ელკოზოლი 20მგ #28ტ

ელკოზოლი 20მგ #28ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: H+ K+ ატფ-აზის ინჰიბიტორები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პანტოპრაზოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 73779
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ელკოზოლი

 

სავაჭრო დასახელება: ელკოზოლი პრეპარატის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: პანტოპრაზოლი

წამლის ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ნაწლავებში ხსნადი ტაბლეტები

შემადგენლობა: აპკიანი გარსით დაფარული ნაწლავებში ხსნადი 1 ტაბლეტი, 20 მგ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:
 ნატრიუმის პანტოპრაზოლი სესკვიჰიდრატი 22,57 მგ, პანტოპრაზოლზე გადაანგარიშებით 20 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის ჰიდროქსიკარბონატი მძიმე 7,53 მგ, მაკროგოლი (პოლიეთილენგლიკოლი) 1,2 მგ, მანითოლი 63 მგ, კალციუმის სტეარატი 1,2 მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური 1 მგ, კროსოვიდონი 20 მგ, ოვიდონი К-30 3,5 მგ;
აპკიანი გარსის შემადგენლობა: ოპადრაი გამჭვირვალე 2,4 მგ (მათ შორის: ჰიდრომელოზა (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა) 1,920 მგ, მაკროგოლი (პოლიეთილენგლიკოლი) 0,48 მგ), აკრილ-იზი მწვანე 8,6 მგ (მათ შორის: მეტაკრილის მჟავის 0,086 მგ, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 0,086 მგ, ნატრიუმის ლაურისულფატი 0,043 მგ, რკინის ოქსიდი ყვითელი 0,06 მგ, საღებავი ინდიგოკარმინი 0,069 მგ, ბრილიანტის ცისფერი 0,026 მგ, ტალკი 1,419 მგ, ტიტანის დოპქსიდი 1,135 მგ). ტრიეთილციტრატი 1 მგ.

აპკიანი გარსით დაფარული ნაწლავებში ხსნადი 1 ტაბლეტი, 40 მგ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის პანტოპრაზოლი სესკვიჰიდრატი 45,14 მგ, პანტოპრაზოლზე გადაანგარიშებით 40 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: 
მაგნიუმის ჰიდროქსიკარბონატი მძიმე 15,06 მგ, მაკროგოლი (პოლიეთილენგლიკოლი) 2,4 მგ, მანიტოლი 126 მგ, კალციუმის სტეარატი 2,4 მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური 2 მგ, კროსოვიდონი 40 მგ, ოვიდონი К-30 7 მგ; აპკიანი გარსის შემადგენლობა: ოპადრაი გამჭვირვალე 4,8 მგ (მათ შორის: ჰიპრომელოზა (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა) 3,84 მგ, მაკროგოლი (პოლიეთილენგლიკოლი) 0,96 მგ), აკრილ-იზი მწვანე 17,2 მგ (მათ შორის: მეტაკრილის მჟავის და ეთილაკრილატის სოპოლიმერი [1:1] 11,352 მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური 0,172 მგ, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 0,172 მგ, ნატრიუმის ლაურისულფატი 0,086 მგ, რკინის ოქსიდი ყვითელი 0,12 მგ, საღებავი ინდიგოკარმინი 0,138 მგ, ბრილიანტის ციცფერი 0,052 მგ, ტალკი 2,838 მგ, ტიტანის დოპქსიდი 2,27 მგ). ტრიეთილციტრატი 2 მგ.

აღწერა:
 მრგვალი, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული მწვანე ან თითქმის მწვანე ფერის ან მწვანე ცისფერი ელფერით ტაბლეტები. განივ ჭრილზე - თითქმის თეთრი ფერის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
 კუჭის ჯირკვლების სეკრეციის დასაქვეითებელი საშუალება - პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი. 

ფარმაკოლოგიური თვისებები ფარმაკოდინამიკა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი (Н+/К+-АТФ-ს). ბლოკავს მარილმჟავას სეკრეციის დასკვნით სტადიას, ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის დაქვეითებით ამგზნების ბუნებაზე დამოუკიდებლად. ანტისეკრეტორული აქტივობა პრეპარატ ელკოზოლის პერორალური მიღების შემდეგ ანტისეკრეტორული ეფექტი დგება 1 სთ შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს 2-4 სთ შემდეგ.
თორმეტგოჯანაწლავის წყლულოვანი დაავადებისას, Helicobacter pylori ასოცირებით, კუჭის სეკრეციის დაქვეითება ზრდის მიკროორგანიზმების მგრძნობელობას ანტიბიოტიკების მიმართ. არ მოქმედებს კუჭნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე. სეკრეტორული აქტივობა ნორმაში მოდის მიღების დასრულებიდან 3-4 დღის შემდეგ. პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორებთან შედარებით პანტოპრაზოლს გააჩნია დიდი ქიმიური სტაბილურობა PH ნეიტრალური მნიშვნელისას და ღვიძლის ოქსიდაზური სისტემასთან ურთიერთმოქმედების ნაკლები პოტენციალი, რომელიც დაკავშირებულია ციტოქრომაზე P450. ამიტომ პანტოპრაზოლი არ ურთიერთმოქმედებს სხვა მრავალ გავრცელებულ პრეპარატებთან.

