როდასკონი 0.05გ #20ტ

როდასკონი 0.05გ #20ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: როდოლია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 7355
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

როდასკონი
 
 
შემადგენლობა:
ვარდისფერი როდიოლას მშრალი ექსტრაქტი   0.05 გრ.
(შეიცავს ორგანულ მჟავებს, ეთერზეთებს, პ-თიროზოლს, რადიოლიზიდს).

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მცენარეული ადაპტოგენი.
როდასკონი იცავს ორგანიზმს კლიმატის, დღის რითმის და ტემპერატურის სწრაფი ცვლილებისას, ხელს უწყობს ორგანიზმის რეზისტენტობის ამაღლებას გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ.

ჩვენებები:
• ასთენიური და ნევროზული მდგომარეობა;
• ყურადღების, კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითება;
• ხანგრძლივი დაავადებების შემდგომი აღდგენითი პერიოდი;
• ალკოჰოლიზმის კომპლექსური მკურნალობა;
• პოსტოპერაციული და რეკონვალესცენციის პერიოდში კომპლექსური მკურნალობის დროს;
• გადატანილი ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების შემდგომ პერიოდში;

უკუჩვენება:
ორსულობა, ჰიპერტონული კრიზი, ბავშვთა ასაკი, აგზნებული მდგომარეობა. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული დღის მეორე ნახევარში.

გვერდითი მოვლენები:
ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება აგზნება, უძილობა, თავის ტკივილი, ჰიპერტონია.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში 2-3 ტაბლეტი დღის პირველ ნახევარში ჭამის წინ 2-3 კვირის განმავლობაში.
მძიმე ფიზიკური დატვირთვისას 2-4 ტაბლეტი დატვირთვამდე 30 წუთით ადრე.

შენახვის ვადა და პირობები:

3 წელი. ინახება ბნელ, გრილ ადგილას.
 
მწარმოებელი:
ს.ს. “ჯორჯიან ფარმაცევტიკალ გრუპ”-ი
ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 41
ტელ.: +995(32) 395846