კარდიოგარდი #50კაფს

კარდიოგარდი #50კაფს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ეკლიპტა+ტერმინალია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 75203
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კარდიოგარდი

შემადგენლობა: 1 კაფსულა აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს შემდეგ ექსტრაქტებს: არჯუნა – 100 მგ; ხურტკმელი – 100 მგ; სამყე – 50 მგ; მუმიო – 50 მგ; მზიურა – 100 მგ; ეკლიპტა – 50 მგ; ნიჟარების ფხვნილი – 50 მგ. დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ბენზოატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კომბინირებული პრეპარატი. გულის დაავადებების სამკურნალო საშუალება.

ჩვენებები: გულის დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა, ათეროსკლეროზი.

დოზირება და მიღების წესი: შიგნით მისაღებად 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში წყალთან ერთად, ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: რეკომენდებული დოზირების დროს არ აღინიშნება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: რეკომენდებული დოზირების დროს არ გამოვლენილა.

განსაკუთრებული მითითებები: არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ გამოვლენილა.

ჭარბი დოზირება: არ გამოვლენილა.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 500 მგ კაფსულები. #50 კაფსულა მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის 100 მლ-იან ფლაკონში. 1 ფლაკონი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს ულტრა ჰერბალ რემედისა, ინდოეთი