კოლისპასი 150მლ სიროფი
გააზიარე:
COLISPAS ®
შემადგნლობა: პრეპარატის ყოველი 5 მლ. შეიცავს
ნატრიუმის ციტრატი 50 მგ.
ბელადონას ექსტრაქტი 0,01მგ .
ილის ექსტრაქტი 0,05 მლ.
კალიუმის ბრომიდი 30 მგ.
პიტნის წყალი 0,75 მგ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ნატრიუმის ციტრატი - მიღების შემდეგ გარდაიქმნება ნატრიუმის ბიკარბონატად, რომელიც ახდენს საკვების ლპობის შედეგად გამოყოფილი ქლორწყალბადმჟავას ნეიტრალიზაციას.
ბელადონას ექსტრაქტი - ამცირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ხსნის კუნთოვან სპაზმს.
ილის ექსტრაქტი - მდიდარiა ეთერზეთებით. ესაა მცენარე, რომელიც უხსოვარი დროიდან გამოიყენება კუჭ-ნაწლავის პრობლემების, აირების დაგროვების სამკურნალოდ.
კალიუმის ბრომიდი - სედატიური საშუალებაა; ეფექტურად ხსნის მუცლის შებერვით (მეტეორიზმით) გამოწვეულ ტკივილსა და დისკომფორტს.
პიტნის წყალი - გააჩნია დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური, ნაღვლმდენი, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ხსნის დისკომფორტს მუცელში კუნთთა დაჭიმულობის შემცირების გზით.
კოლისპასი® კომბინირებული პრეპარატია მეტეორიზმის, ნაწლავთა კოლიკის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმის სამკურნალოდ.
ჩვენებები:
- მეტეორიზმი
- კუჭ-ნაწლავის სპაზმი
- ბოყინი
- სანაღვლე გზების სპაზმი
წინააღმდეგჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
დოზირება:
0 - 2 თვე: 2,5 მლ. 3-ჯერ დღეში
2 – 12 თვე: 5 მლ. 3-ჯერ დღეში
12 – 24 თვე: 10 მლ. 3-ჯერ დღეში
24 თვის ზევით: 15 მლ. 3-ჯერ დღეში
გამოშვების ფორმა:
კოლისპასი® - 120 მლ. ბოთლში.
შენახვისა და ტრანსპორტირების წესი: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისგან დაცულ ადგილას, 25 °C -ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: EU, Polipharm Sp. zo.o ul. Pilsudskiego 40 48-303 Nysa, Poland. European Union
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში:
,,EuroPharma Georgia“