კარბაპინი(კარბამაზეპ)200მგ#50ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
კარბაპინი
CARBAPIN
გენერიული დასახელება:
Carbamazepine
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება
კარბამაზეპინი-200მგ;
ფორმა:
ტაბლეტები 200მგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალება
ჩვენება:
ეპილეფსია: (დიდი, ფოკალური, შერეული გულყრები; კომპლექსური სიმპტომატოლოგიით მიმდინარე ფოკალური ეპილეფსიური გულყრები, გენერალიზებული ტონურ-კლონური ეპილეფსიური გულყრები, ეპილეფსიის შერეული ფორმები).
გაფანტული სკლეროზის დროს სამწვერა ნერვის ესენციური ნევრალგია,
ესენციური გლოსოფარინგული ნევრალგია;
ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი;
უშაქრო დიაბეტი;
ტკივილით მიმდინარე დიაბეტური ნეიროპათია;
მანიაკალური სინდრომი, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის გამწვავების პროფილაქტიკა.
წინააღმდეგჩვენება:
ძვლის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დაავადებები; გულის გამტარებლობის დარღვევა, მომატებული მგრძნობელობა კარბამაზეპინის ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მიმართ; მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება; ჰემატოლოგიური დაავადებები; ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები; გულის უკმარისობა; ნატრიუმის ცვლის დარღვევა; გლაუკომა; პროსტატიტი.
სიფრთხილე:
პრეპარატის გამოყენება ატიპიური ან გენერალიზებული მცირე ეპილეფსიური გულყრების დროს ნებადართული არ არის.
კარბაპინის დანიშვნა პროფილაქტიკის მიზნით სამწვერა ნერვის ნევრალგიის რემისიის ხანგრძლივი პერიოდების დროს ნებადართული არ არის.
კარბაპინით მკურნალობის პროცესში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის სისტემატური კონტროლი.
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავტოტრანსპორტის მძღოლებს და იმ პირებს, რომელთა მუშაობა მანქანა დანადგარებთან მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
მკურნალობის პერიოდში საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან თავის შეკავება.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის. ამ დროს კარბაპინის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებების მიხედვით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
კარბაპინის კომბინაციით ფენიტოინთან, ფენობარბიტალთან, ჰიდანტოინთან, ვალპროის მჟავასთან და ვალპროატებთან, ბარბიტურატებთან, ღვიძლის მიკროსომული ფერმენტული სისტემის ინდუცირების გზით ძლიერდება მათი მეტაბოლიზმი. ამ შემთხვევაში მკურნალობის სწორად ჩატარების მიზნით დოზების განსაზღვრისათვის აუცილებელია სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციების მონიტორინგი. კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს აფერხებს პროპოქსიფენი, ერითრომიცინი, რაც იწვევს კარბაპინის ტოქსიურობის გაძლიერებას. კარბაპინი აძლიერებს ქსანტინების ღვიძლისმიერ მეტაბოლიზმს, რის გამოც იზრდება თეოფილინის კლირენსი. ღვიძლის მიკროსომული ფერმენტული სისტემის ინდუქციით და მეტაბოლიზმის გაძლიერებით ადგილი აქვს ანტიკოაგულანტების მოქმედების ეფექტის შემცირებას. ამ შემთხვევაში დოზების განსაზღვრის მიზნით აუცილებელია პროთრომბინის დროის მონიტორინგი. კარბაპინი ამცირებს კორტიკოსტეროიდების მოქმედების ეფექტს.
