ალერქსემი 50მკგ/დ 120დ.ნაზ/სპრ

ალერქსემი 50მკგ/დ 120დ.ნაზ/სპრ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფლუტიკაზონი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 74369
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

მედიკამენტის მიღების დაწყებამდე სრულად ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია
- შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა. 
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს. ამან შეიძლება მათ ზიანი მოუტანოს, იმ შემთხვევაშიც თუ სიმპტომები მსგავსია. 
- თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება ან შენიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ინსტრუქციაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინსტრუქციაში: 
1. რა არის ალერქსემი და რისთვის გამოიყენება
2. ალერქსემის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ალერქსემი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ალერქსემი
6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ალერქსემი და რისთვის გამოიყენება
ალერქსემის წყალხსნარი ნაზალური სპრეი (ამ ინსტრუქციაში მოხსენიებულია როგორც “ალერქსემი”) შეიცავს წამალს, რომელსაც ეწოდება ფლუტიკაზონის პროპიონატი. იგი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სტეროიდები (აგრეთვე ეწოდება “კორტიკო-სტეროიდები”).
• სტეროიდები მოქმედებს ანთების შემცირებით. 
• ისინი ამცირებენ ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას და გაღიზიანებას. 
• ეს სასარგებლოა ქავილის, ცემინების და ცხვირის შეგუბების მოსახსნელად.

ალერქსემი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების პრევენციის და მკურნალობისთვის: 
• ცხვირის ლორწოვანის ანთება (რინიტი) სეზონური ალერგიის გამო, როგორიც არის თივის ცხელება.
• ცხვირის ლორწოვანის ანთება (რინიტი) მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიის გამო, როგორიც არის ცხოველებზე ალერგია.

2. ალერქსემის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ალერქსემი თუ:
• ალერგიული ხართ (გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა) ფლუტიკაზონის პროპიონატის და ალერქსემის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია 6 პარაგრაფში: დამატებითი ინფორმაცია).

ალერქსემის გამოყენებისას გამოიჩინეთ სპეციალური სიფრთხილე 
• თუ როდესმე ჩატარებული გაქვთ ცხვირზე ოპერაცია
• თუ აღგენიშნებათ ცხვირის ინფექცია

თუ დარწმუნებული არ ხართ აღნიშნული გეხებათ თუ არა, ალერქსემის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა მედიკამენტების მიღება
გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ სხვა მედიკამენტები, რეცეპტის გარეშე გასაცემი საშუალებების ჩათვლით. მცენარეული მედიკამენტების ჩათვლით. 
მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია თუ:
• დიდი ხნის განმავლობაში იღებდით სტეროიდებს, საინექციო ან ორალური ფორმით. 
• იღებთ ანტივირუსულ საშუალებებს - პროტეაზას ინჰიბიტორებს (მაგ. რიტონავირი)
• იღებთ სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებებს (მაგ. კეტოკონაზოლი)

ალერქსემის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ალერქსემის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა და ლაქტაცია
აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად, გაქვთ ორსულობაზე ეჭვი ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ალერქსემი გავლენას არ მოახდენს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალერქსემის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ალერქსემი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემები (ბრონქოსპაზმი).

3. როგორ გამოიყენება ალერქსემი
ალერქსემი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
• არ გამოიყენოთ 4 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში
• გამოიყენეთ მხოლოდ ცხვირში
• მედიკამენტის მოქმედებისთვის საჭიროა რამდენიმე დღე. ამიტომ გამოყენება გააგრძელეთ თუ გაუმჯობესებას მაშინვე არ შეამჩნევთ. 
• სპრეი გამოიყენეთ ყოველდღე.

რამდენი უნდა გამოიყენოთ - მოზრდილები და ბავშვები (12 წელზე უფროსი ასაკი)
• ჩვეული საწყისი დოზაა 2 შესხურება თითო ნესტოში, დღეში ერთხელ, უმჯობესია დილით. 
• 24 საათში მაქსიმალური რაოდენობაა 8 შესხურება (4 შესხურება თითო ნესტოში). 
• მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ექიმმა შეიძლება დოზა შეგიმციროთ-დღეში ერთხელ ერთი შესხურება. 
• თუ სიმპტომები უარესდება დოზა უნდა გაიზარდოს საწყის მნიშვნელობამდე.

