სიმბავიტი 150მლ სიროფი

სიმბავიტი 150მლ სიროფი

35.00 ლარი 29.75 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოლივიტამინები
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ვიტ.ა+ბ1-ბ12+დ3+ე+კ1+ცე+მინერალები
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 75300
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

სიმბავიტი სიროფი

Simbavit Syrup

ინსტრუქცია

ვიტამინები, მულტივიტამინები მინერალებთან ერთად კომბინაციაში

შემადგენლობა:

ყოველი 10 მლ სიროფი შეიცავს:

ვიტამინი A (რეტინილპალმიტატი).......2333 ს/ე.

ვიტამინი B1 (თიამინი)......................................0.8 მგ.

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი).......................0,9 მგ.

ვიტამინი B3 (ნიაცინამიდი)...........................8,5 მგ.

ვიტამინი B5 (D-კალციუმის პანტოტენატი) ...3,5 მგ.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) ...0,5 მგ.

ვიტამინი B7 (ბიოტინი).............................................15.0 მკგ.

ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) .......................300 მკგ.

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)........................1,5 მკგ.

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)..............400 ს/ე.

ვიტამინი E (Dl-ალფა-ტოკოფერილაცეტატი)... 8 ს/ე.

ვიტამინი K1 (ფიტონადიონი) ..........................20 მკგ.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)......................59,7 მგ.

ბეტა გლუკანი .......10 მგ.

თუთია.............................5 მგ.

იოდი................................0.12 მგ.

მანგანუმი.....................1.5 მგ.

სელენი...........................0.045 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, შაქარი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის კონცენტრატი, არაბული გუმფისი, ქსანტანის გუმფისი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმნის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, კრემოფორი RH 40.

ფარმაკოლოგიური დახასიათება: სიმბავიტი მაღალ ეფექტური ვიტამინებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკრო ელემენტების სრულყოფილი კომპლექსია.

სიმბავიტი შეიცავს ყველა იმ ვიტამინსა და მინერალს, რაც აუცილებელია ბავშვის ზრდისა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის; მხედველობის, ნერვული სისტემის, გულის, ძვალ-სახსართა სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის.

სიმბავიტი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ბავშვის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას, ავსებს აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, აძლიერებს ორგანიზმს; აუმჯობესებს მადას, უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, გამაგრებას; ხელს უშლის რაქიტის განვითარებას.

სიმბავიტი შეიცავს კომპონენტს - ბეტა გლუკანს. იგი ნატურალური პოლისაქარიდია, რომელიც მიღებულია საფუარისგან (Saccharomyces cerevisiae).

ჩვენებები:

  • ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი
  • არასრულფასოვანი, არაბალანსირებული კვება
  • მალაბსორბციის სინდრომი
  • მადის დაქვეითება, უმადობა
  • ნერვული ანორექსია
  • ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა
  • ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია
  • ჰიპო- და ავიტამინოზები
  • დაავადების რეკონვალესცენციის პერიოდი
  • ქირურგიული ოპერაციისშემდგომი პერიოდი
  • ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი
  • იმუნიტეტის დაქვეითება: ხშირი ავადობა ვირუსული ინფექციებით, გრიპით, ჰერპეს-ინფექციებით, სოკოვანი დაავადებებით.

დოზირება და მიღების წესი:

6 - 12 თვე: 5 მლ. 1_ჯერ დღეში;

1 - 3 წელი: 5 მლ. 1-2_ჯერ დღეში;

3 - 6 წელი: 10 მლ. 1_ჯერ დღეში;

6 წელი და ზემოთ: 10 მლ. 1-2_ჯერ დღეში.

სიმბავიტი მიიღება ჭამის შემდეგ. შესაძლებელია სიროფის მცირე რაოდენობის წყალში ან წვენში გახსნა.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

ინდივიდუალური მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

შენახვის წესი: შეფუთულ მდგომარეობაში პრეპარატი ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა: 150 მლ სიროფი მინის ბოთლი #1 საზომი ჭიქით.

მწარმოებელი:

Vefa İlaç San. ve Tic. A.Ş.

Beylikdüzü OSB Mah. 2. Cadde No:3/2

Beylikdüzü/სტამბოლი/თურქეთი

ტელ : (0212) 438 70 85

ფაქსი : (0212) 438 70 87

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს. “EuroPharma Georgia” თბილისი/საქართველო

მისამართი: 0144, 24/2 ნავთლუღის ქუჩა

ტელეფონი: +995 32 47 20 02

E-mail: [email protected]

Web-site: www.epg.com.ge