გლიცეროლო სელა/საბ1375მგ#18სუპ

გლიცეროლო სელა/საბ1375მგ#18სუპ

9.50 ლარი 7.60 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ლაბორ. ქიმ.ფარმ.სელლა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: გლიცერინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 74950
გააზიარე:

სარეკომენდაციო ვერსია

გლიცეროლი სელლა ბავშვები 1375 მგ სუპოზიტორიები

გლიცეროლი სელლა მოზრდილები 2250 მგ სუპოზიტორიები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სხვა საფაღარათო საშუალებები

თერაპიული ჩვენება

შემთხვევითი შეკრულობის ხანმოკლე მკურნალობა

უკუჩვენება

- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ,

- მუცლის ტკივილი, მწავე ან უცნობი წარმომავლობის,

- გულისრევა ან ღებინება,

- ნაწლავური გაუვალობა ან ნაწლავის სტენოზი,

- უცნობი წარმომავლობის რექტალური სისხლდენა,

- მწვავე ჰემოროიდული კრიზი ტკივილით და სისხლდენით,

- მძიმე დეჰიდრატაცია.

უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

საფაღარათო საშუალებები უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს 7 დღეზე დიდხანს. უფრო ხანგრძლივი გამოყენებისთვის საჭიროა ექიმის რეცეპტი, ინდივიდუალური შემთხვევის სათანადო შეფასების შემდეგ.

ქრონიკული ან მორეციდივე შეკრულობის მკურნალობა, დიაგნოზის, მედიკამენტების დანიშვნის და მკურნალობის პერიოდში ზედამხედველობის მიზნით, ყოველთვის უნდა განხორციელდეს ექიმის მიერ.

საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პერსისტენტული დიარეა, რაც გამოიწვევს წყლის, მინერალური მარილების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა ძირითადი კვებითი ფაქტორების დაკარგვას. უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დეჰიდრატაცია ან ჰიპოკალიემია, რასაც შეიძლება მოყვეს გულის და ნერვკუნთოვანი დისფუნქცია, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც მკურნალობენ საგულე გლიკოზიდებით, დიურეზულებით ან კორტიკოსტეროიდებით.

საფაღარათო საშუალებების, განსაკუთრებით კონტაქტური საფაღარათო საშუალებების (საფაღარათო სტიმულატორები), ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს დოზირების თანდათანობით ზრდის საჭიროება), ქრონიკული შეკრულობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დარღვევა (ნაწლავის ატონია).

შეკრულობის ეპიზოდების პერიოდში, პირველ რიგში, საჭიროა კვების ხასიათის შეცვლა, დღიური რაციონი საკმარისი რაოდენობით უნდა შეიცავდეს უჯრედისს და წყალს.

საფაღარათო საშუალებების გამოყენებისას, დალიეთ მინიმუმ 6-8 ჭიქა წყალი ან სხვა სითხე დღის განმავლობაში განავლის დარბილებისთვის.

ურთიერთქმედება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ახლახანს იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.

ურთიერთქმედების სპეციალური კვლევა არ ჩატარებულა.

უსაფრთხობის სპეციალური ზომები

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, როდესაც საფაღარათო საშუალებების გამოყენება საჭიროა ნაწლავის მოქმედების უეცარი ცვლილების დროს (სიხშირე და ნაწლავის მოძრაობის ცვლილება), რომელიც გრძელდება 2 კვირაზე დიდხანს, ან როდესაც საფაღარათო საშუალებების გამოყენებას არ აქვს ეფექტი.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ თქვენს ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე. ასევე, ამ პრეპარატის მიღებამდე ექიმთან კონსულტაცია მიზანშეწონილია ხანდაზმულებისთვის ან სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირებისთვის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები არ არის ჩატარებული.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების ზუსტი უკუჩვენება არ არის, მისი მიღება რეკომენდებულია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

მოცემული პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, მკურნალობის პერიოდში შეიძლება თავი იჩინოს გარკვეულმა არასასურველმა მოვლენებმა.

