არლევერტი 40მგ/20მგ #50ტ
გააზიარე:
არლევერტი ტაბ. 40მგ/20მგ N50
შემადგენლობა
პრეპარატ არლევერტის® შემადგენელი კომპონენტებია: ცინარიზინი და დიმენჰიდრინატი. ცინარიზინი წარმოადგენს კალციუმის ანტაგონისტების კლასს, დიმენჰიდრინატი კი ანტიჰისტამინური საშუალებების კლასს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
პრეპარატ არლევერტის® შემადგენლობაში შემავალი თითოეული კომპონენტის მოქმედება მიმართულია თავბრუსხვევის და გულისრევის სიმპტომების შესუსტებისკენ. ამ ნივთიერებების კომბინირებული მიღების შემთხვევაში ჯამური ეფექტი აღემატება ცალ-ცალკე თითოეული მათგანის ეფექტურობას.
მიღების ჩვენება
არლევერტი® გამოიყენება მოზრდილებში სხვადასხვა სახის თავბრუსხვევის სამკურნალოდ, რომელიც შეიძლება გამოწვეულ იქნას სხვადასხვა მიზეზით.
უკუჩვენება
პრეპარატ არლევერტის® მიღება არ შეიძლება, თუ:
- ხართ 18 წლამდე ასაკის პირი;
- გაქვთ ალერგია ცინარიზინის, დიმენჰიდრინატის ან დიფენილდიჰიდრამინის, ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
- გაქვთ ალერგია სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების მიმართ (მაგალითად, ასტემიზოლზე, ქლორფენირამინზე ან ტერფენადინზე, რომლებიც გამოიყენება ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებების სახით). არ მიიღოთ მოცემული პრეპარატი ექიმის დანიშნულების გარეშე;
- გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა (თვალის გარკვეული დაავადება);
- დაავადებული ხართ ეპილეფსიით;
- გაქვთ მომატებული ქალასშიდა წნევა (მაგალითად, სიმსივნის გამო);
- დაავადებული ხართ ალკოჰოლიზმით;
- გაქვთ დარღვევები პროსტატის მხრივ, რის შედეგადაც გაძნელებულია შარდვა;
- გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა.
გაფრთხილებადასიფრთხილისზომები
პრეპარატ არლევერტის® მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ ადგილი აქვს:
- დაბალ ან მაღალ არტერიულ წნევას;
- მომატებულ თვალშიდა წნევას;
- ნაწლავის გაუვალობას;
- პროსტატის გადიდებას;
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატებას;
- გულის მძიმე დაავადებას;
- პარკინსონის დაავადებას.
პრეპარატ არლევერტის® მიღებამ შეიძლება გაამწვავოს აღნიშნული დაავადებები ან მდგომარეობები. მიუხედავად ამისა, ამ დაავადებებისა თუ მდგომარეობების არსებობისა, არლევერტის® მიღება შესაძლებელია თუ მკურნალი ექიმი მიიჩნევს საჭიროდ.
ურთიერთქმედება სხვასამკურნალოსაშუალებებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, ვინაიდან არლევერტს® შეუძლია ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
შემდეგ პრეპარატებთან მიღების შემთხვევაში, არლევერტს® შეუძლია გამოიწვიოს დაღლილობა ან ძილიანობა:
- ბარბიტურატები (პრეპარატები, რომლებიც ხშირად გამოიყენება დამამშვიდებელი საშუალებების სახით);
- მორფინის ტიპის ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებები (მორფინის ტიპის ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები);
- ტრანკვილიზატორები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვითი მდგომარეობების სამკურნალოდ);
- მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვითი მდგომარეობების სამკურნალოდ).
არლევერტს® შეუძლიაგააძლიეროსშემდეგისამკურნალოსაშუალებებისმოქმედება
- ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვითი მდგომარეობების სამკურნალოდ);
- ატროპინი (კუნთების მოსადუნებელი პრეპარატი, რომელიც ხშირად გამოიყენება თვალის გამოკვლევის ჩასატარებლად);
- ეფედრინი (შეიძლება გამოიყენებოდეს ხველისა და ცხვირის “გაჭედვის” სამკურნალოდ);
- პროკარბაზინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი სახის სიმსივნის სამკურნალოდ).
- არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატები.
ამინოგლიკოზიდების (ანტიბიოტიკების კლასი) მიღებას შეუძლია გამოიწვიოს შიდა ყურის დაზიანება. მაგრამ, არლევერტის® მიღების შემთხვევაში, ეს დამაზიანებელი მოქმედება შესაძლოა დარჩეს შეუმჩნეველი.
არ მიიღოთ არლევერტი® გულის რიტმის დარღვევის მოსახსნელ პრეპარატებთან (ანტიარითმიულ საშუალებებთან) ერთად.
პრეპარატ არლევერტის® მიღებისას შესაძლოა შეიცვალოს კანის რეაქცია ალერგიულ სინჯებზე.
პრეპარატ არლევერტის® მიღებამ საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
შეუძლია გამოიწვიოს დისპეფსია (კუჭის მოუნელებლობა), რომლის გამოვლინების შემცირება შესაძლებელია ტაბლეტების მიღებით ჭამის შემდეგ.
