ნავაგრა 100მგ #4ტ
გააზიარე:
ნავაგრა 100
(Navagra 100)
გენერიული დასახელება: სილდენაფილის ციტრატი ტაბლეტები 100 მგ
შემადგენლობა:
ყოველი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
სილდენაფილის ციტრატს რაც 100 მგ სილდენაფილის ექვივალენტურია
დამხმარე ნივთიერებები ...... q.s.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფოსფოდიესტერაზა ტიპი 5-ის (PDE-5) ინჰიბიტორი.
სილდენაფილი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სილდენაფილს (ციტრატის სახით), რომელიც მიეკუთვნება ფოსფოდიესტერაზა ტიპი 5-ის (PDE-5) ინჰიბიტორების ჯგუფს. იგი ხელს უწყობს სასქესო ორგანოს სისხლძარღვების მოდუნებას, რომელიც საშუალებას აძლევს სისხლის მოძრაობას სასქესო ორგანოში ერექციისას. ეს პრეპარატი დაგეხმარებათ მხოლოდ ერექციის მისაღწევაში, თუ ხართ სექსუალურად სტიმულირებული.
ფარმაკოდინამიკა:
მოქმედების მექანიზმი: სილდენაფილის ციტრატი მუშაობს ფერმენტულ დონეზე. იგი თრგუნავს ფერმენტ ფოსფოდიესტერაზა ტიპი 5 (PDE-5)-ს, რაც რაც ბუნებრივად გვხვდება ერექციულ ქსოვილში. ფოსფოდიესტერაზა ტიპი 5 (PDE-5) იშლება სხეულში ქიმიურად ცნობილ გუანოზინ მონოფოსფატის (GMP) ციკლის სახით. ციკლური გუანოზინ მონოფოსფატი წარმოიქნება სქესობრივი აღგზნების დროს და იწვევს კუნთოვან და სისხლძარღვოვან ცვლილებებს.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა:
სილდენაფილი სწრაფად შეიწოვება. უზმოზე, პერორალური გზით მიღებისას პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 30-120 წუთში (საშუალოდ 60 წუთში). საშუალო პერორალური ბიოშეღწევადობა შეადგენს 41%-ს (მერყეობს 25-63%-მდე). სილდენაფილის პერპრალური გზით მიღების შემდეგ AUC და Cmax იზრდება დოზის პროპორციულად, რეკომენდებული დოზის მირებისას (25-100 მგ).
სილდენაფილის საკვებთან ერთად მიღებისას მცირდება შეწოვის სიხშირე და საშუალო tmax შეადგენს 60 წუთს, ხოლო Cmax საშუალოდ მცირდება 29%-თ.
განაწილება:
სილდენაფილის განაწილების მოცულობა (Vd) წონასწორულ მდგომარეობაში საშუალოდ 105 ლ-ს შეადგენს, რაც ქსოვილში მის განაწილებაზე მიუთითებს. ერთჯერადად 100 მგ დოზის პერორალურად მიღების შემდეგ, სილდენაფილის საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 440 ნგ / მლ-ს (CV 40%). ვინაიდან სილდენაფილი (და მისი მთავარი მოცირკულირე N- დესმეთილ მეტაბოლიტი) 96%-თ უკავშირდება პლაზმის ცილებს, ეს იწვევს 18 ნგ / მლ სილდენაფილის (38 ნმ) საშუალო მაქსიმალური თავისუფალი პლაზმური კონცენტრაციის მიღებას. ცილებთან კავშირი დამოუკიდებელია წამლის საერთო კონცენტრაციისაგან.
ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც ღებულობდნენ სილდენაფილს (100 მგ ერთჯერადი დოზა), მიღებული დოზის 0.0002% -ზე (საშუალოდ 188 ნგ) ნაკლები ვლინდებოდა ეაკულატში მიღებიდან 90 წუთის შემდეგ.
