ამს გრავიდა მაგნეზია70მგ#90ტ

ამს გრავიდა მაგნეზია70მგ#90ტ

59.99 ლარი
ქვეყანა: ამერიკა
მწარმოებელი: ამერიკა მედიკ ენდ საიეინს
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მაგნიუმის ჰიდროქსიასპარაგინატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 72066
გააზიარე:

ამს გრავიდა მაგნეზია 70მგ #90ტ

დამატებითი ინფორმაცია
დღის მანძილზე მისაღები რაოდენობა: 1 კაფსულა
90 კაფსულა შეფუთვაში

1 კაფსულა შეიცავს    % დღიური ნორმა
მაგნიუმი (ოქსიდი და ციტრატი)   70 მგ 30%
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)   5მგ 250%

სხვა ინგრედიენტები: ცელულოზა, ჟელატინი (კაფსულა); სილიციუმის დიოქსიდი; მაგნიუმის სტეარატი

მაგნიუმი ხელ უწყობს ჰიპოფიზსა და საკვერცხეებში ესტროგენებისა და პროგესტერონის დიდი რაოდენობით წარმოქმნას, რაც აუცილებელია ორსულობის უსაფრთხოებისთვის სანამ პლაცენტა საბოლოოდ ჩამოყალიბდება.
ვიტამინი B6 ხელს უწყობს პროგესტერონის დონის ნორმალიზაციას ქალებში ლუთეალური ფაზის უკმარისობით, რომლის დროსაც ლუთეალური ფაზა არასაკმარისად ხანგრძლივია ორსულობის წარმატებით შენარჩუნებისთვის.


მაგნიუმის პრეპარატი. მაგნიუმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს. აუცლიებელია მრავალი ენერგეტიკული პროცესისათვის, მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესებში. მაგნიუმი მონაწილეობს ნერვულ-კუნთოვანი აგზნებადობის პროცესებში, ნერვულ-კუნთოვანი გამტარობის დაქვეითებით. განსაკუთრებით საინტერესოა მაგნიუმი, როგორც ბუნებრივი კალციუმის ფიზიოლოგიური ანტაგონისტი. მაგნიუმი აკონტროლებს მიოკარდიუმის უჯრედების ნორმალურ ფუნქციას; მონაწილეობს მიოკარდიუმის კუმშვის ფუნქციაში. სტრესულ სიტუაციაში თავისუფალი იონიზებული მაგნიუმი ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა, აქედან გამომდინარე მაგნიუმის დამატებითი რაოდენობა ხელს უწყობს სტრესისადმი რეზისტენტობის მომატებას.

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ამინომჟავების (ტრიპტოფანი, მეთიონინი, ცისტეინი, გლუტამინი და სხვა) მეტაბოლიზმსა და ნეირომედიატორების (დოფამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, სეროტონინი და სხვა) ბიოსინთეზში. იგი აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ხელს უწყობს ფოლის მჟავას გარდაქმნას მის აქტიურ ფორმად, ზრდის დიურეზს, ასტიმულირებს ჰემოპოეზს. ათეროსკლეროზის დროს ვიტამინი B6 აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას.


გაფრთხილება: თუ თქვენ ხართ ორსული, ან მეძუძური დედა, ან იღებთ რაიმე მედიკამენტს, გამოყენების წინ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს და შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება.
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ თუკი თავსახურის ქვემოთ საცობი დაზიანებულია ან არ არის.

მითითებება: გამოიყენეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულებისამებრ. მიიღეთ საკვებთან ერთად.
გამოიყენება შესაძლებელია ვეგეტარიანელების მიერ
არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, სურნელის მიმნიჭებლებს და დამატკბობლებს; შემნახველებს, შაქრებს, სახამებელს, რძეს, ლაქტოზას, გლუტენს, საფუარსა და ნატრიუმს.

გრავიდა მაგნიუმი დამზადებულია პროდუქციის ხარისხის მიმნიჭებელი უმაღლესი სტანდარტებით, ნივთიერების სისუფთავისა და ეფექტურობის ჩათვლით.

პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე. საუკეთესო ეფექტის მისაღებად მიღეთ პრეპარატი ექიმის მითითებისამებრ.

პრეპარატი მიეკუთვნება მინერალური დანამატების ჯგუფს.
მაგნიუმის დეფიციტის შემთვევაში ( იზოლირებული ან კომბინირებული) - შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
აგზნება, გაღიზიანება, შფოთვა, დაღლილობა, ძილის მსუბუქი დარღვევები;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმი, გულის აჩქარება (ჯანმრთელი გულის პირობებში)
კუნთების დაჭიმვა,

პრეპარატის მიღება არ შეიძლება
თუკი გაქვთ ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის ან ძირითადი ნივთიერების მიმართ
თუკი გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის სისტემა: კუჭ-ნაწლავის აშლილობა და დიარეა (მაღალი დოზების მიღებისას), რაც ჩვეულებრივ გაივლის თავისით პრეპარატის დოზის შემცირებით; ალერგიული რეაქციები.

ორსულობა და ლაქტაცია
შესაძლებელია პრეპარატის დანიშნულებისამებრ მიღება ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან ამ პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება მაგნიუმზე მოთხოვნილება. მაგნიუმის არაბალანსირებულმა შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მათ შორის ფეხმძიმობის შეწყვეტაც.