ვასატორი 10მგ #30ტ

ვასატორი 10მგ #30ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ატორვასტატინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 72985
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ვასატორი 20 მგ

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): atorvastatinი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ქოლესტერინის სინთეზის ინჰიბიტორები

გამოშვების ფორმა: 20მგ ტაბლეტი №30

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

სამკურნალწამლო ფორმა

აპკით შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ატორვასტატინი 20მგ;

(ატორვასტატინ კალციუმის სახით)

დამხმარე ნივთიერება: ტიტანის დიოქსიდი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალება, ფერმენტ ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: ატორვასტატინი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღება 1-2 საათის განმავლობაში. შეწოვის ხარისხი ატორვასტატინის დოზაზეა დამოკიდებული. ატორვასტატინის ტაბლეტები ატორვასტატინის ხსნარის ბიოექვივალენტურია. ატორვასტატინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით არის 12% და ჰმგ-კოA რედუქტაზას მაინჰიბირებელი აქტივობის სისტემური ხელმისაწვდომობა დაახლოებით არის 30%.

განაწილება: ატორვასტატინის განაწილების საშუალო მოცულობა დაახლოებით 381 ლიტრია.  ატორვასტატინი ≥98%-ით შეკავშირებულია პლაზმის ცილებთან.

მეტაბოლიზმი: ატორვასტატინი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 3A4-ით ორთო- და პარაჰიდროქსილირებულ წარმოებულებამდე და სხვადასხვა ბეტა-ოქსიდაციურ პროდუქტებამდე. Iნ ვიტრო, ჰმგ-კოA რედუქტაზას დათრგუნვა ორთო- და პარაჰიდროქსილირებული მეტაბოლიტებით ატორვასტატინის ექვივალენტურია. ჰმგ-კოA რედუქტაზას მაინჰიბირებელი აქტივობის დაახლოებით 70% დამოკიდებულია აქტიურ მეტაბოლიტებზე.

გამოყოფა: ატორვასტატინის პლაზური ნახევრად გამოყოფის  პერიოდი შეადგენს 14 საათს.  ჰმგ-კოA რედუქტაზას აქტივობის ინჰიბიტორის ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს 20-30 საათს აქტიური მეტაბოლიტების მონაწილეობის გამო.

ფარმაკოდინამიკა

ატორვასტატინი წარმოადგენს ფერმენტ 3-ჰიდროქსი 3-მეთილ-გლუტარილ კოენზიმ A რედუქტაზას სელექტიურ კონკურენტულ ინჰიბიტორს, რომელიც გარდაქმნის 3-ჰიდროქსი 3-მეთილ-გლუტარილ კოენზიმ A-ს მევალონის მჟავად. მევალონის მჟავა კი  წარმოადგენს ქოლესტერინის წინემორბედს. ატორვასტატინი აქვეითებს პლაზმაში ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების დონეს, ღვიძლში ქოლესტერინის სინთეზს, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების მიტაცებას და მათ მეტაბოლიზმს.

ჩვენებები

• პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (ჰეტეროზიგოტული ოჯახური და არაოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIა ფრედრიქსონის კლასიფიკაციით);

• კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემია (ტიპი IIა და IIბ ფრედრიქსონის კლასიფიკაციით);

• დისბეტალიპოპროტეინემია (ტიპი III ფრედრიქსონის კლასიფიკაციით)- დიეტასთან კომბინაციაში;

• ოჯახური ენდოგენური ჰიპერტრიგლიცერიდემია (ტიპი IV ფრედრიქსონის კლასიფიკაციით), რეზისტენტული დიეტის მიმართ;

• ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია, დიეტის და სხვა არაფარმაკოლოგიური მეთოდების არაეფექტურობის შემთხვევაში;

• გულ-სისხლძარღვთა გართულებების პირველადი პროფილაქტიკა უსიმპტომო გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში,  რისკ-ფაქტორების არსებობისას (>55 წელზე მეტი ასაკი, ნიკოტინური დამოკიდებულება, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერქოლესტერინემია და გენეტიკური განწყობა);

• გულ-სისხლძარღვთა გართულებების მეორადი პროფილაქტიკა გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში სიკვდილიანობის, განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, ჰოსპიტალური სტენოკარდიის და რევასკულარიზაციის აუცილებლობის სიხშირის შესამცირებლად.

დოზირება და მიღების წესი

ჰიპერქოლესტერინემია და შერეული დისლიპიდემია

ატორვასტატინის მიღება შეიძლება 10-80 მგ/დღეში დოზირების ფარგლებში ერთჯერადი დღიური დოზის სახით. ატორვასტატინის მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს, საკვებისგან დამოუკიდებლად. დოზირება უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად,  სამიზნე ლიპიდების დონის, დაავადებისა და პაციენტის პასუხის მიხედვით. ატორვასტატინით მკურნალობის დროს ლიპიდების დონე უნდა გადამოწმდეს 4 კვირის შემდეგ და მოხდეს დოზის კორექცია პაციენტის საჭიროების მიხედვით.

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია და შერეული ჰიპერლიპიდემია

საშუალო რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ. თერაპიული ეფექტი მიიღება ორი კვირის განმავლობაში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა ოთხი კვირის განმავლობაში და ნარჩუნდება თერაპიის დროს.

ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია

მოზრდილები: რეკომენდებული დოზა შეადგენს ატორვასტატინის 80 მგ-ს დღეში ერთხელ ( ამცირებს LDL-ქოლესტერინს 18%-45%-ით).

ბავშვები: პედიატრიულ პოპულაციაში მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია.

ჰიპერტრიგლიცერიდემია და დისბეტალიპოპროტეინემია

ატორვასტატინის დოზა პაციენტთა ამ ჯგუფში შეადგენს 10-80 მგ დღეში ერთხელ. დოზა შეიძლება ინდივიდუალურად შეირჩეს და დარეგულირდეს პაციენტის საპასუხო რეაქციის მიხედვით 4 კვირის შემდეგ.

დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

თირკმლის დაავადება ზეგავლენას არ ახდენს  პლაზმურ კონცენტრაციაზე და LDL-ქოლესტერინის დაქვეითებაზე; ამრიგად, დოზის კორექცია საჭირო არ არის.

დოზირება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

ღვიძლის უკმარისობა: ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციები მნიშვნელოვნად იზრდება პაციენტებში ქრონიკული ალკოჰოლური ღვიძლის დაავადებით (ჩაილდ პიუ B). პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით შესაფასებელია მკურნალობის სარგებელი და რისკი.

გვერდითი მოვლენები

ატორვასტატინი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები ხშირად მსუბუქი და ტრანზიტორულია. ატორვასტატინით თერაპიასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო:

საერთო: თავის ტკივილი, ასთენია და მუცლის ტკივილი

საჭმლის მომნელებელი სისტემა: დისპეფსია, გულისრევა, მეტეორიზმი, ყაბზობა და ფაღარათი.

ნერვული სისტემა: უძილობა

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემა: მიალგია

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

საერთო: ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიის ჩათვლით), ტკივილი გულმკერდში,  სისუსტე, ადვილად დაღლა

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემა: რაბდომიოლიზი.

ნერვული სისტემა: ჰიპესთეზია, თავბრუსხვევა, ამნეზია

ყურისა და ლაბირინთის დარღვევები: ყურებში ხმაური.

კანი და კანქვეშა ქსოვილები: ბულოზური გამონაყარი (მულტიფორმული ერითემის, სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით), ჭინჭრის ციება

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები: პერიფერული შეშუპება, წონის მატება.

სისხლისა და ლიმფური სისტემა: თრომბოციტოპენია.

უკუჩვენებები

• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

ღვიძლის აქტიური დაავადება ან შრატის ტრანსამინაზების აუხსნელი მუდმივი მომატება.

• 18 წლამდე ასაკი

• ორსულობა და ლაქტაცია

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, ატორვასტატინით მკურნალობის დროს მიოპათიის რისკი იზრდება ციკლოსპორინთან, ფიბრატებთან, ერითრომიცინთან, კლარიტრომიცინთან, ანტიმიკოზურ საშუალებებთან და ნიკოტინის მჟავასთან ერთდროული მიღებისას. 

ანტაციდები: მაგნიუმის და ალუმინის შემცველი ანტაციდური პერორალური სუსპენზიის მიღება აქვეითებს ატორვასტატინის პლაზმურ კონცენტრაციას დაახლოებით 35%-ით, მიუხედავად ამისა, ჰიპოლიპიდემიური მოქმედება არ იცვლება.

ანტიპირინი: ვინაიდან ატორვასტატინი ზეგავლენას არ ახდენს ანტიპირინის ფარმაკოკინეტიკაზე, იმავე ციტოქრომული იზოფერმენტების საშუალებით მეტაბოლიზებულ სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

კოლესტიპოლი: ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციები მცირდება დაახლოებით 25%-ით კოლესტიპოლისა და ატორვასტატინის ერთად გამოყენებისას. მიუხედავად ამისა, LDL-ქოლესტერინის დაქვეითება უფრო დიდი იყო ატორვასტატინისა და კოლესტიპოლის კომბინირებისას, ვიდრე ამ ორი პრეპარატის ცალკ-ცალკე გამოყენების დროს.

ქოლესტრიამინი: მონაცემები არ მოიპოვება.

ციმეტიდინი: ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციები და LDL-ქოლესტერინის დაქვეითება არ შეცვლილა ციმეტიდინის თანმხლები გამოყენების დროს.

დიგოქსინი: ატორვასტატინით ხანგრძლივი მკურნალობის დროს, დიგოქსინთან ერთდროული მიღებისას დიგოქსინის პლაზმური კონცენტრაცია იზრდება დაახლოებით 20%-ით. პაციენტში, რომლებიც დიგოქსინს ღებულობენ, აუცილებელია სათანადო მონიტორინგი.

ერითრომიცინი: ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია იზრდება დაახლოებით 40%-ით ატორვასტატინისა და ერითრომიცინის (ციტოქრომ P450 3A4 ინჰიბიტორი) კომბინირებისას.

პერორალური კონტრაცეპტივები: ატორვასტატინისა და პერორალური კონტრაცეპტივების ერთად გამოყენებისას იზრდება ნორეთინდრონისა და ეთინილ ესტრადიოლის AUჩ მაჩვენებლები დაახლოებით 30% და 20%-ით, შესაბამისად აღნიშნული მომატება გასათვალისწინებელი პერორალური კონტრაცეპტივების შერჩევისას ატორვასტატინით მკურნალობის დროს.

ვარფარინი: ატორვასტატინს კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ გააჩნია პროთრომბინის დროზე. მიუხედავად ამისა, ვარფარინისა და ატორვასტატინის კომბინირებისას სათანადო მონიტორინგი არის საჭირო.

სხვა თანმხლები თერაპია: კლინიკურ კვლევებში, ატორვასტატინი გამოიყენებოდა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან და ესტროგენის ჩანაცვლებით თერაპიასთან ერთად კლინიკურად მნიშვნელოვანი მავნე ურთიერთქმედების გარეშე.

ორსულობა და ლაქტაცია

ატორვასტატინი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენოს შესაფერისი კონტრაცეპტიული მეთოდები. 1 თვიანი ინტერვალია საჭირო ატორვასტატინით მკურნალობის შეწყვეტასა და ჩასახვას შორის ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში.    

განსაკუთრებული მითითებანი

ღვიძლის დისფუნქცია

ატორვასტატინით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია შრატის ტრანსამინაზების მატება.

ატორვასტატინის დოზის შემცირებისას, ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის დროს, ტრანსამინაზების დონე უბრუნდება მკურნალობამდე არსებულ დონეს. მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ პერიოდულად აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური სინჯების გაკეთება.

ატორვასტატინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს და აქვთ ღვიძლის დაავადება ანამნეზში. ღვიძლის აქტიური დაავადება ან ტრანსამინაზების აუხსნელი პერსისტული მომატება წარმოადგენს ატორვასტინის გამოყენების უკუჩვენებას.

ჩონჩხის კუნთები

ატორვასტატინით მკურნალობისას აღინიშნებოდა გაურთულებული მიალგია. ატორვასტატინით მკურნალობა უნდა შეწყდეს, იმ შემთხვევაში თუ საეჭვოა მიოპათიის დიაგნოზი.

ატორვასტატინით მკურნალობა დროებით უნდა შეწყდეს ნებისმიერ პაციენტში მწვავე მიოპათიით ან რისკ ფაქტორებით, რომლებიც ხელს უწყობენ თირკმლის უკმარისობის განვითარებას რაბდომიოლიზის შედეგად (მაგ. მძიმე მწვავე ინფექცია, ჰიპოტენზია, დიდი ქირურგიული ოპერაცია, ტრავმა, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები, და არაკონტროლირებადი კრუნჩხვები).

ენდოკრინული ფუნქცია

ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორები ხელს უშლიან ქოლესტერინის სინთეზს და თეორიულად შეიძლება დაარღვიონ თირკმელზედა ჯირკვლის და/ან სასქესო ჰორმონების წარმოქმნა. სიფრთხილეა საჭირო, ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას პრეპარატებთან, რომლებიც აქვეითებეან ენდოგენური სტეროიდული ჰორმონების (კეტოკონაზოლი, სპირონოლაქტონი და ციმეტიდი) დონეს ან აქტივობას.

ბავშვები

18 წლამდე პაციენტებში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი.

ჭარბი დოზირება

ატორვასტატინის ჭარბი დოზირების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, მკურნალობა სიმპტომურია. პლაზმის ცილებთან ძლიერი შეკავშირების გამო, ჰემოდიალიზი მნიშვნელოვნად არ აძლიერებს ატორვასტატინის კლირენსს.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი ІІ, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით

მწარმოებელი : ეჯ ფარმა, ინდოეთი