სრ-ინდამედი 1.5მგ #30ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სრ - ინდამედი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): indapamidი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა: დიურეზული საშუალებები
მწარმოებელი კომპანია: ეჯ ფარმა
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გამოშვების ფორმა: 1.5მგ ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
შემადგენლობა
პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ინდაპამიდი 1,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონ K 30, ჰიპრომელოზა, გლიცეროლის დიბეგენატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
აღწერილობა: მრგვალი, ორივე მხრიდან ამოზნექილი თეთრი ფერის ტაბლეტები კომპაქტური და ჰომოგენური სტრუქტურით, გამყოფი ნაჭდევით ერთ მხარეს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სრ-ინდამედი ანტიჰიპერტენზიული, ვაზოდილატაციური და დიურეზული საშუალება არათიაზიდური სულფონამიდების ჯგუფიდან. არღვევს ნატრიუმის იონების რეაბსორბციას თირკმლის მილაკების კორტიკალურ სეგმენტში, რის გამოც იზრდება შარდთან ერთად ნატრიუმისა და ქლორის იონების გამოყოფა, რაც იწვევს დიურეზის გაძლიერებას. პრეპარატი ნაკლებად ზრდის კალიუმისა და მაგნიუმის იონების ექსკრეციას. “ნელი” კალციუმის არხების სელექციური ბლოკირების უნარის გამო პრეპარატი ზრდის არტერიების კედლების ელასტიურობასა და ამცირებს საერთო პერიფერიულ სის-ხლძარღვოვან წინააღმდეგობას. ხელს უწყობს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას. არ ახდენს გავლენას სისხლის პლაზმაში ლიპიდების (ტრიგლიცერიდები, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) შემცველობაზე, ნახშირწყლების ცვლაზე (მათ შორის შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაშიც). ამცირებს სისხლძარღვის კედლის მგძნობელობას ნორადრენალინისა და ანგიოტენზინ-II-ის მიმართ, ახდენს პროსტაგლანდინ E-2-ის სინთეზის სტიმულირებას, ამცირებს თავისუფალი და სტაბილური ჟანგბადის რადიკალების პროდუქციას. ჰიპოტენზიური ეფექტი ვითარდება პირველი კვირის ბოლოს და შენარჩუნება ხდება 24 საათის განმავლობაში ერთჯერადი მიღების ფონზე.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად და მთლიანად იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; ბიოშეღწევადობა მაღალია (93%). საკვების მიღება შეწოვის სიჩქარეს რამდენადმე ანელებს, მაგრამ აბსორბირებული პრეპარატის რაოდენობაზე გავლენას არ ახდენს. ერთჯერადი მიღებისას სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია დაახლობით 12 საათში მიიღწევა. ხელმეორე მიღებისას სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის მერყეობა ორ დოზას შორის ინტერვალში მცირდება. გაწონასწორებული კონცენტრაცია მიიღწევა 7 დღის განმავლობაში რეგულარული მიღებისას. ნახევარგამოყოფის პერიოდი 18 საათს შეადგენს, სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი – 79%. ხასიათდება განაწილების მაღალი მოცულობით. აღწევს ჰისტოჰემატურ ბარიერებში (მათ შორის პლაცენტარულ ბარიერში), აღწევს დედის რძეში. მეტაბოლიზდება ღვიძლში. თირკმლებით გამოიყოფა 60-80 % მეტა-ბოლიტების სახით (უცვლელი სახით გამოიყოფა დაახლოებით 5%), ნაწლავებით – 20%.
ავადმყოფებში თირკმლის უკმარისობით ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება. არ კუმულიდრდება.
ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტენზია.
მიღების წესები და დოზები
სრ-ინდამედი მიიღება შიგნით, უმეტესწილად დილით 1 ტაბლეტი დღეში, გადაყლაპვით, დაღეჭვის გარეშე, წყლის მიყოლებით.
პრეპარატის დოზის მომატება ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს არ აძლიერებს, მაგრამ ზრდის დიურეზულ მოქმედებას.
გამოყენება პედიატრიაში
იმის გამო, რომ პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა კლინიკურად შესწავლილი არ არის, რეკომენდებული არ არის მისი გამოყენება 18 წლამდე ასაკში.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ანორექსია, პირის სიმშრალე, გასტრალგია, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი; შესაძლებელია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება, იშვიათად – პანკრეატიტი.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ასთენია, პარესთეზიები, თავის ტკივილი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიური ჰიპოტენზია, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ჰიპოკალიემია), არითმია, გულისცემის აჩქარება.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ჰემორაგიული ვასკულიტი.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია, სისხლის პლაზმაში შარდოვანას აზოტის მომატება, ჰიპერკრეატინინემია, გლუკოზურია.
სხვა: სისტემური წითელი მგლურას მიმდინარეობის გართულება.
ძალიან იშვიათად: თრომბოციტოპნია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ძვლის ტვინის აპლაზია და ჰემოლიზური ანემია.
უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისა და სხვა სულფონამიდის წარმოებულების მიმართ;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა (ანურიის სტადია);
- ჰიპოკალიემია;
- ღვიძლის გამოხატული უკმარისობა (მათ შორის ენცეფალოპათიით);
- ლაქტოზას აუტანლობა, გალაქტოზემია, გლუკოზის/გალაქტოზის შეწოვის დარღვევის სინდრომი.
ორსულობა და ლაქტაცია
სრ-ინდამედის, როგორც შეშუპებისა და არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო დიურეზული საშუალების დანიშვნა ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს პლაცენტარული იშემია ნაყოფის ჰიპოტროფიის განვითარების რისკით.
სრ-ინამედი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).