ბრონხობრიუ 125მლ სიროფი

ბრონხობრიუ 125მლ სიროფი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ეფედრინი+ნატრ.დიბუნატი+კამფოსულფონი
გაცემის ფორმა: I ჯგუფი სპეც-რეცეპტული
კოდი: 7510
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ბრონქობრიუ
(Bronchobru)

ზოგადი დახასიათება:
ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: წითელი ფერის სიროფი ჟოლოს არომატით.
შემადგენლობა: 1 მლ სიროფი შეიცავს: - ნატრიუმის დიტერბუთილნაფტალინდისულფონატი (ნატრიუმის დიბუნატი) 1 მგ,  ეფედრინის ჰიდროქლორიდი 1 მგ, ნატრიუმის კამფოსულფონატი 1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეთილპარაოქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაოქსიბენზოატი, შაქარი, ჟოლოს არომატი, ახალი კოქსინი
( E 124), დისტილირებული წყალი ქს 1 მლ.                

გამოშვების ფორმა: სიროფი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული პრეპარატი გამოხატული ბრონქოლიზური და ხველის საწინააღმდეგო მოქმედებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატის ეფექტურობას განაპირობებს მისი შემადგენელი კომპონენტების ფარმაკოლოგიური თვისებები: ნატრიუმის დიბუნატს აქვს ხველის საწინააღმდეგო მოქმედება, გაპირობებული პერიფერიული და ცენტრალური მექანიზმებით. ეფედრინი მოქმედებს სიმპათიკური ნერვული სისტემის რეცეპტორებზე და ახდენს ცნს-ისა და სუნთქვის ცენტრის სტიმულაციას. ზრდის ჩასუნთქული ჰაერის მოცულობას, აფართოებს ბრონქებს. ხსნადი ქაფური (ნატრიუმის კამფოსულფონატი) ახდენს ანალეპტიურ მოქმედებას ცნს-ზე, ასტიმულირებს ბულბარულ ცენტრს; აუმჯობესებს მიოკარდის ფუნქციას, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს. გამოიყენება როგორც კარდიოტონული საშუალება გრიპისა და ფილტვის დაავადებების დროს. ქაფური გამოიყოფა სასუნთქი გზებით და ხელს უწყობს ნახველის გამოყოფას, აუმჯობესებს ალვეოლურ ვენტილაციასა და ფილტვებში სისხლის მიმოქცევას.
პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობაა 4 – 6 საათი.

ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კამფოსულფონატის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყოფა სასუნთქი გზებით ხოლო მცირე ნაწილი იჟანგება, უერთდება გლუკურონის მჟავას და გამოიყოფა თირკმელებით. ეფედრინი ნელა ინაქტივირდება და გამოიყოფა თირკმელებით, მოქმედებს 4-6 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენება:  სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები (ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია). სასუნთქი სისტემის ობსტრუქციული სინდრომით მიმდინარე დაავადებები. ხველის, როგორც სიმპტომის მკურნალობა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს. შესაძლებელია როგორც მონოთერაპია, ასევე კომბინირება ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან.

მიღების წესი და დოზირება:
ბავშვები 3 – 7 წლის ასაკში – 1/2ჩაის კოვზი 3 – 4-ჯერ დღეში
ბავშვები 7 – 15 წლის ასაკში – 1 ჩაის კოვზი 3 – 4-ჯერ დღეში
მოზრდილები – 1 სუფრის კოვზი 3 – 4-ჯერ დღეში

გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად ბრონქობრიუ იწვევს კუჭ-ნაწლავის უმნიშვნელო დისფუნქციას და თავბრუსხვევას.
ეფედრინის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს პულსაციის შეგრძნება, მომატებული აგზნებადობა, ძილის დარღვევა.

უკუჩვენება: შაქრიანი დიაბეტი, მომატებული მგრძნობელობა ბრონქობრიუს კომპონენტების მიმართ, ჰიპერთირეოზი, ტაქიარიტმია, კორონარული უკმარისობა. ჰიპერტონიის დროს ინიშნება სიფრთხილით.
არ ინიშნება 3 წლამდე ასაკში.
ორსულებსა და მეძუძურებში ინიშნება სიფრთხილით

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ეფედრინი ამცირებს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტურობას, აჩქარებს დექსამეტაზონის ბიოტრანსფორმაციას. ეფედრინის შემცველი პრეპარატებისა და მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს “ადრენერგული კრიზი” თავის ტკივილითა და წნევის მომატებით.

დოზის გადაჭარბება: ბრონქობრიუ არ კუმულირდება ორგანიზმში და რეკომენდირებული დოზით გამოყენებისას უსაფრთხოა. თუ პრეპარატი შემთხვევით გამოყენებული იქნა მნიშვნელოვნად გაზრდილი დოზით, აუცილებელია ღებინების გამოწვევა და ექიმის კონსულტაცია.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი: ექიმის რეცეპტით.

შეფუთვა: 125 მლ-იანი შუშის ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი ფირმა:
ბრიუფარმექსპორტი. რიუ დე ლა გროტი 14, 1020 ბრიუსელი, ბელგია.