კოგნივერი 125მგ #30ტ

კოგნივერი 125მგ #30ტ

36.65 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ჯი.ემ.პი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მეთილეთილპირიდინოლის სუქცინატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 74264
გააზიარე:

 კოგნივერი

 

შემადგენლობა

კოგნივერის თითოეული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - მეთილეთილპირიდინოლის სუქცინატის 125 მგ-ს;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მეთილცელულოზა, პოვიდონი K25, კალციუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კარტოფილის სახამებელი, ოპადრაი II ფერადი (პარტია 85F), თეთრი.

ოპადრაი II ფერადი (პარტია 85F), თეთრის შემადგენლობა: პოლივინილის სპირტი, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული; მაკროგოლი/პოლიეთილენგლიკოლი; ტალკი და ტიტანის დიოქსიდი.

მოქმედების მექანიზმი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი - სხვა სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.

ATC კოდი: N07XX.

ფარმაკოდინამიკა

ახასიათებს ანტიოქსიდანტური, ანტიჰიპოქსიური, მემბრანოპროტექტორული, ნოოტროპული, ანქსიოლიზური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება. ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის, ძირითადი დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების და ჟანგბადდამოკიდებული პათოლოგიური მდგომარეობების მიმართ (შოკი, ჰიპოქსია, იშემია, ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ალკოჰოლითა და ანტიფსიქოზური პრეპარატებით ინტოქსიკაცია).

ახასიათებს ზომიერი ჰიპოლიპიდემიური მოქმედება. ხელს უწყობს სისხლის უჯრედების მემბრანების სტრუქტურის სტაბილურობას, ზრდის თრომბოციტების და ლეიკოციტების მდგრადობას ჰემოლიზის დროს, ახდენს  ნერვული ქსოვილის უჯრედული მემბრანების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების ჰიპოქსიით გამოწვეული ცვლილებების ნიველირებას (ამცირებს ლიპიდური შრის სიბლანტეს, ზრდის მემბრანის გამტარობას და ლიპიდურ-ცილოვან თანაფარდობას), რაც დადებითად აისახება მის მეტაბოლურ და ბიოსინთეზურ აქტივობაზე.

აინჰიბირებს ლიპიდების ზეჟანგურ ჟანგვას, ზრდის სუპეროქსიდდისმუტაზის აქტივობას, უჯრედში ც-ამფ და ც-გმფ-ის შემცველობას, ხელს უწყობს მემბრანო-დამოკიდებული ფერმენტების (კალციუმ-დამოუკიდებელი ფოსფოდიესთერაზა, 

ადენილატციკლაზა, აცეტილქოლინესთერაზა) და რეცეპტორული კომპლექსების 

(ბენზოდიაზეპინების, გაემ-ის, აცეტილქოლინის) აქტივობის მოდულაციას, რაც ზრდის მათ 

რეცეპტორებთან შეკავშირების უნარს და აუმჯობესებს ნეირომედიატორების ტრანსპორტირებას და სინაფსურ გადაცემას. ზრდის თავის ტვინში დოფამინის შემცველობას. და აერობული გლიკოლიზის კომპენსატორულ აქტივაციას, ხელს უწყობს ჰიპოქსიის დროს მიტოქონდრიების ჟანგვა-აღდგენითი პროცესების აღდგენას, ზრდის ატფ-ის და კრეატინინფოსფატაზას სინთეზს. მწვავე პანკრეატიტის დროს ამცირებს ფერმენტულ ტოქსემიასა და ენდოგენურ ინტოქსიკაციას.

აუმჯობესებს მეხსიერებას და შრომის უნარიანობას. ახასიათებს ანქსიოლიზური მოქმედება, ამცირებს შფოთვას, შიშის შეგრძნებას, დაძაბულობას, მოუსვენრობას, აუმჯობესებს ემოციურ სტატუსს.     

ფარმაკოკინეტიკა

სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (ნახევარგამყოფის პერიოდი შეადგენს 0,08-0,1 სთ-ს). პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზამში აღინიშნება 0,46-0,5 სთ-ის შემდეგ და შეადგენს 50-100ნგ/მლ. სწრაფად გადანაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 42%. მეტაბოლიზდება ღვიძლში, რომელთაგან ფარმაკოლოგიურ აქტივობას ინარჩუნებს გლუკურონკონიუგირებული მეტაბოლიტები. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2,0-2,6 საათს. მეტაბოლიტები ინტენსიურად ექსკრეგირდებიან პრეპარატის მიღებიდან პირველი 4სთ-ის განმავლობაში. პრეპარატის შეუცვლელი სახისა და მისი კონიუგირებული მეტაბოლიტების შარდის გზით ექსკრეციის მაჩვენებლებს  მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ვარიაბელობა ახასიათებთ.

ჩვენება

პრეპარატი ინიშნება კომპლექსურითერაპიისშემადგენლობაში შემდეგ შემთხვევებში:

- ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების შემდგომი მდგომარეობები, მათ შორის, ტრანზიტორული იშემიური შეტევის შემდეგ, სუბკომპენსაციის ფაზაში პროფილაქტიკური კურსების სახით;

- სხვადასხვა გენეზის ენცეფალოპათიები (დისცირკულაციური, დისმეტაბოლური, პოსტტრავმული, შერეული ტიპის);

- ქალა-ტვინის მსუბუქი ტრავმა, ქალა-ტვინის ტრავმის შედეგები;

- მსუბუქი კოგნიტიური აშლილობები თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზური დაზიანების ფონზე;

- მდგომარეობები ანტიფსიქოზური საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაციის შემდეგ;

- შფოთვითი აშლილობები ნევროზული მდგომარეობების დროს;

- აბსტინენტური სინდრომი ალკოჰოლიზმის დროს.

უკუჩვენება

- ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციის მწვავე დარღვევები;

- მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების მიმართ;

- ბავშვთა ასაკი 18 წლამდე;

- ორსულობა, ლაქტაცია.

უსაფრთხოების ზომები

პაციენტებს არტერიული წნევით 180/100 მმ ვწყ.სვ-ზე ზემოთ, არტერიული ჰიპერტენზიის კრიზული მიმდინარეობით ესაჭიროებათ არტერიული ჰიპერტენზიის წინასწარი კორექცია და სედატიური თერაპია, ასევე არტერიული წნევის კონტროლი თერაპიის ჩატარების დროს.

ლაქტოზის შემცველობის გამო, პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში გალაქტოზის იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობით, Lapp ლაქტაზის დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით.

გამოყენება ბავშვებში

18 წლამდე ბავშვებისთვის პრეპარატი უკუნაჩვენებია.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია. თუ თქვენ ორსულად ხართ ან ძუძუს აჭმევთ, თუ ვარაუდობთ, რომ ორსულად ხართ ან არ გამორიცხავთ ორსულობის დადგომის ალბათობას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: ძილის დარღვევები (უძილობა, ზოგიერთ შემთხვევებში ძილიანობა).

მკურნალობა: როგორც წესი, არ მოითხოვება, რადგანაც სიმპტომები ქრება დამოუკიდებლად, დღე-ღამის განმავლობაში. მძიმე შემთხვევებში უძილობისას ინიშნება ნიტრაზეპამი 10მგ, ოქსაზეპამი 10მგ ან დიაზეპამი 5მგ. 

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

შესაძლებელია მოხდეს გვერდითი ეფექტების გამოვლინება. აქედან გამომდინარე, სიფრთხილეა საჭირო ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას, რომლებიც  ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

აუმჯობესებს ბენზოდიაზეპინის ანქსიოლიტიკების, ეპილეფსიის საწინააღმდეგო (კარბამაზეპინი), პარკინსონის საწინააღმდეგო (ლევოდოპა) სამკურნალწამლო საშუალებების მოქმედებას. ამცირებს ეთანოლის ტოქსიკურ ეფექტებს.

თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალწამლო საშუალებებს, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

დოზირება და მიღების წესი

პრეპარატი ინიშნება პერორალურად, შიგნით მისაღებად 250-500 მგ/დღე-ღამეში 2-3-ჯერ; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა   – 600-800 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2-6 კვირას; ალკოჰოლური აბსტინენციის კუპირებისთვის – 5-7 დღეს.

დოზირების რეჟიმი  ინდივიდუალურია, დაავადების სიმძიმის ხარისხის მიხედვით. მკურნალობის შეწყვეტა ხდება თანდათანობით, 2-3 დღის განმავლობაში დოზის შემცირებით.

თუ დაგავიწყდათ კოგნივერის მიღება, მიიღეთ ტაბლეტი რაც შეიძლება სწრაფად, სანამ არ დადგა მომდევნო დოზის მიღების დრო. თუ დადგა პრეპარატის მომდევნო დოზის მიღების დრო, ნუ მიიღებთ გამოტოვებულ დოზას. დაუშვებელია სამკურნალო საშუალების დოზირების გაორმაგება გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით! შემდგომში პრეპარატი გამოიყენება დოზირების რეკომენდებული რეჟიმის შესაბამისად.

არ შეწყვიტოთ კოგნივერის მიღება მკურნალ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე!

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, პირის სიმშრალე, დიარეა, ძილიანობა, ალერგიული რეაქციები; ხანგრძლივი გამოყენებისას – გულისრევა, მეტეორიზმი; ძილის დარღვევები (ძილიანობა ან ჩაძინების დარღვევა).

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების ან იმ გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული პრეპარატის ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა – 3 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა

გარსით დაფარული ტაბლეტები 125მგ; 30 ტაბლეტი ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა: გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III,  გაიცემა რეცეპტის გარეშე.

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით