თურმანიძის მალამო 30გ ანტისეპტ

თურმანიძის მალამო 30გ ანტისეპტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: თურმანიძე
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 7179
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

თურმანიძის მალამო
(ანტისეპტიკური)



ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.

გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:
რბილი ქსოვილების ჩირქოვან ანთებითი პროცესები კარბუნულოზი, ფურუნკულოზი, პანარიციუმი, ჰიდრადენიტი, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ფოლიკულიტი, პოსტოპერაციული გართულებული ჭრილობები (კანის დიდი დეფექტები), სუფთა ჭრილობები, პოსტტრავმული ღია ჭრილობები, ბანალური ოსტეომიელიტი, ქვემო კიდურების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, განვითარებული სხვადასხვა დაავადებების ფონზე (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, დიაბეტური ანგიოპათიები, მაობლიტირებული ათეროსკლეროზი) ტროფიული წყლული, პოსტრავმული დაჩირქებული ჭრილობები,ნაწოლები. ზერელე ექსკორაციები და სხვა ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ

პროქტოლოგიაში: ანალური ნაპრალები, პარაპროქტიტი, ბუასილი.
გინეკოლოგიაში: საშვილოსნოს ყელის ეროზიო , კოლპიტი, ენდოცერვიციტი.
მეანობაში: კერტების ნახეთქები, შორისზე ჭრილობები.

ხმარების წესი:
ჭრილობის ზედაპირზე ვაფარებთ სტერილურ მიტკალზე ან სამფენა დოლბანდზე თხელი ფენით წასმულ მალამოს. ღრმა ჭრილობებში მალამოს შეყვანა ხდება ტამპონით. საჭიროების შემთხვევაში ჭრილობას ვამუშავებთ ანტისეპტიური (3% წყალბადის ზეჟანგი) ხსნარით, ნახვევის გამოცვლა 24 სთ-ში ერთხელ.
გინეკოლოგია: ვაგინალური ტამპონები 8-10 სთ-ში ერთხელ.
პროქტოლოგია: ჰიგიენური აბაზანის შემდეგ პერანალურ მიდამოში ტამპონზე თხლად წასმული მალამოს საფენი 2-ჯერ დღეში.

არ იწვევს ალერგიული რეაქციებს, უკუჩვენება არ გააჩნია.

შენახვის ვადა
2 წელი
ინახება მშრალ გრილ ადგილას.

წამლის ფორმა:
25, 30, 50, 100გრ. ალუმინის ტუბები, მინის ან პლასტმასის ქილები.

ყვითელი შეფუთვა - თურმანიძის მალამო ანტისეპტიური.
ლურჯი შეფუთვა - თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის.