავადებების დროს.
უკუჩვენებები
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. რენგალინის გამოყენება არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, ეფექტურობისა და უსაფრთხოების მონაცემების ნაკლებობის გამო.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
ორსულებში და ძუძუთი კვების დროს რენგალინის გამოყენების უსაფრთხოება არ შესწავლილა. პრეპარატის აუცილებლად მიღების შემთხვევაში გასათვალისწინებელია რისკების/სარგებლის თანაფარდობა.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
მიიღება შიგნით. ერთ მიღებაზე 1 ტაბლეტი (გავაჩეროთ პირში სრულ გახსნამდე). მიიღება 1-2 ტაბლეტი სამჯერ დღე-ღამეში არა კვების დროს. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე პირველ სამ დღეს მიღების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს 4-6 მიღებამდე დღე-ღამეში.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობის მომატებული რეაქცია.
ჭარბი დოზირება
შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია დისპეპსიური მოვლენები, რომლებიც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი შემავსებლებით.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
დღევანდელ დღემდე არ დარეგისტრირებულა სხვა სამკურნალო საშულებებთან შეუთავსებლობის შემთხვევები.
სამედიცინო გამოყენების სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე
რენგალინი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების და სხვა პოტენციურად საშიში მექნიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა
ჰომეოპათიური საწუწნი ტაბლეტი. 10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის გარსის და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. 2 კონტურულ უჯრედულ შეფუთვას სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალურად დათვალიერებისას რაიმე დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
იურიდიული პირი, რომლის სახელზეც გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა და პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია
შპს „სსფ „მატერია მედიკა ჰოლდინგი“
რუსეთი, 127473 ქ. მოსკოვი, სამოტეკის მესამე გზაჯვარედინი, სახლი 9
ტელ./ფაქსი: +7 495 684-43-33; ცხელი ხაზი: +7 495 681-09-30; +7 495681-93-00
ელ-ფოსტა: [email protected]
სამკურნალო პრეპარატის წარმოების ადგილის მისამართი:
რუსეთი, 454139 ქ. ჩელიაბინსკი, ბურუგუსლანის ქუჩა, სახლი 54
წარმოების განვითარების და რეგისტრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
შპს ,,სსფ მატერია მედიკა ჰოლდინგი“










