მეტაზერო 47.5მგ #30ტ
გააზიარე:
სარეკომენდაციო ვერსია
დანართი ფურცელი : ინფორმაცია მომხმარებლისათვის
მეტაზერო 23.75 მგ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები
მეტაზერო 47.5 მგ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები
მეტაზერო 95 მგ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები
მეტაზერო 190 მგ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები
მეტოპროლოლის სუქცინატი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია , რომელშიც მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია .
- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმტომები გავს თქვენსას.
- გვერდითი მოვლენების განვითარებისას, მათ შორის ისეთის, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პუნქტი 4.
რა არის ამ დანართ ფურცელში :
1. რას არის მეტაზერო და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ მეტაზეროს მიღების წინ
3. როგორ მიიღება მეტაზერო
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება მეტაზერო
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
1. რას არის მეტაზერო და რისთვის გამოიყენება
მეტოპროლოლის სუქცინატი მიეკუთვნება ბეტა-ბლოკატორების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს. მეტოპროლოლი ამცირებს გულზე სტრესის ჰორმონების მოქმედებას ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს. ის უზრუნველყოფს ასეთ სიტუაციებში გულის უფრო ნელა დარტყმას (გულის დარტყმების სიხშირის შემცირებას).
მეტაზერო გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
- მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია),
- გულის არეში ტკივილი, გამოწვეული გულისკენ ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდებით (სტენოკარდია),
- არარეგულარული გულის რითმი (არითმია),
- პალპიტაციები (როდესც გრძობთ საკუთარ გულისცემას) არაორგანული (ფუნქციონალური) გულის დარღვევების გამო,
- გულის სტაბილური უკმარისობა სიმპტომებით (როგორიცაა ქოშინი ან კოჭების შეშუპება), გულის უკმარისობის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებისას.
მეტაზერო გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების პრევენციისთვის:
- შემდგომი გულის შეტევები ან გულის დაზიანება გულის შეტევის შემდეგ,
- შაკიკი.
მეტაზერო გამოიყენება 6-18 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ.
2. რა უნდა იციდეთ მეტაზეროს მიღების წინ
არ მიიღოთ მეტაზერო:
- თუ გაქვთ ალერგია აქტიური სუბსტანციის, სხვა ბეტა-ბლოკატორების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი პუნქტში 6),
- თუ გაქვთ გულის არასტაბილური უკმარისობა, იტარებთ მკურნალობას გულის შეკუმშვების გაზრდის მიზნით,
- თუ გაქვთ გულის უკმარისობა და თქვენი არტერიული წნევა არის 100 მმ ვ.წ.ს.-ზე ქვემოთ,
- თუ გულის დარტყმების სიხშირე ნელია (წუთში 45 დარტყმაზე ნაკლები) ან გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია),
- თუ გაქვთ გულის პრობლემებით გაოწვეული შოკი,
- თუ გაქვთ გულის გამტარობის პრობლემა (მე-2 ან მე-3 ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა) ან გულის რითმის პრობლემები (სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი),
- თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევის მძიმე პრობლემები (მძიმე პერიფერიული არტერიული დაავადება).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მეტაზეროს მიღებამდე უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
- თუ იკეთებთ ვერაპამილს ინტრავენურად
- თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევის პრობლემები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ხელისა და ფეხის თითების არეში ჩხვლეტა ან მათი სიფერმკრთალე ან სილურჯე
- თუ გაქვთ გულის არეში მოჭერითი ტკივილი, რაც, როგორც წესი, ვითარდება ღამით (პრინცმეტალის სტენოკარდია)
- თუ გაქვთ ასთმა ან ფილტვის სხვა ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები
- ამ პრეპარატმა შეიძლება შენიღბოს სისხლში შაქრის დაბალი დონეები (შაქრიანი დიაბეტი)
- თუ გაქვთ გულის გამტარობის დარღვევა (გულის ბლოკადა)
- თუ იტარებთ მკურნალობას ალერგიული რეაქციების შესამცირებლად. მეტაზერომ შეიძლება გაზარდოს იმ სუბსტანციების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, რომლებზეც გაქვთ ალერგია და შეიძლება გაზარდოს ალერგიული რეაქციების სიმძიმე
- თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ერთ-ერთ თირკმელზედა ჯირკვალში იშვიათი სიმსივნის გამო (ფეოქტომოციტომა)
- თუ გაქვთ გულის უკმარისობა
- თუ უნდა მიიღოთ ანესთეტიკი, უთხარით თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს, რომ იღებთ მეტოპროლოლის ტაბლეტებს
- თუ გაქვთ მომატებული სისხლის მჟავიანობა (მეტაბოლური აციდოზი)
- თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
- თუ მკურნალობთ დიგიტალისით.