არლევერტის® გამოყენებისას თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან, რადგან მან შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა ან ძილიანობა.
ორსულობა, ძუძუთიკვება, შვილოსნობისფუნქცია
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ზემოქმედებასატრანსპორტო საშუალებების მართვისდამექანიზმებთანმუშაობისუნარზე
არლევერტის® მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა. არლევერტის® მიღებისას არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
მიღების წესი
არლევერტი® მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაათითო ტაბლეტი 3 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით. ტაბლეტები მიიღეთ მთლიანად, დაუღეჭავად.
ჩვეულებრივ, რეკომენდებულია არლევერტის® მიღება არაუმეტეს 4 კვირის განმავლობაში. არლევერტის® უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღების საჭიროებას წყვეტს მკურნალი ექიმი.
ჭარბი დოზირება
შემთხვევით დიდი რაოდენობის ტაბლეტის მიღების ან ბავშვის მიერ ტაბლეტის გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
პრეპარატ არლევერტის® ძალიან დიდი რაოდენობით მიღების სიმპტომებია: დაღლილობა, თავბრუსხვევა ან კანკალი. შეიძლება ადგილი ჰქონდეს გუგების გაფართოვებას და შარდვის დარღვევას. შეიძლება გამოვლინდეს პირის სიმშრალე, სახის გაწითლება და გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, ასევე ოფლიანობა და თავის ტკივილი.
პრეპარატ არლევერტის® ძალიან დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შეტევებს, ჰალუცინაციას, არტერიული წნევის მომატებას, კანკალს, მომატებულ აგზნებადობას, სუნთქვის გაძნელებას. შეიძლება დადგეს კომა.
ზომები დოზის გამოტოვების შემთხვევაში
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატ არლევერტის® მორიგი დოზის მიღება, მიიღეთ პრეპარატის შემდეგი დოზა დანიშნულ დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
პრეპარატის მიღების ნაადრევად შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ არლევერტის® მიღება ექიმის გარეშე. პრეპარატის მიღების ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს თავბრუსხვევის სიმპტომების რეციდივი.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
გვერდითიმოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.
გვერდითიმოქმედება, რომლებიც ვლინდება ხშირად (შეიძლება აღინიშნოს 10 პაციენტიდან 1-ში): ძილიანობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი და ტკივილი მუცლის არეში. როგორც წესი, ეს მოვლენები მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით და ქრება რამდენიმე დღეში, არლევერტის® მიღების გაგრძელების შემთხვევაშიც კი.
გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება ზოგჯერ (შეიძლება აღინიშნოს 100 პაციენტიდან 1-ში): ოფლიანობა, კანის გაწითლება, დისპეფსია, გულისრევა (ღებინების მოახლოვების შეგრძნება), ფაღარათი, ნერვოზულობა, კრუნჩხვა, გულმავიწყობა, ხმაური ან შუილი ყურებში, პარესთეზია (ჩხვლეტის შეგრძნება ხელის მტევნებში ან ტერფებში), ტრემორი (კანკალი).
გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 1000 პაციენტიდან 1-ში): მხედველობის დარღვევა, ალერგიული რეაქციები (მაგალითად, კანის რეაქციები), მომატებული მგრძნობელობა მზის სინათლის მიმართ და შარდვის გაძნელება.
გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება ძალიანიშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 10000 პაციენტიდან 1-ში): ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ასევე სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება შეიძლება იწვევდეს სისუსტეს და სილურჯის განვითარებას, ასევე ინფექციის რისკის გაზრდას. ციებ-ცხელების თანხლებით ინფექციის განვითარებისა და ზოგადი გუნება-განწყობის მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს და აცნობეთ მას, რომ იღებთ ამ პრეპარატს. ციებ-ცხელების თანხლებით ინფექციის განვითარებისა და ზოგადი მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს და აცნობეთ მას რომ იღებთ ამ პრეპარატს.
ამ ტიპის პრეპარატების მიღების ფონზე შესაძლოა განვითარდეს ისეთი რეაქციები (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასებას არ ექვემდებარება), როგორიცაა:
სხეულის მასის მომატება, ყაბზობა, გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, სიყვითლე (კანის ან თვალის თეთრი ნაწილის გაყვითლება, რაც გამოწვეულია ღვიძლის ან სისხლის ფუნქციის დარღვევით), დახურულკუთხოვანი გლაუკომის გაღრმავება (თვალის დაავადება, როდესაც იზრდება თვალშიდა წნევა), არაკონტროლირებადი მოძრაობები, უჩვეულო აგზნება და მოუსვენრობა (განსაკუთრებით ბავშვებში), მძიმე რეაქციები კანის მხრივ.
შეტყობინებაგვერდითიმოქმედებებისშესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. აღნიშნული ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ დანართში. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
შენახვისპირობები
სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში მოთავსება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა 3 წელი
პრეპარატი არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და მუყაოს შეფუთვაზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.











