სერპენს უნო N #30 კაფს

სერპენს უნო N #30 კაფს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 73096
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

 

სერპენს უნო N კაფსულები

პალმა, ჭინჭარი, ლიკოპენი

საკვები დანამატი

 

 

სერპენს უნო N კაფსულის შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს: 320მგ პალმის ნაყოფის წყალსპირტოვან ექსტრაქტს(სიმინდისაგან მიღებული მალტოდექსტრინის ფუძეზე) 45% ცხიმის მჟავებთან კომბინაციაში,

60 მგ ჭინჭრის ფესვების წყალსპირტოვანი ექსტრაქტი 9-12:1(სიმინდისაგან მიღებული მალტოდექსტრინის ფუძეზე) 0,8% ბ–სიტოსტეროლით,

20მგ ლიკოპენი,

ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები(შეწებების საწინააღმდეგო აგენტები),მყარი ჟელატინის კაფსულა(ჟელატინი, წითელი საღებავი 4R).

 

როგორ მოქმედებს სერპენს უნო N კაფსულა?

სერპენს უნო N კაფსულა მცენარეული ექსრაქტების  კომბინაციაა, რომლის ბიოაქტიური კომპონენტები განაპირობებს პროსტატის სიჯანსაღეს და ამცირებს შარდვას დღე–ღამის განმავლობაში.

ჯუჯა პალმის ნაყოფის ექსტრაქტი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, ბეტა–სიტოსტეროლით, ფლავონოიდებით, პოლისაქარიდებით. იგი ამცირებს პროსტატის მოცულობის მომატებით გამოწვეულ დიზურიულ მოვლენებს: გახშირებულ შარდვას, მოშარდვის იმპერატიულ სურვილს და ზოგჯერ შარდვის შეუძლებლობას. იგი ამცირებს შარდვის მოთხოვნილებას ღამის განმავლობაში და ამასთან ერთად ზრდის დღის განმავლობაში გამოყოფილი შარდის მოცულობას, ასტიმულირებს შარდის ბუშტის სრულყოფილ დაცლას.  სხვადასხვა კვლევების მონაცემების მიხედვით, პალმის ნაყოფის ეფექტურობა ვლინდება მისი მიღებიდან 1–2 თვის შემდეგ.

 

ჭინჭრის მშრალი წყალ–სპირტოვანი ექსტრაქტი პროსტატსპეციფიკური ლექტინის საშუალებით ზრდის შარდის გამოყოფას, აუმჯობესებს შარდ–სასქესო ტრაქტის ფუნქციონირებას.

 

ლიკოპენი ნატურალური ანტიოქსიდანტია, რომელიც ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. იგი იცავს პროსტატის ჯირკვალს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან, ამცირებს ქსოვილების გადაგვარებას და ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

 

სერპენს უნო N კაფსულა მასში შემავალი ექსტრაქტების სინერგული ბიოაქტიური მოქმედების შედეგად უზრუნველყოფს შარდის უმტკივნეულო გამოყოფას, ხსნის შარდის ბუშტის არასრულყოფილი დაცლის შეგრძნებას და ზრდის პოტენციას.

 

როგორ გამოიყენება სერპენს უნო N კაფსულა?

რეკომენდებული დღიური დოზა მოზრდილების  და ასაკოვანი პაციენტებისათვის შეადგენს 1 კაფსულას დღეში ერთხელ საკვების მიღებამდე დღის ერთსა და იმავე დროს. რეკომენდებულია მისი მიღება ხანგრძლივად 3–6 თვის განმავლობაში. კაფსულა მიიღება მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.

 

რა გამაფრთხილებელი ზომებია მისაღები სერპენს უნო N კაფსულის მიღებისას?

არ მიიღება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობის დროს.

არ შეიძლება პრეპარატის მიღება უზმოდ, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს გულისრევის შეგრძნება.

 

რეკომენდაციები და სპეციალური გაფრთხილება:

გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას.

შეინახეთ ბავშვებისაგან და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ 250 c –ზე დაბალ ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში.

არ გადააჭარბოთ დღიურად რეკომენდებულ დოზას.

არ მიიღოთ რომელიმე კომპონენტზე მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

პროდუქტი საკვები დანამატია და არ ცვლის მრავალფეროვან და ბალანსირებულ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

 

შეფუთვა: 30 კაფსულა კოლოფში.

მწარმოებელი: პოლისანო

მისამართი: 156 ალბა იულიას გზატკეცილი, 550052 სიბიუ, რუმინეთი

დისტრიბუტორი: ავერსი–ფარმა. საქართველო. თბილისი. აღმაშენებლის 148