გასტრიო #7 ნაკრები
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): amoxicillin, lansoprazole, clarithromycin
- მწარმოებელი კომპანია: DEVA Holding
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: კომბინირებული ნაკრები ბლისტერზე (კლარითრომიცინი - 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №2; ლანსოპრაზოლი - 30მგ ნაწლავშიხსნადი პელეტების შემცველი კაფსულა №2; ამოქსიცილინი - 1000მგ ტაბლეტი №2) 7 ნაკრები კოლოფში
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ლანსოპრაზოლი, ამოქსიცილინი, კლარითრომიცინი;
ძირითადი ფიზიკურ- ქიმიური თვისებები:
ლანსოპრაზოლი – გაუმჭვირვალე მყარი კაფსულები თეთრი ფერის კორპუსითა და ნარინჯისფერი თავსახურით, შევსებული თეთრი ან მოთეთრო ფერის გრანულებით.
ამოქსიცილინი – თეთრი, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები ჭდით.
კლარითრომიცინი – ყვითელი, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები ჭდით.
შემადგენლობა:
თითოეული ნაკრები შეიცავს:
ლანსოპრაზოლის 12კაფსულას
თითოეული კაფსულა შეიცავს:
ლანსოპრაზოლს – 30 მგ
(ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული გრანულების სახით);
ამოქსიცილინის 2 ტაბლეტს
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ამოქსიცილინი – 1000 მგ;
კლარითრომიცინის 2 ტაბლეტს
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
კლარითრომიცინს – 500 მგ;
გამოშვების ფორმა:
კომბინირებული ნაკრები: ლანსოპრაზოლი – კაფსულა 30 მგ, ამოქსიცილინი – შემოგარსული ტაბლეტი 1000 მგ, კლარითრომიცინი – შემოგარსული ტაბლეტი 500 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინაცია Helicobacter pylori-ს ერადიკაციისათვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გასტრიო წარმოადგენს კომბინირებულ საშუალებას, რომელიც შეიცავს ლანსოპრაზოლს, ამოქსიცილინს და კლარითრომიცინს. გამოიყენება H.pylori-სთან ასოცირებული წყლულოვანი დაავადების კომპლექსური თერაპიის ჩასატარებლად და გათვლილია მკურნალობის 7-დღიან კურსზე.
ლანსოპრაზოლი წარმოადგენს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებას, H+-K+ – ატფ-აზას სპეციფიკურ ინჰიბიტორს. იგი მეტაბოლიზდება კუჭის პარიესულ უჯრედებში აქტიურ სულფონამიდურ წარმოებულებამდე, რომლებიც ახდენენ H+-K+ – ატფ-აზას სულფჰიდრილური ჯგუფების ინაქტივაციას. ამდენად ლანსოპრაზოლი აბლოკირებს მარილმჟავას სინთეზის უკანასკნელ სტადიას და ამცირებს კუჭის წვენის ბაზალურ და სტიმულირებულ სეკრეციას, გააჩნია ციტოპროტექციული მოქმედება, ზრდის ბიკარბონატების სეკრეციას. მარილმჟავას პროდუქციის შეფერხება 30 მგ დოზაზე შეადგენს 80-97%. პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე. ლანსოპრაზოლის მაინჰიბირებელი ეფექტი იზრდება პირველი 4 დღის განმავლობაში. პრეპარატის გამოყენების დამთავრების შემდეგ მისი სეკრეტორული აქტივობა აღდგება მე-3-4 დღეს.
ამოქსიცილინი-ანტიბაქტერიული ბაქტერიოციდული მჟავაგამძლე საშუალება მოქმედების ფართო სპექტრის, ნახევრადსინთეზური პენიცილინების ჯგუფიდან. აინჰიბირებს ტრანსპეპტიდაზას, არღვევს პეპტიდოგლიკანის (უჯრედის კედლის ცილა) სინთეზს გაყოფისა და ზრდის პერიოდში, იწვევს ბაქტერიების ლიზისს.
აქტიურია შემდეგი აერობული გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Staphylococcus spp., (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების გარდა), Streptococcus spp. და აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Escherichia coli, Shigella spp., Salmonella spp., Klebsiella spp. პენიცილინაზას მაპროდუცირებელი მიკროორგანიზმები რეზისტენტულია ამოქსიცილინის მოქმედების მიმართ.
კლარითრომიცინი – მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი, ერითრომიცინ A-ს ნახევრადსინთეზური წარმოებული. გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება. იგი არღვევს ბაქტერიული უჯრედის ცილების სინთეზს 50S რიბოსომულ სუბერთეულთან ურთიერთქმედების გზით. კლარითრომიცინი ეფექტურია გრამდადებითი, გრამუარყოფითი, აერობული და ანაერობული ბაქტერიების, მათ შორის Helicobacter pylori-ს მიმართ. კლარითრომიცინის და მისი აქტიური მეტაბოლიტის,
14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის, მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია Helicobacter pylori-ს მიმართ შეადგენს 0.03 მკგ/მლ და 0.06 მკგ/მლ შესაბამისად.
