დორმიკინდი #150ტ *

დორმიკინდი #150ტ *

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 71986
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.


დორმიკინდი / DORMIKIND

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება)

comb. drug;

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ჰომეოპათიური საშუალებები

მწარმოებელი ფირმა

DHU

მწარმოებელი ქვეყანა

გერმანია

გამოშვების ფორმა

ტაბლეტი #150

გაცემის რეჟიმი

III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

1 ტაბლეტები (100 მგ) შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ჩუპრიპედიუმ პუბესცენს D4 ­ 15 მგ
მაგნეზიუმ კარბონიკუმ D10 ­ 20 მგ
ვალერიანიკუმ D12 ­ 15 მგ
სხვა ინგრიდიენტები (შემავსებლები): მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
ჩვენებები
შფოთვის და ძილის დარღვევები ბავშვებში.
მიღების წესები და დოზები
6 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი 4–ჯერ დღეში. ტაბლეტები მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამის მერე 30 წუთის შემდეგ (ტაბლეტი უნდა
გაიწოვოს პირის ღრუში). თერაპიის კურსი – 3–4 კვირა.
საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია ტაბლეტის გასხნა მცირე რაოდენობის წყალში (1 ჩაის კოვზი).
არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება პრეპარატის მიღების დავიწყების შემთხვევაში.
გვერდითი მოვლენები
არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტის ნიშანი, მიმართეთ ექიმს.
შენიშვნა:
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ
შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენს შვილს რომელიმე შაქრის აუტანლობა აქვს დორმიკინდის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
პრეპარატის მიმართ ცუდი ამტანობისას ან გაუთვალისწინებელი სიმპტომებისას მიმართეთ ექიმს.
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი).
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას მავნე ეფექტების განვითარების საშიშროება არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის. შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენი ბავშვი იღებს სხვა სამკურნალო
საშუალებებს.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 25°ჩ ტემპერატურამდე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.