სანტა ქოლდი ვოქსი #24ტ საწუწ.
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სანტა ქოლდი ვოქსი #24ტ საწუწნი
SantaCold Vox
სავაჭრო დასახელება:
სანტა ქოლდი ვოქსი
SantaCold Vox
სამკურნალწამლო ფორმა:
საწუწნი ტაბლეტები
შემადგენლობა: ქაფურის ხე 0.15 მგ; მწვანე პიტნა 5,75 მგ; ევკალიპტი 1,5მგ; ძირტკბილა 2,2 მგ; ტკბილი ფორთოხალი 0,5მგ.
კლინიკური თავისებურებები
თერაპიული ჩვენებები: გაციება, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ყელის ტკივილი, ხველა.
დოზირება და მიღების წესი:
როგორ მიიღება პროდუქტი
მოზრდილებში, ხანდაზმულებში და ბავშვებში 12 წლიდან: უნდა გაიწუწნოს ერთი ლოზენგე.
გამოიყენება პერორალურად.
მიღების ხანგრძლივობა: დაუშვებელია გამოყენება 7 დღეზე მეტ ხანს. სიმპტომების გაუარესების ან მათი 7 დღეზე მეტ ხანს გახანგრძლივებლის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაცია.
ფარმაკოლოგიური თვისებები
Menta viridis
ზოგადი დასახელება: პიტნა
პიტნა წარმოადგენს მცენარეს. მისი ფოთლები და ზეთი გამოიყენება პრეპარატების დასამზადებლად.
მოქმედება, სამედიცინო გამოყენება და დოზირება - მისი ძირითადი გამოყენება ხდება მისი დიურეზული და სიცხის დამწევი მოქმედების გამო. როგორც სიცხის დამწევი საშუალება მისი გამოყენება შესაძლებელია ცალკე ან კომბინაციაში ალთეს ფესვებთან ერთად. ზეთს გააჩნია შარდმდენი, მასტიმულირებელი და ანტისპაზმოლიზური , ასევე კანის ჰიპერემიის გამომწვევი მოქმედება და გამოიყენება რევმატიული და სხვა სახის ტკივილების დროს. გამოიყენება ასევე ყელის ტკივილის, გაციების, თავის ტკივილის, კბილის ტკივილის, სპაზმების, სიმსივნის და სასუნთქი გზები ანთების დროს. ზოგჯერ მას გამოიყენებენ როგორც მასტიმულირებელ, ბაქტერიების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებლის და სპაზმების საწინააღმდეგო საშუალების სახით.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები: პიტნა შესაძლოა უსფრთხო არ იყოს როდესაც გამოიყენება ჭარბი რაოდენობით ორსულობის დროს. პიტნის ჩაის ჭარბი გამოყენება იწვევს საშვილოსნოს დაზიანებას. დაუშვებელია პიტნის ჭარბად გამოყენება ორსულობის დროს.
არ არსებობს საკმარისი სანდო ინფორმაცია პიტნის ლაქტაციის დროს გამოყენების შესახებ. გამოიჩინეთ სიფრთხილე და არ გამოიყენოთ პიტნა იმაზე დიდი რაოდენობით ვიდრე მას შეიცავს საკვები.
თირკმლის დაზიანება: პიტნის ჩაი ზრდის თირკმლის დაზიანების რისკს. პიტნის დიდ რაოდენობას შესძლებელია ძლიერი ეფექტი გააჩნდეს. თეორიულად, პიტნის დიდმა რაოდენობამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება.
ღვიძლის დაავადება: პიტნის ჩაი ზრდის ღვიძლის დაზიანებას. პიტნის ჩაის დიდი რაოდენობით მიღებას გააჩნია ძლიერი ეფექტი. თეორიულად, პიტნის ჩაის დიდი რაოდენობა აუარესებს ღვიძლის დაავადებას.
ქაფურის ხე Nees&Eberm
ქაფური არის თეთრი, კრისტალური ნივთიერება ძლიერი სუნით და მკვეთრი გემოთი, რომელიც წარმოიქმნება ქაფურის დაფნის ხისგან და დაფნის ოჯახის სხვა ხეებისგან . ქაფურის ხე იზრდება ჩინეთში, ინდოეთში, მონღოლეთში, იაპონიაში და ტაივანში და ამ მარადმწვანე არომატული ხის სხვადასხვა სახეობა იზრდება სამხრეთ აშშ-ში განსაკუთრებით ფლორიდაში. ქაფური მიიღება ორთქლის დისტილირების, გამწენდის და ხის , ტოტების და ქერქის სუბლიმაციის გზით. არსებობს ქაფურის გამოყენების უამრავი ფარმაცევტული დანიშნულება, როგორიცაა ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ანტისპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო, ინფექციის საწინააღმდეგო, კანის ჰიპერემიის გამომწვევი, კონტრაცეფციული, მსუბუქი ექსპექტორანტი, ცხვირის გამხსნელი, ხველის დამთრგუნველი და ა.შ. ქაფური ადვილად შეიწოვება კანის მეშვეობით და მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია ინექციის, ინჰალაციის და პერორალური გზით. ქაფურს გააჩნია სხვადასხვა ქიმიური სახეობები, თითოეულ მათგანს განსხვავებული ესენციური ზეთის შემადგენლობით. ქაფურის ხის ფოთლები შეიცავს ქაფურს, როგორც ძირითად კომპონენტს შემდეგ კომპონენტებს შორის, როგორიცაა ცინეოლი, ლინალოოლი, ევგენოლი, საფროლი, ა-პინენი, ბეტა-პინენი, ბეტა-მირეკენი, ა-ჰუმულენი, რ-ციმოლი, ნეროლიდოლი, ბორნეოლი, კამფენი.
დოზირება და ტოქსიურობა
ქაფური სხვა პრეპარატის მსგავსად უნდა გამოიყენებოდეს განსაზღვრულ პაციენტებში დანიშნული დოზებით და უკუჩვენებების გათვალისწინებით. 3-11% კონცენტრაცია დამტკიცდა FDA -ს მიერ, როგორც ადგილობრივად გამოსაყენებელი ტკივილგამაყუჩებელი და საანესთეზიო საშუალება. ქაფური და სხვა ტერპენოიდული შენაერთი არ კუმულირდება გარემოში, ვინაიდან ნიადაგის მრავალი ბაქტერია, როგორიცაა Pseudomonas putida, ადვილად ახდენს მოცემული შენაერთების დეგრადაციას. თუმცა, მცენარეული პრეპარატები და ესენციური ზეთები ფართოდ გამოიეყენება ხალხში და თანამედროვე ალტერნატიული მედიცინა მრავალი წლის განმავლობაში ეფექტური იყო მრვალი დაავადების და სიმპტომის განკურნებაში, მათი ბოროტად გამოყენება შესაძლებელია ორგანიზმისთვის იყოს ძალიან საზიანო და გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები. ქაფურით ინტოქსიკაცია შეინიშნებოდა ადამიანებში და განსაკუთრებით ბავშვებში , მაგრამ უმეტესად მისი შემთხვევითი გადაყლაპვის ან რეკომენდებული დოზების გადაჭარბების დროს.
ევკალიპტი
ევკალიპტის ფოთლები შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ესენციური ზეთი, რომლებიც გამოიყენება თერაპიულ დანიშნულებაში. მისი შეგროვება როგორც წესი ხდება მშრალი ფოთლებიდან. ზეთი სუფთა ან ღია ყვითელი ფერისაა და აქვს ძლიერი სუნი.
ევკალიპტის თერაპიული გამოყენება, თვისებები და სარგებელი
ევკალიპტის ძირითად პროდუქტს წარმოადგენს ესენციური ზეთი, რომელსაც გააჩანია სხვადასხვა თერაპიული დანიშნულება.ზეთი შეიჩავს ეუკალიპტოლს (1.8-ცინეოლი). იგი ასევე წარმოადგენს მცენარის ფისის- კინოსის ღირებულ წყაროს, რომელიც იწარმოება სხვადასხვა მცენარისა და ხისგან, რომელიც ფართოდ გამოიყენება მედიცინაში და გასარუჯ ლოსიონებში.
ესენციური ზეთი ზედა სასუნთქი გზების ინფექციების და ანთებითი ინფექციების პოპულარული სამკურნალო საშუალებაა, როგორიცაა ბრონქიტი. იგი გამოიყენება ინჰალაციის სახით, რისი მეშვეობითაც აღწევს ფილტვებში და ბრონქიოლებში და ამსუბუქებს დახშობას და გულმკერდის ორგანოების ინფექციებს. იგი ასევე გამოყენება გაციების და გრიპის დროს ან გარეგანად გულმკერდის დასაზელად. შიგნით მიღების შემთხვევაში ლოზენგეს სახით ან ხველის მიქსტურის სახით იგი უნდა განზავდეს და მოხდეს მისი მიღება მცირე დოზებით.
