დიკლობრიუ 50მგ #30ტ

დიკლობრიუ 50მგ #30ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დიკლოფენაკი ნატრიუმის
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 7523
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

დიკლობრიუ ტაბლეტები 50მგ #30


შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი. გარსი: ცელულოზის აცეტილფტალატი, პოლიეთილენგლიკოლი, აბუსალათინის ზეთი, ნარინჯისფერი საღებავი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები, დაფარული ნაწლავში ხსნადი გარსით.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით.
            
გამოყენების ჩვენება:
მწვავე ართრიტები (პოდაგრის შეტევის ჩათვლით), რევმატოიდული პოლიართრიტი, რევმატიზმი, მაანკილოზირებელი სპონდილიტი და სახსრების, ხერხემლისა და რბილი ქსოვილების სხვა ანთებითი დაავადებები.
მოკლე კურსით პრეპარატი ინიშნება ბურსიტის, ტენდინიტის, ოპერაციის შემდგომი ტკივილებისა და პირველადი დისმენორეის დროს. 

უკუჩვენება:
დიკლოფენაკის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევა. ორსულობის I ტრიმესტრი. ლაქტაცია. ბრონქული ასთმა.
6 წლამდე ასაკი.
ყურადღება! დიკლობრიუს აბები დაფარულია გასტრორეზისტენტული გარსით. აქტიური ნივთიერება გამოთავისუფლდება ნაწლავებში, ამიტომ ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია ღვიძლის და თირკმლის ფუნქციებისა და პერიფერიული სისხლის შემადგენლობის კონტროლი.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ერთდროული გამოყენებისას დიკლობრიუმ შეიძლება შეამციროს დიურეტიკების ეფექტი, გაზარდოს სისხლის პლაზმაში ლითიუმისა და დიგოქსინის კონცენტრაცია.
სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთად დიკლობრიუს გამოყენება ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს. მეტოტრექსატსა და ციკლოსპორინთან ერთად დანიშვნა აძლიერებს მათ ტოქსიურობას.

გამოყენების წესი და დოზირება
დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად ავადმყოფის ასაკისა და დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.
მოზრდილები: 25-50მგ 2-3 ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150მგ. ბავშვებს 6 წლის ასაკიდან და მოზარდებს ენიშნებათ 2მგ/კგ წონაზე დღე-ღამეში.
პირველადი დისმენორეის სიმპტომური მკურნალობა უნდა დაიწყოს პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე და გაგრძელდეს 2-3 დღის განმავლობაში. სადღეღამისო დოზა მერყეობს 50-დან 100 მგ-მდე. შემდგომი ციკლის დროს ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს.
დიკლოფენაკის ჰიპერდოზირების კლინიკური სიმპტომები არ არის აღწერილი. მწვავე მოწამვლისას საჭიროა კუჭის ამორეცხვა ზონდით, სორბენტების მიღება, გართულებების სიმპტომური მკურნალობა.

გვერდითი მოვლენები: ხანდახან – გულისრევა, ანორექსია, ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი, ყაბზობა ან დიარეა, ალერგიული რეაქციები (განსაკუთრებით ბრონქული ასთმით დაავადებულ პირებში) – ქავილი, ერითემა, ბრონქოსპაზმი;
იშვიათად პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვან-ეროზიული დაზიანება.
ძალიან იშვიათად -  ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, აგრეთვე თავის ტკივილი, ჰემატურია, პროტეინურია, პერიფერიული შეშუპებები, ნეფროზული სინდრომი.


შენახვის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC). სინათლისაგან დაცულ და  ბავშვებისათვის მიუწვდომელ  ადგილას.

შეფუთვა: 10 ტაბლეტი ბლისტერზე, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი: რეცეპტით.

მწარმოებელი: ბრიუფარმექსპორტი. რიუ დე ლა გროტი 14, 1020 ბრიუსელი, ბელგია.

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)