სელენიუმი 200მკგ #60ტ

სელენიუმი 200მკგ #60ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სელენი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 71567
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სელენიუმი 200მკგ #60

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიურ იჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

რას წარმოადგენს გახანგრძლივებული მოქმედების სელენიუმის 200 მკგ აბები?

სელენიუმი საციცოცხლოდ აუცილებელ მიკროელემენტს წარმოადგენს, რომელიც ორგანიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი ფერმენტების გააქტიურებას უწობს ხელს, იგი ასევე გამდიდრებულია E ვიტამინით, რაც მის ძლიერ ანტიოქსიდანტურ თვისებებს განაპირობებს და ქსოვილებსა და უჯრედებს ოქსიდაციით გამოწვეული დაზიანებისაგან იცავს. სელენიუმი აგრეთვე აუცილებელია ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის. HealthAid-ის სელენიუმის ძლიერი ფორმულა ბუნებრივი სელენიუმის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რომელიც საუკეთესოდ შეიწოვება და აითვისება ორგანიზმის მიერ.

რისთვის გამოიყენება სელენიუმი 200 მკგ გახანგრძლივებული გათავისუფლება აბები?

- აუცილებელია ჯანსაღი იმუნური სისტემისთვის

- აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას

- ფსორიაზის და კანის სხვადასხვა პრობლემების დროს

- უზრუნველყოფს ძლიერ ანტიოქსიდანტურ დაცვას

- უზრუნველყოფს ოპტიმალური ჯანმრთელობის მხარდაჭერას

- ულტრა იისფერი რადიაციისგან დაცვა

- გულის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის

- ღვიძლის ნორმალური ფუნქციის ხელშეწყობისთვის

- ჯანსაღი თმის, კანისა და მხედველობის შენარჩუნებისთვის

ვისთვის არის სასარგებლო გახანგრძლივებული მოქმედები სსელენიუმის 200 მკგ აბები?

- მათთვის, ვისაც შეხება აქვს გარემოს დამაბინძურებელ ფაქტორებთან და ქიმიკატებთან

- თამბაქოს აქტიური მომხმარებლებისთვის, ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლებისთვის

- ასაკოვანი პირებისთვის ჯანმრთელობის კვებითი ხელშეწყობისთვის

- მათთვის, ვისაც სურს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან ორგანიზმის დაცვა, განსაკუთრებით მოხუცებულობის პერიოდში

- მათთვის, ვისაც ჯანსაღი გულის შენარჩუნება სურს

ხარიხის სტანდარტი: ყველა ინგრედიენტი აკმაყოფილებს აშშ, ევროპისა და ბრიტანეთის ფარმაკოპეას სტანდარტებს ან მომწოდებლის სპეციფიკაციას

შემადგენლობა

ერთი აბი შეიცავს (საშუალოდ):

რდნ %

სელენიუმი (ელემენტური)

200მკგ

364

რდნრეკომენდებული დღიური ნორმა (ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად)

** შესაფერისია ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის (მკაცრი ვეგეტარიანელებისთვის)

გამოყენების წესი: მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: ერთი აბი დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა დღეში ორ აბამდე შეიძლება გაიზარდოს. კვალიფიციური სპეციალისტის რჩევის გარეშე არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას. 

უკუჩვენება: ცნობილი არ არის

გაფრთხილება: 

- გამოიყენეთ პროდუქტი ინსტრუქციაში მითითებული მიღების წესის შესაბამისად

- საკვები დანამატი არ უნდა გამოიყენოთ სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების შემცვლელად

- ორსულობის, ძუძუთი კვების, მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, საკვებისმიერი ალერგიის ან ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა პრობლემის შემთხვევაში, გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია

- საკვები დამატებები არ არის განკუთვნილი დაავადების მკურნალობისა ან პრევენციისთვის

- არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 200მკგ ტაბლეტი #60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი კომპანია:  HEALTHAID

მწარმოებელი ქვეყანა:  დიდი ბრიტანეთი