ანტიდეპრესანტები-ტრიციკლური ან ლოქსაპინი, მაპროტილინი ან ჰალოპერიდოლი, ფენოთიაზიდები და თიოქსანტენები აძლიერებენ კარბაპინის ცენტრალურ დეპრესიულ ეფექტებს, ამცირებენ მის კრუნჩხვების საწინააღმდეგო აქტივობას, ამ დროს შესაძლებელია ანტიქოლინერგული ეფექტების გაძლიერება. კარბაპინის აცეტამინოფენის კომბინაციით იზრდება ჰეპატოტოქსიურობის რისკი. იზრდება ასევე ციმეტიდინის ტოქსიური მოქმედება. პრეპარატის კომბინაციით დილთიაზემთან, ვერაპამილთან ესტროგენულ პრეპარატებთან, კონტრაცეპტივებთან იზრდება კარბაპინის ტოქსიური მოქმედების ეფექტი.
კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტის შემცირების გამო კარბაპინის კომბინაცია მაო-ს ინჰიბიტორებთან, ფურაზოლიდონთან, ფენობარბიტალთან და ჰექსამიდინთან რეკომენდებული არ არის.
გვერდითი მოქმედება:
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა, გადაღლილობა, თავის ტკივილი, დიპლოპია, აკომოდაციის დარღვევა, იშვიათად-კუნთების კრუნჩხვები, ნისტაგმი, ერთეულ შემთხვევებში-გემოს შეგრძნების დარღვევა, ბროლის შემღვრევა, კონიუნქტივიტი, ყურებში შუილი, მეტყველების დარღვევა, პერიფერიული ნევრიტი, პარესთეზიები, კუნთების სისუსტე, პარეზები, ჰალუცინაციები, მადის დაკარგვა, აგზნება, აგრესიულობა, მღელვარება, ფსიქოზების გააქტიურება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, იშვიათად-პირის სიმშრალე, დიარეა, ყაბზობა, ერთეულ შემთხვევებში-ტკივილი მუცლის არეში, გლოსიტი, სტომატიტი.
ალერგიული და დერმატოლოგიური რეაქციები: ურტიკარია, იშვიათად-ერითროდერმია, ექსფოლიატიური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მგლურას მსგავსი სინდრომი, სისტემური რეაქციები, ერთეულ შემთხვევებში-ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი, კანის პიგმენტაციის დარღვევა, გაძლიერებული ოფლდენა, თმის ცვენა, მულტიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა პურპურა, ასეპტიური მენინგიტი, ანაფილაქსიური რეაქციები.
სისხლის სურათის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, იშვიათად-ლეიკოციტოზი, ერთეულ შემთხვევებში-აგრანულოციტოზი, აპლასტური ანემია, მეგალობლასტური ანემია, ფოლის მჟავას დეფიციტი, ჰემოლიზური ანემია, მწვავე ხანგამოშვებითი პორფირია, რეტიკულოციტოზი.
ღვიძლის მხრივ: ხშირად-გამა-გლუტამილ ტრანსფერაზას მაჩვენებლის მომატება, ერთეულ შემთხვევებში-ტუტე ფოსფატაზას, ტრანსამინაზების აქტივობის მაჩვენებლების მომატება, იშვიათად-სიყვითლე, ჰეპატიტი (ქოლესტაზური, პარენქიმატოზური ან შერეული); ერთეულ შემთხვევებში-გრანულომატოზური ჰეპატიტი.
ენდოკრინული სტატუსის მხრივ: შეშუპებები, სითხის შეკავება, სხეულის წონის მომატება, ჰიპონატრიემია, პლაზმის ოსმოლარობის დაქვეითება, ერთეულ შემთხვევებში-გინეკომასთია, გალაქტორეა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება ( T 4 T 3 დაქვეითება, თირეოტროპული ჰორმონის პროდუქციის მომატება), ძვლის ქსოვილში მეტაბოლიზმის დარღვევა, ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების რაოდენობის მომატება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად-გულის გამტარებლობის დარღვევა, ერთეულ შემთხვევებში- ბრადიკარდია, არითმიები, AV ბლოკადა ცნობიერების დაკარგვით, კოლაფსი, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, გულის იშემიური დაავადების გამწვავება, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლიები.
