ბაცილაკი(ჩვილთა)20მლ წვ.დოზ/შპ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ბაცილაკი (ჩვილთა)წვ. 20 მლ დოზ. შპრიცი
L.rhamnosus
ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაში მილიონობით სასარგებლო ბაქტერიაა, ძირითადად კი ლაქტობაქტერიები, ანუ ეგრეთ წოდებული რძემჟავა ბაქტერიები, რომელთაერთობლიობაცქმნის ნაწლავურ ფლორას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის,იქ არსებული ბაქტერიების კოჰაბიტაცია ძალიან სასარგებლოა, რადგანაც ის უზრუნველყოფს საჭმლის უკეთ მონელებას, ნაწლავის ფუნქციის გაძლიერებასა და გასტროინტესტინალურიშიგთავსის გადადენას. ნაწლავის ფლორის შენარჩუნება ძალზედ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, რათა არ მოხდეს საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა. არასწორი კვების რეჟიმი უარყოფითად მოქმედებს ნაწლავის ფლორაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანისნაწლავურ ფლორას გააჩნია რეგენერაციისუნარი. მრავალი მეცნიერული კვლევითაა დადასტურებული, რომ ლაქტობაქტერია რამნოზა ნაწლავური ფლორის საუკეთესო რეგულატორია და იგი აღადგენს ნაწლავურიფლორის ფიზიოლოგიურ ფუნქციას.
რას წარმოადგენს ბაცილაკის წვეთები
- ბაცილაკის წვეთი ყოველი მილილიტრი შეიცავს 1,75 მილიარდ ლაქტობაქტერია რამნოზას L.rhamnosus
- ლაქტობაქტერია რამნოზას L.rhamnosus საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრისასიწყებსრეაქტივაციას და ძლიერდება მისიდადებითი მოქმედება ნაწლავურ ფლორაზე.
- ლაქტობაცილა რამნოზა მეცნიერულად ერთ-ერთი ყველაზე მეტად შესწავლილი შტამია.
- ბაცილაკის წვეთები შეიცავს ვიტამინ D 3-ს, ეს უკანასკნელი კი უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებას.
ბაცილაკის წვეთში ინტელიკაპსი,პრობიოტიკიდაცულია მიკროკაპსულაციის ახალი დაპატენტებული ტექნოლოგიით, რაც ნიშნავს პროდუქტის მაღალ ხარისხს და შესაბამისად მის მაღალეფექტურობას უზრუნველყოფს.
რისთვის გამოიყენებაბაცილაკის წვეთები
ბაცილაკის წვეთი ეფექტურია ნაწლავური ფლორის დისბალანსის ანუ დისბაქტერიოზის დროს, რომელიც გამოიხატებაბოყინით, შებერილობით, თხელი განავლითა და ნაწლავის დისფუნქციის სხვა სიმპტომებით.
ბაცილაკის წვეთები უზრუნველყოფს, ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ, მონელების პროცესის გაუჯობესებასა და ნაწლავურიფლორის გაძლიერებას.
ინფორმაცია, რომელსაც უნდა ფლობდეთ ბაცილაკის წვეთების მიღებამდე
- პრობიოტიკები წარმოადგენენ უსაფრთო საშუალებას, გვერდითი მოვლენების გარეშე.
- პრობიოტიკების მიღება არ საჭიროებს ექიმის მონიტორინგს, გარდა იმ შემთვევისა, როცა გამოხატულია იმუნური სისტემის დარღვევა.
არ გამოიყენოთ შემადგენელ კომპონენტებზე მომატებული მგრძნობელობის დროს.
ბაცილაკის წვეთები მიღების წესი
- ბაცილაკის წვეთები გამოიყენება ახალშობილებში პირველივე დღეებიდან.
- რეკომენდებული დოზაა 1-2 მლ დღეში.
- მოცულობის განსასაზღვრად გამოიყენეთდანაყოფებიანი სინჯარა
- ბაცილაკის წვეთები შეიძლება შეერიოს დედის რძეს, წყალს, სხვა სითხეებს ან საკვებს.
- გამოყენებამდე შეანჯღრიეთ კარგად
ბაცილაკის წვეთების შენახვის პირობები
- ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ პირდაპირი მზის სხივისგან დაცულ ადგილზე.
- ვარგისია 24 თვის განმავლობაში. შეფუთვაზე მითითებულია ვარგისიანობის ვადა
- გამოყენეთ გახსნიდან 3 თვის განმავლობაში, თუ პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე
შემადგენლობა
- ბაცილაკის წვეთები ინტელიკაპსი შეიცავს 1,75 მილიარდ ლიოფილიზებულL.ramnosusდა ქოლეკალციფეროლს(ვიტ D3: 5მკგ/მლ).
- შემავსებლები: მზესუმზირის ზეთი; ჰიდროგენიერბული ქოქოსის ზეთი; ჰიდროგენირებული პალმის ზეთი, სორბიტან მონოლაურატი (ემულსიფიკატორი); ალფა ტოკოფეროლის აცეტატი (ანტიოქსიდანტი)
პორტუგალია
VIDA- produtos farmaceuticos S.A
Rua da Estacao n 42-Vala da Carregado
2600-726 Castanheira do Ribatejo, Portugal