ბიოტრანსფორმაცია:
სილდენაფილი გამოდის უპირატესად CYP3A4 (ძირითადი გზა) და CYP2C9 (არაძირითადი გზა) ღვიძლის მიკროსომალური იზოფერმენტებით. ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტები წარმოქმნილი სილდენაფილის N-დესმეთილაციით, შემდგომში კვლავ მეტაბოლიზდება. მოცემულ მეტაბოლიტს აქვს სილდენაფილის მსგავსი ფოსფოდიესთერაზას სელექციური პროფილი და ინ ვიტრო სიძლიერე PDE-5-სთვის, ძირითადი წამლის დაახლოებით 50%. ჯანმრთელ მოხალისეებში, მისი მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები სილდენაფილის მეტაბოლიტების დაახლოებით 40%-ია. N-დესმეთილ მეტაბოლიტი კვლავ მეტაბოლიზდება, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდია დაახლოებით 4სთ.
გამოყოფა:
მთლიან სხეულში სილდენაფილის კლირენსი შეადგენს 41 ლ/სთ-ს, შედეგად მიღებული ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფის ხანგრძლივობაა 3-5 სთ.
პერორალური ან ინტრავენური მიღების შემდეგ სილდენაფილი გამოიყოფა მეტაბოლიტის სახით უპირატესად ფეკალიებში (მიღებული პერორალური დოზის დაახლოებით 80%) და ნაკლებად შარდში (მიღებული პერორალური დოზის დაახლოებით 13%).
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული ჯგუფის პაციენტებში
ხანდაზმულები:
ჯანმრთელ ხანდაზმულ მოხალისეებს (65 წლის ან მეტი) აღენიშნებოდათ სილდენაფილის შემცირებული კლირენსი, რაც იწვევდა სილდენაფილის და N-დესმეთილ მეტაბოლიტის დაახლოებით 90% -ით მაღალ პლაზმურ კონცენტრაციებს, ვიდრე ჯანმრთელ ახალგაზრდა მოხალისეებში (18-45 წლის). პლაზმის ცილებთან კავშირში ასაკის სხვადასხვაობის გამო, თავისუფალი სილდენაფილის პლაზმურ კონცენტრაციაში შესაბამისი ზრდა შეადგენდა 40% -ს.
თირკმლის უკმარისობა:
მოხალისეებში მსუბუქი და ზომიერი (კრეატინინის კლირენსი = 30-80 მლ/წთ) თირკმლის დისფუნქციით, 50 მგ სილდენაფილის ერთჯერადი პერორალური დოზის მიღებისას არ იცვლებოდა ფარმაკოკინეტიკა. N-დესმეთილ მეტაბოლიტის საშუალო AUC და Cmax მაჩვენებლები შესაბამისად გაიზარდა 126% და 73%-თ, შესაბამისი ასაკის მოხალისებთან შედარებით, თირკმლის უკმარისობის გარეშე. თუმცა, მაღალი შიდა სუბიექტური ცვალებადობის გამო, ეს განსხვავებები სტატისტიკურად არ იყო მნიშვნელოვანი. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე მოხალისეებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ / წთ) შემცირდა სილდენაფილის კლირენსი, რის შედეგადაც მოხდა AUC და Cmax საშუალო ზრდა 100% და 88%, შესაბამისი ასაკის მოხალისეებთან შედარებით, თირკმლის ფუნქციის დარღვევის გარეშე. გარდა ამისა, N-დესმეთილ მეტაბოლიტის AUC და Cmax მოცულობა შესაბამისად მნიშვნელოვნად გაიზარდა 79 % და 200%-თ.
ღვიძლის უკმარისობა:
მოხალისეებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ციროზით (ჩაილდპიუს კლასი A და B), სილდენაფილის კლირენსი მცირდებოდა და იწვევდა AUC (84%) და Cmax (47%) მატებას შესაბამისი ასაკის მოხალისეებთან შედარებით ღვიძლის დისფუნქციის გარეშე. პაციენტებში ღვიძლის მძიმე დისფუნქციით არ შესწავლილა სილდენაფილის ფარმაკოკინეტიკა.
