ამს ვიტ E 400მგ #60კაფს

ამს ვიტ E 400მგ #60კაფს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ალფატოკოფეროლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 74180
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ვიტამინი E 400 (ტოკოფეროლი) 400 სე

გაუმჯობესებული ფორმულა

ლაბორატორიულად დამტკიცებული გარანტირებული ხარისხი - ამს

ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას

გააჩნია სასარგებლო ანტიოქსიდაციური მოქმედება

აუმჯობესებს კანის, თმისა და თვალების ჯანმრთელობას

2 აბი დღეში შეფუთვაში 60 აბი

საკვები დანამატი

მითითება: როგორც საკვები დანამატი, მიიღეთ დღეში 2 აბი

შესაძლებელია გამოყენება ვეგეტარიანელების მიერ.

არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, სურნელის მიმნიჭებლებს და დამატკბობლებს; შემნახველებს, შაქრებს, სახამებელს, რძეს, ლაქტოზას, გლუტენს, საფუარსა და ნატრიუმს.

დამზადებულია პროდუქციის ხარისხის მიმნიჭებელი უმაღლესი სტანდარტებით, ნივთიერების სისუფთავისა და ეფექტურობის ჩათვლით.

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ, თუკი საცობი თავსახურის ქვეშ დაზიანებულია ან არ არის.

* აღნიშნული დებულებები არ არის დამტკიცებული ამერიკის წამლისა და საკვების ასოციაციის მიერ. ეს პროდუქტი არ არის მოწოდებული რომელიმე დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პრევენციისთვის.

დამატებითი ინფორმაცია

1 ჯერზე მიიღება 2 აბი                                                    კონტეინერში 30 „პორცია“

1 ჯერზე მისაღები რაოდენობის შემადგენლობა                           % დღიური ნორმა

ვიტამინი ე                                400 სე                               1333%*

*% დღიური ნორმა გათვლილია 2000 კკალ შემცველ დიეტაზე.

სხვა ნივთიერებები: ცვილი, ლეციტინი, სოიოს ზეთი, გლიცერინი, სუფთა წყალი.

ვიტამინი ე ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას.

ვიტამინი ე წარმოადგენს ცხიმში ხსნად ანტიოქსიდანტს, რომელსაც რიგი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები გააჩნია.

ვიტამინი ე მოქმედებს ორგანიზმში წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედების წინააღმდეგ. ის უკავშირდება ორგანიზმის ცხიმ-დამოკიდებულ ქსოვილებს, როგორიცაა გული, ცხიმის გადამტან მოლეკულებს - LDL („ცუდ“ ქოლესტერინს) და უჯრედების მემბრანებს, სადაც ის ახდენს ამ სტრუქტურების სტაბილიზაციას და იცავს მათ თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან.

ვიტამინი ე აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს კანის, თმისა და თვალების ჯანმრთელობას.

გაფრთხილება. ორსულობის ძუძუთი კვების ან სხვა პრეპარატების მიღების შემთხევვაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან პრეპარატის მიღებამდე. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილას. მოარიდეთ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას. არ გამოიყენოთ, თუ საცობი თავსახურის ქვეშ დაზიანებულია ან არ არის.

გააჩნია ანტიოქსიდანციური მოქმედება, მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში, ხელს უშლის ერითროციტების დაშლას, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და განივზოლიანი კუნთების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის, და ასევე სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად. მონაწილეობს ნუკლეინის მჟავებისა და პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის ციკლში, არაქიდონის მჟავის სინთეზში. წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, ამუხრუჭებს თავისუფალი რადიკალებით ლიპიდების ზეჟანგვით ჟანგვას. ააქტიურებს ფაგოციტოზს და გამოიყენება ერითროციტების ნორმალური რეზისტენტობის შესანარჩუნებლად. მაღალი დოზით მიღებისას ავლენს ანტიაგრეგაციულ მოქმედებას. დადებითად მოქმედებს ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე, ანელებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას შეიწოვება 20% - 40% (აუცილებელია ნაღვლის წვენის არსებობა და თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება). დოზის გაზრდისას შეწოვა მცირდება. ოპტიმალური კონცენტრაცია სისხლში 10-15 მგ/ლ. ექსკრეცია ძირითადად განავალთან ერთად ხდება. 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად გლუკურონიდებისა და სხვა მეტაბოლიტების სახით.