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში-ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის ფუნქციის უკმარისობა, პოლიურია, ოლიგურია, იმპოტენცია
მიღების წესი და დოზირება:
კარბამაზეპინით მკურნალობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.
ეპილეფსიის დროს ინიშნება საწყისი დოზით 100-200მგ 1-2-ჯერ დღეღამეში და გრძელდება თანდათან დოზის მომატებით (არა უმეტეს 200მგ-სა დღეღამეში ერთი კვირის განმავლობაში), რომელიც იძლევა ოპტიმალური სამკურნალო ეფექტის მიღწევის საშუალებას. საშუალო შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 0.8-1.2გ-ს 3-4-ჯერად მიღებაზე.
როგორც ანტიფსიქოზური საშუალება:
ეპილეფსიის დროს რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 100-200მგ-ს 1-2-ჯერ დღეღამეში, აღნიშნულ ყოველდღიურ დოზას თანდათან ზრდიან კვირის განმავლობაში არა უმეტეს 200მგ-მდე დღეღამეში სასურველი თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. ეფექტურ შემანარჩუნებელ დოზას შეადგენს 0.8-1.2გ 3-4-ჯერად მიღებაზე დღეღამეში.
ფსიქოზების დროს დასაწყისში ინიშნება 200-400მგდღეღამეში, რომელსაც აუცილებლობის შემთხვევაში თანდათან ზრდიან მაქსიმალურ დოზამდე-1.6გ დღეღამეში კლინიკური ეფექტების შესაბამისად.
სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 200-400მგ-ს 2-3 მიღებაზე დღეღამეში, დოზის გაზრდა ხდება თანდათან ტკივილის სინდრომის სრულ კუპირებამდე (საშუალოდ 200მგ 3-4-ჯერ დღეღამეში). შემდგომ ხდება დოზის თანდათან შემცირება მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.
ალკოჰოლური სასმელებისაგან თავის შეკავების სინდრომის დროს საშუალო დოზა შეადგენს 200მგ 3-ჯერ დღეღამეში.
ჰიპოფიზური დიაბეტის დროს საშუალო დოზა მოზრდილებში შეადგენს 600-800მგ 3-4-მიღებაზე დღეღამეში.
დიაბეტით გამოწვეული ალგიური მდგომარეობა ნეიროპათიის ფარგლებში.
საშუალო ყოველდღიური დოზა შეადგენს 200მგ 2-4-ჯერ დღეღამეში.
ბავშვებში პრეპარატის დოზები შემდეგია:
4-12 თვის-0.1-0.2გდღეღამეში დაყოფილი ორ ან სამ მიღებაზე
1-5 წლის-0.2-0.4გდღეღამეში დაყოფილი ორ ან სამ მიღებაზე
6-10 წლის-0.4-0.6გდღეღამეში დაყოფილი ორ ან სამ მიღებაზე
11-15 წლის-0.6-1გდღეღამეში დაყოფილი ორ ან სამ მიღებაზე.
4 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 20-60მგ-ს დღეღამეში მისი შემდგომი გადიდებით. ბავშვებს 4 წლის ასაკის ზემოთ ენიშნებათ 100მგ დღეღამეში, შემდგომში ხდება დოზის თანდათან გადიდება.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: სტუპორი, კომა, კრუნჩხვები, გაღიზიანებადობა, სუნთქვის დამბლა, ანურია, ოლიგურია, შარდის რეტენცია, კარდიოვასკულური ეფექტები, ტაქიკარდიის ჩათვლით, კუნთოვანი სპაზმი, ატეტოზური მოძრაობები, ოპისტოტონუსი, მიდრიაზი.
მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის და საფაღარათო საშუალებების მიღება.
შენახვის ვადა:
5 წელი
შენახვის პირობები:
15-25ºC ტემპერატურაზე.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
შეფუთვა:
N50 ტაბლეტი, 200მგ
მწარმოებელი:
“HEMOPHARM ”
იუგოსლავია