სხვა პრეპარატები და მეტაზერო
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.
შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ არტერიული წნევის დაწევაზე მოქმედების გაზრდა:
- პროპაფენონი, ამიოდარონი, ქინიდინი, ვერაპამილი, დილთიაზემი, კლონიდინი, დისოპირამიდი და ჰიდრალაზინი, დიგიტალისი/დიგოქსინი (კარდიოვასკულარული დაავადების სამკურნალო პრეპარატი),
- ბარბიტურის მჟავას წარმოებულები (ანტიეპილეფსიური პრეპარატი),
- ანთების სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ინდომეტაცინი და ცელეკოქსიბი),
- ადრენალინი (მწვავე შოკის და მძიმე ალერგიული რეაქციის დროს გამოსაყენებელი პრეპარატი),
- ფენილპროპანოლამინი (ცხვირში ლორწოვანი გარსების სამკურნალო პრეპარატები),
- დიფენჰიდრამინი (ალერგიული მდგომარეობების სამკურნალო პრეპარატები),
- ტერბინაფინი (სოკოვანი ინფექციისთვის),
- რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი),
- სხვა ბეტაბლოკატორები (მაგ. თვალის წვეთები),
- მაო ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრესიის და პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ),
- საინჰალაციო ანესთეტიკები (პრეპარატები ანესთეზიისთვის),
- დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, შეიძლება შეინიღბოს სისხლში დაბალი შაქრის სიმპტომები,
- ციმეტიდინი (პრეპარატი გულძმარვისა და მჟავას რეგურგიტაციისთვის),
- პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი და სერტრალინი (პრეპარატები დეპრესიის სამკურნალოდ).
მეტაზეროს მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
მეტაზეროს მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ბეტა-რეცეპტორის ბლოკატორებმა (მეტოპროლოლის ჩათვლით) შეიძლება შეამცირონ ნაყოფისა და ახალშობილის გულის დარტყმების სიხშირე. მეტაზერო რეკომენდებული არ არის ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს. თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
მეტაზერომ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და თავბრუსხვევა. დარწმუნდით, რომ ეს სიმპტომები არ გაქვთ და მხოლოდ შემდეგ მართეთ ავტომობილი ან მექანიზმები, განსაკუთრებით სხვა პრეპარატით შეცვლისას ან ალკოჰოლთან ერთად მიღებისას.
3. როგორ მიიღება მეტაზერო
ეს პრეპარატი მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მეტაზეროს პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტის ფორმა უზრუნველყოფს ერთგვაროვან მოქმედებას დღის განმავლობაში და მიიღება დღეში ერთხელ, ჭიქა წყლის მიყოლებით, დილით.
მეტაზერო 23,75 მგ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტების გაყოფა შეიძლება თანაბარ დოზებად.
მეტაზერო 47,5 მგ, 95 მგ, 190 მგ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტის გაყოფა შეიძლება ნახევარ ტაბლეტად: ყლაპვის გაიოლების და არა თანაბარ დოზებად გაყოფის მიზნით.
არ შეიძლება მეტაზეროს ტაბლეტების (ან ნახევარ ნაწილებად გაყოფილი ტაბლეტების) დაღეჭვა ან გატეხვა. ისინი უნდა გადაიყლაპოს სითხის მიყოლებით.
ჩვეულებრივი დოზები:
მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია):
47.5-95 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (50-100 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) დღეში ერთხელ.
გულის არეში მოჭერითი ტკივილი (სტენოკარდია):
95-190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (100-200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) დღეში ერთხელ.
არარეგულარული გულის დარტყმები (არითმია):
95-190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (100-200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) დღეში ერთხელ.
პრევენციული თერაპია გულის შეტევის შემდეგ.
190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) დღეში ერთხელ.
გულის დაავადებით გამოწვეული პალპიტაციები:
95 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (100 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) დღეში ერთხელ.
შაკიკის პრევენცია:
95-190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (100-200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) დღეში ერთხელ.
