ვიტაგამა D3 2000 სე #50ტ
გააზიარე:
თუ რანდენად მნიშვნელოვანია D ვიტამინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ეს ყველასთვის ცნობილია. ვიტამინებს შორის D ვიტამინი ყველაზე მნიშვნელოვანია - ის აუმჯობესებს სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების ფუნქციას.
რა არის ვიტაგამა D3 2.000 ს.ე. ვიტამინი D3 NEM?
ვიტაგამა D3 2.000 ს.ე. არის ვიტამინი, რომელიც შედგება 2.000 საერთაშორისო ერთეული (ქოლეკალციფეროლი) D3 ვიტამინისგან.
D ვიტამინი - რომელსაც აგრეთვე უწოდებენ „მზის ვიტამინს“ - არის ვიტამინი, რომელიც მზის ულტრაიისფერი სხივების დახმარებით შედის ადამიანის ორგანიზმში სხეულის ზედაპირიდან და ღვიძლსა და თირკმელებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმაში (1,25 - დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი). გარდა ამისა D ვიტამინის მიღება შესაძლებელია საკვები დანამატის სახით. საუკეთესო საშუალებაა ამისთვის ცხიმიანი ქაშაყი, სკუმბრია, ცილა, ღვიძლი და აგრეთვე სოკო.
როდის უნდა მივიღოთ ვიტაგამა D3 2.000 ს.ე. ვიტამინი D3 NEM?
D ვიტამინი მნიშვნელოვანია ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროულად ვუზრუნველყოთ ჩვენი ორგანიზმი D ვიტამინით. ვიტაგამას მიღება რეკომენდირებულია მაშინ, როდესაც ვერ ხერხდება ბუნებრივი გზით D ვიტამინის მიღება, მაგ.: გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებთ მზის სხივებს და შესაბამის საკვებს.
D ვიტამინის საკმარისი რაოდენობა ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი მიზეზების გამო: |
ვისთვის არის განკუთვნილი ვიტაგამა D3 2.000 ს.ე. ვიტამინი D3 NEM?
გერმანიის მოსახლეობის ყოველი მეორე მოსახლე განიცდის D ვიტამინის ნაკლებობას.
D ვიტამინის ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ფაქტორებმა:
არ იღებთ საკმარისი რაოდენობის თევზეულს და ღვიძლს. ზაფხულის პერიოდში, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, ვერ იღებთ საკმარისი რაოდენობის მზის ულტრაიისფერ სხივებს, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით: ჩაცმულობა, მზის დამცავი საშუალებების მოხმარება. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ 65 წლის ასაკიდან, ასაკის მატებასთან ერთად იწყება კანის გათხელება.
ვიტაგამა D3 2.000 ს.ე. ვიტამინი D3 NEM მოხმარების წესი
იმისათვის, რომ ხანგრძლივი ვადით ვუზრუნველყოთ ორგანიზმი D ვიტამინით, რეკომენდირებულია მივიღოთ ის რეგულარულად, წელიწადის დროისა და მზის აბაზანების მიუხედავად. რადგან D ვიტამინი როგორც უცხიმო ვიტამინი ცხიმოვან ქსოვილში ინახება, არ არის მისი ყოველდღიური მიღება აუცილებელი.
ვიტაგამა 1 ტაბლეტში შეიცავს 50µგ (2000 ს.ე.) D3 ვიტამინს.
ყოველ მეორე დღეს ვიტაგამას თითო ტაბლეტის მიღება უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმს D ვიტამინით ხანგრძლივი დროით.
ტაბლეტი მიიღეთ სითხესთან ერთად ჭამის დროს, გადაყლაპეთ მთლიანად, არ დაღეჭოთ.
დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა:
შემავსებელი ნივთიერება: მიკროკრისტალური ცელულოზა, D ვიტამინის კონცენტრატი (ჟელატინი, შაქარი, სიმინდის სახამებელი),
სოიოს ზეთი ნაწილობრივ გამკვრივებული, ქოლეკალიფეროლი (D3 ვიტამინი), ანტიოქსიდანტები ალფა ტოკოფეროლი), შემავსებელი ნივთიერება: პოლივინილპიროლიდონი და სილიციუმის დიოქსიდი, სტაბილიზატორი: ტალკი და ცხიმიანიმჟავის მონო- და დიგლიცერიდი, შემავსებელი ნივთიერება: ნატრიუმის კარბოქსიმეთილის ცელულოზა
- გლუტენის და ლაქტოზას გარეშე -
- კონსერვანტების და საღებავების გარეშე -
შენიშვნა:
არ მიიღოთ ჭარბი დოზა. არ მიიღოთ საკვები დანამატი როგორც საკვების შემცვლელი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ პრეპარატი მშალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25 C.