ლაქსატერი #30კაფს

ლაქსატერი #30კაფს

54.19 ლარი
ქვეყანა: ამერიკა
მწარმოებელი: ჰელსერკო
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 75247
გააზიარე:

ლაქსატერი
საფაღარათო, ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალება.

შემადგენლობა:
ფსილიუმის ბოჭკოები 300მგ
ცელულოზა (უჯრედისი) 130მგ
კასკარა საგრადას ექსტრაქტი 300მგ
სენას ფოთლების ექსტრაქტი 200მგ
სელის თესლის მშრალი ექსტრაქტი 200მგ
ალოე ვერას მშრალი ექსტრაქტი 80მგ
L.Aციდოპჰილუს.(5 *109/გ)

ფსილიუმის ბოჭკოებს,რომელიც მიიღება მრავალძარღვას თესლისგან ახასიათებს საფაღარათო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ცელულოზა ხელს უწყობს წონაში დაკლებას და ამცირებს შეკრულობის რისკს. კასკარა საგრადა(ამერიკული ხეჭრელა) აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას. სელის თესლი ორგანიზმიდან ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას,რაც დადებით გავლენას ახდენს წონის რეგულაციაზე. სენას ფოთლები აძლიერებენ პერისტალტიკას და აჩქარებენ ნაწლავების დაცლას. ალოე ვერა აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. აძლიერებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს.აქვს ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება. L.Aციდოპჰილუს აღადგენს ნაწლავური მიკროფლორის დარღვეულ ბალანსს.
ჩვენებები
ყაბზობა, ნაწლავების ატონია.
სპასტიური კოლიტი, მეტეორიზმი.
კუჭნაწლავის გაწმენდა დიაგნოსტიკური მანიპულაციებისას, მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ.
ოპერაციული ჩარევა სწორ ნაწლავზე.

მიღების წესები და დოზირება: მოზრდილებში 2 კაფსულა დღეში ერთ ჭიქა წყალთან ერთად. Kკურსის ხანგრძლივობა 1-2 კვირა. ბავშვებში 10 წლიდან ექიმის რეკომენდაციით.
ორსულობა და ლაქტაცია: ინიშნება სიფრთხილით, ექიმის რეკომენდაციით. უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი, ნაწლავის გაუვალობა,სტენოზი,აპენდიციტი,კრონის დაავადება. გამოშვების ფორმა: #30 კაფსულა. აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი :NUთღIთEღA. ამერიკა.