იმუნაპი 200მლ სიროფი

იმუნაპი 200მლ სიროფი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ექინაცეა+ასტრაგალუსი+პროპოლისი+ვიტამინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 71925
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

იმუნაპი

შემადგენლობა:

იმუნაპის სიროფის ყოველი 10მლ შეიცავს: უნკარია 50მგ, ექინაცეა 10 მგ, ასტრაგალუსი 3,8 მგ, პროპოლისი 52,8 მგ, ფუტკრის რძე (Royal Jelly) 2 მგ, ვიტამინ C 90 მგ, ვიტამინ B5 12 მგ, ვიტამინ A 3200 IU, ვიტამინ B6 1,8 მგ, ვიტამინ B1 1,4 მგ, ვიტამინ B12  2 მკგ, ფოლიუმის მჟავა 260 მკგ, ბიოტინი 48 მკგ.

დამხმარენივთიერებები : წყალი, ლიმონმჟავა, პოტასიუმ სორბატი, სოდიუმ ბენზოატი, ფრუქტოზა.

ექინაცეას  ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

უნკარიას  მოქმედება ძირითადად განპირობებულია მასში ალკალოიდების, გლიკოზიდების, ტრიტერპენებისა და ფლავონოიდების არსებობით. ხასიათდება ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული და ზოგადმატონიზირებელი თვისებებით. T – ლიმფოციტების და მაკროფაგების აქტივაციის, იმუნოგლობულინების სპექტრის ნორმირებისა და ლეიკოციტების ფაგოციტოზის უნარის გაზრდის ხარჯზე იწვევს იმუნური სისტემის მსუბუქ სტიმულაციას. მოქმედებს უჯრედული იმუნიტეტის დონეზე. 

ასტრაგალუსი - გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და იმონომასტიმულირებელი თვისებებით.

პროპოლისი - ხასიათდება ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიტოქსიური, ტკივილგამაყუჩებელი, მარეგენერირებელი, იმუნომოდულატორული თვისებებით.

ფუტკრისრძე (Royal Jelly) – ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის რეგულირებას და უნიკალური იმუნომოდულატორია, ანვითარებს მეხსიერებასა და მხედველობას.

ვიტამინ C – იგი იღებს მონაწილეობას ორგანიზმის მრავალ ფუნქციაში: ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების შეთვისებაში, ჭრილობების შეხორცებაში, სისხლძარღვების კედლის გამაგრებაში, სისხლის შედედებაში. აუცილებელია ქსოვილოვანი სუნთქვისათვის. ვიტამინი C ასტიმულირებს სპეციფიკურ ანტიმიკრობულ ანტიტოქსინებს, ზრდის მთელი რიგი ფაქტორის დონეს, რომლებიც მონაწილეობენ იმუნოპროცესებში.

ვიტამინ A –მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენის, ცილის სინთეზისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ძვლისა და კბილის ფორმირებაში, ახალი უჯრედების განვითარებასა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში. უცილებელია ეპითელიური ქსოვილისათვის.

 B ჯგუფისვიტამინები (ვიტამინ B6 , ვიტამინ B1, ვიტამინ B12,  ფოლიუმის მჟავა, ბიოტინი)

 - უზრუნველყოფენ ნერვული სისტემის ოპტიმალურ ფუნქციობას, ერთობლივად აგებენ პასუხს ორგანიზმის ენერგეტიკულ ცვლაზე, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციობაზე, ზრდის პროცესებსა და უჯრედთა გამრავლებაზე. B ჯგუფის ვიტამინების ერთობლივი მოქმედება ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე ამ ჯგუფში შემავალი თითოეული ვიდრე თითოეული ვიტამინისა ცალკ-ცალკე.

ჩვენებები:

გამოიყენება იმუნური სისტემის სტიმულაციის მიზნით:

  • გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • სხვადასხვა ლოკალიზაციის და ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობანი;
  • ორგანიზმის საერთო გადაღლა;
  • ანტიბიოტიკოთერაპიის, ციტოსტატიკური, იმუნოდეპრესიული და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი.

დოზირება 3-დან 12 წლამდე 5მლ, 12 დან ზემოთ და მოზრდილებში 10მლ 1-ჯერ დღეში.

გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონის შენჯღრევა.

უკუჩვენება:

  • ჰიპერმგრძნობელობაპრეპარატის აქტიური ან არააქტიური ნივთიერებების მიმართ ;
  • ორსულობა ლაქტაციის პერიოდი.
  • 3 წლამდე ასაკი.

სიფრთხილის ზომები: შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.  შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. 

გამოშვების ფორმა: სიროფი 200მლ, მუქი შუშის ფლაკონში მზომი ჭიქით.

მწარმოებელი:  OFI,  იტალია