გენტოცილი 3მგ/მლ 5მლ თვ/წვ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
გენტოცილი 3 მგ/გ, თვალის მალამო
გენტოცილი 3 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი
გენტამიცინი
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე წაიკითხეთ ეს ფურცელი - ჩანართი.
შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ მისცეთ ის სხვა პირებს, ვინაიდან მან
შეიძლება ავნოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორც თქვენ.
გვერდითი ეფექტების გამწვავებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ ფურცელ-ჩანართში:
1. რა არის გენტოცილი და რისთვის გამოიყენება
2. გენტოცილის გამოყენების წინ
3. გენტოცილის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. გენტოცილის შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის გენტოცილი და რისთვის გამოიყენება
გენტოცილი არის თვალში ადგილობრივად მისაღები ანტიბიოტიკი. გენტოცილი გამოიყენება გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული თვალის ზედაპირული ინფექციების პრევენციისა და ადგილობრივი მკურნალობისათვის; როგორიცაა:
- კონიუნქტივიტი;
- რქოვანას ბაქტერიული წყლული;
- კერატიტი და კერატოკონიუნქტივიტი;
- ბლეფარიტი და ბლეფაროკონიუნქტივიტი.
გენტოცილი აგრეთვე გამოიყენება შემდეგი მდგომარეობებისას:
- ინფექციის პროფილაქტიკა უცხო სხეულის მოცილებისას;
- ფიზიკური საშუალებებით თვალის დაზიანების შემდეგ;
- დამწვრობებისას;
- თვალის ოპერაციამდე ან შემდეგ.
2. გენტოცილის გამოყენების წინ
გენტოცილი არ გამოიყენება
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გენტამიცინის ან გენტოცილის
რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;
- სოკოებით ან ვირუსით გამოწვეული თვალის ინფექციის დროს.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე გენტოცილის გამოყენებისას
- გენტოცილით მკურნალობის წინ, რეკომენდებულია ნიმუშების აღება თვალის
პათოლოგიაზე პასუხისმგებელი მიკროორგანიზმების დასადგენად;
- გრძელვადიანი უწყვეტი მკურნალობა თავიდან უნდა იქნას აცილებული, ვინაიდან
შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობა და რეზისტენტული მიკროორგანიზმების
განვითარება;
- ჯვარედინი მომატებული მგრძნობელობა ნაჩვენები იქნა ამინოგლიკოზიდებს შორის,
ამიტომ, როდესაც პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა ადგილობრივი გენტამიცინის მიმართ, შესაძლოა განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა სხვა ამინოგლიკოზიდის მიმართ (ადგილობრივი და/ან სისტემური);
- გამოიყენეთ სიფრთხილით თირკმლის ფუნქციის დარღვევისას.
გენტოცილის გამოყენება სხვა პრეპარატებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით
ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს. არ გამოიყენოთ გენტოცილი ჰეპარინის, პენიცილინის ან ცეფალოსპორინებისშემცველ პრეპარატებთან კომბინაციაში.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. სიფრთხილით გამოიყენეთ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ორსულობის და ლაქტაციის დროს გენტოცილის გამოყენების პოტენციური სარგებელი და შესაძლო რისკი. გენტამიცინი გადადის დედის რძეში.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
გენტოცილის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დროებით დაბინდვა, ამიტომ, რეკომენდებული არ არის ავტომობილების ან მექანიზმების მართვა ასეთი მდგომარეობის განვითარებისას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გენტოცილის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
გენტოცილის თვალის წვეთები, ხსნარი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. მოერიდეთ კონტაქტს რბილ კონტაქტულ ლინზებთან. წვეთების ჩაწვეთებამდე მოიხსენით კონტაქტური ლინზები და გაიკეთეთ მხოლოდ მინიმუმ 15 წუთის შემდეგ. შეიძლება გამოიწვიოს რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულება.
3. გენტოცილის მიღების წესი
გენტოცილი ყოველთვის უნდა გამოიყენოთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გენტოცილის დოზირება დგინდება ექიმის მიერ, ყოველი კონკრეტული შემთხვევის მიხედვით. აუცილებელია სამედიცინო მითითებების მკაცრად დაცვა, ვინაიდან დოზირება შეიძლება განსხვავდებოდეს ყოველი შემთხვევის სერიოზულობის მიხედვით.
ჩვეულებრივ, რეკომენდებულია თვალის წვეთების დღის განმავლობაში გამოყენება, ხოლო მალამოს გამოყენება - ღამით.
პრეპარატის გამოყენებისათვის ყველაზე ხელსაყრელი დრო უნდა შეირჩეს ექიმის მიერ. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა დადგინდეს ექიმის მითითებების შესაბამისად.
რეკომენდებული დოზა არის შემდეგი:
- გენტოცილის თვალის წვეთები: ერთი - ორი წვეთი, თითოეული თვალში დღეში ორი-ოთხჯერ (რეგულარული ინტერვალებით);
- გენტოცილის თვალის მალამო: მცირე რაოდენობა წაისვით თვალზე, დღეში 2-4-ჯერ.
თვალის მალამოს გამოყენების დაწყებისას, პირველი დოზა უნდა გადააგდოთ.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის გენტოცილი - არ არსებობს ცნობები თვალში გამოყენებისას ჭარბი დოზირების შესახებ.
თუ დაგავიწყდათ გენტოცილის გამოყენება-გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა. თუ დაგავიწყდათ გენტოცილის დოზის მიღება, მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, აღარ გამოიყენოთ გამოტოვებული დოზა და გააგრძელეთ მკურნალობა დადგენილი განრიგის მიხედვით.
ამ პროდუქტთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ
თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, გენტოცილმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. თვალზე გამოყენების შემდეგ იშვიათად აღინიშნა კონტაქტური ალერგია, ფსევდომემბრანული კონიუნქტივიტი და კონიუნქტივალური ნეკროზი. შეიძლება ასევე განვითარდეს კონიუნქტივალური შეშუპება, ტკივილი, ჰიპერემია და პუნქტატური ეპითელური კერატიტი.
თვალის შიგნით ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ბადურის მწვავე იშემია.
თუ რომელიმე მითითებული გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. გენტოცილის შენახვის პირობები
- შეინახეთ არა უმეტეს 250C-ზე;
- თვალის მალამოს ტუბი უნდა ინახებოდეს მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში გარეთა კოლოფში, სინათლისა და ნესტისგან დაცვის მიზნით;
- პირველად გახსნის შემდეგ, გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში;
- შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას;
- არ გამოიყენოთ გენტოცილი გარეთა კოლოფზე “EXP” ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლამდე. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის
ბოლო დღეს.
- არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა საკანალიზაციო სისტემაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც აღარ გჭირდებათ პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუყობს გარემოს დაცვას.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს გენტოცილი
გენტოცილი თვალის წვეთები, ხსნარი
აქტიური ინგრედიენტი არის გენტამიცინის სულფატი 4,42 მგ/მლ, რაც 3 მგ/მლ გენტამიცინის ექვივალენტურია.
სხვა ინგრედიენტებია: ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი და კარგად გასუფთავებული წყალი. შეიძლება შეიცავდეს ნატრიუმის ჰიდროქსიდს და/ან ჰიდროქლორმჟავას pH-ის კორექციისათვის.
გენტოცილის თვალის მალამო
აქტიური ინგრედიენტი არის გენტამიცინის სულფატი 4,42 მგ/მლ, რაც 3 მგ/მლ გენტამიცინის ექვივალენტურია.
სხვა ინგრედიენტებია: ლანოლინი და თეთრი რბილი პარაფინი.
გენტოცილის აღწერა და შეფუთვის შემცველობა
გენტოცილის თვალის წვეთები არის სუფთა, უფერო და უსუნო ხსნარი, სუსპენზიაში ნაწილაკების გარეშე, წარმოდგენილი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლში სტერილური საწვეთურით, შეიცავს 5 მლ ხსნარს.
გენტოცილის თვალის მალამო არის მოყვითალო ფერის, რბილი კონსისტენციის, ერთგვაროვანი მალამო, წარმოდგენილია ალუმინის ტუბებში 3,5 გ თვალის მალამოს შემცველობით.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა.
25 დე აბრილ ავე., 6-6ა
2795-225 ლინდა-ა-ველჰა
პორტუგალია
Laboratorio Edol – Produtos Farmaceuticos, S.A.
Av. 25 de Abril, 6-6A
2795-225 Linda –a – Velha
Portugal