ალთეს სიროფი 95მლ(125გ)ფლ(რუს)

ალთეს სიროფი 95მლ(125გ)ფლ(რუს)

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ალთეს ექსტრაქტი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 71548
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ალთეს სიროფი

სავაჭრო დასახელება: ალთეს სიროფი.

 

სამკურნალო ფორმა: სიროფი.

 

შემადგენლობ

1000 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ალთეს სამკურნალო ძირების ექსტრაქტი (ალთეს ძირების ექსტრაქტი მშრალი) (აღმდგენი მონოსაქარიდების ჯამის შევცველობით გლუკოზაზე გადაანგარიშებით – 1,0%) – 25 გ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი, საქაროზა (შაქარი), გაწმენდილი წყალი.

 

აღწერილობა

სქელი სითხე ღია-მოყვითალოდან მოყვითალო-მოყავისფრო ფერამდე, თავისებური სუნის.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.

ათქ კოდი: R05CA05.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება

გააჩნია რეფლექსური ამოსახველებელი და აგრეთვე ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ბრონქული სეკრეტის სიბლანტეს.

 

ჩვენება

სასუნთქი გზების დაავადებები, რომელთაც ახლავს ხველა ძნელად გამომყოფი ნახველით (ტრაქეიტი, ტრაქეობრონქიტი, ბრონქიტი).

 

უკუჩვენება

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. საქარაზის/იზომალტაზის დეფიციტი, ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია.

 

სიფრთხილით

შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებს და პირებს, რომლებიც იმყოფებიან ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტაზე.

პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

 

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისა და ბავშვისათვის. აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

 

მიღების წესი და დოზირება

შიგნით მისაღები:

ბავშვები 12 წლამდე – 1 ჩაის კოვზი სიროფი, წინასწარ გახსნილი 1/4 ჭიქა თბილ წყალში, ჭამის შემდეგ დღეში 4-5-ჯერ.

ბავშვები 12 წელს ზევით და მოზრდილები – 1 სუფრის კოვზი სიროფი, წინასწარ გახსნილი 1/2 ჭიქა თბილ წყალში, 4-5-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10-15 დღეს. მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა და მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარება შესაძლებელია ექიმთან შეთანხმებით.

 

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები.

თუ შეამჩნიეთ ნებისმიერი სხვა გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

 

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ღებინება, გულისრევა.

მკურნალობა: პრეპარატის შეწყვეტა, კუჭის გამორეცხვა.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

არ გამოიყენოთ კოდეინის და  ხველების საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროეულად, რადგან ეს აძნელებს გათხელებული ნახველის ამოხველებას.

 

 

განსაკუთრებული მითითებები

ინფორმაცია შაქრიანიდიაბეტის მქონე ავადმყოფებისთვის: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) შეიცავს 0,4 პე (პურის ერთეულს), 1 სუფრის კოვზი (15 მლ) – 1,2 პე.

პრეპარატი გავლენას არ ახდენს სატრანპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის და სხვა სახიფათო საქმიანობის უნარზე, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაქციას.

 

გამოშვების ფორმა

სიროფი.

125 მლ ნარინჯისფერი მინის ფლაკონებში ხრახნიანი ყელით, დახუფული ალუმინის სახურავით, კუთხვილით და პირველი გახსნის კონტროლით.

ყოველი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე არა უმეტეს 25°C-მდე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილებში.

 

ვარგისობის ვადა

2 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი/მწარმოებელი/პრეტანზიების მიმღები ორგანიზაცია

ღია სააქციო საზოგადოება “კურგანის სამედიცინო პრეპარატებისა და პროდუქციის სააქციო საზოგადოება ”სინთეზი”.

რუსეთი 640008, , კურგანის ოლქი,

ქ. კურგანი, კონსტიტუციის გამზ. 7.

ტელ./ფაქსი: (3522) 48-16-89

e-mail: [email protected]

http://www.kurgansintez.ru