ფარმაკოკინეტიკა შეწოვა პანტოპრაზოლი სწრაფად შეიწოვება შიგნით მიღების შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში პერორალური მიღებისას მიიღწევა უკვე პირველი დოზის 20 მგ ან 40 მგ შემდეგ. საშუალოდ,  Cmax, რომელიც ტოლია 1,0-1,5 მკგ/მლ, მიიღწევა 2-2,5 სთ შემდეგ დოზირებისთვის 20 მგ, და ტოლია 2,0 – 3,0 მკგ/მლ - 2,5 სთ შემდეგ დოზირებისთვის 40 მგ. მოცემული მაჩვენებელი რჩება მუდმივი პრეპარატის მრავალჯერადი მიღების შემდეგ.
აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 77%. პანტოპრაზოლის საკვებთან ერთად მიღება არ მოქმედებს ფარმაკოკინეტიკური მრუდის "კონცენტრაცია-დრო" ფართობზე (AUc) და Cmax.
განაწილება სისხლის პლაზმის ცილებთან დაკავშირება შეადგენს 98%. განაწილების მოცულობა შეადგენს 0,15 ლ/კგ, კლირენსი - 0,1 ლ/სთ/კგ.
მეტაბოლიზმი მეტაბოლიზდება ღვიძლში. სისხლის პლაზმასა და შარდში ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს დესმეთილპანტოპრაზოლი, კონიუგირებადი სულფატთან. გამოყოფა პანტოპრაზოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდი (Т1/2) შეადგენს 1 სთ, მეტაბოლიტის - 1,5 სთ. გამოყოფის ძირითადი გზა - თირკმელებიდან (დაახლოებით 80%) პანტოპრაზოლის მეტაბოლიტების სახით, არც ისე დიდი რაოდენობით გამოიყოფა ნაწლავებიდან.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტების სხვადასხვა ჯგუფებში
ასაკი: AUC და Cmax არც ისე დიდი მომატება ხანდაზმულ ადამიანებში არ წარმოადგენს კლინიკურად მნიშვნელოვანს.
თირკმლის უკმარისობა:
 პანტოპრაზოლის გამოყენებისას თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები (ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით), დოზის შემცირებას არ საჭიროებს. როგორც ჯანმრთელ პაციენტებში, პრეპარატის ექსკრეცია საკმაოდ სწრაფად ხდება და კუმულაცია არ ხდება.
ღვიძლის უკმარისობა:
 ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებს (კლასი А და В ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) Т1/2 მნიშვნელი იმატებს 3-6 სთ-მდე პანტოპრაზოლის დოზით 20 მგ მიღებისას და 7-9 სთ-მდე პანტოპრაზოლის დოზით 40 მგ მიღებისას. AUC მაჩვენებელი იმატებს 3-5-ჯერ (დოზირებისთვის 20 მგ) და 5-7-ჯერ (დოზირებისთვის 40 მგ).
Cmax იმატებს 1,3-ჯერ (დოზირებისთვის 20 მგ) და 1,5-ჯერ (დოზირებისთვის 40 მგ) ჯანმრთელ პაციენტებთან შედარებით.

გამოყენების ჩვენებები:

  • კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში:
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში), ეროზიული გასტრიტი (მათ შორის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასპ) მიღებასთან დაკავშირებით);
  • მსუბუქი ფორმით გამოხატული გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომების მკურნალობა;
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომი; Helicobacter pylori ერადიკაცია ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციაში.

უკუჩვენება

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე;
  • ნევროზული გენეზის დისპეფსია;
  • 18 წლამდე ბავშვთა ასაკი (უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიაში დადგენილი არ არის);
  • კუჭ_ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი დაავადებები;
  • ერთდროული გამოყენება ატანაზავირთან;
  • Helicobacter pylori ერადიკაცია თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კლირენსის კრეატინინი
  • ძუძუთი კვების პერიოდი.
  • სიფრთხილით ღვიძლის უკმარისობა;
  • ორსულობა ხანდაზმული ასაკი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გართულებების განვითარების რისკის მქონე პაციენტებში და, რომლებიც ღებულობენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ანტირეციდიული მკურნალობის სახით დოზით 20 მგ.

