ამს გრავიდა ვიტ.D3 1000ერთ#90ტ

ამს გრავიდა ვიტ.D3 1000ერთ#90ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ქოლეკალციფეროლი(ვიტ.D3)
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 72068
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

გრავიდა D3 2000ერთ #90ტ

( ვიტამინი D3 ქოლეკალციფეროლი )

  • · გრავიდა D 3- ძვლების კუნთებისა და იმუნური სისტემის ჯანმრთელობისთვის, ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას
    ვიტამინი D -ს ნორმალური დონის შენარჩუნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. პრეპარატი გამზადებულია მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით
  • · ხელს უწყობს ორსულისა და ნაყოფის ჯანმრთელობას
  • · ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას
  • · აუცილებელია ძვლების, კუნთებისა და იმუნური სისტემის ჯანმრთელობისთვის

  • · ვიტამინი D ორგანიზმში ხვდება საკვებთან ერთად ან წარმოიქმნება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას, აუცილებელია ენდოკრინული სისტემის (ფარისებრი ჯირკვალი) ნორმალური ფუნქციონირებისთვის, დადებითად მოქმედებს ნაწლავურ სისტემაზე, თირკმლებსა და ძვლოვან ქსოვილზე. არეგულირებს კალციუმისა და ფოსფატის გამოყოფას, მონაწილეობს ჩონჩხის კუნთების ტონუსის შენარჩუნებაში, ამცირებს ინსულინის მიმართ რეზისტენტობას, ხელს უწყობს სხეულის მასის კლებას, აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციას. ვიტამინი D-ს დეფიციტი ბავშვებში იწვევს რაქიტს, მოზრდილებში – ოსტეომალაციას, ორსულებში –პრეეკლამპსიას. ვიტამინი D-ს დონე დადებით კორელაციაშია ნაყოფის წონასთან დაბადებისას.ვიტამინი D-ს დეფიციტი ასოცირდება გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევასა და შაქრიანი დიაბეტის განვითარებასთან. დედის ორგანიზმში ვიტამინი D-ს დეფიციტი ზრდის

ახალშობილებსა და ჩვილებში ჰიპოკალცემიური კრუნჩხვის განვითარების რისკს. ვიტამინი D წამყვან როლს ასრულებს ნაყოფის ჩონჩხის განვითარებასა და ზრდაში.

ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა, მათ შორის მაღალი რისკის მქონეპირებში (ორსულობა, შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი, სიმსუქნე, მალაბსორბცია)

ჩვენება :

  • · ოსტეოპოროზის ( მენოპაუზის, სტეროიდული, იდიოპათიური და სხვ. ) და მისი გართულებების პროფილაქტიკადა მკურნალობა
  • · ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • · იმუნიტეტის დაქვეითება
  • · მინერალური ცვლის დარღვევა
  • · ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი

მიღების წესი :

მიიღება 1 კაფსულა ერთჯერ ან ორჯერ დღეში, ან ექიმის დანიშნულებით.

უკუჩვენება : პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

გამოშვების ფორმა : # 90 ტაბლეტი

მწარმოებელი : Promopharma, Italy