სლიპ ლაიფი #30ტ

სლიპ ლაიფი #30ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ჰიდროქსიტრიპტოფანი+გრიფონია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 75065
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სლიპ-ლაიფი N30 ტაბლეტი

 

სავაჭრო სახელწოდება: სლიპ-ლაიფი N 30 ტაბლეტი

საერთაშორისო და უპატენტებელი სახელწოდება: გრიფონია, 5-ჰიდროქსიტრიფტოფანი.

შემადგენლობა- ძირითადი ინგრედიენტები1 კაფსულის შემადგენლობა:

გრიფონია 52 მგ

5-ჰიდროქსიტრიფტოფანი 50 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ნერვული სისტემის სამკურნალო საძილე და სედაციური საშუალება.

თვისებები:

გრიფონია მდიდარია 5-ჰიდროქსი-ტრიფტოფანით (5-HTP). 5-HTP- სეროტონინის წინამორბედია , რომელიც თავის ტვინის აუცილებელი ნეირომედიატორია. სეროტონინი არეგულირებს ძილს. მისი წარმოქმნის სტიმულაცია აუმჯობესებს ძილს, ამცირებს შფოთვას და მოუსვენრობას.

5-ჰიდროქსიტრიფტოფანი ეხმარება სეროტონინის რაოდენობის მატებას ტვინში. სეროტონინი პახუხისმგებელია ხასიათის და ქცევის რეგულირებაზე. 5-ჰიდროქსიტრიფტოფანს აქვს დადებითი ეფექტი ძილზე, ხასიათზე, მღელვარებაზე, მადის შემცირებაზე და ტკივილის შეგრძნებაზე. ეხმარება ნორმალური ძილის ციკლს, უზრუნველყოფს ფსიქიკურ და ემოციურ რეგულაციას.

ფარმაკოლოგიურით ვისებები: სლიპ-ლაიფი ფიტო პრეპარატია, რომელსაც გააჩნია სედაციური მოქმედება. მის შემადგენლობაში შედის ორი კომპონენტი – სამკურნალო მცენარე გრიფონია და 5 ჰიდროქსიტრიპტოფანი. სლიფ-ლაიფს გააჩნია სედაციური თვისებები, ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანების, რაც ახასიათებს ფსიქიკურ გადაღლილობას და ნევრასთენიას. უძილობისას აღადგენს ნორმალურ ძილს. გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე . ეფექტურია მსუბუქი უძილობის დროს.

გამოყენების ჩვენებები:

- მომატებული ნერვული აღგზნებადობის დროს; - ნევროზები, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია. - ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერების

დაქვეითება.

- ფიზიკური და გონებრივი გადაღლა (მენეჯერის სინდრომი).

- ემოციური დაძაბულობის და შფოთვის დროს.

- ძილის დარღვევა: უძილობა, რთულად ჩაძინება, ღამე-გაღვიძების ეპიზოდები. - მენოპაუზის თანმხლები ნერვული და ემოციური დაძაბულობა.

- წინა მენსტრუალური სინდრომი. - შაკიკის და სხვა ტიპის თავის ტკივილების მკურნალობა კომპლექსურ თერაპიაში - ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი დოზებით 5-ჰიდროქსიტრიფტოფანი ეხმარება შაკიკისა და სხვადასხვა ტიპის თავის ტკივილის მკურნალობას.

- სლიპ-ლაიფი მსგავსია მოქმედებით ზოგიერთი ანტიდეპრესანტის.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:

მიიღება თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში, ჭამიდან 40 წუთის შემდეგ.

ძილის მოსაწესრიგებლად მიიღეთ ერთი ტაბლეტი უშუალოდ ძილის წინ.

ინიშნება 6 (ექვსი) წლის ასაკიდან

უკუჩვენებები: - მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; - 6 წლამდე ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ერთდროული გამოყენებისას სლიპ-ლაიფი აძლიერებს ისეთი პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც ახდენენ დამთგრუნველ ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

განსაკუთრებული მითითებები: სლიპ-ლაიფის გამოყენების ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. პრეპარატის მიღების შეწყვეტისას, აბსტინენციის სინდრომი არ ვლინდება. პრეპარატი გამოიყენება ძილის დარღვევისა და ნერვული აღგზნებადობის დროს. ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე: მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისას და სხვა ისეთი პოტენციურად საშიში საქმიანობისას, რაც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: პრეპარატის გამოყენება ოსრულობისა და ლაქტაციის დროს შეიძლება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

შენახვის პირობები: ინახება 15-25ºC -ზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი წარმოების თარიღიდან. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადისგასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: Life-on healthcare U.K. LTD - ლაიფ-ონ ჰელთქეარი - დიდი ბრიტანეთი