ჩვენება:
ერექციული დისფუნქციის მქონე მამაკაცების მკურნალობა, რა დროსაც შეუძლებელია საკმარისი ერექციის მიღწევა და შენარჩუნება, დამაკმაყოფილებელი სექსუალური აქტის ჩატარებისთვის.
იმისათვის, რომ სილდენაფილი ეფექტური იყოს, საჭიროა სექსუალური სტიმულაცია.
დოზა და მიღების წესი:
რეკომენდებული დოზაა 50მგ მიიღება საჭიროებისამებრ, დაახლოებით ერთი საათით ადრე სქესობრივი აქტის დაწყებამდე. მისი ეფექტურობის და ტოლერანტობის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 100 მგ-მდე ან შემცირდეს 25 მგ-მდე. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 100 მგ. მაქსიმალური რეკომენდებული მიღების სიხშირეა ერთხელ დღეში. საკვებთან ერთად მიღებისას სილდენაფილის აქტივობა შეიძლება გამოვლინდეს უფრო გვიან ვიდრე მშიერ მდგომარეობაში
მიღების წესი:
მიიღება პერორალურად
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. აზოტის ოქსიდის/ციკლური გუანოზინ მონოფოსფატის (cGMP) მეტაბოლური გზის ცნობილი ეფექტების შესაბამისად, სილინდენფილმა აჩვენა ნიტრატების ჰიპოტენზიური ეფექტების გაძლიერება და მისი ერთდროული მიღება აზოტის ოქსიდის დონორებთან (მაგალითად, ამილის ნიტრიტი) ან ნიტრატებთან ნებისმიერი ფორმით უკუნაჩვენებია.
ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები, სილდენაფილის ჩათვლით არ გამოიყენება მამაკაცებში რომლებშიც სქესობრივი აქტივობა არ არის რეკომენდებული (მაგ: გულსისხლძარღვთა მძიმე დარღვევის მქონე პაციენტები, როგორიც არის არასტაბილური სტენოკარდია ან გულის მძიმე უკმარისობა).
სილდენაფილი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც ცალ თვალში დაქვეითებული აქვთ მხედველობა, არტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის (NAION) გამო, განურჩევლად იმისა, იყო თუ არა ეს ეპიზოდი დაკავშირებული PDE5 ინჰიბიტორის წინა ექსპოზიციასთან.
სილდენაფილის უსაფრთხოება არ არის შესწავლილი პაციენტების შემდეგ ქვეჯგუფებში და შესაბამისად, მისი გამოყენება უკუნაჩვენებია: ღვიძლის მძიმე უკმარისობის, ჰიპოტენზიის (არტერიული წნევა <90/50 მმვწსვ), წოტა ხნის წინ გადატანილი ინსულტის ან მიოკარდიუმის ინფარქტის და ცნობილი მემკვიდრეობითი დეგენერაციული ბადურის დარღვევების მქონე პაციენტებში, როგორიცაა პიგმენტური რეტინიტი (ამ პაციენტების უმცირესობას აღენიშნება ბადურის ფოსფოდიდერაზების გენეტიკური დარღვევები).
განსაკუთრებული გაფრთხილება და გამოყენების სიფრთხილის ზომები:
ფარმაკოლოგიური მკურნალობის დაწყებამდე, ერექციული დისფუნქციის დიაგნოზირებისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს სამედიცინო ისტორია, ფიზიკური შემოწმება და განსაზღვროს ძირითადი მიზეზები.
გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორები
ერექციული დისფუნქციის ნებისმიერი მკურნალობის დაწყებამდე, ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ თავიანთი პაციენტების გულ-სისხლძარღვთა მდგომარეობა, რადგან არსებობს გულის რისკის ხარისხი, რომელიც დაკავშირებულია სექსუალურ აქტივობასთან. სილდენაფილს აქვს ვაზოდილატატორული თვისებები, რაც იწვევს არტერიული წნევის მსუბუქ და გარდამავალ დაქვეითებას. სილდენაფილის დანიშვნამდე ექიმმა უნდა გაითვალისწინოს მისი პაციენტის კონკრეტული საყურადღებო მდგომარეობები, რაზეც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სისხლძარღვების გამაფართოებელმა მოქმედებამ, განსაკუთრებით სქესობრივი აქტივობის კომბინაციისას. პაციენტებში ვაზოდილატატორების მიმართ გაზრდილი მგრძნობელობით, მარცხენა პარკუჭოვანი ობსტრუქციის ჩათვლით (მაგალითად, აორტული სტენოზი, ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია), ან მრავალი სისტემის ატროფიის იშვიათი სინდრომით, აღინიშნა არტერიული წნევის ავტონომიური კონტროლის მძიმე დარღვევები.
სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს.
პოსტმარკეტინგულ კვლევებში სილდენაფილის გამოყენებას უკავშირდებოდა დროებითი სერიოზული კარდიოვასკულარული მოვლენები, მიოკარდიუმის ინფარქტის ჩათვლით, არასტაბილური სტენოკარდია, გულის უეცარი გაჩერება, პარკუჭოვანი არითმია, ცერებროვასკულური სისხლჩაქცევა, გარდამავალი იშემიური შეტევა, ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია. ამ პაციენტებს უმეტესობას, მაგრამ არა ყველას, მანამდე აღენიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა რისკის ფაქტორები. ბევრი მოვლენა აღინიშნა სქესობრივი კავშირის დროს ან ცოტა ხნის შემდეგ და რამდენიმე მათგანს ადგილი ჰქონდა სილდენაფილის გამოყენების შემდეგ სქესობრივი აქტივობის გარეშე. შეუძლებელია იმის დადგენა, უკავშირდება თუ არა ეს მოვლენები უშუალოდ ამ ფაქტორებს ან სხვა ფაქტორებს.
პრიაპიზმი
ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები სილდენაფილის ჩათვლით სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში სასქესო ორგანოს ანატომიური დეფორმაციით (როგორიც არის გადახრა, კავერნოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება) ან იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ისეთი მდგომარეობები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პრიაპიზმი (მაგალითად, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, მრავლობითი მიელომა ან ლეიკემია).
ერექციული დისფუნქციის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება:
არ არის შესწავლილი სილდენაფილის უსაფრთხოება და ეფექტურობა ერექციული დისფუნქციის სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში. აქედან გამომდინარე, არ არის რეკომენდებული მსგავსი კომბინაციების გამოყენება.
გავლენა მხედველობაზე:
აღინიშნა მხედველობის დეფექტების შემთხვევები სიდენდენილის და სხვა PDE5 ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებით (იხ. პუნქტი 4.8). დაკვირვებით კვლევებში, სილდენაფილის და სხვა PDE5 ინჰიბიტორების გამოყენებისას (იხ. პუნქტი 4.8) სპონტანურად აღინიშნა არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის იშვიათი შემთხვევები. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ რაიმე უეცარი მხედველობის დეფექტის შემთხვევაში უნდა შეწყვიტონ სილდენაფილის ტაბლეტის მიღება და კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
რიტონავირთანერთადგამოყენება:
სილდენაფილის რიტონავირთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ალფა-ბლოკერებთანერთადგამოყენება:
საჭიროა სიფრთხილე, როდესაც სილდენაფილი ინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალფა-ბლოკატორს, რადგან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომური ჰიპოტენზია ზოგიერთ მგრძნობიარე ინდივიდში. იგი სავარაუდოდ აღინიშნება სილდენაფილის დოზის მიღებდან 4 საათის განმავლობაში. პოსტულარული ჰიპოტენზიის განვითარების პოტენციალის შესამცირებლად, სილდენაფილით მკურნალობის დაწყებამდე, პაციენტები უნდა იყვნენ ჰემოდინამიკურად სტაბილური ალფა-ბლოკატორების თერაპიაზე. უნდა გაითვალისწინონ სილდენაფილის 25 მგ დოზის მიღების დაწყება. გარდა ამისა, ექიმებმა პაციენტებს უნდა ურჩიონ რა უნდა გააკეთონ პოსტურალური ჰიპოტენზიური სიმპტომების შემთხვევაში.