ფარმაკოკინეტიკა:
ლანსოპრაზოლი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის აბსორბციასა და ბიოშეღწევადობას, მაგრამ არ იწვევს მისი მოქმედების მექანიზმის დარღვევას. 30 მგ ლანსოპრაზოლის პერორალური მიღებისას მისი მაქსიმალური კონცენტრაცია (0.75-1.15 მგ/ლ) აღინიშნება 1.5-2.2 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის 97.7-99.4% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.3-1.7 სთ-ს. გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმელების (14-23%) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით. ღვიძლის უკმარისობის დროს და ხანდაზმულ პაციენტებში ლანსოპრაზოლის გამოყოფა შენელებულია.
ამოქსიცილინი-აბსორბცია – სწრაფი, მაღალი (დაახლოებით 93%), საკვების მიღება გავლენას არ ახდენს აბსორბციაზე, არ ირღვევა კუჭის მჟავაში, შიგნით მიღებისას 125 და 250მგ დოზით მაქსიმალური კონენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ და შეადგენს 1.5-3მკგ/მლ-ს და 3,5-5მკგ/მლ-ს. აქვს განაწილების ფართო მოცულობა
ჩვენება:
გასტრიო გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ქრონიკული გასტრიტის დროს (H.pylori-ს ინფექციის მკურნალობის და ერადიკაციული თერაპიის მიზნით).
მიღების წესი და დოზირება:
გასტრიოს თითოეული ნაკრები შეიცავს ლანსოპრაზოლის 2 კაფსულას (30 მგ), ამოქსიცილინის 2 ტაბლეტს (1000 მგ), კლარითრომიცინის 2 ტაბლეტს (500 მგ) და გათვლილია ორ მიღებაზე. გასტრიო ინიშნება პერორალურად, 1 კაფსულა ლანსოპრაზოლი, 1 ტაბლეტი ამოქსიცილინი და 1 ტაბლეტი კლარითრომიცინი ორჯერ დღეში, დილით და საღამოს. ლანსოპრაზოლის კაფსულა მიიღება მთლიანად (კაფსულა არ უნდა დაიღეჭოს ან გაიხსნას).
თითოეული კოლოფი შეიცავს 7 ნაკრებს, რაც უზრუნველყოფს თერაპიას 7 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, აბდომინალური ტკივილი, ანორექსია, პირის სიმშრალე, ლითონისებრი გემო პირში, სტომატიტი, გლოსიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.
სხვა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მიკროორგანიზმების მეორადი მდგრადობის განვითარება, თრომბოციტოპენია,
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ლანსოპრაზოლის, ამოქსიცილინის ან კლარითრომიცინის მიმართ, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, სისხლის პათოლოგიური ცვლილებები, ღვიძლის ან/და თირკმლის უკმარისობა, პორფირია, ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ლანსოპრაზოლი თრგუნავს იმ პრეპარატების გამოყოფის პროცესს, რომლებიც განიცდიან მეტაბოლიზმს ღვიძლში (დიაზეპამი, ფენიტოინი, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები). აგრეთვე ამცირებს თეოფილინის კლირენსს 10%-ით. ერთდროული გამოყენებისას ლანსოპრაზოლი მოქმედებს იმ პრეპარატების pH-დამოკიდებულ აბსორბციაზე, რომლებიც მიეკუთვნებიან სუსტი მჟავების ჯგუფს და ფუძეებს. სუკრალფატი 30%-ით ამცირებს პრეპარატის ბიოშეღწევადობას. ერთდროული გამოყენებისას ანტაციდები თრგუნავენ ლანსოპრაზოლის აბსორბციას.
კლარითრომიცინისა და თეოფილინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თეოფილინის პლაზმური კონცენტრაციის მატება. ტერფენადინთან ერთდროული მიღებისას იზრდება ტერფენადინის პლაზმური კონცენტრაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს QT-ინტერვალის გახანგრძლივება და გულის რითმის დარღვევა. კლარითრომიცინისა და პერორალური ანტიკოაგულანტების (ვარფარინი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიკოაგულანტების მოქმედების პოტენცირება. კლარითრომიცინისა და კარბამაზეპინის, ციკლოსპორინის, ფენიტოინის, დიზოპირამიდის, ლოვასტატინის, ვალპროატის, ციზაპრიდის, პიმოზიდის, ასტემიზოლის, დიგოქსინის ერთდროული მიღებისას აღინიშნება ამ უკანასკნელი პრეპარატების კონცენტრაციის მატება. რადგან კლარითრომიცინი მოქმედებს ზიდოვუდინის აბსორბციაზე, ამ პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს დროის ინტერვალის დაცვით.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C ორიგინალ შეფუთვაში. მოარიდეთ სინათლეს და ტენიანობას.
კომერციული წარმომადგენლობა და პაკეტის შემცველობა:
თითოეულ ბლისტერში არის კლარითრომიცინის 500მგ აფკით შემოგარსული ორი ტაბლეტი, ლანსოპრაზოლის 30მგ მიკროგრანულებიანი ორი კაფსულა და ამოქსიცილინის 1გ აფკით შემოგარსული ორი ტაბლეტი. კონტეინერში 7 ან 14 ბლისტერი.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.