ტუსინი 118მლ სიროფი ფლ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ხველებისსაწინააღმდეგო პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
გუაიფენეზინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 7163
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ტუსინი
(Tussin)
(Tussin)
შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტი: გვაიფენეზინი – 100მგ
არაქტიური ინგრედიენტები: სიმინდის სიროფი, კარამელი, ნატრიუმის ბენზოატი, პროპილენგლიკოლი, ლიმონმჟავა, გლიცერინი, ნატრიუმის საქარინი, მენთოლი, ალუბლის არომატიზატორი, FD&C წითელი №40, გამოხდილი წყალი.
ჩვენება:
ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადებები, მათ შორის მწვავე ვირუსული ინფექციები, გრიპი, მწვავე ლარინგიტი, ფარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი რომელთაც ახლავს ხველა ნახველით.
მიღების წესი და დოზირება:
ერთჯერადი დოზა:
2დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში –1/2 -1 ჩაის კოვზი (საზომ ჭიქაზე ნიშნულამდე 0,5 – 1 TSP) ყოველ 4 საათში
6დან 12 წლის ასაკის ბავშვები –1-2 ჩაის კოვზი (ნიშნულამდე 1-2 TSP) ყოველ 4 საათში.
12 წლის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებში – 2-4 ჩაის კოვზი (ნიშნულამდე 2-4 TSP) ყოველ 4 საათში
2 წლამდე – საჭიროა ექიმის კონსულტაცია
გამოიყენება არაუმეტეს 4-6 ჯერ დღე–ღამის განმავლობაში. პრეპარატის მიღება აუცილებელია ჭამის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უნდა იქნეს შეთანხმებული ექიმთან.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ, ნერვული სისტემის მძიმე ორგანული დაავადებები. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, კუჭიდან სისხლდენა ანამნეზში.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა აღინიშნოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება.
შენახვის პირობები:
მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 15-30ºC ტემპერატურაზე,
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.
აფთიაქიდან გაიცემა: ურეცეპტოდ
მწარმოებელი ფირმა, მწარმოებელი ქვეყანა, მისამართი
საგმელი, ინკ., ჩიკაგო, ა.შ.შ.
1580 S. Milwaukee Ave.,
Suite 218, Libertyville, IL 60048 ,Tel: (847) 247-1102
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ მისამართს:
Bayer Consumer Care AG
საქართველო ქ. თბილისი
მისამართი: ზემო ვეძისის N69
ტელ: +995 32 30 80 87
+995 32 30 97 57
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით