ფოსფალუგელი 16გ #6 პაკეტი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
საერთაშორისო დასახელება:
ALUMINIUM PHOSPHATE
მწარმოებელი: ASTELLAS, ნიდერლანდები
მოქმედი ნივთიერება: ალუმინის ფოსფატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტაციდური პრეპარატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გელი: პაკეტში 16 გ, შეფუთვაში 20 ც.
1 პაკ.
ალუმინის ფოსფატი ......... 10.4 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია ანტაციდური, შემომგარსველი, მააბსორბირებელი თვისებები. იგი იცავს კუჭის ლორწოვანს დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან. პრეპარატის ანტაციდური მოქმედება ვლინდება სწრაფად და შენარჩუნებულია ხანგრძლივი დროით, რაც უზრუნველყოფს კუჭის სეკრეციის ფიზიოლოგიურ დონეს. იგი ბოჭავს ტოქსინებს და გამოყოფს მათ ორგანიზმიდან.
პრეპარატის ზემოთაღნიშნული თვისებები იწვევენ ტკივილის შეგრძნების სწრაფ და ხანგრძლივ დაქვეითებას.
ჩვენებები:
- გასტრიტი;
- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- დიაფრაგმის თიაქარი;
- გასტრო-ეზოფაგული რეფლუქსი;
- ეზოფაგიტი;
- გულძმარვა და დისპეფსია;
- მსხვილი ნაწლავის ფუნქციური დაზიანება.
- პედიატრიაში პრეპარატი გამოიყენება ეზოფაგიტის, გასტრიტის, კუჭის წყლულის, გასტრო-ეზოფაგული რეფლუქსის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში ფოსფალუგელი გამოიყენება 2-3-ჯერ დღეში 1 ან 2 პაკეტის ოდენობით. პრეპარატის მიღება შესაძლებელია მისი ნახევარ ჭიქა წყალში გახსნის შემდეგ, ან სუფთა სახით.
მიღების წესი დგინდება დაავადების ხასიათის მიხედვით.
დიაფრაგმის თიაქარის, გასტრო-ეზოფაგული რეფლუქსის დროს პრეპარატი ინიშნება უშუალოდ ჭამის შემდეგ და ღამით.
წყლულოვანი დაავადების დროს ფოსფალუგელი მიიღება ჭამიდან 1-2-სთ-ის შემდეგ, ასევე ტკივილის წარმოშობისთანავე, ხოლო გასტრიტისა და დისპეფსიის დროს - ჭამამდე.
მსხვილი ნაწლავის ფუნქციის დარღვევისას პრეპარატი გამოიყენება დილით უზმოზე და ღამით.
თუკი პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალში აღინიშნება ტკივილი, პრეპარატის მიღება უნდა გავიმეოროთ.
6 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 1/4 პაკეტის ოდენობით, ან 1 ჩაის კოვზი 4 გ ყოველი 6 კვების მიღების შემდეგ.
6 თვის ასაკის ზევით ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 1/2 პაკეტი ან 2 ჩაის კოვზი 4 კვების შემდეგ.
პაკეტის შიგთავსი თითების მოძრაობით უნდა ავურიოთ ერთგვაროვანი გელის მიღებამდე. იგი უნდა დავიჭიროთ ვერტიკალურად, მოვაჭრათ ან მოვაცილოთ დანიშნულ ადგილას კუთხე და შიგთავსი გადმოვიტანოთ. გელი მიიღება როგორც სუფთა, ასევე განზავებული სახით ნახევარ ჭიქა წყალში.
გვერდითი მოვლენები:
ფოსფალუგელის მიღების შედეგად ძალიან იშვიათად შესაძლებელია ყაბზობის განვითარება, რომლის დროსაც რეკომენდულია წყლის მისაღები რაოდენობის გაზრდა.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ნაყოფზე არ მოქმედებს უარყოფითად.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე დაუშვებელია.
◄ ფოსფალუგელის დანიშვნა ქრონიკული და მძიმე ფორმის თირკმელების უკმარისობისას დაუშვებელია.
◄ ვინაიდან პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს, შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილ პაციენტებში მისი გამოყენება შესაძლებელია.
◄ თუკი პაციენტი ფოსფალუგელთან ერთად იყენებს სხვა სამკურნალო საშუალებებს, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ვინაიდან ფოსფალუგელი აქვეითებს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედების ეფექტს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.