ვასკლორი8% 22.5გ ვაგ.გელ+15აპლ

ვასკლორი8% 22.5გ ვაგ.გელ+15აპლ

59.71 ლარი
ქვეყანა: საბერძნეთი
მწარმოებელი: ვერისფილდი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პროგესტერონი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 73050
გააზიარე:

პროგესტერონი
ვაგინალური გელი 8% წ/წ
პაციენტის საინფორმაციო ბროშურა
1. ფარმავეტული პროდუქტის განსაზღვრება
1.1 დასახელება: ვასკლორი
1.2 შემადგენლობა, აქტიური ნივთიერება: პროგესტერონი. ექსციპიენტები: გლიცეროლი, მსუბუქი თხევადი პარაფინი, პალმის გლიცéრიდო ჰიდროგენიზებული ზეთი, კარბომერი 974 P, სორბინის მჟავა, პოლკარბოფილი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
1.3 ფარმაცევტული ფორმა: ვაგინალური გელი
1.4 აქტიური ნივთიერების შემადგენლობა: გელის ყოველი გრამი შეიცავს 80მგ პროგესტერონს.
1.5 აღწერა-შეფუთვა: გელი შეფუთულია ალუმინის ტუბში პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით. ყოველი ტუბი შეიცავს 22,5გ გელს და ახლავს 15 ერთჯერადი აპლიკატორი.
1.6 ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვასკლორი არის ჰორმონული საშუალება, რომელიც შეიცავს ქალის ჰორმონებს.
1.7 სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: VERISFIELD (UK) Ltd.
1.8 მწარმოებელი: HELP A.B.E.E.
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატზე, რომელიც ექიმმა დაგინიშნათ
2.1 ზოგადი ინფორმაცია: ვასკლორი ვაგინალური გელი შეიცავს პროგესტერონს, ნივთიერებას, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ქალის ჰორმონები.
2.2 ჩვენება: ციკლის არაადექვატური ლუთეინური ფაზის მკურნალობა. ინ-ვიტრო განაყოფიერების ასისტირება ლუთეინური ფაზის უკმარისობის შემთხვევებში.
2.3 უკუჩვენება: არადიაგნოსტირებული ვაგინალური სისხლდენა. ჰიპერტენზია, ღვიძლის უკმარისობა, დიაგნოსტირებული ორსულობის ტესტი, აბორტის რეციდივი. ძუძუს ან გენიტალური კიბო თუ ეს არ არის თერაპიის ნაწილი. თრომბოფლებიტი ან თრომბოემბოლური მდგომარეობა ამჟამად ან წარსულში. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტის მიმართ.
2.4 სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას: პრეპარატის მიღებამდე და მიღების დროს რეგულარული ინტერვალით საჭიროა სარძევე ჯირკვლის და გენიტალიების გამოკვლევა. თუ მკურნალობა ქრონიკულია უნდა გამოირიცხოს ნეოპლაზია.
საჭიროა იმ პაციენტებზე დაკვირვება, რომლებსაც აღენიშნებათ ეპილეფსია, შაკიკი, ასთმა, გულის ან თირკმლის უკმარისობა და სხვა მდგომარეობები, რომელბიც შეიძლება გაუარესდეს სითხის შეკავებით.
საჭიროა დეპრესიით დაავადებული ან ანამნეზში დეპრესიის მქონე პაციენტების მონიტორინგი და მკურნალობა უნდა მოიხსნას დაზიანების ან სიმპტომების რეციდივის შემთხვევაში.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში საჭიროა რეგულარული მონიტორინგი რადგან შეიძლება საჭირო იყოს ანტიდიაბეტური მკურნალობის შეცვლა.
სიფრთხილეა საჭირო თრომბოზის ნიშნების და სიმპტომების გამოსავლენად. სისხლდენის შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაფუნქციური მიზეზები.
უნდა გაითვალისწინონ და საჭიროების შემთხვევაში უნდა უმკურნალონ პროგესტერონით ხანგრძლივი მკურნალობის შედეგს ჰიპოფიზზე, საკვერცხეზე, თირკმელზედა ჯირკვალზე, საშვილოსნოზე და ღვიძლზე.
პროგესტერონით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს მენოპაუზის დადგომა.
ორსულობა: როდესაც პრეპარატი იხმარება ინ-ვიტრო განაყოფიერების ასისტირებისთვის, მისი გამოყენება შეიძლება ორსულიბის დადგომის შემდეგაც.
ლაქტაცია: პროგესტერონი გამოიყოფა ლაქტატში და მისი გამოყენება ლაქტაციის დროს რეკომენდებული არ არის.
გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოეყნების უნარზე: მოსალოდნელი არ არის, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღინიშნება ძილიანობა. ამ შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე.
2.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები: პროგესტერონის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემთხვევები, რომლებსაც აქვს კლინიკური მნიშვნელობა, ცნობილი არ არის.
შეიძლება იმოქმედოს ღვიძლის ბიოქიმიის შედეგზე, კოაგულაციის ვჳჳ, ვჳჳჳ, ჳხ, ხ ფაქტორებზე, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე და მეტირაპონის ტესტზე.
2.6 დოზირება და მიღების მეთოდი: ინტრავაგინალური გამოყენებისთვის. გელის ერთი ინტრავაგინალური გამოყენება ყოველ მეორე დღეს, პასუხის შესაბამისად რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. არაადექავტური ლუთეიური ფაზის პერიოდია ციკლის ბოლო 12 დღე.
როდესაც ვასკლორი გამოიყენება ინ-ვიტრო განაყოფიერების ასისტირებისთვის, გელი ვასკლორი 8% გამოიყენება დღეში ერთხელ და 30 დღის განმავლობაში, სანამ ორსულობა არ დადასტურდება ლაბორატორიული ტესტებით.
არ გამოიყენება ბავშვებში.
ვასკლორი შეყავთ პირდაპირ ვაგინაში სპეციალურად შექმნილი აპლიკატორით.
გამოყენების მეთოდი:
1. მოახრხნეთ ტუბს თავსახური და გახსენით თავსახურის საპირისპირო მხარის დახმარებით.