ამიტომ, რეკომენდებულია პრეპარატზე რეაქციის შემოწმება სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების გამოყენების დაწყებამდე.

ზოგადი ინფორმაცია ჯანმრთელობაზე

პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ უმრავლეს შემთხვევაში დაბალანსებული დიეტა დიდი რაოდენობით წყლით და უჯრედისით (ქატო,ბოსტნეული და ხილი) ხანგრძლივი დროით აუმჯობესებს შეკრულობის პრობლემას. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ ნაწლავის მოქმედება არ ხდება ყოველდღე, მათ აწუხებთ შეკრულობა.
ეს მცდარი შეხედულებაა, რადგან ბევრი ინდივიდისთვის ეს მდგომარეობა ნორმალურია.

ამის ნაცვლად ჩათვალეთ, რომ შეკრულობას ადგილი აქვს, როდესაც ევაკუაცია მცირდება ჩვეულებრივ სიხშირესთან შედარებით და გამოწვეულია მყარი განავლით.

შეკრულობის რეციდივის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

დოზირება, მიღების წესი და დრო

სწორი დოზირებაა მინიმალური რაოდენობა ნაწლავის იოლი მოქმედების გამოსაწვევად.
სასურველია მინიმალიური საწყისი დოზის გამოყენება, რომლითაც გამოიწვევა ევაკუაცია.

მოზრდილებიდამოზარდები (12-18 წელი):

1 სანთელი მოზრდილებში, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმუმ 1-2-ჯერ დღეში.

2-11 წლისასაკისბავშვები:

1 საბავშვო სანთელი, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმუმ 1-2-ჯერ დღეში.


გამოყენების ინსტრუქცია

ამოიღეთ სანთელი კონტეინერიდან, დაატენიანეთ საჭიროების შემთხვევაში სწორ ნაწლავში შეყვანის გამარტივებისთვის.

თუ სანთელი ძალიან რბილია, კონტეინერი ცივ წყალში შეინახეთ გახსნამდე.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

საფაღარათო საშუალებები უნდა გამოიყენოთ რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში (იხ. უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას). პრეპარატის ეფექტიანობას აძლიერებს სითხით მდიდარი დიეტა.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები რეგისტრირებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ჭარბი დოზირება (საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენება-გადაჭარბებული დოზების ხშირი ან გახანგრძლივებული გამოყენება) შეიძლება იწვევდეს მუცლის ტკივილს, პერსისტირებულ დიარეას, რაც შემდგომში იწვევს სითხის, მინერალური მარილების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა მნიშვნელოვანი ნუტრიციული ფაქტორების დაკარგვას. საჭიროა ორგანიზმის მიერ დაკარგული სითხის და ელექტროლიტების შევსება.

ელექტროლიტების დისბალანსი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: წყურვილი, ღებინება, სისუსტე, შეშუპება, ძვლების ტკივილი (ოსტეომალაცია) და ჰიპოალბუმინემია.

უფრო სერიოზულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დეჰიდრატაცია ან ჰიპოკალიემია, რაც შემდგომში შეიძლება იწვევდეს გულის ან ნერვკუნთოვან დისფუნქციას, განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებით, დიურეზულებით ან კორტიკოსტეროიდებით თანმხლები მკურნალობის შემთხვევაში.

საფაღარათო საშუალებების, განსაკუთრებით კონტაქტური საფაღარათო საშუალებების (საფაღარათო სტიმულატორები), ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს დოზირების თანდათანობით ზრდის საჭიროება), ქრონიკული შეკრულობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დარღვევა (ნაწლავის ატონია).

გლიცეროლის გადაჭარბებული დოზის სწორი ნაწლავიდან მიღების/შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს.