ევკალიპტი ასევე გამოიყენება როგროც კანის ჰიპერემიის საშუალება, ადგილობრივი სამკურნალო საშუალება, რომელიც იწვევს კანის სიწითლეს, ვინაიდან იზრდება კაპილარებში სისხლის მიმოქცევა. მას აქვს გამათბობელი, სასიამოვნო ეფექტი და ზოგჯერ იწვევს ტკივილის გაყუჩებას. იგი ხშირად გამოიყენება მალამოებში, კრემებში ან გელებში ადგილობრივი სამკურნალო საშუალების სახით კუნთების და სახსრების ტკივილის და აკნეს დროს.
მას გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები და გამოიეყნება კრემებში, როგორიცაა მალარიის სამკურნალო საშუალება, ცხელების დროს ანტიბიოტიკებზე დამხმარე საშუალების სახით. ანტიბიოტიკებით+
კომბინირებული გამოყენების კვლევებში ევკალიპტის ესენციური ზეთების და ექსტრაქტების გამოყენებისას განკურნება უმჯობესდებოდა 55%-ით, ვიდრე ანტიბიოტიკის ცალკე გამოყენებისას. ასევე ჩატარდა კვლევები ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიაზე, სადაც ესენციური ზეთის გამოყენებას ჰქონდა ბაქტერიაზე მაინჰიბირებელი ეფექტი. მცენარეს გააჩნია სასარგებლო ბიოაქტიური შენაერთები.
დოზირება
უსაფრთხო დღიური დოზა ძალიან მცირეა, 0.3-0.6 გ.
არ არის უსაფრთხო ევკალიპტის ხანგრძლივი გამოყენება, მაგ. წლის ან მეტი ხნის მანძილზე.
უსაფრთხოება და გვერდითი მოვლენები
ევკალიპტის ესენციური ზეთი ზოაგადად უსაფრთხოა მისი გარეგანი გამოყენებისას მაგრამ ის ძლიერ ტოქსიურია შიგნით მიღების შემთხვევაში დიდი დოზებით. მას შუძლია გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ბრონქოსპაზმი, კონვულსიები, ციანოზი, დელირიუმი, თავბრუსხვევა, წვა ეპიგასტრიუმში, მიოზი, კუნთების სისუსტე. სუნთქვის პრობლემები, ტაქიპნოე და სუნთქვის დათრგუნვის და დახრჩობის შეგრძნება. ევკალიპტის ზეთს შეუძლია გავლენა იქონიოს ჰიპოგლიკემიურ თერაპიაზე და 2 ტიპის დიაბეტის მკურნალობაზე მისი გლუკოზის დამწევი ეფექტის გამო. მას ასევე შეუძლია იმოქმედოს ღვიძლში უცხო ნივთერების დეგრადირებად ფერმენტთა სისტემაზე . მას შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რეფლექსების დაკარგივთ, ცნიბიერების დაკარგვით და შესაძლოა გამოიწვიოს კომა. ევკალიპტის ზეთის გამოყენება დაუშვებელია ორსულობის და ლაქტაციის დროს.
Glychirrhizia glabra (ძირტკბილა)
ძირტკბილა არის მცენარე. მისი ფესვები გამოიყენება პრეპარატების დასამზადებლად.
გლიცირიზინი (VI) არის ძირითადი ტრიტერპენოიდული საპონინი ძირტკბილას ფესვებში, რომელიც კონცენტრაციებში შეადგენს 15%.
ჩვენებები
ძირტკბილა გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა დარღვევების დროს, მათ შორის კუჭის წყლულის, გულძმარვის, კოლიკას და კუჭის გარსის ანთებითი პროცესების დროს (ქრონიკული გასტრიტი).
ძირტკბილა გამოიყენება ყელის ტკივილის, ბრონქიტის, ხველის და ბაქტერიის ან ვირუსის მიერ გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.
ძირტკბილა ასევე გამოიყენება ოსტეოართრიტის, სისტემური წითელი მგლურას, ღვიძლის დარღვევების, მალარიის, ტუბერკულოზის, საკვებით მოწამვლის და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს.
ფარმაკოლოგია
ძირტკბილაში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ამცირებენ შეშუპებას, ათხიერებენ ლორწოს სეკრეციას, ამცირებენ ხველას, და ამრავლებენ ქიმიურ ნივთიერებებს ორგანიზმში, რაც კურნავს წყლულს.