ორგანიზმში  E  ვიტამინის  არარსებობისას ( E  ავიტამინოზი )  ვითარდება  დეგენერაციული  ცვლილებები  ჩონჩხის  კუნთებსა  და  გულის  კუნთში ,   მატულობს  კაპილარების  განვლადობა,  ვითარდება სათესლე არხების  და საკვერცხეების ეპითელიურმის დეგენერაცია, ორსულობის დროს ემბრიონებში  ვითარდება  სისხლჩაქცევები,  ანტენატალური  სიკვდილი .  ასევე  დადგენილია  დეგენერაციული  ცვლილებები  ნერვულ  უჯრედებში  და  ღვიძლის  პარენქიმის  დაზიანება .

E  ვიტამინის  უკმარისობისას  შეინიშნება  ცილების  კონცენტრაციის  დაქვიეთება  სისხლის  შრატში  და  ნუკლეინის  მჟავის  სინთეზის შემცირება  ღვიძლსა  და  სათესლე  ჯირკვლებში .

E  ვიტამინის  უკმარისობა  ადამიანში  შეიძლება  დაკავშირებული  იყოს  კვების  თავისებურებებთან,  მაგალითად  საკვებში  მცენარეული  ცხიმების  არარსებობასთან,  ან  შესაძლებელია  განპირობებული  იყოს  სხვადასხვა  დაავადებით ,  მაგალითად  ღვიძლის ,  კუჭქვეშა  ჯირკვლის .

E  ვიტამინი  სამკურნალო  საშუალების  სახით  ხელს  უწყობს  თვითნებური  აბორტის  თავიდან  აცილებას,  სასქესო  ჯირკვლების  ფუნქციის  ნორმალიზაციას  მამაკაცებში ,  ჩონჩხის  კუნთების  ფუნქციის  აღდგენას  კუნთოვანი  დისტროფიის  და  კუნთების  სხვა  სახის  დაზიანების  დროს.  გულ - სისხლძარღვთა  დაავადებების  დროს  სხვა  სახის  ღონისძიებებთან  ერთად  E  ვიტამინი  ხელს  უწყობს გულის კუნთის ნორმალურ მეტაბოლიზმს.  ზრდის  სისხლის  დინების  სიჩაქრეს  არტერიოლებში ,  ხელს  უწყობს  ვენური  ტონუსის  შენარჩუნებას ,  ამაღლებს  კაპილარების  მდგრადობას.

გამოყენების  ჩვენებები

α - ტოკოფეროლ  აცეტატს ( E  ვიტამინი )  იყენებენ  სასქესო  ჯირკვლების  ფუნქციის  დარღვევისას  მამაკაცებში ,  ხოლო  ქალებში –  ორსულობის  შეწყვეტის  რისკის  და  მენსტრუალური  ციკლის  სხვადასხვაგვარი  დარღვევების  დროს ,  ნაყოფის  საშვილოსნოსშიდა  განვითარების  პირობების  გაუარესებისას .

E  ვიტამინი  ასევე  გამოიყენება  პერიფერიული  სისხლძარღვების  დაზიანებისას (ენდარტერიტის ,  რეინოს  დააავდება),  მიოკარდიოდისტროფიის  და  ათეროსკლეროზის  დროს .

E  ვიტამინს  ნიშნავენ  სებორეის ,  კანის  ატროფიული  ცვლილებების ( მაგ .  სკლეროდერმია ),  წვივის  ტროფიკული  წყლულების ,  ფოტოდერმატოზის  დროს.