რამდენი უნდა გამოიყენოთ - 4-11 წლის ბავშვები
• ჩვეული საწყისი დოზაა 1 შესხურება თითო ნესტოში დღეში ერთხელ, უმჯობესია დილით. 
• 24 საათში მაქსიმალური რაოდენობაა 4 სპრეი (2 შესხურება თითო ნესტოში).

თქვენი სპრეის მომზადება
ყოველ სპრეის გააჩნია თავსახური, რომელიც იცავს წვერს. შესხურებამდე მოაშორეთ. 
ახალი სპრეი (ან რომელიც გამოყენებული არ ყოფილა რამდენიმე დღის განმავლობაში) თავიდან შეიძლება არ მუშაობდეს. თქვენ რამდენჯერმე უნდა დააწვეთ ტუმბოს, სანამ არ წარმოიქმნება წვრილდისპერსიული ნისლი.

1. ფლაკონი დაიჭირეთ როგორც ნაჩვენებია და დარწმუნდით რომ შორს გაქვთ მიმართული. 
2. საჩვენებელი და შუა თითი მოათავსეთ წვერის გვერდით და ცერა თითი მოათავსეთ ფლაკონის ქვეშ. 
3. თითები მყარად გეჭიროთ და მყარად მოუჭირეთ გამოსასხურებლად. 
- თუ სპრეი არ მუშაობს და ფიქრობთ რომ გაიჭედა, დაგჭირდებათ მისი გაწმენდა. იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი “სპრეის გაწმენდა”. 
- არ სცადოთ სპრეის გახსნა ან გაფართოება ბასრი საგნით. ეს დააზიანებს სპრეის მუშაობას.

სპრეის გამოყენება
1. შეანჯღრიეთ ფლაკონი და მოაშორეთ სახურავი. 
2. ცხვირი ფრთხილად მოიხოცეთ. 
3. ერთი ნესტო დაახშეთ როგორც ნაჩვენებია და მოათავსეთ სპრეი მეორე ნესტოში. თავი წინ გადაწიეთ და ფლაკონი თავით ზემოთ გეჭიროთ. ფლაკონი დაიჭირეთ როგორც ნაჩვენებია. 
4. ცხვირით ნელა შეისუნთქეთ. შესუნთქვის მომენტში მჭიდროდ დააჭირეთ ფლაკონის ყელს. ნესტოში მოხდება შესხურება. 
5. ამოისუნთქეთ პირით. 
6. გაიმეორეთ ნაბიჯი 4 მეორე ნესტოში შესხურებისთვის. 
7. გამოიღეთ სპრეი ნესტოდან და ღრმად ამოისუნთქეთ პირით. 
8. გაიმეორეთ 3 და 6 ნაბიჯები მეორე ნესტოსთვის. 
9. სპრეის გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ სუფთა ქსოვილით ან ცხვირსახოცით, და უკან დაამაგრეთ თავსახური.


სპრეის გაწმენდა
სპრეი გაწმინდეთ მინიმუმ კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად, თუ გაიჭედა. 
1. სახურავი ნელა მოაშორეთ ცერა და საჩვენებელი თითების გვერდებზე მოჭერით. არ გადააბრუნოთ. 
2. თეთრი ყელი ზევით აწიეთ წვერის მოსაშორებლად. 
3. წვერი და სახურავი რამდენიმე წამით თბილ წყალში მოათავსეთ. 
4. შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყლით. 
5. გადაღვარეთ ზედმეტი წყალი და გააშრეთ თბილ ადგილას. 
6. წვერი ისევ სპრეის დაახურეთ. 
7. ფლაკონი მოამზადეთ როგორც აღწერილია პარაგრაფში “სპრეის მომზადება”.

თუ იყენებთ ალერქსემის დიდ დოზას
შეიძლება დაგჭირდეთ სტეროიდების დამატებითი დოზა: 
• ექსტრემალური სტრესის დროს
• საავადმყოფოში მოთავსების დროს სერიოზული ავარიის ან დაზიანების შემთხვევაში
• ქირურგიულ ოპერაციამდე
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დამატებით სტეროიდები ტაბლეტების ან ინექციის ფორმით.

თუ დაგავიწყდათ ალერქსემის მიღება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდეგი მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.

თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი ალერქსემი ვიდრე საჭიროა
აცნობეთ ექიმს თუ მიიღეთ ნორმაზე მეტი დოზა.

თუ წყვეტთ ალერქსემის მიღებას
ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაშიც. შეწყვეტის შემთხვევაში სიმპტომები შეიძლება განახლდეს. 
პროდუქტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა პრეპარატმა, ალერქსემმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ამ მედიკამენტს შეიძლება ახასიათებდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

დაუყოვნებლივ სპრეის გამოყენებისთანავე
• შეიძლება აღგენიშნებოდეთ ცემინება, მაგრამ მალე გაჩერდება. 
• ძალიან იშვიათად შეიძლება აღგენიშნებოდეთ არასასიამოვნო გემოს ან სუნის შეგრძნება.


ექიმს დაუყოვნებლივ აცნობეთ თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ ეფექტს:
ძალიან ხშირი (ვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე მეტში)
• ცხვირიდან სისხლდენა
ხშირი (ვითარდება 10 ადამიანიდან 1-ში)
• თავის ტკივილი
• არასასიამოვნო გემო
• არასასიამოვნო სუნი
• მშრალი ან მტკივნეული ცხვირი ან ყელი
ძალიან იშვიათი (ვითარდება 10,000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში)
• თვალების პრობლემები როგორიც არის ტკივილი ან დაბინდული მხედველობა
• მწვავე ალერგიული რეაქციები - ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სახის, ყელის შეშუპებას, სუნთქვის უკმარისობას ან ქოშინს. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს - შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. 
• ცხვირის დაზიანება.

ძალიან იშვიათად შეიძლება დაზიანდეს ორგანიზმში სტეროიდების სინთეზი. ეს შეიძლება განვითარდეს დიდი დოზების ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში. ექიმი ამის პრევენციას მოახდენს უმცირესი დოზის დანიშვნით, რომელიც გეხმარებათ სიმპტომების კონტროლში.
ბავშვებში ამ გვერდითმა ეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შეფერხება. ბავშვებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ საჭიროა რეგულარულად სიმაღლის შემოწმება. 
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც ბროშურაში აღნიშნული არ არის, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

5. როგორ ინახება ალერქსემი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. 
• დაიცავით გაყინვისგან და სინათლისგან
• არ შეინახოთ 25°ჩ-ზე მაღალ ტემპერატურაზე. 
• არ შეინახოთ მაცივარში. 
• არ გამოიყენოთ ალერქსემი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფის იარლიყზე. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს. 
• თუ წყვეტთ პრეპარატის მიღებას გამოუყენებელი სპრეი გასანადგურებლად დაუბრუნეთ ფარმაცევტს.

მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ გამდინარე წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გაანადგუროთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ალერქსემი
• აქტიური ნივთიერებაა ფლუტიკაზონის პროპიონატი
• სხვა ინგრედიენტები: უწყლო დექსტროზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, პოლისორბატი 80, გაზავებული მარილმჟავა, გამოხდილი წყალი კონსერვანტები ფენილეთილალკოჰოლი და ბენზალკონიუმის ქლორიდი.

ალერქსემის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ყოველი ქარვისფერი შუშის ფლაკონი შეიცავს 120 შესხურებას. 
ყოველი შესხურება შეიცავს 50 მიკროგრამ ფლუტიკაზონის პროპიონატს.

მარკეტინგის უფლებამოსილების მფლობელი და მწარმოებელი
კლევა ს.ა. - ფარმაცევტული ინდუსტრია
189, პარნითოს გამზირი. 
13671, აქარნაი ატიკი
საბერძნეთი