გავლენასისხლდენაზე:
ადამიანის თრომბოციტებზე ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ სილდენაფილი აძლიერებს ინ ვიტრო ნატრიუმის ნიტროპრუსიდის ანტიაგრეგაციულ ეფექტს. არ არსებობს სილდენაფილის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლდენა ან აქტიური პეპტიური წყლული. აქედან გამომდინარე სილდენაფილი ამგვარ პაციენტებში უნდა გამოიყენონ მხოლოდ რისკის-სარგებლის ფრთხილი შეფასების შემდეგ.
ტაბლეტის გარსი შეიცავს ლაქტოზას. სილდენაფილის ტაბლეტის მიღება არ შეიძლება მამაკაცებში რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, როგორიც არის გალაქტოზას აუტანლობა, ლაპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბაცია.
ქალები
სილდენაფილი არ გამოიყენება ქალებში.
უარყოფითი რეაქციები:
სილდენაფილის გამოყენებისას ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებიდან აღინიშნა თავის ტკივილი, წამოცხელება, დისპეფსია, ცხვირის შეგუბება, მხედველობის დარღვევა (მსუბუქი და გარდამავალი, უპირატესად მხედველობის ფერების შეფერილობა, მაგრამ ასევე მგრძნობელობის მომატება სინათლის მიმართ ან ბუნდოვანი მხედველობა), საშარდე გზების ინფექცია, დიარეა, თავბრუსხვევა და გამონაყარი. სილდენაფილის გამოყენებისას აღინიშნა დროებითი სერიოზული კარდიოვასკულარული, ცერებროვასკულური და სისხლძარღვთა დაავადებები. შეუძლებელია იმის დადგენა უკავშირდება თუ არა ეს მოვლენები უშუალოდ სილდენაფილს, სქესობრივად აქტიურ პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ამ ფაქტორების კომბინაციას თუ სხვა ფაქტორებს.
ურთიერთქმედებები:
ნიტრატები
სილდენაფილის მიღება აზოტის ოქსიდის დონორებთან, როგორიცაა ორგანული ნიტრატი ან ორგანული ნიტრიტები, ნებისმიერი ფორმით, უკუნაჩვენებია. აზოტის ოქსიდის/cGMP მეტაბოლიზმზე მისი ცნობილი ეფექტების შესაბამისად, სილინდენფილმა აჩვენა ნიტრატების ჰიპოტენზიური ეფექტების გაძლიერება.
ალფა ბლოკერები
გამოიჩინეთ სიფრთხილე ალფა-ბლოკერებთან ერთად სილდენაფილის გამოყენებისას, რადგან არსებობს არტერიული წნევის შემცირების შესაძლებლობა. როდესაც სილდენაფილი მიიღება ალფა-ბლოკერებთან ერთად, სილდენაფილით მკურანლობის დაწყებამდე პაციენტები უნდა დასტაბილურდნენ ალფა-ბლოკერების თერაპიაზე და სილდენაფილის მიღება უნდა დაიწყონ ყველაზე დაბალი დოზით.
ამლოდიპინი
როდესაც სილდენაფილი 100მგ მიიღებოდა ამლოდიპინთან (5მგ ან 10მგ) ჰიპერტენზიულ პაციენტებში, წოლით მდგომარეობაში არტერიული წნევის საშუალო დამატებითი შემცირება შეადგენდა 8 მმვწსვ სისტოლური და 7 მმვწსვ დიასტოლურის.
რიტონავირი და სხვა CYP3A4 ინჰიბიტორები
რიტონავირთან ერთად მიღებისას, ძლიერმა CYP3A4 ინჰიბიტორმა მნიშვნელოვნად გაზარდა სილდენაფილის სისტემური ზემოქმედება (AUC– ს 11 – ჯერ ზრდა). ამიტომ მიზანშეწონილია სილდენაფილის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა 48 საათში არ აღემატებოდეს 25 მგ-ს.
ერითრომიცინთან ერთად მიღებისას, ზომიერმა CYP3A4 ინჰიბიტორმა გამოიწვია სილდენაფილის Cmax და AUC-ს ზრდა 160% და 182%-თ. საქვინავირთან ერთად მიღებისას, ძლიერმა CYP3A4 ინჰიბიტორმა გამოიწვია სილდენაფილის Cmax და AUC-ს ზრდა 140% და 210%-თ. CYP3A4 ძლიერმა ინჰიბიტორებმა, როგორიცაა კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი, შესაძლოა რომ უფრო მეტი გავლენა იქონიონ ვიდრე საქვინავირმა. სილდენაფილის 25 მგ საწყისი დოზა უნდა იქნას გათვალისწინებული იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერითრომიცინს ან ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებს (მაგალითად, საქვინავირი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი)
ალკოჰოლი:
წამალთშორისი ურთიერთქმედების კვლევაში 50 მგ სილდენაფილის 0,5 გ/კგ ალკოჰოლთან ერთად მიღებამ, რომელშიც სისხლში ალკოჰოლის მაქსიმალური დონე 0.08%-ით იქნა მიღწეული, აჩვენა, რომ სილდენაფილი არ აძლიერებს ალკოჰოლის ჰიპოტენზიურ ეფექტს ჯანმრთელ მოხალისეებში.
ჭარბი დოზა:
ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევებში ერთჯერადი დოზებით 800მგ, გვერდითი მოვლენები მსგავსი იყო იმ მოვლენების, რომელიც შეინიშნებოდა უფრო დაბალი დოზების მიღებისას, მაგრამ სიხშირე და სიმწვავე გაიზარდა. 200 მგ დოზის მიღებამ არ გამოიწვია ეფექტის გაზრდა მაგრამ გაიზარდა უარყოფითი რეაქციების შემთხვევები (თავის ტკივილი, წამოცხელება, დისპეფსია, ცხვირის შეგუბება, მხედველობის დარღვევა).
ჭარბი დოზირების შემთხვევებში, საჭიროა სტანდარტული შემანარჩუნებელი ზომების მიღება. არ არის მოსალოდნელი რომ თირკმლის დიალიზმა მოახდინოს კლირენსის დაჩქარება, ვინაიდან სილდენაფილი ძლიერ უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ გამოიყოფა შარდში.
იდენთიფიკაცია:
ცისფერი ლურჯი, რომბისებრი ფორმა, აპკით შემოგარსული ტაბლეტი, ერთ მხარეზე ამობურცული ‘100’ და მეორე მხარე გლუვი.
შენახვა:
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს და ნესტს.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე
პრეზენტაცია და შეფუთვა: 1x4 ტაბლეტი ბლისტერზე მონომუყაოს შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
წარმოებულია Maxtar Bio-Genics-ს მიერ
K. No. 705, Nalagarh Road, MalkuMajra,
Baddi-173205 (H.P.), ინდოეთი
ექსპორტირებულია ARAVIS PHARMACEUTICALS-ს მიერ
35-G.F., Sri Nagar Colony,
Bharat Nagar Road,
ახალი დელი-110052, (ინდოეთი)