მოქმედების მექანიზმი
ძირტკბილას სასარგებლო ეფექტები გამოწვეულია სხვადსხვა მექანიზმებით. გლიცირიზინი და გლიცირიზინის მჟავა აინჰიბირებენ სხვადასხვა რნმ და დნმ ვირუსების ზრდას და ციტოპათოლოგიას, მათ შორის A9 და ჩ ჰეპატიტებს, ჰერპესს, აივ (Hattori et al, 1989) მარტივი ჰერპესს და CMV. .
გლიცირიზინი და მისი მეტაბოლიტები აინჰიბირებენ ღვიძლის ალდოსტერონის მეტაბოლიზმს და თრგუნავენ 5-ბეტარედუქტაზას. გლიცირიზინის მჟავას სტრუქტურის მსგავსება თირკმელზედა ჯირკვლის მიერ გამოყოფილი ჰორმონის სტრუქტურასთან განაპირობებს გლიცირიზინის მჟავას მინერალოკორტიკოიდულ და გლუკოკორტიკოიდულ მოქმედებას. ძირტკბილას 18 შემადგენელ ნივთიერებას გააჩნია სტეროიდის მსგავსი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც მსგავსია ჰიდროკორტიზონის მოქმედებისა, რაც გამოწვეულია ფოსფოლიპაზა A2 -ის მოქმედების ინჰიბირებით. ინ ვიტრო კვლევებმა ასევე გამოვლინა რომ გლიცირიზინის მჟავა აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას მოქმედებას და პროსტაგლანდინის ფორმირებას (განსაკუთრებით პროსტაგლანდინ E2), და არაპიდაპირ აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას.
გვერდითი მოვლენები და ტოქსიურობა
ძირტკბილას მიერ გამოწვეულ ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდით მოვლენას წარმოადგენს არტერიული წნევის მომატება, რაც როგორც მიჩნეულია განპირობებულია ძირტკბილას ეფექტით რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულ სისტემაზე. ძირტკბილას საპონინებს შეუძლიათ ალდოსტერონის მოქმედების გაძლიერება ამავდროულად თირკმელებში მინერალოკორტიკოიდულ რეცეპტორებთან კავშირით. ფენომენი, ცნობილი როგორც „ფსევდოალდოსტერონიზმი“. ჰიპერტენზიის გარდა პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ჰიპოკალემია (კალიუმის დაკარგვა) და ნატრიუმის შეკავება, რაც იწვევს შეშუპებას. ყველა სიმპტომი ქრება თერაპიის შეწყვეტასთნ ერთად. კვლევათა უმეტესობის მიხედვით არ შეინიშნებოდა გვერდითი მოვლენები მკურნალობის კურსის დროს. ზოგადად, სიმპტომების გამოვლენა და სიმწვავე დამოკიდებულია ძირტკბილას მიღებულ დოზასა და ხანგრძლივობაზე, ასევე ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე. პაციენტები შეყოვნებული კუჭ-ნაწლავის ტრანზიტის დროით შესაძლებელია მეტად იყვნენ მგრძნობიარები მოცემული გევრდითი მოვლენების მიმართ ძირტკბილას მეტაბოლიტების რეაბსორბციის და ენტეროჰეპატიკური ციკლის გამო. ძირტკბილას მიღებული დღიური რაოდენობა პაციენტებში მინერალოკორტიკოიდული სიჭარბის სინდრომით მერყეობს 1.5გ-დან 250გ-მდე დღეში.
Сitrus Sinesis
სხვა დასახელებები:
ტკბილი ფორთოხალი, ბიოფლავონოიდების კომპლექსი, ბიოფლავონოიდების კონცენტრატი, ბიოფლავონოიდების ექსტრაქტი.
ტკბილი ფორთოხალი შეიცავს დიდი რაოდენობით ჩ ვიტამინს.
ტკბილი ფროთოხლის ქერქი გამოიყენება მადის მოსამატებლად; ამცირებს ფლეგმას და კურნავს ხველას, გაციებას, ნაწლავურ აირებს (შებერილობას), მჟავიანობას (მოუნელებლობა) , (დისპეფსია) და მკერდის სიმსივნურ წყლულებს. იგი ასევე გამოიყენება როგორც მატონიზირებელი საშუალება.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
შენახვის განსაკუთრებული პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25˚С ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ბლისტერზე 10 საწუწნი ტაბლეტი. 1 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ს.ს. „ჰუმანითი ჯორჯია“, საქართველო,










