გინოჰიალი + #10ვაგ.ტ
გააზიარე:
გინოჰიალი +
N10 ვაგინალური ოვულა
შემადგენლობა: ჰიალურონის მჟავა 10მგ, ლაქტოზა, ვიტამინი E, 18 -ბეტა-გლიცერინის მჟავა, პოლიკარბოფილი, ჩაის ხის ზეთი, ფოსფატიდილქოლინი, ნახევრადსინთეზური ტრიგლიცერიდები.
ჰიალურონის მჟავა - ბუნებრივი პოლისაქარიდია, რომელსაც გააჩნია მკვეთრად გამოხატული შეშუპების და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. აჩქარებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქირურგიული ჩარევების შემდგომ პერიოდში. ჰიალურონის მჟავა ხასიათდება ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული მოქმედებით. ჰიალურონის მჟავა მაღალი ჰიგროსკოპული თვისების გამო ძლიერად ატენიანებს და პოხავს ლორწოვან გარსს, გამოირჩევა მაღალი ბიოშეთავსებადობით.
ლაქტოზა - დისაქარიდია, რომელიც საშოს ლორწოვანში ფერმენტაციის შედეგად გარდაიქმნება
რძემჟავად. რძემჟავა ხელს უწყობს საშოს ბუნებრივი pH-ის შენარჩუნებას და საშოს ლორწოვანში
წარმოადგენს ბარიერს სხვადასხვა დაავადების განვითარებისათვის: ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი,
გონორეა და სხვა.
ვიტამინი E - აძლიერებს გინოჰიალის ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ თვისებას.
ტრიგლიცერიდებს - გააჩნიათ ლუბრიკანტური თვისებები
პოლიკარბოფილი- -აღადგენს ვაგინალურ მიკროფლორას, არეგულირებს საშოს PH-ს
PH-3.5- აღადგენს საშოს ფიზიოლოგიურ PH-ს
გინოჰიალი + არატოქსიურია, არ აღიზიანებს ლორწოვანს, გამოირჩევა მაღალი ტოლერაბელობით, შეთავსებადია კონდომთან, ინტიმურად უსაფრთხოა.
ჩვენება:
- · სპეციფიური და არასპეციფიური ვაგინალური ინფექციები
- · ანტიბიოტიკების, პერორალური ან ვაგინალური კონტრაცეპტივების, ანტიბაქტერიული
საშუალებების გამოყენებისას და/ან შემდგომი პერიოდი
- · ატროფიული ვაგინიტი
- · საშოს ლორწოვანის სიმშრალე;
ü ახალგაზრდა ქალები ჰორმონალური პრობლემებით
ü მენოპაუზის პერიოდი
- · საშოს მიკროტრამვები, მცირე ლოკალური ამბულატორიული პროცედურების შემდგომ
გამოყენების წესი და დოზირება :
მკურნალობის მიზნით - 1 ოვულა უნდა მოთავსდეს
საშოში ღრმად დღეში ერთჯერ (ღამით, ძილის წინ),
მკურნალობის კურსი - 7-10 დღე;
პროფილაქტიკის მიზნით - 1 ტაბლეტი უნდა მოთავსდეს
საშოში ღრმად კვირაში ორჯერ (ღამით, ძილის წინ).
შეფუთვაში 10 ვაგინალური ოვულა ბლისტერზე.
მწარმოებელი: Gruppo Farmaimpresa, იტალია