გულის სტაბილური უკმარისობის მქონე პაციენტებში სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში:
საწყისი დოზა არის 11.88-23.75 მგ მეტოპროლოლის სუქცინატი (12.5-25 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) დღეში ერთხელ. დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს საჭიროების მიხედვით მაქსიმუმ 190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატამდე (200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) დღეში ერთხელ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში:
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ექიმმა შეიძლება დააკორექტიროს დოზა. ყოველთვის მიჰყევით ექიმის რჩევას.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
მეტაზერო რეკომენდებული არ არის 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. მეტაზერო ყოველთვის გამოიყენეთ ბავშვებსა და მოზარდებში ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად.
თქვენი ბავშვისთვის შესაფერის დოზას გამოითვლის ექიმი. დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე.
რეკომენდებული საწყისი დოზა მაღალი არტერიული წნევის დროს არის 0.48 მგ/კგ მეტოპროლოლის სუქცინატი (0.5 მგ/კგ მეტოპროლოლის ტარტრატი) დღეში ერთხელ (მეტაზერო 23,75 მგ ნახევარი ტაბლეტი 25 კგ წონის ბავშვისთვის). დოზა დაკორექტირდება ყველაზე ახლო ტაბლეტის მოქმედების ძალამდე. იმ პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ 0.5 მგ/კგ მეტოპროლოლის ტარტრატზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს 0.95 მგ/კგ მეტოპროლოლის სუქცინატამდე (1.0 მგ/კგ მეტოპროლოლის ტარტრატი), თუმცა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს. იმ პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ 1.0 მგ/კგ მეტოპროლოლის ტარტრატზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს 1.9 მგ/კგ მეტოპროლოლის სუქცინატზე (2 მგ/კგ მეტოპროლოლის ტარტრატი) დღეში ერთხელ (მეტაზერო 47.5 მგ 1 ტაბლეტი 25 კგ წონის ბავშვისთვის). 190 მგ-ზე მეტი მეტოპროლოლის სუქცინატი (200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი) დღეში ერთხელ შესწავლილი არ არის ბავშვებსა და მოზარდებში.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი მეტაზერო, ვიდრე უნდა მიგეღოთ
თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას ან თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ მეტაზეროს მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგ გააგრძელეთ დოზების მიღება ისე, როგორც მანამდე იღებდით.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვიტეთ მეტაზეროს მიღება
არ შეწყვიტოთ უეცრად მეტაზეროს მიღება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაურესება და გულის შეტევის რისკის გაზრდა. დოზის შეცვლა ან მკურნალობის შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ თქვენს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ამ პრეპარატის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-და 1-ზე მეტ ადამიანში):
- დაღლილობა.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში):
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,
- ცივი ხელები და ფეხები, ნელი გულის დარტყმები, პალპიტაციები,
- ქოშინი ინტენსიური ფიზიკური აქტივობისას,
- გულისრევა, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა, ყაბზობა.
არა ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-და 1-მდე ადამიანში):
- დეპრესია, ღამის კოშმარები, ძილის გაძნელება,
- ჩხვლეტის შეგრძნება,
- გულის უკმარისობის სიმპტომების გარდამავალი გაუარესება
- გულის შეტევის დროს, შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს არტერიული წნევა, კარდიოგენური შოკი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებში,
- ქოშინი, ბრონქული პრობლემების გაუარესება,
- კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები,
- ტკივილი გულის არეში, სითხის შეკავება (შეშუპება), წონაში მომატება.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-და 1-მდე ადამიანში):
- სისხლის უჯრედების რაოდენობების ცვლილებები (თრომბოციტოპენია)
- გულმავიწყობა, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, ნერვოზულობა, შფოთვა,
- გემოს ცვლილებები,
- მხედველობის დარღვევები, თვალების სიმშრალე ან გაღიზიანება,
- გულის გამტარობის დარღვევები, გულის რითმის დარღვევები,
- ცვლილებები ღვიძლის ფუნქციურ ანალიზებში,
- ფსორიაზის (კანის დაავადების სახეობა) გაუარესება ან ახალი ფსორიაზის განვითარება, მგრძნობელობა სინათლეზე, მომატებული ოფლიანობა, თმის ცვენა,
- იმპოტენცია (ერექციის უუნარობა),
- ყურებში ხმაური.
ცნობილი არ არის (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
- კონცენტრაციის დარღვევა,
- კუნთების სპაზმები (კრუნჩხვები),
- თვალის ანთება,
- ქსოვილების სიკვდილი სისხლის მიმოქცევის მძიმე პრობლემების მქონე პაციენტებში,
- გამონადენი ცხვირიდან,
- პირის სიმშრალე,
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი),
- სახსრების ტკივილი.
გვერდითი ეფექტების ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შემდეგნიარად:
წამლის სახელმწიფო ორგანოსათვის, ჯერსიკას ქუჩა 15, რიგა, LV 1003,.
veb gverdi: www.zva.gov.lv
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
5. როგორ ინახება მეტაზერო
ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე EXP ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ შეინახოთ 300C-ზე ზემოთ.
არ გადაყაროთ პრეპრატები საყოფაცხოვრებო ან საკანალიზაციო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მეტაზერო
აქტიური სუბსტანცია არის მეტოპროლოლის სუქცინატი.
- ყოველი პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი შეიცავს 23.75 მგ მეტოპროლოლის სუქცინატს, რაც 25 მგ მეტოპროლოლის ტარტრატის ექვივალენტია.
- ყოველი პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი შეიცავს 47.5 მგ მეტოპროლოლის სუქცინატს, რაც 50 მგ მეტპროლოლის ტარტრატის ექვივალენტია.
- ყოველი პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი შეიცავს 95 მგ მეტოპროლოლის სუქცინატს, რაც 100 მგ მეტპროლოლის ტარტრატის ექვივალენტია.
- ყოველი პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი შეიცავს 190 მგ მეტოპროლოლის სუქცინატს, რაც 200 მგ მეტპროლოლის ტარტრატის ექვივალენტია.
- სხვა ინგრედიენტებია სილიციუმი, კოლოიდური უწყლო; ცელულოზა, მიკროკრისტალური; ჰიპრომელოზა; ნატრიუმის ლაურილსულფატი; პოლისორბატი 80; გლიცეროლი; ჰიდროქსიპროპილცელულოზა; ეთილცელულოზა; და ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი ტაბლეტის გულში და ჰიპრომელოზა; ტიტანის დიოქსიდი (E171); ტალკი და პროპილენგლიკოლი ტაბლეტის აპკიან გარსში.
მეტაზეროს გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა
23.75 მგ: თეთრი-თითქმის თეთრი ფერის, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს გასაყოფი ხაზით (ზომები 8.5მმ x 4.5 მმ). გასაყოფი ხაზის ერთ მხარეს ამოტვიფრულია ნიშანი “C”, ხოლო გასაყოფი ხაზის მეორე მხარეს - ნიშანი „1“.
47.5 მგ: თეთრი-თითქმის თეთრი ფერის, ოვალური, ოდნავ ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს გასაყოფი ხაზით (ზომები 10.5 მმ x 5.5 მმ). გასაყოფი ხაზის ერთ მხარეს ამოტვიფრულია ნიშანი “C”, ხოლო გასაყოფი ხაზის მეორე მხარეს - ნიშანი „2“.
95 მგ: თეთრი-თითქმის თეთრი ფერის, ოვალური, ოდნავ ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს გასაყოფი ხაზით (ზომები 13 მმ x 8 მმ). გასაყოფი ხაზის ერთ მხარეს ამოტვიფრულია ნიშანი “C”, ხოლო გასაყოფი ხაზის მეორე მხარეს - ნიშანი „3“.
190 მგ: თეთრი-თითქმის თეთრი ფერის, ორმხრივამოზნექილი, კაფსულის ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ორივე მხარეს გასაყოფი ხაზით (ზომები 19მმ x 8 მმ). გასაყოფი ხაზის ერთ მხარეს ამოტვიფრულია ნიშანი “C”, ხოლო გასაყოფი ხაზის მეორე მხარეს - ნიშანი „4“.
მეტაზერო მოთავსებულია კოლოფებში 10, 14, 28, 30, 50, 56, 60, 84, 90, 98 და 100 ტაბლეტით ბლისტერებში.
ყველა შეფუთვის ზომა არ არის ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო შმარიეშკა ჩესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
მწარმოებლები
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ჩესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
ტად ფარმა გმბჰ, ჰაინც-ლომან-შტრასე 5, 27472 კუქსჰავენი, გერმანია
ეს სამკურნალო საშუალება ნებადართულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებებით:
|
წევრი სახელმწიფო |
სამკურნალო საშუალების დასახელება |
|
ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, უნგრეთი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, სლოვენია, სლოვაკეთი |
Bloxazoc |
|
ბულგარეთი |
Блоксазок |
|
გერმანია |
Metoprolol Succinat TAD |
|
ესპანეთი, ფინეთი |
Metoprolol Krka |
|
იტალია |
Metoprololo Krka |
|
ლიტვა, ლატვია |
Metazero |
წინამდებარე ინსტრუქციის ფურცელი ბოლოს გადაიხედა 9.2017
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე)










