კოაქსილი 12.5მგ #30ტ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიდეპრესანტები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
თიანეპტინი
გაცემის ფორმა: I ჯგუფი სპეც-რეცეპტული
კოდი: 7509
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
კოაქსილი
COAXIL
COAXIL
საერთაშორისო დასახელება - tianeptine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - N06AX14
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტიდეპრესანტები; სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარს. ტაბლეტები 12,5 მგ: 30 ც
თიანეპტინი, ნატრიუმის მარილი: 12,5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბირთვი: მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, მანიტოლი, ტალკი. გარსი: ფუტკრის თეთრი ცვილი, ნატრიუმის კარმელოზა, ეთილცელულოზა, გლიცერინის მონოოლეატები, პოლისორბატი 80, პოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური გაუწყლოებული დიოქსიდი, საქაროზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171).
ჩვენებები
კოაქსილი ნაჩვენებია მსუბუქი, საშუალო სიმძიმის და მძიმე დეპრესიის სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზები
პერორალური მიღება.
ჩვეულებრივი დოზაა 3 ტაბლეტი დღეში, თითო ტაბლეტი უშუალოდ ჭამამდე, დილას, შუადღეს და საღამოს. 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ასევე თირკმლის უკმარისობის დროს, დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში 2 ტაბლეტს.
ექიმის მითითების გარეშე მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლება. აუცილებელია ექიმის დანიშნულების მკაცრად დაცვა.
იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს დაავიწყდა ერთი ან მეტი დოზის მიღება
მკურნალობის გაგრძელებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა აქტიურმა ნივთიერებამ, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთ პაციენტში არასასურველი მოვლენები:
• კუჭის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, პირის სიმშრალე, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მეტეორიზმი.
• უძილობა, ძილიანობა, ღამის კოშმარები, დაღლილობა
• გულისცემის გახშირება, გულის მუშაობის დარღვევა, ტკივილი გულის არეში, გულისცემის რითმის გახშირება
• თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ტრემორი, სახეზე სისხლის ნაკადის მოწოლა;
• გაძნელებული სუნთქვა, ხორხის შეშუპება
• კუნთების ტკივილი ან ლუმბაგო
• ნებისმიერი არასასურველი გამოვლენის შესახებ, რომელიც არ არის მითითებული ამ ანოტაციაში, უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
კოაქსილი არ ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
• ბავშვებში 15 წლამდე;
• კომბინაციაში დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებთან მაო-ს არასელექტიური ინჰიბიტორების კლასიდან (იხ. ურთიერთქმედება).
რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს ამ პრეპარატის დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის. თუ მკურნალობისას დგინდება ორსულობა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია, რადგან სწორედ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის გაგრძელების შესახებ.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები
მაღალი დოზებით ხანგრლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულების გაჩენა.
არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
მკურნალობის უცებ შეწყვეტა არ შეიძლება, საჭიროა დოზის თანდათან შემცირება 7-14 დღის განმავლობაში.
მოსალოდნელი ზოგადი ანესთეზიისას, აუცილებელია ანესთეზიოლოგს ეცნობოს აღნიშნული პრეპარატის მიღების შესახებ და მისი მიღების შეწყვეტა ქირურგიულ ოპერაციამდე 24 ან 48 საათით ადრე.
თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში, ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს ამ ფაქტის შესახებ.

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზოგიერთ პაციენტში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ყურადღების დაქვეითებას. ამიტომ, მძღოლები და მექანიკური მოწყობილობების ოპერატორები გაფრთხილებული უნდა იყვნენ, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ძილიანობას ამ პრეპარატის მიღებისას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მაო-ს ინჰიბიტორების კლასის (ინიშნება დეპრესიის დროს) ზოგიერთ პრეპარატთან ერთად დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგი. მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შემდეგ ამ პრეპარატის მიიღებამდე საჭიროა ორკვირიანი პაუზის გაკეთება.
სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება სხვა პრეპარატების მიღების შესახებ.
შენახვის პირობები და ვადები
არ გამოიყენება მეორეულ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
მწარმოებელი ქვეყანა - საფრანგეთი

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით