პარი #100ტ

პარი #100ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბეგქონდარა+თავშავა+კრაზანა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 72871
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

პარი                      

დეზინტოქსიკატორი, ჰეპატოპროტექტორი, ადაპტოგენი.

კრაზანა -90გრ(hipericum) მას აქვს ანტიდეპრესანტული და ანქსიოლიზური (ამცირებს შფოთვა, სტრესი, აუმჯობესებს განწყობას) მოქმედება. ფსიქოვეგეტატიური დარღვევები (დეპრესიული განწყობა, აპათია).

ბეგქონდარა-150გრ (Thymus  serpyllum)-  ახასიათებს ხველების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი მოქმედება.

კულმუხო -90გრ (Inula helenium)- აქვს ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ამოსახველებელი და რბილი შარდმდენი ეფექტი, ანელებს პერისტალტიკას და სეკრეტორულ აქტივობას და ამავე დროს ზრდის ნაღვლის ექსკრეციას თორმეტგოჯა ნაწლავში, აქვს ანტისეპტიკური ეფექტი

ათასფურცელა-45გრ (Achilléa millefólium)-   შემადგენლობაში შედის ფლავონოიდები; ალკალოიდები - განსაკუთრებით ახილეინი ხელს უწყობს სისხლის შედედების; კაროტინი-ორგანიზმში მოხვედრის დროს, გარდაიქმნება A ვიტამინად,რომელიც აუცილებელია ზრდის პროცესში, აგრეთვე აძლიერებს მხედველობას; ამინომჟავები; ორგანული მჟავები; ტანინები; ვიტამინები C, K . ათასფურცელა  შემკვრელი და შემომგარსველი საშუალებაა.

შვიტა-150გრ,  მასში უხვად არის სილიციუმის მჟავა, კალიუმის მარილები, ფლავონოიდები და საპონინები. სწორედ ამ ორი უკანასკნელი კომპონენტის წყალობით ავლენს შვიტა შარდმდენ ეფექტს.  ამ მცენარეს ორგანიზმიდან სითხე ისე გამოაქვს, რომ არ იწვევს მარილების გამოლექვას, ამიტომ მისი ნაყენი და ნახარში სასარგებლოა თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების ანთებითი დაავადებების დროს. გარდა ამისა, თანამედროვე ხალხური მედიცინა შვიტას იყენებენ  რევმატული ტკივილის, ხანგრძლივი ხველის, ქვედა კიდურების შეშუპების სამკურნალოდ. დღესდღეობით პოპულარულია შვიტას ნაყენის აბაზანაც, რომელიც დადებითად მოქმედებს კანის სტრუქტურაზე, აუმჯობესებს მასში სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას, აშუშებს ჭრილობებს, წყლულებს.

სელის თესლი-45გრ, სელის თესლი შეიცავს ომეგა 3, ომეგა 6, ომეგა 9 და ანტიოქსიდანტებს აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. წარმოადგენს ძლიერ პროფილაქტიკურ საშუალებას გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის. ხანგრძლივი გამოყენების შედეგად  რეგულირდება მაღალი წნევა, მცირდება თრომბების და ინფარქტის განვითარების რისკი. მისი ხანგრძლივი გამოყენება აღადგენს კუჭ–ნაწლავის ფლორას. ამცირებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში. ასევე  ეხმარება ორგანიზმს განთავისუფლდეს მძიმე მეტალებისგან.

ასისთავა -37,5გრ(Centaureum minus)- ბა­ლახ­ში შე­მა­ვალ გენ­ცი­ო­პიქ­ტინს ჭი­ე­ბის გა­მომ­დე­ნი თვი­სე­ბა გა­აჩ­ნია. ასის­თა­ვას იყე­ნე­ბენ საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. იყე­ნე­ბენ მა­დი­ს აღ­მძვრელ სა­შუ­ა­ლე­ბად,  დის­პეფ­სი­ის და კუ­ჭის წვე­ნის და­ბა­ლი მჟა­ვი­ა­ნო­ბის დროს. სხვა მცე­ნა­რე­ებ­თან ერ­თად ასის­თა­ვას იყე­ნე­ბენ ქრო­ნი­კუ­ლი ენ­ტე­რო­კო­ლი­ტის, კუ­ჭი­სა და თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლა­ვის წყლუ­ლის,  ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს.

ასკორბინისმჟავა-22,5გრ -ასკორბინის მჟავას ( ვიტამინი C ), რომლის შემადგენლობაში შედის დიენოლის ჯგუფი, გააჩნია  გამოხატული აღმდგენი თვისებები , რომლის   საშუალებითაც ძირითად როლს თამაშობს იმ ჟანგვა - აღდგენით პროცესებში , რომლებიც მიმდინარეობს უჯრედებში .  წარმოადგენს არომატული მჟავების ცილოვანი ცვლის აქტივატორს . მონაწილეობას ღებულობს  ნახშირწყლების  ცვლის რეგულაციაში , სისხლის  შედედებაში , სტეროიდული ჰორმონების  ბიოსინთეზში , ქსოვილების რეგენერაციაში ,კოლაგენის და პროკოლაგენის სინთეზში და ბევრი

 სხვა ნივთიერების სინთეზში უჯრედ შიდა სივრცეში , კაპილარების გამავლობის

 ნორმალიზაციაში.  ხელს  უწყობს  რკინის  შეთვისებას და ჰემოგლობინის სინთეზს . 

მნიშვნელოვან  როლს თამაშობს  პროცესებში ,  რომლებიც  მიმდინარეობს  ორგანიზმის დეტოქსიკაციის  დროს  ეგზოგენური   და  ენდოგენური  შხამებით  მოწამვლისას .  C ვიტამინის დეფიციტი საკვებში  იწვევს  C -ჰიპო  და  ავიტამინოზის  განვითარებას ,  ვინაიდან ორგანიზმში ეს ვიტამინი არ სინთეზირდება .

გლიცინი 40,5 ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ამცირებს ფსიქოემოციურ  დაძაბულობას ,  ზრდის გონებრივ შრომისუნარიანობას .  გლიცინს  გააჩნია  გლიცინ - და გაემ - ერგული ,  ალფა -1- ადრენომაბლოკირებელი ,  ანტიოქსიდანტური ,  ანტიტოქსიკური მოქმედება ;  იგი არეგულირებს გლუტამატური რეცეპტორების მოქმედებას , რის შედეგადაც პრეპარატს  შესწევს უნარი :   შეამციროს  ფსიქოემოციური  დაძაბულობა , აუმჯობესებს სოციალურ  ადაპტაციას ;  აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას ;  არეგულირებს ძილს  ; ამცირებს  ვეგეტო - სისხლძარღვოვან დარღვევას  კლიმაქტერულ პერიოდში .

ჩვენებები:

  • აბსტინენციის სინდრომი;
  • აპათო-აბულიური სინდრომი;
  • ჰასფერის სინდრომი( მიუნჰაუზენის სინდრომის ნაირსახეობა), რომელიც ახასიათებს ნარკომანიასა და ტოქსიკომანიას, არ წარმოადგენს ორგანულ პათოლოგიას და მოიცავს მენტალურ აშილობათა ნიშნებს. ნარკოდამოკიდებულება.
  • ებრძვის მავნე ბაქტერიებს, ახდენს მათ მიერ გამოყოფილი ფერმენტებისა და ტოქსინების ნეიტრალიზაციას და ორგანიზმიდან გამოდევნას.
  • აძლიერებს ლიმფური სისტემისდრენაჟულ ფუნქციას. გამოაქვს ორგანიზმიდან მძიმე მეტალის მარილები (ტყვიის, ვერცხლისწყლის, კადმიუმის), რომელთა დაგროვება ორგანიზმში მრავალი დაავადების მიზეზია.
  • აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას, ასტიმულირებს ბიფიდობაქტერიების ზრდას და უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ ფუნქციონირებას (გამოიყენება როგორც დიარეის, ასევე ყაბზობის დროს).  წმენდს წვრილ და მსხვილ ნაწლავებს და აღადგენს მათ ფუნქციას.
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის დისბაქტერიოზი: გამოწვეული სხვადასხვა დაავადებებით, არასწორი კვებით, ონკოსტატიკების, ქიმიოპრეპარატების და ანტიბიოტიკების მიღებით;
  • ონკოპაციენტებში ქიმიო და სხივური თერაპიის თანმხლები დისბაქტერიოზები და ინტოქსიკაციები;  
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, მეტეორიზმი; 
  • მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი;  ნაწლავის ატონია;  
  • ქრონიკული და მწვავე ინტოქსიკაციები, მათ შორის ალკოჰოლური; ალერგიული რეაქციები;  
  • სიმსუქნე და ლიპიდური ცვლის სხვა დარღვევა; 
  • ნებისმიერი წარმოშობის ჰიპოიმუნური მდგომარეობა; 
  • აკნე; პლასტიკური ქირურგია, დამწვრობები, ჭრილობები და კანის საფარველის სხვა ტრავმები .
  • დეზინტოქსიკატორი, გამწმენდი.

დოზირება:  1აბი დღეში 3-ჯერ, ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა ორი კვირიდან -სამ თვემდე.  არ იწვევს მიჩვევას, არ ახასიათებს მოხსნის სინდრომი. პარის  მიღება  სინთეზურ მედიკამენტებთან ერთად დაშვებულია, ვინაიდან აძლიერებს მათ ეფექტს.  დისბაქტერიოზი და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი:  1 აბი 2-ჯერ დღეში ჭამამდე 2 საათით ადრე 1 თვის განმავლობაში. ძლიერი ინტოქსიკაცია: 1 აბი ყოველ 2 საათში ერთხელ, არაუმეტეს 6 ტაბლეტისა.  წონის კორექციისთვის: 1 (2) აბი ყოველი კვების წინ 20 წუთით ადრე 2 თვის განმავლობაში.

გვერდითი  მოვლენები:

იშვიათად  აღინიშნება დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის  მხრივ: ყაბზობა, ღებინება, გულისრევა.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების  მიმართ. ოსტეოპოროზი, ჰიპოაციდური

გასტრიტი.
სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები:

პარი  არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ბავშვებში 12 წლამდე.

გამოშვებისფორმა: N 100 აბი კოლოფში

1 აბი -0,5გრ.

მწარმოებელი : „Эвалар»-რუსეთი. შემომტანი საქართველოში შ.პ.ს „სტარტ-აფ“