გლიცეროლი სელლა სუპოზიტორიების გამოყენების შესახებ ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არასასურველი ეფექტები

როგორც ყველა პრეპარატმა, გლიცეროლმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა ადამიანში.

რეგისტრირებულია გლიცეროლის ქვემოთ მითითებული არასასურველი ეფექტები. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ცალკეული ჩამოთვლილი ეფექტების სიხშირის შესაფასებლად.

კუჭ-ნაწლავისდაავადებები

იზოლირებული კრამპები ან აბდომინური კოლიკა და დიარეა, სითხის და ელექტროლიტების დაკარგვით, უფრო ხშირად მწვავე შეკრულობისას, ასევე რექტალური ზონის გაღიზიანება.

ამშეფუთვის ჩანართშიმოცემულიინსტრუქციებისდაცვაშეამცირებსარასასურველიეფექტებისრისკს.

თურომელიმეარასასურველიეფექტიმწვავდება, ანშენიშნავთრომელიმემოვლენას, რომელიცარარის აღწერილი ამ ჩანართში, აცნობეთ თქვენსექიმსდაფარმაცევტს.

ვარგისობის ვადა და შენახვა

ვარგისობის ვადა: შეამოწმეთ ვარგისობის ვადა, რომელიც მითითებულია პროდუქტზე.
ვარგისობის ვადა ეხება პროდუქტს დაუზიანებელ შეფუთვაში, შენახული შესაბამისი პირობებით.

სიფრთხილე : პრეპარატი არ გამოიყენოთ პროდუქტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვისპირობები

პრეპარატი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, რათა მოხდეს პრეპარატის დაცვა ნესტისგან, ასევე შორს სითბოს პირდაპირი წყაროდან.

მედიკამენტები არ უნდა გადაიყაროს ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხზე მიმართეთ ფარმაცევტს.

ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

შემადგენლობა
გლიცეროლისელლაბავშვები 1375მგსუპოზიტორიები

ერთი სუპოზიტორია ბავშვებისთვის შეიცავს

მოქმედ ნივთიერებას: გლიცეროლი 1375მგ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სტეარატი, ნატრიუმის ბიკარბონატი.

გლიცეროლისელლამოზრდილები 2250მგსუპოზიტორიები

ერთი სუპოზიტორია მოზრდილთათვის შეიცავს

მოქმედ ნივთიერებას: გლიცეროლი 2250მგ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სტეარატი, ნატრიუმის ბიკარბონატი.

ფარმაცევტული ფორმა და შემცველობა

სუპოზიტორიები - შეფუთვა 18 ან 50 სუპოზიტორიით

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ლაბორატორიო ჩიმიკო ფარმაცეუტიკო ა. სელლა ს.რ.ლ. (Laboratorio Chimico Farmaceutico A. Sella S.r.l.), ვიჩენცას ქუჩა, 67 - 36015 სკიო (ვიჩენცა)

მწარმოებლები

ინდუსტრია ფარმაცეუტიკა ნოვა არგენტინა ს.პ.ა. (Industria Farmaceutica Nova Argentina S.p.A.), გორგონძოლა (მილანი)

ლაბორატორიო ჩიმიკო ფარმაცეუტიკო ა. სელლა ს.რ.ლ. (Laboratorio Chimico Farmaceutico A. Sella S.r.l.), ვიჩენცას ქუჩა, 67 - 36015 სკიო (ვიჩენცა)

სერიის გამოშვებაზე პასუხისმგებელი მწარმოებელი

ლაბორატორიო ჩიმიკო ფარმაცეუტიკო ა. სელლა ს.რ.ლ. (Laboratorio Chimico Farmaceutico A. Sella S.r.l.), ვიჩენცას ქუჩა, 67 - 36015 სკიო (ვიჩენცა)

შეფუთვის ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღი იტალიის წამლის სააგენტოს მიერ:
იტალიის წამლის სააგენტოსგანმარტება 2011 წლის 1 დეკემბერი.05.05.2023 წ., ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია