გაზ ოფი #10ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
გაზ ოფი (GAS OFF)
სამკურნალწამლო ფორმა: ტაბლეტები.
შემადგენლობა:
Aluminum hydroxide (ალუმინის ჰიდროქსიდი) 1X
Bismuth carbonicum (ბისმუტის კარბონატი) 6X
Carica papaya (პაპაია) 6X
Lycopodium clavatum (ლიკოპოდიუმი) 3X
Magnesium hydroxide (მაგნიუმის ჰიდროქსიდი) 1X
Natrum bicarbonicum (ნატრიუმის კარბონატი) 6X
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოყენების ჩვენება: მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა, მომატებული მჟავიანობა, კუჭის წყლულოვანი დაავადება,
რეფლუქს-ეზოფაგიტი.
ფარმაკოლოგიური და კლინიკური თვისებები: ჰომეოპათიური კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით:
Aluminum hydroxide: მოქმედებს, როგორც ანტაციდური საშუალება, თავიდან აცილებს ჭვალსა და მეტეორიზმს, ასევე სიმძიმის
შეგრძნებას კუჭში.
Bismuth carbonicum: გააჩნია ანთებისსაწინაღმდეგო მოქმედება, თავიდან აცილებს კუჭისა და ნაწლავების ანთებას (კუჭის წყლულოვანი დაავადებებისას), ასევე მეტეორიზმს.
Carica papaya: შეიცავს პროტეოლიტურ ფერმენტებს პაპაინსა და ქიმოპაპაინს, რომელთაც შესწევთ უნარი მოინელონ ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები; ხელს უწყობს საჭმლის სწორედ მონელებას.
Lycopodium clavatum: თავიდან აცილებს ნაწლავში დაგროვილი გაზებით გამოწვეულ მუცლის შებერილობას, მეტეორიზმს და ბოყინს.
Magnesium hydroxide: მოქმედებს, როგორც ანტაციდური საშუალება, თავიდან აცილებს ჭამის შემდგომ ბოყინს და კუჭში სიმძიმის
შეგრძნებას.
Natrum bicarbonicum: მოქმედებს, როგორც ანტაციდური საშუალება, თავიდან აცილებს მომატებულ მჟავიანობას და
რეფულქს-ეზოფაგიტს.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის ზოგიერთი კომპონენტის მიმართ.
გვერდითი ეფექტები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: თავსებადია სხვა პრეპარატებთან.
მიღების წესი: გაზ ოფის ტაბლეტები მიიღება პერორალურად წყლის მიყოლებით, ჭამამდე ნახევარი სათით ადრე.
დოზირება: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. ბავშვები 6-დან 12 წლამდე: ნახევარი ტაბლეტი
2-ჯერ დღეში.
დოზის გადაჭარბება: ინფორმაცია დოზის გადაჭარბების უარყოფითი ეფექტების შესახებ არ არის გამოვლენილი.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა: 15-დან 30 დღემდე, საჭიროებისას უფრო ხანგრძლივად.
გამოშვების ფორმა: 1 ფირფიტა, 10 ტაბლეტი თითოეულში.
შენახვის წესი: შეინახეთ მშრალ, სინათლისაგნ დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 C.
ვარგისიანობის ვადა: გამოშვების თარიღიდან 5 წელი.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
დამზადებულია ინდოეთში, მწარმოებელი:
R.S. BHARGAVA PHARMACY
10081, ბარანი, პანი მილ ინდასტრიალ ესტეიტი, ბულანდაშაჰარი 203001 (u.-p.) INDIA
E-mail: [email protected],