2. მიახრახნეთ აპლიკატორი ტუბს და გადააბრუნეთ უკუღმა, დგუში მიაჭირეთ წერტილს სადაც დახვდება წინააღმდეგობა.
3. აავსეთ აპლიკატორი ტუბზე დაჭერით.
4. მოაშორეთ აპლიკატორი ტუბს და მოათავსეთ ღრმად ვაგინაში, იჯექით ან იწექით მუხლებში მოხრილ მდგომარეობაში.
5. შემყვანის შიგთავსი დგუშით გამოდევნეთ. მოაშორეთ აპლიკატორი და გადააგდეთ.
ვასკლორი ამოფენს საშოს ლორწოვანს და უზრუნველყოფს პროგესტერონის ხანგრძლივ გამოყოფას.
2.7 რა უნდა იცოდეთ თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება: თუ დაგავიწყდათ ვასკლორის გამოყენება დოზირების დღეს, გამოიყენეთ მეორე დღეს და მკურნალობა განაგრძეთ ჩვეული სქემით.
2.8 არასასურველი ეფექტები: გასტროინტესტინური დარღვევები, გემოვნების დარღვევები, სხეულის მასის ზრდა ან შემცირება, სითხის შეკავება, ედემა, კანის პიგმენტაცია, ქლოაზმა, აკნე, კანის ალერგიული გამონაყარი, ბუშტუკები, თმის ცვენა, ჰირსუტიზმი, მკერდის ტკივილი, გინეკომასტია, სექსუალური აქტივობის დარღვევები, დეპრესია, დაღლილობა, ძილიანობა ან უძილობა, ცხელება, თავის ტკივილი, პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომები, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, იშვიათად ანაფილაქსია ან ანაფილაქსიური რეაქციები, ღვიძლის ბიოქიმიის დარღვევები, იშვიათად სიყვითლე, სისხლის ლიპიდების მომატება, მასკულინიზაცია მდედრობითი ან მამრობითი ნაყოფის ჰიპოსპადია, განსაკუთრებით ნორ-ტესტოსტერონის დეერივატებით გამოწვეული. თრომბოემბოლური მოვლენები - (თრომბოზი, ემბოლია, ინსულტი, პაპილედემა), განსაკუთრებით ესტროგენებთან ომბინაციაში მიღებისას.
2.9 დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია პროგესტერონის ფარმაკოლოგიური ეფექტების გაძლიერება და სიმპტომური მკურნალობა.
2.10 პროდუქტის ვარგისობის ვადა: ვასკლორი არ უნდა გამოიყენონ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
2.11 სპეციალური უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის: პროდუქტი ინახება ოთახის ტემპერატურაზე ≤25°C.
3. ინფორმაცია მედიკამენტების რაციონალური გამოყენებისთვის
• ექიმმა ეს მედიკამენტი დაგინიშნათ უშუალოდ თქვენ სპეციფიკური სამედიცინო მიზნისთვის. არ უნდა გადასცეთ ის სხვას და არ უნდა გამოიყენოთ სხვა მიზნით ექიმის კონსულტაციის გარეშე.
• თუ მკურნალობის დროს პრეპარატთან დაკავშირებით ჩნდება პრობლემა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
• თუ მედიკამენტთან დაკავშირებით გაქვთ კითხვები ან გჭირდებათ მეტი ინფორმაცია თქვენი სამედიცინო მდგომარეობის შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• მედიკამენტის ეფექტურობის და უსაფრთხოებისთვის უნდა დაიცვათ გამოყენების ინსტრუქცია
• უსაფრთხოების და თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ინფორმაციის გაცნობა ყველა მედიკამენტზე, რომელიც დაგენიშნათ.
• არ შეინახოთ წამლები აბაზანაში რადგან სითბომ და ტენიანობამ შეიძლება დააზიანოს და ჯანმრთელობისთვის მავნე გახადოს.
• არ შეინახოთ არასაჭირო და ვადაგასული მედიკამენტები
• მეტი უსაფრთხოებისთვის ყველა წამალი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
4. ლეგალური კატეგორია: მედიკამენტი გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.
ვერისფილდი
შ.პ.ს. ვერისფილდი (გაერთიანებული სამეფო), ჩარლტონის ქუჩა 41, ნვ1 1ჯდ, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
საბერძნეთის ნაწილი: 8 ვირონსის ქუჩა, 152 31 ჰალანდრი,
ტელ. 210 74 75 196/ფაქსი 210 74 75 197/ელ ფოსტა [email protected] / www.verisvfield.gr

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (80 აფთიაქი)

ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2025-11-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2025-11-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2025-11-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2025-11-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2025-11-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2025-11-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2025-11-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2025-11-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2025-11-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2025-11-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2025-11-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2025-11-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2025-11-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2025-11-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2025-11-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2025-11-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2025-11-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2025-11-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2025-11-01

რეგიონი (46 აფთიაქი)