ნატრიუმის ბიკარბონატი 5% 200მლ

ნატრიუმის ბიკარბონატი 5% 200მლ

0.00 ლარი
საწყისი ფასი!
მტრედი ბარათის სარგებლობის შემთხვევაში მიიღებთ მაქსიმალურ ფასდაკლებას.
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი: Natrii hydrocarbonas
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 7469
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

                                         ნატრიუმის ბიკარბონატი 5%-იანი

    
სავაჭრო დასახელება: ნატრიუმის ბიკარბონატი
სინონიმი: ნატრიუმის ბიკარბონატი
სამკურნალო ფორმა: 5% საინექციო ხსნარი

შემადგენლობა:
100 მლ ხსნარი შეიცავს:
ნატრიუმის ბიკარბონატი   5გ.

აღწერილობა:
უფერო, უსუნო, გამჭვირვალე სითხე.
  
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ორგანიზმის მჟავე-ტუტოვანი ბალანსის მარეგულირებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია ტუტე თვისებები, იგი იწვევს სისხლის ტუტე რეზერვის მომატებას, აძლიერებს ნატრიუმის, ქლორის იონების გამოყოფას და იწვევს ოსმოსური დიურეზის მომატებას.

ჩვენებები
პრეპარატი ინიშნება სხვადასხვა დაავადებების დროს, როდესაც აღინიშნება მეტაბოლური აციდოზი: ინფექციური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ინტოქსიკაცია, მათ შორის წამლისმიერი (ბარბიტურატებით, სალიცილატებით და სხვა), თირკმელების დაავადების,  ნარკოზის დროს და პოსტოპერაციულ პერიოდში.

დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატი  შეჰყავთ ინტრავენურად, წვეთოვანი სუფთა სახით ან განზავებული სხვა საინფუზიო ხსნარში. საშუალო დოზა შეადგენს 2-დან 5 მექვ/კგ 4-8 საათის განმავლობაში. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მაქსიმალური დოზა შეადგენს 8 მექვ/კგ დღეში.
საჭიროა სისხლის მჟავა-ტუტოვანი  ბალანსის მონიტორინგი.

უკუჩვენებები
პრეპარატი უკუნაჩვენებია ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც აღინიშნება მეტაბოლური ალკალოზის, ჰიპოქლორემიის, ჰიპოკალციემიის განვითარება.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს ალკალოზი (ხანდახან არაკომპენსირებული), როდესაც აღინიშნება უმადობა, გულისრევა, ღებინება, მოუსვენრობა, თავის ტკივილი, მძიმე შემთხვევაში ტეტანური კრუნჩხვები. შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ნატრიუმის ბიკარბონატი აძლიერებს ჰიპოტენზიური საშუალებების ეფექტს; იგი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოტროპინს; არ შეიძლება იმ ხსნარების დამატება, რომლებიც შეიცავს კალციუმს, გამონაკლისია შემთხვევები დადგენილი შეთავსებით; ამცირებს დოქსიციკლინის შეწოვას და მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. პრეპარატი შეუთავსებადია შემდეგ ხსნარებთან: ასკორბინის მჟავა, ცისპლატინი, კოდეინის ფოსფატი, დობუტამინი, დოპამინი, მაგნიუმის სულფატი, მორფინის სულფატი, ნორეფედრინის ბიტარტრატი, პენიცილინი G –ს კალიუმის მარილი, სტრეპტომიცინის სულფატი, ტეტრაციკლინი. არ არის რეკომენდებული ნატრიუმის ბიკარბონატის ერთდროული გამოყენება იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც გააჩნია მჟავე რეაქცია და ალკალოიდების  მარილებთან.
 
გამოშვების ფორმა
200მლ და 400მლ შუშის ფლაკონები.

შენახვის ვადა:
2 წელი
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემა: ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი და მისი მისამართი:
Liqvor Pharmaceuticals
სომხეთი

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)