ბიოლაქტინი 5მილიარდი 9მლ #8ფლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ბიოლაქტინი 5 მილიარდი
ფლაკონი 9 მილილიტრი
5 მილიარდი ცოცხალი მიკროორგანიზმი
შემადგენლობა:
Lactobacillus rhamnosus
Lactobacillus acidophilus
Bacillus coagulans
B ჯგუფის ვიტამინები
B1 0.6 mg
B2 0.8 mg
B6 0.6mg
B12 0.6mcg
PP 5 mg
კალციუმის პანტოთენატი 2მგ
FOC ფრუქტოოლიგოსაქარიდები 500 მგ
ინულინი 500 მგ
მოცხარი 200 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დისბაქტერიოზის სამკურნალო და ნაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალება
მოქმედების მექანიზმი:
ბიოლაქტინი წარმოადგენს კომბინირებულ საშუალებას,რომელიც უზრუნველყოფს ნაწლავური მიკროფლორის ფუნქციის აღდგენას და წონასწორული მდგომარეობის შენარჩუნებას ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას და აბრკოლებს მავნე ბატერიების მოქმედებას. აძლიერებს ნაწლავის ადგილობრივ იმუნიტეტს
ბიოლაქტინის შემადგენლობაში შემავალი ლაქტო ბაქტერიები ,ინულინი ფრუქტოლოგოსაქარიდები და B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკრობიოცენოზის ნორმალიზებას,ავლენენ მაღალაქტივობას ისეთი პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ, როგორიცაა - E.coli, H.influenzae, Campilobacter jejuni, Salmonella, Shigella, Streptococcus, Staphilococcus aureus, Helicobacter pylori.მათ ენტეროციტებთან ადჰეზიისა და ზრდის უნარის დათრგუნვით.ლაქტობაქტერიები ახდენენ ნახშირწყლების დაშლას რძემჟავას წარმოქმნით.მათ მიერ შექმნილი მჟავე გარემო ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების გამრავლებას,რომელიც ადამიანის ორგანიზმის ნორმალური მიკროფლორის 85-95% შეადგენს.
ინულინი არის მცენარეული პოლისაქარიდი,რომლისგანაც კუჭში ნაწილობრივი ფერმენტაციული ჰიდროლიზის გზით,წარმოიქმნება ფრუქტოოლიგოსაქარიდები.ისინი წარმოადგენენ ბიფიდო და ლაქტობაქტერიების ზრდის იდეალურ საკვებ გარემოს .ინულინს ახასიათებს პროკინეტიკური( კუჭ-ნაწლავის მოტორიკის სტიმულირება) ,დეტოქსიკაციური, ანტიქოლესტერინული მოქმედება.
ბიოლაქტინის შემადგენელი კომპონენტებ მდგრადია კუჭ-ნაწლავის ფერმენტების მიმართ და შეუცვლელი სახით აღწევს ნაწლავებამდე
ჩვენებები:
დისბაქტერიოზი
ანტიბიოტიკოთერაპიის და შემდგომი პერიოდი
მწვავე ინფექციური დიარეა
მოგზაურთა დიარეა
შეკრულობა გამოწვეული დისბაქტერიოზით
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
საკვები რაციონის და დიეტის შეცვლა
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
გვერდითი მოქმედება:
გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის
მიღების წესი და დოზირება:
ბიოლაქტინი მიიღება ჭამის დროს მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით,
0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 4-9 მილილიტრი (0,5-1 ფლაკონი) 1-2 ჯერ(შესაძლებელია ფლაკონის გახსნა და საკვებში შერევა).
2 - დან– 12- წლამდე 1-2 ფლაკონი 1- ჯერ.
12 წლის ზემოთ და მოზრდილებში 1-2 ფლაკონი 1- 2 ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლოვობა დამოკიდებულია დაავადების განვითარების მიზეზსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
ორსულობა და ლაქტაცია:
გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ ექიმის კონსულტაციით.
გამოშვების ფორმა: 8 მინის ფლაკონი ყუთში
შენახვის პირობები: ინახება ბნელ, მშრალ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: SELLA იტალია