ჰეელი-ნუქს ვომიკ-ჰომაკ1.1მლ#1ა

ჰეელი-ნუქს ვომიკ-ჰომაკ1.1მლ#1ა

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 71819
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ნუქს ვომიკა-ჰომაკორდი / NUX VOMICA-HOMACCORD®

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: Heel
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 100მლ. ფლაკონში
  • გაცემის რეჟიმი:

შემადგენლობა

100 მლ ხსნარი შეიცავს: Nux vomica D2, Nux vomica D10, Nux vomica D15, Nux vomica D30, Nux vomica D200, Nux vomica D1000, Bryonia D2, Bryonia D6 Bryonia D10, Bryonia D15, Bryonia D30, Bryonia D200, Bryonia D1000 0,2-0,2 მლ; Lycopodium D3, Lycopodium D10, Lycopodium D30, Lycopodium D200, Lycopodium D1000, Colocinthis D3, Colocinthis D10, Colocinthis D30, Colocinthis D200 0,3 მლ თითოეული. Spiritus 35 vol %.

ჩვენებები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის ფუნქციური დაზიანება, მეტეორიზმი; ალკოჰოლის, ყავის და ნიკოტინის ჭარბი რაოდენობით მიღების შემდგომი დარღვევები; აგრეთვე სპასტიური გაუვალობ, ენტეროსპაზმი, წყლულოვანი კოლიტი და დივერტიკულიტი, ბუასილი, ანალური ხვრელის ნახეთქები და ეგზემები.

მიღების წესები და დოზები
დოზირება: ჩვეულებრივ 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნილის ლუპებად დალევა. 
დამატებითი ინფორმაცია: პრეპარატი ინიშნება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ღვიძლისა და კუჭნაწლავთა ფუნქციის გააქტივება, რათა ხელი შეეწყოს ორგანიზმიდან ჰომოტოქსინების გამოდევნას.

გვერდითი მოვლენები
არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენება
არ არის დადგენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის შესწავლილი.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები: დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონი დაიხუროს გამოყენებისთანავე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.