ბორაციდი 10მლ #1ფლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ბორაციდი
ყურის წვეთები, 10 მლ
შემადგენლობა:
ხსნარის 100 მლ შეიცავს: მოქმედი ნივთიერებები- ბორის მჟავა 0,23 გ, ტირიფის ქერქის მშრალი ექსტრაქტი 1,18 გ, გლიცერინი 83,02 გ; დამხმარე ნივთიერება- გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბორაციდის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს გამოხატული აქვს ანტისეპტიკური, ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ასევე - დამარბილებელი, შეშუპების საწინააღმდეგო და გამოშრობის ეფექტი. ბორაციდის ყურის წვეთები ჩაწვეთებისას თხელი ფენის სახით ამოფენს გარეთა სასმენ მილს და უზრუნველყოფს ეპითელიუმის როგორც დაცვას და აღდგენას, ასევე გაწმენდას. ბორაციდის გამომშრობი ეფექტი უზრუნველყოფს გარეთა სასმენ მილში არსებული უცხო სხეულის (მაგალითად გოგირდის საცობი) დიამეტრის შემცირებას, ხოლო მისი დამარბილებელი ეფექტი აიოლებს სასმენი მილის გასუფთავებას უცხო სხეულებისგან, სიმშრალის დროს კი - გოგირდის ნარჩენებისგან.
ბორაციდის გამოყენება ეფექტურია გრეთა ოტიტების დროს, როდესაც დარღვეული არ არის დაფის აპკის მთლიანობა (მათ შორის დიფუზური ოტიტის და გარეთა სასმენი მილის ეგზემის დროს).
გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:
- გარეთა სასმენი მილიდან უცხო სხეულის (მათ შორის გოგირდის საცობის) ამოსაღებად ინიშნება - 1-2 დღის განმავლობაში:
- 2-6 წლამდე - 3-4 წვეთი 3-ჯერ დღეში,
- 6-12 წლამდე - 4-5 წვეთი 3- ჯერ დღეში,
- 12-18 წლამდე - 5-6 წვეთი 3-ჯერ დღეში,
- 18 წლის ზევით - 5-6 წვეთი 3-ჯერ დღეში.
- დაფის აპკის დარღვევის გარეშე მიმდინარე ოტიტის დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს:
- 2-6 წლამდე - 2-3 წვეთი 3- ჯერ დღეში,
- 6-12 წლამდე -3-4 წვეთი 3 -ჯერ დღეში,
- 12-18 წლამდე - 3-4 წვეთი 3- ჯერ დღეში,
- 18 წლის ზევით - 3-4 წვეთი 3-ჯერ დღეში.
განსაკუთრებული მითითება:
პრეპარატი სადღეღამისო მაქსიმალურად გამოყენებად დოზაში შეიცავავს 1 მგ ბორზე ნაკლებს
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ბორის ეს რაოდენობა არ ახდენს გავლენას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუ პრეპარატი გამოყენებული იქნება ექიმის ან ფარმაცევტის მიერ რეკომენდებული დოზირების რეჟიმით.
შენახვის პირობები:
პრეპარატი შეინახეთ თავის კოლოფში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 250C.
გამოშვების ფორმა:
ბორაციდი, ყურის წვეთები 10 მლ, პოლიეთილენის ფლაკონში აპლიკატორით.
მწარმოებელი:
S.C. Biofarm S.A., Logofatul
Tautu St. No. 99, District 3, 031212
Bucharest, Romania