გამოყენება ორსულობისა და ძუძთი კვების პერიოდში პრეპარატი ელკოზოლის ორსულობის დროს გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის სარგებელი აღემატება ნაყოფის შესაძლო პოტენციურ რისკს. ექსპერიმენტალურ კვლევებში დადგენილია, რომ პანტოპრაზოლი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძთი კვება უნდა შეწყდეს.

გამოყენების წესი და დოზები მიიღება შიგნით, ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად გატეხვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის სითხის მიოლებით, ჭამის წინ, ჩვეულებრივ საუზმის წინ. ორჯერადი გამოყენებისას, პრეპარატის მეორე დოზა რეკომენდებულია ვახშმამდე.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ეროზიული გასტრიტი (მათ შორის დაკავშირებული აასპ მიღებასთან). რეკომენდებული დოზა 40-80 მგ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი 2 კვირა.

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას და 4-8 კვირა კუჭის წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ანტირეციდივული მკურნალობა - 20 მგ დღე-ღამეში.
Helicobacter pylori ერადიკაცია
სამმაგი თერაპიის სახით გამოიყენება შემდეგი კომბინაციები:

ელკოზოლი 20-40 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში + ამოქსიცილინი 1000 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში + კლარიტრომიცინი 500 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი 7-14 დღე.

ელკოზოლი 20-40 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში + მეტრონიდაზოლი 500 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში + კლარიტრომიცინი 500 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი 7-14 დღე.

ელკოზოლი 20-40 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში + ამოქსიცილინი 1000 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში + მეტრონიდაზოლი 500 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი 7-14 დღე.

კომბინირებული თერაპიის დასრულების შემდეგ პრეპარატი ელკოზოლი შეიძლება გაგრძელდეს წყლულის შეხორცების მიზნით.

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს პრეპარატ ელკოზოლის მიღება შეიძლება გაგრძელდეს 1-დან 3 კვირამდე.

თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების (კრეატინინის კლირენსი Helicobacter pylori ერადიკაციული თერაპია არ ენიშნებათ.

მსუბუქი ხარისხის გამოხატულობის გასტროეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადების სიმპტომების მკურნალობა (ისეთი, როგორიცაა გულძმარვა, გულისრევა, მჟავე ბოყინი) პრეპარატის რეკომენდებული დოზა - 20 მგ დღე-ღამეში.
სიმპტომების აღმოფხვრაში დადებითი დინამიკის მისაღწევად შეიძლება პრეპარატის მიღება საჭირო გახდეს 2-3 დღის განმავლობაში, მაგრამ სიმპტომების სრულად გასაქრობად პრეპარატის მიღება შეიძლება საჭირო გახდეს 7 დღის განმავლობაში. პირველი 3 დღის განმავლობაში მდგომარეობის გაუარესებისას რეკომენდებულია სპეციალისტის კონსულტაცია.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი რეკომენდებული დოზა 40-80 მგ დღე-ღამეში.

ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებს დოზა უნდა შეუმცირდეთ 40 მგ-მდე 1-ჯერ 2 დღეში. ამ შემთხვევაში საჭიროა სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლების კონტროლი.
ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატებისას, პრეპარატის მირება უნდა შეწყდეს.

ხანდაზმული პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებს. მაგრამ, ხანდაზმულ პაციენტებში დღე-ღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ. გამონაკლისს წარმოადგენს ანტიმიკრობული კომბინირებული თერაპიის გამოყენება Helicobacter pylori მიმართ, როდესაც ხანდაზმულმა პაციენტებმაც უნდა გამოიყენონ პრეპარატი ელკოზოლი 40 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში.

პაციენტები თირკმლის უკმარისობით თირკმლის ფუნქციის მაღალი ხარისხის დარღვევის მქონე (კრეატინინის კლირენსი Helicobacter pylori ერადიკაციული თერაპია ასეთ პაციენტებს არ ენიშნებათ.
პრეპარატი ელკოზოლი არ მიიღება პროფილაქტიკის მიზნით.
გვერდითი მოქმედებები რუსეთის ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაცია გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირეზე:
ძალიან ხშირად - > 1/10 დანიშნულება (> 10%)
ხშირად - > 1/100-დან 1% და < 10%)
არც ისე ხშრად - > 1/1000-დან 0.1% და < 1%)
იშვიათად - > 1/1000-დან 0.01% და < 0.1%)
ძალიან იშვიათად - < 1/10000 დანიშნულება (< 0.01%)
სიხშირე უცნობია შეუძლებელია შეფასება რსებული მონაცემების საფუძველზე. 

დარღვევები სისხლისა და ლიფური სისტემის მხრივ: 
იშვიათად - აგრანულოციტოზი; ძალიან იშვიათად - ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი.

ფსიქიკის დარღვევები: არც ისე ხშრად - ძილის დარღვევა; იშვიათად - დეპრესია, ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, გონების დაბინდვა, განსაკუთრებით ამის მიდრეკილების პაციენტებს, აგრეთვე მოცემული სიმპტომების გაძლიერების შემთხვევებში, თუ პაციენტებს ისინი ადრე აღენიშნებოდათ.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი; არც ისე ხშირად - თავბრუსხვევა; იშვიათად - დისგევზია. დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ: არც ისე ხშრად - მხედველობის დაქვეითება (დაბინდული მხედველობა).

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, დიარეა, გაუვალობა, მეტეორიზმი; არც ისე ხშირად - გულისრევა/ღებინება; იშვიათად - პირის სიმშრალე.

დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლმდენი გზების მხრივ: ძალიან იშვიათად - ღვიძლის პარენქიმის მძიმე დაზიანება, რომელიც იწვევს სიყვითლეს ღვიძლის უკმარისობას ან მის გარეშე.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არც ისე ხშრად - ქავილი და კანის გამონაყარი; ძალიან იშვიათად - ჭინჭრის ციება, ანგიონევროტული შეშუპება, ავთვისებიანი ექსუდატური ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ექსუდატური მრავალფორმიანი ერითემა, ლაიელის სინდრომი, ფოტოსენსიბილიზაცია.

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: იშვიათად - მიალგია. დარღვევები ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათად - ჰიპერლიპიდემია, სხეულის მასის ცვლილება; სიხშირე უცნობია - ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია.

დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: იშვიათად - გინეკომასტია. ზოგადი აშლილობები: არც ისე ხშირად - სისუსტე, მოთენთილობა და შეუძლოობა; ძალიან იშვიათად - პერიფერიული შეშუპებები, სხეულის ტემპერატურის მომატება.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური მონაცემები: იშვიათად - ბილირუბინის შემცველობის მომატება; ძალიან იშვიათად - ღვიძლის ფერმენტების (ასპარტამინოტრანსამინაზის, გამა-გლუტამილტრანსფერაზის) აქტივობის მომატება, ტრიგლიცერიდების შემცველობის მომატება.

ჭარბი დოზირება დღემდე პანტოპრაზოლის გამოყენების შედეგად ჭარბი დოზირების შემთხვევები არ გამოვლენილა.
დოზები, რომლებიც აღემატება 240 მგ ინტრავენურად, შეიყვანებოდა 2 წუთის განმავლობაში და კარგად იქნა გადატანილი. და მაინც, ჭარბი დოზირების შემთხვევაში და მხოლოდ კლინიკური გამოვლინებების არსებობისას, ტარდება სიმპტომატური და მხარდასაჭერი მკურნალობა. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან პანტოპრაზოლის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს პრეპარატების შეწოვა, რომელთა ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია კუჭის PH გარემოზე (მაგალითად, რკინის მარილები, კეტოკონაზოლი, ატაზანავირი). ცნობილია, რომ რიტონავირის აბსორბცია, აგრეთვე დამოკიდებულია PH-ზე. ამიტომ პანტოპრაზოლი რიტონავირთან ერთად გამოიყენება სიფრთხილით, რიტონავირის ბიოშეღწევადობის შესაძლო დაქვეითების გამო. პანტოპრაზოლი, სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებისგან განსხვავებით, შეიძლება დაინიშნოს წამლის უერთიერთმოქმედების რისკის გარეშე:
- გულსისხძარღვთა სისტემის დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ გულის გლიკოზიდებს (დიგოქსინს),კალციუმის "ნელი" არხების ბლოკატორებს (ნიფედიპინი), ბეტა-ადრენობლოკატორებს (მეტოპროლოლს);
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ანტიბიოტიკებს (ამოქსიცილინს, კლარიტრომიცინს);
- პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ პერორალურ კონტრაცეპტივებს;
- პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (დიკლოფენაკი, ფენაზონი, ნაპროქსენი, პიროქსიკამი);
- ენდოკრინული სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ გლიბენკლამიდს, ნატრიუმის ლევოთიროქსინს;
- პაციენტებს შფოთის მდგომარეობებითა და ძილის დარღვევით, რომლებიც ღებულობენ დიაზეპამს;
- პაციენტებს ეპილეფსიით, რომლებიც ღებულობენ კარბამაზეპინსა და ფენიტოინს;
- პაციენტებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ ტრანსპლანტაცია და ღებულობენ ციკლოსპორინს, ტაკროლიმუსს.
არ არსებობს პანტოპრაზოლის ანტაციდურ საშუალებებთან ერთდროული უერთიერთმოქმედების მონაცემები. ვარფარინთან ერთად გამოყენებისას შეიძლება მოიმატოს საერთაშორისო ნორმალიზებული დამოკიდებულება (სნდ), საჭიროა მოცემული მაჩვენებლის კონტროლი.
აღნიშნულია, აგრეთვე წამლის ურთიერთმოქმედების არარსებობა თეოფილინთან, კოფეინთან და ეთანოლთან.
განსაკუთრებული მითითებები საჭიროა ღვიძლის ფერმენტების აქტივობის რეგულარული კონტროლი სისხლის პლაზმაში პრეპარატ ელკოზოლის გამოყენებისას პაციენტებისთვის ღვიძლის მძიმე უკმარისობით, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას. სისხლის პლაზმაში ტრანსამინაზების აქტივობის მომატებისას პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს. პაციენტებმა, რომლებსაც გააჩნიათ გართულებების განვითარების რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და ხანგრძლივად ღებულობენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, პრეპარატი ელკოზოლი დოზით 20 მგ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისთვის უნდა მიიღონ სიფრთხილით.
პრეპარატ ელკოზოლის სიფრთხილით მიღება საჭიროა ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე მეტი ასაკის), რომლებსაც ანაზმნეზში გააჩნიათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, აგრეთვე სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებიდან.
მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ სავალდებულოა ენდოსკოპიური კონტროლი კუჭისა და საყლაპავის ავთვისებიანი დაავადებების არსებობის გამოსარიცხავად, ვინაიდან პრეპარატ ელკოზოლით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს სიმპტომატიკა და გააძნელოს სწორი დიაგნოსტიკა.
კუჭის წვენის მჟავიანობის დაქვეითება ზრდის კუჭში ბაქტერიების რაოდენობას, რომლებიც იწვევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შალმონელლა სპპ. და ჩამპყლობაცტერ სპპ გამოწვეული ინფექციიური დაავადებების განვითარებას.
პანტოპრაზოლი აქვეითებს ვიტამინი B12 შეწოვას ჰიპო- და აქლორგიის გამო.
ეს გასათვალისწინებელია ხანგრძლივი თერაპიისას სხეულის დაბალი მასის მქონე ან ვიტამინი B12 შეწოვის დაქვეითების გაზრდილი რისკის მქონე პაციენტებში. პაციენტები, რომლებშიც მკურნალობამ მიაღწია ეფექტს 4 კვირის განმავლობაში, ექვემდებარებიან გამოკვლევას.
პრეპარატ ელკოზოლის ხანგრძლივი მიღებისას, პაციენტებს ესაჭიროებათ ექიმის რეგულარული დაკვირვება.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობით დაკავების უნარზე საყურადღებოა ის, რომ მკურნალობის დროს შეიძლება განვითარედეს თავბრუსხვევა, რასთან დაკავშირებითაც საჭიროა სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობით დაკავების დროს, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების გაზრდილ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოშვების ფორმა
 აპკიანი გარსით დაფარული ნაწლავებში ხსნადი ტაბლეტები 20 მგ და 40 მგ. 7 ტაბლეტი პოლივინქლორიდის ფირისა და ალუმინის ფოლგის დაბეჭდილ ლაქირებულ კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. 4 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა თოთო 7 ტაბლეტით გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 
2 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი: დსს "კანონფარმა პროდაქშნ", რუსეთი 141100, მოსკოვის ოლქი, ქ. შიოლკოვო, ზარეჩნაიას ქ., ს. 105. სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი: დსს "კანონფარმა პროდაქშნ", რუსეთი პროდუქციის ხარისხის თაობაზე მომხმარებლისგან საქართველოს ტერიტორიაზე პრეტენზიების მიმღები ორგანიზაციის მისამართი შპს "ნიუ ფარმ გრუპი" საქართველო, ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, კორ 2, ბინა 43 ტელ/ფაქსი: +995(32) 210 88 18